პოლიტიკა
საზოგადოება

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გულის კვლევა, რომელიც თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მიღწევაა, უკვე ხელმისაწვდომია "ნიუ ჰოსპიტალსში"
გულის კვლევა, რომელიც თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მიღწევაა, უკვე ხელმისაწვდომია "ნიუ ჰოსპიტალსში"

გუ­ლის და კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის­თვის ოქ­როს სტან­დარ­ტია ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე რა­დი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა - კარ­დიო MRI, იგი­ვე გუ­ლის მაგ­ნი­ტურ რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია. მისი სა­შუ­ა­ლე­ბით, არა­ერ­თი და­ა­ვა­დე­ბის დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა და შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა ხდე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გუ­ლის მრტ წარ­მო­ად­გენს ე.წ. მა­ღა­ლი დო­ნის კვლე­ვას, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­ში არ არის მარ­ტი­ვად ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

კვლე­ვა, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნის ერთ-ერთი მიღ­წე­ვაა, უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“. კლი­ნი­კა­ში კვლე­ვა ტარ­დე­ბა Siemens-ის უახ­ლე­სი, 3 ტეს­ლა სიმ­ძლავ­რის მაგ­ნი­ტურ რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფით. აპა­რა­ტი­სა და მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი კარ­დი­ო­ლო­გი, ექო­კარ­დი­ოგ­რა­ფი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი ლიკა კა­პა­ნა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა სა­ხის რა­დი­ო­ლო­გი­ურ კვლე­ვას წარ­მო­ად­გენს გუ­ლის მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი კვლე­ვა?

გუ­ლის მაგ­ნი­ტურ რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია (მრტ) გახ­ლავთ მა­ღა­ლი დო­ნი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სიღ­რმი­სე­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა, რო­მე­ლიც მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლის და რა­დიო სიხ­ში­რის ტალ­ღე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ტარ­დე­ბა. აპა­რა­ტი ამ მო­ნა­ცე­მე­ბის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბით გვაძ­ლევს გუ­ლის მა­ღა­ლი დო­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გუ­ლის MRI გახ­ლავთ არა­ინ­ვა­ზი­უ­რი კვლე­ვა და რაც მთა­ვა­რია, მა­ი­ო­ნი­ზი­რე­ბე­ლი დას­ხი­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე ვი­ღებთ მა­ღა­ლი დო­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას.

ძა­ლი­ან ხში­რად, რო­დე­საც კვლე­ვის და­სა­ხე­ლე­ბა­ში ფი­გუ­რი­რებს სი­ტყვა “ტო­მოგ­რა­ფია”, პა­ცი­ენტს ჰგო­ნია, რომ კვლე­ვა ტარ­დე­ბა მა­ი­ო­ნი­ზი­რე­ბე­ლი დას­ხი­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. თუმ­ცა მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია არ გუ­ლის­ხმობს მა­ი­ო­ნი­ზი­რე­ბე­ლი დას­ხი­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას.

გუ­ლის მრტ კვლე­ვა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ტარ­დეს რო­გორც კონ­ტრას­ტუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ასე­ვე მისი გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რა კლი­ნი­კუ­რი კი­თხვით არის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტი კვლე­ვის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. სულ უფრო და უფრო მა­ტუ­ლობს და­ა­ვა­დე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი რომ­ლის დი­აგ­ნოს­ტი­კი­სათ­ვის ან შემ­დგო­მი მარ­თვის პრო­ცეს­ში ხდე­ბა მრტ კვლე­ვა მო­წო­დე­ბუ­ლი ამე­რი­კი­სა და ევ­რო­პის გუ­ლის ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის მიერ.

რო­მე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის­თვის უნდა მივ­მარ­თოთ გუ­ლის მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სულ ტო­მოგ­რა­ფი­ას?

ეს არის კვლე­ვა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ჩვენ ვა­ფა­სებთ რო­გორც გუ­ლის ანა­ტო­მი­ას, ფუნ­ქცი­ას, ისე სის­ხლის ნა­კადს და ვახ­დენთ გუ­ლის ქსო­ვი­ლის და­ხა­სი­ა­თე­ბას.

