მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანია: 45 წლიანი არსებობის მანძილზე ენგურჰესმა ქვეყნის ენერგომომარაგებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა
დავით ნარმანია: 45 წლიანი არსებობის მანძილზე ენგურჰესმა ქვეყნის ენერგომომარაგებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ენ­გურ­ჰე­სის 45 წლის იუ­ბი­ლე­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში. სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას, სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ენ­გურ­ჰე­სის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

„ენ­გურ­ჰე­სის“ 45 წლის იუ­ბი­ლეს ვუ­ლო­ცავ სად­გუ­რის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს, ქვეყ­ნის ენერ­გე­ტი­კის სექ­ტო­რის ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნელს. „ენ­გურ­ჰე­სის“ მნიშ­ვნე­ლო­ბა დი­დია ჩვე­ნი ქვეყ­ნის ენერ­გე­ტი­კუ­ლი თუ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. „ენ­გურ­ჰე­სი“ არის სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­რან­ტი. 45 წლი­ა­ნი არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე ენ­გურ­ჰე­სის სა­ი­მე­დო და გა­მარ­თულ­მა ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბამ ქვეყ­ნის ენერ­გო­მო­მა­რა­გე­ბა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა. მისი არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სად­გუ­რის მიერ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა 120 მი­ლი­არდ კვტ.სთ-ს აღე­მა­ტე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შე­დე­გად კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მო­ცუ­ლო­ბა და მუ­შა­ო­ბის სა­ი­მე­დო­ო­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „ენ­გურ­ჰე­სი“ ის ად­გი­ლია, სა­დაც ქარ­თვე­ლებ­სა და აფხა­ზებს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არ შე­უ­წყვე­ტი­ათ. 2015 წელს, ქვეყ­ნის უდი­დეს ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გურს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა, რაც კი­დევ ერთხელ ხაზს უს­ვამს მის უნი­კა­ლუ­რო­ბა­სა და მას­შტა­ბუ­რო­ბას“, - აღ­ნიშ­ნა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე „სა­პა­ტიო ენ­გურ­ჰე­სე­ლის“ ჯილ­დო გა­და­ე­ცათ სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც 45 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ ჰე­სის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. ამას­თა­ნა­ვე, გა­ი­მარ­თა ენ­გურ­ჰე­სის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ ფილ­მის ჩვე­ნე­ბა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

დავით ნარმანია: 45 წლიანი არსებობის მანძილზე ენგურჰესმა ქვეყნის ენერგომომარაგებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა

დავით ნარმანია: 45 წლიანი არსებობის მანძილზე ენგურჰესმა ქვეყნის ენერგომომარაგებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ენგურჰესის 45 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. სიტყვით გამოსვლისას, სემეკის თავმჯდომარემ საქართველოსთვის ენგურჰესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ენგურჰესის“ 45 წლის იუბილეს ვულოცავ სადგურის ყველა თანამშრომელს, ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის ყველა წარმომადგენელს. „ენგურჰესის“ მნიშვნელობა დიდია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული თუ სხვა მიმართულებების განვითარებაში. „ენგურჰესი“ არის საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გარანტი. 45 წლიანი არსებობის მანძილზე ენგურჰესის საიმედო და გამართულმა ფუნქციონირებამ ქვეყნის ენერგომომარაგებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა. მისი არსებობის განმავლობაში სადგურის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება 120 მილიარდ კვტ.სთ-ს აღემატება. ამასთანავე, რეაბილიტაციის შედეგად კიდევ უფრო გაიზარდა გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა და მუშაობის საიმედოობა. აღსანიშნავია, რომ „ენგურჰესი“ ის ადგილია, სადაც ქართველებსა და აფხაზებს თანამშრომლობა არ შეუწყვეტიათ. 2015 წელს, ქვეყნის უდიდეს ჰიდროელექტროსადგურს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის უნიკალურობასა და მასშტაბურობას“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიებაზე „საპატიო ენგურჰესელის“ ჯილდო გადაეცათ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებიც 45 წლის განმავლობაში უზრუნველყოფდნენ ჰესის ფუნქციონირებას. ამასთანავე, გაიმართა ენგურჰესის ისტორიის შესახებ ფილმის ჩვენება.

NS