სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
79% ევროკავშირში გაწევრების მომხრეა, 62% ამბობს, რომ მის ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება, 16% ქვეყნიდან წასვლას გეგმავს - როგორია NDI- ის მორიგი კვლევის შედეგები?
79% ევროკავშირში გაწევრების მომხრეა, 62% ამბობს, რომ მის ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება, 16% ქვეყნიდან წასვლას გეგმავს - როგორია NDI- ის მორიგი კვლევის შედეგები?

გა­მოქ­ვეყ­ნდა ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი­სა (NDI) და CRRC- სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ზა­ოგ­დო­ებ­რი­ვი აზ­რის მო­რი­გი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ერ­თსუ­ლოვ­ნად უჭე­რენ მხარს ქვეყ­ნის ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ინ­ტეგ­რა­ცი­ას. ახა­ლი კვლე­ვა, რო­მე­ლიც ევ­რო­კო­მი­სი­ის 8 ნო­ემ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე ჩა­ტარ­და, ადას­ტუ­რებს, რომ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ურ­ყე­ვი ნე­ბაა - 79% მხარს უჭერს ქვეყ­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვი, რომ­ლე­ბიც ევ­რო­კავ­შირს სა­ქარ­თვე­ლოს უმ­თავ­რეს ეკო­ნო­მი­კურ და პო­ლი­ტი­კურ პარტნი­ო­რად აღი­ა­რე­ბენ.

სი­ღა­რი­ბე და ეკო­ნო­მი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და­უც­ვე­ლო­ბის გრძნო­ბის გა­მომ­წვე­ვი მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რე­ბია - აღ­ნიშ­ნუ­ლი მიგ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­პა­თი­ის მი­ხედ­ვით არ გან­სხვავ­დე­ბა. უმე­ტე­სო­ბის შე­ფა­სე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში ჯან­დაც­ვას­თან, სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან, ქალ­თა უფ­ლე­ბებ­თან და გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით წინსვლაა, თუმ­ცა ყო­ვე­ლი მე­ო­რე მო­ქა­ლა­ქე იმა­საც ამ­ბობს, რომ კრი­მი­ნალ­თან და სი­ღა­რი­ბეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია. მე­ტიც, ათი­დან ერთი მო­ქა­ლა­ქე ამ­ბობს, რომ ოჯახს საკ­ვებ­ზე ფული არ ჰყოფ­ნის, ხოლო ოთხში ერთი ადა­მი­ა­ნის თქმით, ოჯახს შე­მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ საკ­ვებ­ზე ჰყოფ­ნის და სხვა არა­ფერ­ზე. ამ კუ­თხით კი­დევ უფრო რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის და­სახ­ლე­ბებ­ში, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის მე­ო­თხე­დი ამ­ბობს, რომ საჭ­მლის ფული არ აქვთ.

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი - გა­ნურ­ჩევ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­პა­თი­ე­ბი­სა - ემიგ­რა­ცი­ის ნე­გა­ტი­ურ შე­დე­გებ­ზე წუ­ხან. 16% ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლას გეგ­მავს, უმ­რავ­ლე­სო­ბა კი ამ­ბობს, რომ პი­რა­დად იც­ნობს ვინ­მეს, ვინც ბოლო 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და. მო­სახ­ლე­ო­ბის აზ­რით, ემიგ­რა­ცი­ას და­ბა­ლი ხელ­ფა­სე­ბი და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა იწ­ვევს.

რო­გორც კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, ახალ­მა კვლე­ვამ კი­დევ რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი გა­მოკ­ვე­თა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს აწუ­ხებთ - გა­ნურ­ჩევ­ლად მათი პო­ლი­ტი­კუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბი­სა, ესე­ნია: გა­ნათ­ლე­ბა, ჯან­დაც­ვა, უსახ­ლკა­რო ცხო­ვე­ლე­ბი და მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა. აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა მი­იჩ­ნევს, რომ სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა მენ­ტა­ლურ ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სერ­ვი­სებ­საც უნდა ფა­რავ­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა უსახ­ლკა­რო ცხო­ვე­ლებს, ნი­შან­დობ­ლივ ძაღ­ლებს, ეს სა­კი­თხი ად­გი­ლობ­რი­ვი დო­ნის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან პრობ­ლე­მად იქცა. 2020 წლის შემ­დეგ უსახ­ლკა­რო ცხო­ვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის სიმწვა­ვე საგ­რძნობ­ლად არის გაზ­რდი­ლი. ეს სა­კი­თხი მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას (68 პრო­ცენ­ტი) აწუ­ხებს, გან­სა­კუთ­რე­ბით თბი­ლის­სა და პა­ტა­რა ქა­ლა­ქებ­ში.