და რაც უმ­თავ­რე­სია, გუ­ლის მრტ კვლე­ვით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი გუ­ლის კუნ­თის ქსო­ვი­ლის შე­ფა­სე­ბა, რო­მე­ლიც სხვა ვერც ერთი არა­ინ­ვა­ზი­უ­რი კვლე­ვით ვერ ხდე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ ამ კვლე­ვას დიდი როლი აქვს იმ და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა­სა და მარ­თვა­ში, რომ­ლე­ბიც მიმ­დი­ნა­რე­ობს გუ­ლის კუნ­თის და­ზი­ა­ნე­ბით. ასე­თია მი­ო­კარ­დი­ტი - გუ­ლის კუნ­თის ან­თე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა და­ა­ვა­დე­ბის მწვა­ვე ფა­ზა­ში, პირ­ვე­ლი 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც ჩვენ და­ვად­გენთ, გვაქვს თუ არა საქ­მე გუ­ლის კუნ­თის ან­თე­ბას­თან. შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში პე­რი­ო­დუ­ლი მრტ მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბით შეგ­ვიძ­ლია შე­ვა­ფა­სოთ, რამ­დე­ნად ალაგ­და ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სი, ხომ არ მოხ­და ნა­წი­ბუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.

გუ­ლის მრტ კვლე­ვა ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შემ­დე­გი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის დროს: გუ­ლის სხვა­დას­ხვა მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბა, რო­გო­რი­ცაა: ჰი­პერტრო­ფუ­ლი კარ­დი­ო­მი­ო­პა­თია, არით­მო­გე­ნუ­ლი კარ­დი­ო­მი­ო­პა­თია; გუ­ლის კუნ­თის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მათ შო­რი­საა კარ­დი­ო­მი­ო­პა­თი­ე­ბი.

ამ კვლე­ვით ვად­გენთ, რა ქსო­ვი­ლით არის ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლი გუ­ლის კუნ­თი, ნა­წი­ბუ­რია ის თუ ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლის დად­გე­ნა სხვა არც ერთი არა­ინ­ვა­ზი­უ­რი კვლე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბით არ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

გუ­ლის მრტ კვლე­ვა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა გუ­ლის თან­და­ყო­ლი­ლი მან­კე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კომ­პლექ­სუ­რი თან­და­ყო­ლი­ლი მან­კე­ბის დროს. ასეთ პა­ცი­ენ­ტებ­ში აღ­ნიშ­ნულ­მა კვლე­ვამ ნა­წი­ლობ­რივ ჩა­ა­ნაც­ვლა ან­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი კვლე­ვა (კა­თე­ტე­რი­ზა­ცია), რო­მე­ლიც ერთი მხრივ ინ­ვა­ზი­უ­რი კვლე­ვაა, მე­ო­რე რიგ­ში კი, მა­ი­ო­ნი­ზი­რე­ბე­ლი დას­ხი­ვე­ბის მქო­ნე კვლე­ვა.

გუ­ლის მრტ ასე­ვე არის ერთ-ერთი შე­უც­ვლე­ლი კვლე­ვა პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, რო­მელ­თაც გუ­ლის სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნე­ბი/თრომ­ბე­ბი აქვთ.

უფრო დე­ტა­ლუ­რად რომ აგ­ვიხ­სნათ, რა გან­სხვა­ვე­ბაა გუ­ლის მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სულ ტო­მოგ­რა­ფი­ა­სა და სხვა რა­დი­ო­ლო­გი­ურ კვლე­ვებს შო­რის?

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ერთ-ერთი მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა ის გახ­ლავთ, რომ კვლე­ვა მა­ი­ო­ნი­ზი­რე­ბე­ლი დას­ხი­ვე­ბის გა­რე­შე ტარ­დე­ბა.

კომ­პი­უ­ტე­რულ ტო­მოგ­რა­ფი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ვი­ღებთ გუ­ლის მუ­შა­ო­ბის ვი­დე­ო­ებს ანუ მოძ­რა­ო­ბა­ში ვა­ფა­სებთ გულს და მის ფუნ­ქცი­ას. რო­დე­საც სა­ჭი­რო არის გუ­ლის კუნ­თის ქსო­ვი­ლის და­ზი­ა­ნე­ბის, სარ­ქვლო­ვა­ნი პა­თო­ლო­გი­ე­ბის შე­ფა­სე­ბა და ზუს­ტად ნაკ­ლო­ვა­ნე­ბის ნა­კა­დის მო­ცუ­ლო­ბის დათ­ვლა, მა­შინ უნდა და­ი­ნიშ­ნოს გუ­ლის მრტ კვლე­ვა.

