საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იზოლატორშიც გააგრძელეს მისი ცემა. რომ მიხვდნენ, უკვე სიკვდილის ზღვარზე იყო, მაშინ გადაიყვანეს საავადმყოფოში" - რას ჰყვებიან ქართველზე, რომელიც აფხაზი ე.წ. მილიციელების ძალადობის შედეგად გარდაიცვალა?
"იზოლატორშიც გააგრძელეს მისი ცემა. რომ მიხვდნენ, უკვე სიკვდილის ზღვარზე იყო, მაშინ გადაიყვანეს საავადმყოფოში" - რას ჰყვებიან ქართველზე, რომელიც აფხაზი ე.წ. მილიციელების ძალადობის შედეგად გარდაიცვალა?

რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რე­ბი თე­მურ (ვი­ტა­ლი) კარ­ბა­ი­ას ოჯა­ხის წევ­რებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ 43 წლის კაცი აფხაზ­მა ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სას­ტი­კად სცე­მეს. მა­მა­კა­ცი მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

გარ­დაც­ვლი­ლის რძა­ლი, რო­მე­ლიც ოჯახ­თან ერ­თად ზუგ­დიდ­ში ცხოვ­რობს, "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან“ ამ­ბობს, რომ თე­მურ კარ­ბა­ია სამ­მა ე.წ. მი­ლი­ცი­ელ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ა­კა­ვა ოკუ­პი­რე­ბულ ქა­ლაქ გალ­ში. მა­მა­კაცს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კაცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა, ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხეს. თე­მურ კარ­ბა­ია 9 დე­კემ­ბერს, ღა­მით გარ­და­იც­ვა­ლა.

ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლილს სხე­ულ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბა მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა - და­ჟე­ჟი­ლო­ბა და მო­ტე­ხი­ლო­ბა.

"ყველ­გან აქვს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, ნეკ­ნე­ბი, გვერ­დე­ბი, ძვლე­ბი დამ­ტვრე­უ­ლი აქვს... ჯერ­ჯე­რო­ბით სხვა არა­ფე­რი ვი­ცით. არ ვიცი, ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და თუ არა ცხე­დარს... ქუ­ჩა­ში მი­დი­ო­და და და­ა­კა­ვეს. მარ­ტო ეს ვი­ცით. სამი ადა­მი­ა­ნი სცემ­დაო“, - უთხრა "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის“კო­რეს­პონ­დენტს თე­მურ კარ­ბა­ი­ას ძმის ცოლ­მა.

"არ­ცერ­თი ასე­თი და­ნა­შა­უ­ლი და­უს­ჯე­ლი არ დარ­ჩე­ბა - ოკუ­პა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში ნა­ბი­ჯი უკან არ იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და, პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ მიხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძემ. მომ­ხდა­რი დაგ­მო სა­ქარ­თვე­ლოს პერ­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

მომ­ხა­რის თა­ო­ბა­ზე აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი კონ­ფლიქ­ტო­ლო­გი ნუკ­რი ნო­დია გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ უკვე გა­ავ­რცე­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­ცხა­დე­ბა, რომ თით­ქოს, თე­მურ კარ­ბა­ი­ამ თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ყე­ნა და ამის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა, რაც მტკნა­რი სიც­რუ­ეა, ის აფხაზ­მა ე.წ. მი­ლი­ცი­ე­ლებ­მა ცე­მით მოკ­ლეს. არი­ან თვითმხილ­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ მათ მა­მა­კა­ცი სას­ტი­კად სცე­მეს. ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და ისიც, რომ გა­ლის წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში მიყ­ვა­ნის შემ­დეგ კი­დევ გა­აგ­რძე­ლეს მისი ცემა. რო­დე­საც მიხ­ვდნენ, რომ უკვე სიკ­ვდი­ლის ზღვარ­ზე იყო, მხო­ლოდ მა­შინ გა­და­იყ­ვა­ნეს სო­ხუ­მის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მაგ­რამ გარ­და­იც­ვა­ლა.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კარ­ბა­ი­ას ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე ე.წ. მი­ლი­ცი­ე­ლე­ბი თით­ქოს და­ა­კა­ვეს...

- დიახ, და­ა­კა­ვეს და სო­ხუმ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ მხო­ლოდ ერთი ღა­მით. ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, დღეს ისი­ნი უკვე თა­ვი­სუფ­ლე­ბი არი­ან.