უმ­რავ­ლე­სო­ბის აზ­რით, გა­ნათ­ლე­ბის და­ბა­ლი ხა­რის­ხი სის­ტე­მის წი­ნა­შე მდგა­რი ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვაა, ხოლო ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის პრობ­ლე­მე­ბი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, წამ­ლე­ბი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მა­ღალ სა­ფა­სურს უკავ­შირ­დე­ბა. უმ­რავ­ლე­სო­ბის შე­ფა­სე­ბით, დეპ­რე­სია და შფოთვი­თი აშ­ლი­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს. თით­ქმის ყო­ვე­ლი მე­ო­რე მო­ქა­ლა­ქე (41%ი) ამ­ბობს, რომ არ იცის, ვის შე­იძ­ლე­ბა მი­მარ­თოს მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის სერ­ვი­სის მი­სა­ღე­ბად.

“კვლე­ვა ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს მო­სახ­ლე­ო­ბის ერ­თსუ­ლო­ვან ხედ­ვას იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ ძლი­ე­რი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ეს ხედ­ვა ეკო­ნო­მი­კურ კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­ზე გა­დის. პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლა­რი­ზა­ცი­ის ფონ­ზე, ნა­თე­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა პარ­ტი­ულ სიმ­პა­თი­ებ­ზე მაღ­ლა დგას. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ხალ­ხის ინ­ტე­რე­სებს უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ, მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე ფო­კუ­სირ­დნენ და ხორ­ცი შე­ას­ხან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­მავ­ლის ხედ­ვას,” - გა­ნა­ცხა­და ალან გი­ლამ­მა, NDI სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სის დი­რექ­ტორ­მა.

ახა­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, მო­სახ­ლე­ო­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბით იმედ­გაც­რუ­ე­ბა გრძელ­დე­ბა - 62% გა­ნა­ცხა­და, რომ მათ ინ­ტე­რე­სებს არ­ცერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია არ ემ­სა­ხუ­რე­ბა. მო­ნა­ცე­მე­ბის პარ­ტი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რის ჭრილ­ში ანა­ლი­ზი აჩ­ვე­ნებს, რომ ამ გან­წყო­ბას “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ყო­ვე­ლი მე­ხუ­თე, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ყო­ვე­ლი მე­ო­რე, ხოლო გა­და­უ­წყვე­ტე­ლი ამომ­რჩევ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა იზი­ა­რებს. ამას­თა­ნა­ვე, უმ­რავ­ლე­სო­ბა (53 %) მი­იჩ­ნევს, რომ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი მათ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბებს არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ.

კვლე­ვი­დან ჩანს, რომ გა­მო­კი­თხულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად გა­და­უ­წყვე­ტე­ლია.

ამას­თან, ნათ­ქვა­მია, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბამ არ იცის ან არ ასა­ხე­ლებს იმ პარ­ტი­ას, რო­მე­ლიც მის შე­ხე­დუ­ლე­ბებ­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს დგას. პარ­ტი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი იმ­დე­ნად და­ბა­ლია, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მო­საც­ნო­ბად ვერ გა­მოდ­გე­ბა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, კი­თხვა­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­ში მრა­ვა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია არ­სე­ბობს. რო­მე­ლი პარ­ტია დგას თქვენ­თან თქვენს შე­ხე­დუ­ლე­ბას­თან, პა­სუ­ხი შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