ექო­კარ­დი­ოს­კო­პი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, გუ­ლის კუნ­თის (მი­ო­კარ­დის) ნა­წი­ბუ­რო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს. გუ­ლის კუნ­თი თუ გარ­კვე­ულ ად­გი­ლებ­ში ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლია ნა­წი­ბუ­რო­ვა­ნი ქსო­ვი­ლით ან თუ რა­ი­მე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბია დაგ­რო­ვე­ბუ­ლი, ამის შე­ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მხო­ლოდ გუ­ლის MRI გვაძ­ლევს. ამას­თან ერ­თად გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის მი­ღე­ბა არ არის გაძ­ნე­ლე­ბუ­ლი ჭარბ წო­ნის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­ში, რო­გორც ექო­კარ­დი­ოს­კო­პი­ის დროს. ასე­ვე ექო­კარ­დი­ოს­კო­პი­ით შე­ზღუ­დუ­ლია გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის მი­ღე­ბა პა­ცი­ენ­ტებ­ში ვი­საც ფილ­ტვის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი აქვთ.

გუ­ლის მრტ ასე­ვე იძ­ლე­ვა კარგ ინ­ფორ­მა­ცი­ას გუ­ლის კონ­კრე­ტუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის სიმ­ძი­მის შე­სა­ხებ და გვეხ­მა­რე­ბა პროგ­ნო­ზის გან­სა­ზღვრა­ში, რაც სა­ბო­ლო­ოდ გვეხ­მა­რე­ბა პა­ცი­ენ­ტის მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი ან ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის და­გეგ­მვა­ში.

რო­გო­რია გუ­ლის MRI კვლე­ვის პრო­ცე­დუ­რა? რამ­დენ ხანს გრძელ­დე­ბა ის და სჭირ­დე­ბა თუ არა პა­ცი­ენტს წი­ნას­წა­რი მომ­ზა­დე­ბა?

მი­ნი­მა­ლუ­რი კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ტო­კო­ლის ჩა­ტა­რე­ბის დრო არის 40-60 წთ. რად­გან გული მოძ­რა­ვი ორ­გა­ნოა, კარ­გი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის მი­ღე­ბი­სათ­ვის, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სუნ­თქვის შე­კა­ვე­ბა. ტარ­დე­ბა რო­გორც ბავ­შვებ­ში, ასე­ვე ზრდას­რუ­ლებ­ში. უბ­რა­ლოდ ბავ­შვებს, რო­გორც წესი, უჭირთ ადეკ­ვა­ტუ­რი სუნ­თქვის შე­კა­ვე­ბა და უმოძ­რა­ოდ გა­ჩე­რე­ბა, ამი­ტომ ზოგ­ჯერ აუ­ცი­ლე­ბე­ლია კვლე­ვის ზო­გა­დი ანეს­თე­ზი­ით ჩა­ტა­რე­ბა.

გუ­ლის მრტ კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბამ­დე პა­ცი­ენტს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მომ­ზა­დე­ბა არ სჭირ­დე­ბა.

და­ბო­ლოს, ვი­ტყვი, რომ გუ­ლის მრტ კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის­თვის არ არის საკ­მა­რი­სი მხო­ლოდ სკა­ნე­რი (აპა­რა­ტი), რომ­ლი­თაც სრულ­დე­ბა ეს კვლე­ვა, არა­მედ აუ­ცი­ლე­ბე­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ხდე­ბა მი­ღე­ბუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის და ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მუ­შა­ვე­ბა. „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ უპი­რა­ტე­სო­ბა გახ­ლავთ ზუს­ტად ის, რომ გარ­და უახ­ლე­სი თა­ო­ბის მრტ სკა­ნე­რი­სა, გვაქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც ვი­ღებთ ზუსტ ინ­ფორ­მა­ცი­ას. გარ­და ამი­სა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი, რო­მე­ლიც თა­ნაბ­რად არის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი რო­გორც რა­დი­ო­ლო­გი­ა­ში, ასე­ვე კარ­დი­ო­ლო­გი­ა­ში.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

გულის კვლევა, რომელიც თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მიღწევაა, უკვე ხელმისაწვდომია "ნიუ ჰოსპიტალსში"

გულის კვლევა, რომელიც თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მიღწევაა, უკვე ხელმისაწვდომია "ნიუ ჰოსპიტალსში"

გულის და კარდიოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისთვის ოქროს სტანდარტია ულტრათანამედროვე რადიოლოგიური კვლევა - კარდიო MRI, იგივე გულის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია. მისი საშუალებით, არაერთი დაავადების დროული დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობა ხდება. აღსანიშნავია, რომ გულის მრტ წარმოადგენს ე.წ. მაღალი დონის კვლევას, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში არ არის მარტივად ხელმისაწვდომი.

