მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსიჩის" ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც დახვრეტილი მებრძოლების ცხედრების ფონზე პოზირებდა, უკრაინას არ გადასცეს -  რა არის ფინეთის ამ უცნაური გადაწყვეტილების არგუმენტი?
"რუსიჩის" ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც დახვრეტილი მებრძოლების ცხედრების ფონზე პოზირებდა, უკრაინას არ გადასცეს -  რა არის ფინეთის ამ უცნაური გადაწყვეტილების არგუმენტი?

ფი­ნე­თის სა­სა­მარ­თლომ უარი გა­ნა­ცხა­და ე.წ. დი­ვერ­სი­ულ-შე­ტე­ვი­თი-სა­დაზ­ვერ­ვო ჯგუ­ფის, "რუ­სი­ჩის" ერთ-ერთი ლი­დე­რის, რუსი იან პეტ­როვ­სკის უკ­რა­ი­ნის­თვის გა­და­ცე­მა­ზე.

ამის შე­სა­ხებ ფი­ნუ­რი გა­ზე­თი "Helsingin Sanomat“- ი წერს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სა­სა­მარ­თლომ ვერ იპო­ვა პეტ­როვ­სკის და­კა­ვე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი არ­გუ­მენ­ტე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, მისი და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა გა­და­წყდა.

უკ­რა­ი­ნა­ში პეტ­როვ­სკის ბრალს სდე­ბენ, 2014-2015 წლებ­ში სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნა­ში. მან აღი­ა­რა კი­დეც, რომ აწა­მა და მოკ­ლა ტყვედ აყ­ვა­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე პი­როვ­ნე­ბა.

პეტ­როვ­სკი უკ­რა­ი­ნა­ში იბ­რძო­და 2014 წლი­დან და "რუ­სი­ჩის" სხვა ლი­დე­რებ­თან ერ­თად გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო და ვი­დეო, რომ­ლის ფო­ნა­დაც ჩან­და ლუ­განსკის ოლ­ქში დახ­ვრე­ტი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი მებ­რძო­ლე­ბის ცხედ­რე­ბი.

  • "ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვა?!“

ა.წ. ზა­ფხულ­ში იანი პეტ­როვ­სკი და­ა­კა­ვეს ფი­ნეთ­ში, სა­ი­და­ნაც ნი­ცა­ში აპი­რებ­და გაფ­რე­ნას.

"გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის მო­თხოვ­ნით, 23 აგ­ვის­ტოს ფი­ნე­თის კომ­პე­ტენ­ტურ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა და­ა­კა­ვეს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რო­ბის­თვის ეძებს უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო", - იუ­წყე­ბო­და იმ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა.

"Helsingin Sanomat“ - ი წერს, რომ ფი­ნე­თის სა­სა­მარ­თლომ ვერ ნახა ამის შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.

და­კა­ვე­ბუ­ლის უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­ცე­მა­ზე უა­რის თქმის მი­ზე­ზი უკ­რა­ი­ნის ცი­ხე­ებ­ში ყოფ­ნის პი­რო­ბე­ბი გახ­და, რაც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-3 მუხ­ლის დარ­ღვე­ვად მი­იჩ­ნია. ECHR-მა აღ­ნიშ­ნა უკ­რა­ი­ნის ცი­ხე­ე­ბის სის­ტე­მის ხარ­ვე­ზე­ბის მთე­ლი რიგი მი­ზე­ზე­ბი, მათ შო­რის მთა­ვა­რი გახ­ლდათ კო­ლო­ნი­ე­ბის გა­დატ­ვირ­თვა.

ასე­ვე, ფი­ნე­თის სა­სა­მარ­თლოს აზ­რით, მისი უკ­რა­ი­ნის­თვის გა­და­ცე­მა, პეტ­როვ­სკის­თვის ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვა იქ­ნე­ბო­და.

"რუ­სი­ჩი", რომ­ლის მე­თა­უ­რიც იყო იან პეტ­როვ­სკი, მი­იჩ­ნე­ო­და ლუ­განსკის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ქვე­და­ნა­ყო­ფად 2014-2015 წლებ­ში. წყა­რო

  • თარ­გმნა ანას­ტა­სია შა­ლი­კაშ­ვილ­მა
მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
2

შეეშინდა ნატოს წევრ ფინეთს.

გოგა
12

ჩვენ რატო არ გადმოგვცეს მიშა? ნაკლები ხალხი აწამა? გადმოგვცეს კიარა თანამდებობაზე დანიშნეს

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"რუსიჩის" ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც დახვრეტილი მებრძოლების ცხედრების ფონზე პოზირებდა, უკრაინას არ გადასცეს -  რა არის ფინეთის ამ უცნაური გადაწყვეტილების არგუმენტი?

"რუსიჩის" ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც დახვრეტილი მებრძოლების ცხედრების ფონზე პოზირებდა, უკრაინას არ გადასცეს -  რა არის ფინეთის ამ უცნაური გადაწყვეტილების არგუმენტი?

ფინეთის სასამართლომ უარი განაცხადა ე.წ. დივერსიულ-შეტევითი-სადაზვერვო ჯგუფის, "რუსიჩის" ერთ-ერთი ლიდერის, რუსი იან პეტროვსკის უკრაინისთვის გადაცემაზე.

ამის შესახებ ფინური გაზეთი "Helsingin Sanomat“- ი წერს. გამოცემის ცნობით, სასამართლომ ვერ იპოვა პეტროვსკის დაკავების სამართლებრივი არგუმენტები, შესაბამისად, მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება გადაწყდა.

უკრაინაში პეტროვსკის ბრალს სდებენ, 2014-2015 წლებში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში. მან აღიარა კიდეც, რომ აწამა და მოკლა ტყვედ აყვანილი რამდენიმე პიროვნება.

პეტროვსკი უკრაინაში იბრძოდა 2014 წლიდან და "რუსიჩის" სხვა ლიდერებთან ერთად გამოაქვეყნა ფოტო და ვიდეო, რომლის ფონადაც ჩანდა ლუგანსკის ოლქში დახვრეტილი უკრაინელი მებრძოლების ცხედრები.

  • "ღირსების შელახვა?!“

ა.წ. ზაფხულში იანი პეტროვსკი დააკავეს ფინეთში, საიდანაც ნიცაში აპირებდა გაფრენას.

"გენერალური პროკურორის მოთხოვნით, 23 აგვისტოს ფინეთის კომპეტენტურმა ორგანოებმა დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის ეძებს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო", - იუწყებოდა იმჟამად უკრაინის გენერალური პროკურატურა.

"Helsingin Sanomat“ - ი წერს, რომ ფინეთის სასამართლომ ვერ ნახა ამის შესაბამისი მტკიცებულებები.

დაკავებულის უკრაინაში გადაცემაზე უარის თქმის მიზეზი უკრაინის ციხეებში ყოფნის პირობები გახდა, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევად მიიჩნია. ECHR-მა აღნიშნა უკრაინის ციხეების სისტემის ხარვეზების მთელი რიგი მიზეზები, მათ შორის მთავარი გახლდათ კოლონიების გადატვირთვა.

ასევე, ფინეთის სასამართლოს აზრით, მისი უკრაინისთვის გადაცემა, პეტროვსკისთვის ღირსების შელახვა იქნებოდა.

"რუსიჩი", რომლის მეთაურიც იყო იან პეტროვსკი, მიიჩნეოდა ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქვედანაყოფად 2014-2015 წლებში. წყარო

  • თარგმნა ანასტასია შალიკაშვილმა