47% - არ­ცერ­თი პარ­ტი­ას

19% - „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“

13% - უარი პა­სუხზე

6% - არ ვიცი

4% - „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“

12% - სხვა პარ­ტი­ე­ბი

"ახლა, ისე რო­გორც არას­დროს, სა­ჭი­როა, რომ პო­ლი­ტი­კო­სებ­მა სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის მის­წრა­ფე­ბებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებს და­უ­კავ­ში­რონ. ეს კვლე­ვა არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი შეხ­სე­ნე­ბა ყვე­ლას­თვის, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ვიწ­რო პარ­ტი­ულ ინ­ტე­რე­სებ­ზე მაღ­ლა უნდა დად­გნენ და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ერ­თო ოც­ნე­ბებ­სა და კე­თილ­დღე­ო­ბას ემ­სა­ხუ­რონ,” - გა­ნა­ცხა­და ალან გი­ლამ­მა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ან­გა­რი­ში 14 ოქ­ტომ­ბრი­დან 4 ნო­ემ­ბრამ­დე ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ჩა­ტა­რე­ბულ, სა­ქარ­თვე­ლოს ზრდას­რუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით პი­რის­პი­რი გა­მო­კი­თხვის შე­დე­გებს ემ­ყა­რე­ბა (ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­მოკ­ლე­ბით). ოქ­ტომ­ბერ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვა სულ 2,068 დას­რუ­ლე­ბულ ინ­ტერ­ვი­უს მო­ი­ცავს. სა­შუ­ა­ლო ცდო­მი­ლე­ბის ზღვა­რი კვლე­ვა­ში +/- 2,2 პრო­ცენ­ტია. NDI-ის კვლე­ვა დიდი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბის UK aid-ის ფი­ნან­სუ­რი ხელ­შე­წყო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

კვლე­ვა ჩა­ტა­რე­ბუ­ლია CRRC სა­ქარ­თვე­ლოს მიერ.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რას გაუგებ
2

გაჭირვების მეტი რა არის, მაგრამ ამდენი და ასეთი სასახლეები საქართველოში არასდროს არ აშენებულა. სიღარიბე-სიღატაკე და ნარკომანია კი ფლორიდებში და სანფრანცისკოებში უნდა ნახოთ ბიბისის ფილმებში, ყველასთვის მეტ-ნაკლებად კეთიდღეობა სკანდინავიაში და ზოგადად, ჩრდილოეთ ევროპაშია, თიმცა მაინცდამაინც იქ არის ყველაზე ხშირი სუიციდები

სიმართლე
2

წასვლა მარტო 16% უნდა ? რაღაც ეჭვი მეპარება, როგორც მინიმუმ 50%

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

79% ევროკავშირში გაწევრების მომხრეა, 62% ამბობს, რომ მის ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება, 16% ქვეყნიდან წასვლას გეგმავს - როგორია NDI- ის მორიგი კვლევის შედეგები?

79% ევროკავშირში გაწევრების მომხრეა, 62% ამბობს, რომ მის ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება, 16% ქვეყნიდან წასვლას გეგმავს - როგორია NDI- ის მორიგი კვლევის შედეგები?

გამოქვეყნდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC- საქართველოს მიერ ჩატარებული საზაოგდოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეები ერთსულოვნად უჭერენ მხარს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ახალი კვლევა, რომელიც ევროკომისიის 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებამდე ჩატარდა, ადასტურებს, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა - 79% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრებას. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ევროკავშირს საქართველოს უმთავრეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორად აღიარებენ.

სიღარიბე და ეკონომიკასთან დაკავშირებული პრობლემები დაუცველობის გრძნობის გამომწვევი მთავარი ფაქტორებია - აღნიშნული მიგნება სხვადასხვა პოლიტიკური სიმპათიის მიხედვით არ განსხვავდება. უმეტესობის შეფასებით, ქვეყანაში ჯანდაცვასთან, სიტყვის თავისუფლებასთან, ქალთა უფლებებთან და განათლებასთან დაკავშირებით წინსვლაა, თუმცა ყოველი მეორე მოქალაქე იმასაც ამბობს, რომ კრიმინალთან და სიღარიბესთან დაკავშირებით მდგომარეობა გაუარესებულია. მეტიც, ათიდან ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ოჯახს საკვებზე ფული არ ჰყოფნის, ხოლო ოთხში ერთი ადამიანის თქმით, ოჯახს შემოსავალი მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის და სხვა არაფერზე. ამ კუთხით კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, სადაც მოსახლეობის მეოთხედი ამბობს, რომ საჭმლის ფული არ აქვთ.