- აფხა­ზუ­რი გა­მო­ცე­მა "აია­შა­რას“ ცნო­ბით, ე.წ. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 6 დე­კემ­ბერს გა­ლის რა­ი­ო­ნის "ში­ნა­გან საქ­მე­თა სამ­მარ­თვე­ლო­ში“ შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ გა­ლის სა­ქა­ლა­ქო ბაზ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ქა­ლა­ქე ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და და უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბით მი­მარ­თავ­და. ამა­ვე გა­მო­ცე­მის ვერ­სი­ით, კარ­ბა­ია აგ­რძე­ლებ­და უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მი­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­მართ და შე­ნიშ­ვნებ­ზე რე­ა­გი­რე­ბას არ ახ­დენ­და, რის გა­მოც ის გა­ლის იზო­ლა­ტორ­ში გა­დაყ­ვა­ნეს, სა­დაც კარ­ბა­ი­ამ სა­კუ­თა­რი თა­ვის და­ზი­ა­ნე­ბა სცა­და. რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში?

- რო­გორც ვიცი, კარ­ბა­ია ჩხრე­კის მიზ­ნით და­ა­კა­ვეს. მან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია, რის გა­მოც, იქვე ად­გილ­ზე­ვე სას­ტი­კად სცე­მეს. აფხა­ზუ­რი მხა­რე იმა­საც ირ­წმუ­ნე­ბა, რომ 7 დე­კემ­ბერს დი­ლით, "პრე­ვენ­ცი­უ­ლი სა­უბ­რის შემ­დეგ“ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, არა­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში მოკ­ლეს.

- რო­გო­რია გა­ლის რა­ი­ონ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა?

- ძა­ლი­ან რთუ­ლი, სრუ­ლი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბაა. მო­სახ­ლე­ო­ბა და­უც­ვე­ლად გრძნობს თავს, ხში­რად ილა­ხე­ბა მათი უფ­ლე­ბე­ბი. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი მო­მა­ვალ­შიც გან­მე­ორ­დეს. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ამ­ბობს, რომ გა­ლის ე.წ. პო­ლი­ცია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უხე­შია და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ინ­დე­ლი მე­თო­დე­ბით მოქ­მე­დებს. ჩვენ თხოვ­ნით მივ­მარ­თავთ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს, შე­სა­ბა­მი­სი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ონ ამ ამ­ბავს, ჩა­ა­ყე­ნონ საქ­მის კურ­სში სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, გალ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი სრუ­ლი ტე­რი­ტო­რის ქვეშ ცხოვ­რო­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
3

აცხონოს საწყალი უფალმა.

ღმერთო, რა იქნება, ამ ჩვენმა უნიათო სამართალდამცველებმა ერთი დამნაშავე მაინც გამოიტაონ და სამაგალითოდ გაასამართლონ, ან იქვე მაინც მიაბრიდონ, რომ ქართველებს ცოტა დაცულობის გრძნობა ქონდეთ და იმ ნაბიჭვრებს აღარ ეგონებათ, რომ ქართველების ჩაგვრა და წამება ხახვივით შერჩებათ.

555
32

დეეტიე ბიძია რო იჭიმები ვის ეჭიმები? ქე მოკლეს ოთხოზორია მგრამ მკვლელს დააჭრა ვინმემ ხახვი ყურებზე?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"იზოლატორშიც გააგრძელეს მისი ცემა. რომ მიხვდნენ, უკვე სიკვდილის ზღვარზე იყო, მაშინ გადაიყვანეს საავადმყოფოში" - რას ჰყვებიან ქართველზე, რომელიც აფხაზი ე.წ. მილიციელების ძალადობის შედეგად გარდაიცვალა?

"იზოლატორშიც გააგრძელეს მისი ცემა. რომ მიხვდნენ, უკვე სიკვდილის ზღვარზე იყო, მაშინ გადაიყვანეს საავადმყოფოში" - რას ჰყვებიან ქართველზე, რომელიც აფხაზი ე.წ. მილიციელების ძალადობის შედეგად გარდაიცვალა?