კვლევა, რომელიც თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მიღწევაა, უკვე ხელმისაწვდომია „ნიუ ჰოსპიტალსში“. კლინიკაში კვლევა ტარდება Siemens-ის უახლესი, 3 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფით. აპარატისა და მისი შესაძლებლობების შესახებ დეტალურად ინტერვენციული კარდიოლოგი, ექოკარდიოგრაფიის სპეციალისტი ლიკა კაპანაძე გვესაუბრება.

რა სახის რადიოლოგიურ კვლევას წარმოადგენს გულის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა?

გულის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) გახლავთ მაღალი დონისა და განვითარების სიღრმისეული გამოკვლევა, რომელიც მაგნიტური ველის და რადიო სიხშირის ტალღების გამოყენებით ტარდება. აპარატი ამ მონაცემების კომპიუტერული დამუშავებით გვაძლევს გულის მაღალი დონის გამოსახულებას.

აღსანიშნავია, რომ გულის MRI გახლავთ არაინვაზიური კვლევა და რაც მთავარია, მაიონიზირებელი დასხივების გამოყენების გარეშე ვიღებთ მაღალი დონის გამოსახულებას.

ძალიან ხშირად, როდესაც კვლევის დასახელებაში ფიგურირებს სიტყვა “ტომოგრაფია”, პაციენტს ჰგონია, რომ კვლევა ტარდება მაიონიზირებელი დასხივების გამოყენებით. თუმცა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია არ გულისხმობს მაიონიზირებელი დასხივების გამოყენებას.

გულის მრტ კვლევა შეიძლება ჩატარდეს როგორც კონტრასტული ნივთიერების გამოყენებით, ასევე მისი გამოყენების გარეშე. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კლინიკური კითხვით არის გამოგზავნილი პაციენტი კვლევის ჩასატარებლად. სულ უფრო და უფრო მატულობს დაავადებების ჩამონათვალი რომლის დიაგნოსტიკისათვის ან შემდგომი მართვის პროცესში ხდება მრტ კვლევა მოწოდებული ამერიკისა და ევროპის გულის ასოციაციების მიერ.

რომელი დაავადებების დიაგნოსტირებისთვის უნდა მივმართოთ გულის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას?

ეს არის კვლევა, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვაფასებთ როგორც გულის ანატომიას, ფუნქციას, ისე სისხლის ნაკადს და ვახდენთ გულის ქსოვილის დახასიათებას.

და რაც უმთავრესია, გულის მრტ კვლევით არის შესაძლებელი გულის კუნთის ქსოვილის შეფასება, რომელიც სხვა ვერც ერთი არაინვაზიური კვლევით ვერ ხდება. სწორედ ამიტომ ამ კვლევას დიდი როლი აქვს იმ დაავადებების დიაგნოსტიკასა და მართვაში, რომლებიც მიმდინარეობს გულის კუნთის დაზიანებით. ასეთია მიოკარდიტი - გულის კუნთის ანთება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ კვლევის ჩატარება დაავადების მწვავე ფაზაში, პირველი 2 კვირის განმავლობაში, როდესაც ჩვენ დავადგენთ, გვაქვს თუ არა საქმე გულის კუნთის ანთებასთან. შემდგომ პერიოდში პერიოდული მრტ მეთვალყურეობით შეგვიძლია შევაფასოთ, რამდენად ალაგდა ანთებითი პროცესი, ხომ არ მოხდა ნაწიბურის ჩამოყალიბება.

გულის მრტ კვლევა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი დაავადებების დიაგნოსტირების დროს: გულის სხვადასხვა მემკვიდრეობითი დაავადება, როგორიცაა: ჰიპერტროფული კარდიომიოპათია, არითმოგენული კარდიომიოპათია; გულის კუნთის დაავადებები, მათ შორისაა კარდიომიოპათიები.

ამ კვლევით ვადგენთ, რა ქსოვილით არის ჩანაცვლებული გულის კუნთი, ნაწიბურია ის თუ ცხიმოვანი ქსოვილი. აღნიშნულის დადგენა სხვა არც ერთი არაინვაზიური კვლევის საშუალებით არ არის შესაძლებელი.

