საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი ცემის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა.
„ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი ცემის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, თეიმურ კარბაია დაიღუპა - ეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ელემენტარული უფლებების აშკარა დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა. მწუხარე 75 წლის იუბილე!“- წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. კარბაია საავადმყოფოში გადაყვანისთანავე დაიღუპა.
მოკლედ, როგორი "პატრიოტი" პრეზიდენტი გვყავს.. მზადაა, თითოეული ქართველისთვის დღე და ღამე ლანძღოს რუსები.. ოღონდ მაგ ლანძღვით რომ ასეთი ტრაგიკული ამბების პროვოცირება ხდება, ეგ აღარ ადარდებს.. თუ ქვეყანას იმის ძალა არ აქვს, რომ აფხაზეთში ასეთი ამბები აღკვეთოს, მაშინ ქვეყნის ლიდერს იმის ადამიანობა და ტვინი ხომ მაინც უნდა ეყოს, რომ აღარ გაამწვავოს იქ, სადაც მისი "პატრიოტული რიტორიკის" გამო უარესად დაიჩაგრებიან და გამწარდებიან ქართველები?!..
ვოვას ბრატი ანუ დარტანიანი და მისი სამი მუშკეტერი (ღარიბაშვილი კობახიძე და კალაძე) სტრატეგიულ, მშვიდობიან ორნიშნა ოცნებაში ათმენინებენ ქვეყანას
ხალხის ასე სათითაოდ გამოხოცვას.
ბიჭებო აბა თქვენ იცით კიდევ უფრო ჩუმად და შეუმჩნევლად იღვაწეთ ქართველი ხალხის ორნიშნა შესამცირებლად.
მაგრად დაფასებყლია ეს ამბავი იქ ....რიშელიესთან