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები თემურ (ვიტალი) კარბაიას ოჯახის წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 43 წლის კაცი აფხაზმა ე.წ. სამართალდამცავებმა სასტიკად სცემეს. მამაკაცი მიყენებული დაზიანებებით კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვლილის რძალი, რომელიც ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობს, "რადიო თავისუფლებასთან“ ამბობს, რომ თემურ კარბაია სამმა ე.წ. მილიციელმა რამდენიმე დღის წინ დააკავა ოკუპირებულ ქალაქ გალში. მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოგვიანებით, კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. თემურ კარბაია 9 დეკემბერს, ღამით გარდაიცვალა.

ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანება - დაჟეჟილობა და მოტეხილობა.

"ყველგან აქვს დაზიანებები. განადგურებულია, ნეკნები, გვერდები, ძვლები დამტვრეული აქვს... ჯერჯერობით სხვა არაფერი ვიცით. არ ვიცი, ექსპერტიზა ჩაუტარდა თუ არა ცხედარს... ქუჩაში მიდიოდა და დააკავეს. მარტო ეს ვიცით. სამი ადამიანი სცემდაო“, - უთხრა "რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტს თემურ კარბაიას ძმის ცოლმა.

"არცერთი ასეთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება - ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ნაბიჯი უკან არ იქნება“, - განაცხადა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ. მომხდარი დაგმო საქართველოს პერზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

მომხარის თაობაზე აფხაზეთიდან დევნილი კონფლიქტოლოგი ნუკრი ნოდია გვესაუბრება:

- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაავრცელა ოფიციალური გაცხადება, რომ თითქოს, თემურ კარბაიამ თვითდაზიანებები მიიყენა და ამის შედეგად გარდაიცვალა, რაც მტკნარი სიცრუეა, ის აფხაზმა ე.წ. მილიციელებმა ცემით მოკლეს. არიან თვითმხილველები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ მამაკაცი სასტიკად სცემეს. ჩემთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ გალის წინასწარი დაკავების იზოლატორში მიყვანის შემდეგ კიდევ გააგრძელეს მისი ცემა. როდესაც მიხვდნენ, რომ უკვე სიკვდილის ზღვარზე იყო, მხოლოდ მაშინ გადაიყვანეს სოხუმის საავადმყოფოში, მაგრამ გარდაიცვალა.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარბაიას ცემაში მონაწილე ე.წ. მილიციელები თითქოს დააკავეს...

- დიახ, დააკავეს და სოხუმში გადაიყვანეს, მაგრამ მხოლოდ ერთი ღამით. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს ისინი უკვე თავისუფლები არიან.

- აფხაზური გამოცემა "აიაშარას“ ცნობით, ე.წ. შსს-ს ინფორმაციით, 6 დეკემბერს გალის რაიონის "შინაგან საქმეთა სამმართველოში“ შევიდა შეტყობინება, რომ გალის საქალაქო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქე ნასვამ მდგომარეობაში მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა. ამავე გამოცემის ვერსიით, კარბაია აგრძელებდა უცენზურო სიტყვების გამოყენებას მილიციელების მიმართ და შენიშვნებზე რეაგირებას არ ახდენდა, რის გამოც ის გალის იზოლატორში გადაყვანეს, სადაც კარბაიამ საკუთარი თავის დაზიანება სცადა. რა მოხდა სინამდვილეში?

- როგორც ვიცი, კარბაია ჩხრეკის მიზნით დააკავეს. მან წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც, იქვე ადგილზევე სასტიკად სცემეს. აფხაზური მხარე იმასაც ირწმუნება, რომ 7 დეკემბერს დილით, "პრევენციული საუბრის შემდეგ“ გაათავისუფლეს, არადა, სინამდვილეში მოკლეს.

- როგორია გალის რაიონში, საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა?

- ძალიან რთული, სრული განუკითხაობაა. მოსახლეობა დაუცველად გრძნობს თავს, ხშირად ილახება მათი უფლებები. არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი შემთხვევები მომავალშიც განმეორდეს. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ გალის ე.წ. პოლიცია განსაკუთრებულად უხეშია და საბჭოთა კავშირის დროინდელი მეთოდებით მოქმედებს. ჩვენ თხოვნით მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას და საკანონმდებლო ორგანოს, შესაბამისი ყურადღება მიაქციონ ამ ამბავს, ჩააყენონ საქმის კურსში საერთაშორისო ორგანიზაციები, გალში მცხოვრები ქართველები სრული ტერიტორის ქვეშ ცხოვრობენ.