გულის მრტ კვლევა გამოიყენება გულის თანდაყოლილი მანკების დიაგნოსტიკაში, განსაკუთრებით კომპლექსური თანდაყოლილი მანკების დროს. ასეთ პაციენტებში აღნიშნულმა კვლევამ ნაწილობრივ ჩაანაცვლა ანგიოგრაფიული კვლევა (კათეტერიზაცია), რომელიც ერთი მხრივ ინვაზიური კვლევაა, მეორე რიგში კი, მაიონიზირებელი დასხივების მქონე კვლევა.

გულის მრტ ასევე არის ერთ-ერთი შეუცვლელი კვლევა პაციენტებისთვის, რომელთაც გულის სიმსივნური წარმონაქმნები/თრომბები აქვთ.

უფრო დეტალურად რომ აგვიხსნათ, რა განსხვავებაა გულის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიასა და სხვა რადიოლოგიურ კვლევებს შორის?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ კვლევა მაიონიზირებელი დასხივების გარეშე ტარდება.

კომპიუტერულ ტომოგრაფიისგან განსხვავებით, ვიღებთ გულის მუშაობის ვიდეოებს ანუ მოძრაობაში ვაფასებთ გულს და მის ფუნქციას. როდესაც საჭირო არის გულის კუნთის ქსოვილის დაზიანების, სარქვლოვანი პათოლოგიების შეფასება და ზუსტად ნაკლოვანების ნაკადის მოცულობის დათვლა, მაშინ უნდა დაინიშნოს გულის მრტ კვლევა.

ექოკარდიოსკოპიისგან განსხვავებით, გულის კუნთის (მიოკარდის) ნაწიბუროვანი ცვლილებების შეფასების შესაძლებლობას გვაძლევს. გულის კუნთი თუ გარკვეულ ადგილებში ჩანაცვლებულია ნაწიბუროვანი ქსოვილით ან თუ რაიმე ნივთიერებებია დაგროვებული, ამის შეფასების საშუალებას მხოლოდ გულის MRI გვაძლევს. ამასთან ერთად გამოსახულების მიღება არ არის გაძნელებული ჭარბ წონის მქონე პაციენტებში, როგორც ექოკარდიოსკოპიის დროს. ასევე ექოკარდიოსკოპიით შეზღუდულია გამოსახულების მიღება პაციენტებში ვისაც ფილტვის ქრონიკული დაავადებები აქვთ.

გულის მრტ ასევე იძლევა კარგ ინფორმაციას გულის კონკრეტული მდგომარეობის სიმძიმის შესახებ და გვეხმარება პროგნოზის განსაზღვრაში, რაც საბოლოოდ გვეხმარება პაციენტის მედიკამენტოზური ან ქირურგიული მკურნალობის დაგეგმვაში.

როგორია გულის MRI კვლევის პროცედურა? რამდენ ხანს გრძელდება ის და სჭირდება თუ არა პაციენტს წინასწარი მომზადება?

მინიმალური კარდიოლოგიური პროტოკოლის ჩატარების დრო არის 40-60 წთ. რადგან გული მოძრავი ორგანოა, კარგი გამოსახულების მიღებისათვის, აუცილებელია სუნთქვის შეკავება. ტარდება როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულებში. უბრალოდ ბავშვებს, როგორც წესი, უჭირთ ადეკვატური სუნთქვის შეკავება და უმოძრაოდ გაჩერება, ამიტომ ზოგჯერ აუცილებელია კვლევის ზოგადი ანესთეზიით ჩატარება.

გულის მრტ კვლევის ჩატარებამდე პაციენტს განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება.

დაბოლოს, ვიტყვი, რომ გულის მრტ კვლევის ჩატარებისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ სკანერი (აპარატი), რომლითაც სრულდება ეს კვლევა, არამედ აუცილებელია სპეციალური პროგრამები, რომლის მეშვეობითაც ხდება მიღებული გამოსახულების და ინფორმაციის დამუშავება. „ნიუ ჰოსპიტალსის“ უპირატესობა გახლავთ ზუსტად ის, რომ გარდა უახლესი თაობის მრტ სკანერისა, გვაქვს სპეციალური პროგრამები, რომლის გამოყენებითაც ვიღებთ ზუსტ ინფორმაციას. გარდა ამისა, აუცილებელია შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტი, რომელიც თანაბრად არის პროფესიონალი როგორც რადიოლოგიაში, ასევე კარდიოლოგიაში.

R