მოქალაქეები - განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა - ემიგრაციის ნეგატიურ შედეგებზე წუხან. 16% ემიგრაციაში წასვლას გეგმავს, უმრავლესობა კი ამბობს, რომ პირადად იცნობს ვინმეს, ვინც ბოლო 12 თვის განმავლობაში ემიგრაციაში წავიდა. მოსახლეობის აზრით, ემიგრაციას დაბალი ხელფასები და სამუშაო ადგილების ნაკლებობა იწვევს.

როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, ახალმა კვლევამ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოკვეთა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს აწუხებთ - განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, ესენია: განათლება, ჯანდაცვა, უსახლკარო ცხოველები და მენტალური ჯანმრთელობა. აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერვისებსაც უნდა ფარავდეს. რაც შეეხება უსახლკარო ცხოველებს, ნიშანდობლივ ძაღლებს, ეს საკითხი ადგილობრივი დონის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. 2020 წლის შემდეგ უსახლკარო ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემის სიმწვავე საგრძნობლად არის გაზრდილი. ეს საკითხი მოსახლეობის უმრავლესობას (68 პროცენტი) აწუხებს, განსაკუთრებით თბილისსა და პატარა ქალაქებში.

უმრავლესობის აზრით, განათლების დაბალი ხარისხი სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი გამოწვევაა, ხოლო ჯანდაცვის სისტემის პრობლემები, უპირველეს ყოვლისა, წამლებისა და სამედიცინო მომსახურების მაღალ საფასურს უკავშირდება. უმრავლესობის შეფასებით, დეპრესია და შფოთვითი აშლილობა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე (41%ი) ამბობს, რომ არ იცის, ვის შეიძლება მიმართოს მენტალური ჯანმრთელობის სერვისის მისაღებად.

“კვლევა ნათლად აჩვენებს მოსახლეობის ერთსულოვან ხედვას იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენიათ ძლიერი და განვითარებული საქართველო. საქართველოს მოქალაქეების ეს ხედვა ეკონომიკურ კეთილდღეობასა და ევროპულ მომავალზე გადის. პოლიტიკურ წრეებში არსებული პოლარიზაციის ფონზე, ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვნება პარტიულ სიმპათიებზე მაღლა დგას. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც ხალხის ინტერესებს უნდა ემსახურებოდნენ, მოსახლეობის საჭიროებებზე ფოკუსირდნენ და ხორცი შეასხან საქართველოს მოქალაქეების მომავლის ხედვას,” - განაცხადა ალან გილამმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა.

ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის პოლიტიკური პარტიებით იმედგაცრუება გრძელდება - 62% განაცხადა, რომ მათ ინტერესებს არცერთი პოლიტიკური პარტია არ ემსახურება. მონაცემების პარტიული მხარდაჭერის ჭრილში ანალიზი აჩვენებს, რომ ამ განწყობას “ქართული ოცნების” ყოველი მეხუთე, ოპოზიციური პარტიების ყოველი მეორე, ხოლო გადაუწყვეტელი ამომრჩევლების უმრავლესობა იზიარებს. ამასთანავე, უმრავლესობა (53 %) მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრები მათნაირი ადამიანების შეხედულებებს არ ითვალისწინებენ.

კვლევიდან ჩანს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია.

ამასთან, ნათქვამია, რომ მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

უფრო კონკრეტულად, კითხვაზე, საქართველოში მრავალი პოლიტიკური პარტია არსებობს. რომელი პარტია დგას თქვენთან თქვენს შეხედულებასთან, პასუხი შემდეგნაირად გამოიყურება:

47% - არცერთი პარტიას

19% - „ქართული ოცნება“

13% - უარი პასუხზე

6% - არ ვიცი

4% - „ნაციონალური მოძრაობა“

12% - სხვა პარტიები

"ახლა, ისე როგორც არასდროს, საჭიროა, რომ პოლიტიკოსებმა საკუთარი საქმიანობა მოსახლეობის მისწრაფებებსა და საჭიროებებს დაუკავშირონ. ეს კვლევა არის უმნიშვნელოვანესი შეხსენება ყველასთვის, რომ პოლიტიკოსები ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დადგნენ და საქართველოს მოქალაქეების საერთო ოცნებებსა და კეთილდღეობას ემსახურონ,” - განაცხადა ალან გილამმა.

აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.