მსოფლიო
პოლიტიკა

20

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საიდუმლოებას ინახავს ბერების მიერ აშენებული ახალი ათონი, რომელიც სტალინის საყვარელი ადგილი იყო - მთებში ჩამალული დიქტატორის აგარაკი დღემდე ღიაა
რა საიდუმლოებას ინახავს ბერების მიერ აშენებული ახალი ათონი, რომელიც სტალინის საყვარელი ადგილი იყო - მთებში ჩამალული დიქტატორის აგარაკი დღემდე ღიაა

შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე მთებ­ში და აყ­ვა­ვე­ბულ სიმწვა­ნე­ში და­კარ­გუ­ლი პა­ტა­რა, მაგ­რამ წარ­მო­უდ­გენ­ლად მყუდ­რო ქა­ლა­ქი ტუ­რის­ტე­ბის­თვის დღემ­დე მიმ­ზიდ­ვე­ლია. ახალ ათონს დღემ­დე ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის სულს ეძა­ხი­ან. ამ ად­გილს მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რია აქვს, სწო­რედ აქ მდე­ბა­რე­ობს იესო ქრის­ტეს მო­წა­ფის წმინ­და სვი­მონ ქა­ნა­ა­ნე­ლის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი.

უძ­ვე­ლე­სი ანა­კო­ფია, ფე­ო­და­ლუ­რი ხა­ნის ციხე-ქა­ლა­ქი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ახ­ლან­დე­ლი ახა­ლი ათო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე (აფხა­ზე­თი) მდე­ბა­რე­ობს. VII-VIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ანა­კო­ფია აბაზგ­თა სა­ე­რის­თა­ვოს პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი იყო.

ანა­კო­ფი­ის ცი­ხის ის­ტო­რია

შე­საძ­ლოა, სწო­რედ ანა­კო­ფი­ის ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში დევს ახა­ლი ათო­ნის სი­დი­ა­დე და ის­ტო­რია. აქ სიძ­ვე­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბა სუ­ფევს, რად­გან ეს ტე­რი­ტო­რია ძვე­ლად ანა­კო­ფი­ის ტომს ეკუთ­ვნო­და, თა­ნა­მედ­რო­ვე აფხა­ზე­ბის წი­ნაპ­რებ­მა, რომ­ლებ­საც ის­ტო­რი­ულ დო­კუ­მენ­ტებ­ში აბაზ­გებს ეძა­ხი­ან, თავ­დაც­ვის მიზ­ნით აა­შე­ნეს ეს შთამ­ბეჭ­და­ვი ციხე. მი­წე­ბი რო­მის იმ­პე­რი­ის იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში შე­დი­ო­და, მაგ­რამ გო­თე­ბი­სა და ჰუ­ნე­ბის შე­მო­სე­ვა რე­გუ­ლა­რუ­ლი იყო. მთი­ე­ლე­ბიც ცდი­ლობ­დნენ დაც­ვის გარ­ღვე­ვას. ამი­ტომ თავ­დაც­ვი­თი ციხე აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნა­გე­ბო­ბა იყო.

მე­ხუ­თე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში აქე­დან გა­დი­ო­და სა­ვაჭ­რო გზე­ბი ჩი­ნეთ­სა და ინ­დო­ეთ­ში. სწო­რედ ეს გახ­და მი­ზე­ზი, რის გა­მოც, ირან­მა და­ი­წყო რო­მის იმ­პე­რი­ას­თან კონ­კუ­რენ­ცია ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სრუ­ლი ბა­ტო­ნო­ბის­თვის. VI სა­უ­კუ­ნის შუა ხა­ნებ­ში ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტორ­მა გაგ­ზავ­ნა თა­ვი­სი ჯარი აბაზ­გე­ბის მი­წებ­ზე სრუ­ლი კონ­ტრო­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად. თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა მტერს მტუ­ლად დახ­ვდა და და­ი­წყო არე­უ­ლო­ბა და აჯან­ყე­ბე­ბი. მმარ­თვე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და დახ­მა­რე­ბის­თვის ირა­ნის შე­ი­ხის­თვის მი­ე­მარ­თა. რის შემ­დე­გაც ირან­მა თა­ვი­სი ჯარი გაგ­ზავ­ნა. თუმ­ცა აბაზ­გებს სპარ­სე­ლე­ბის­გან არა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა არ მი­უ­ღი­ათ. პი­რი­ქით, სპარ­სელ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ძარ­ცვა და­ი­წყეს, რის გა­მოც, ხში­რი იყო ბრძო­ლა.

ამა­სო­ბა­ში ბი­ზან­ტი­ი­დან და­მა­ტე­ბი­თი ჯა­რე­ბი მო­ვი­და. ცი­ტა­დე­ლი და­ე­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ნა­წი­ლი და­ი­ღუ­პა, ნა­წი­ლი კი მო­ნად წა­იყ­ვა­ნეს. თუმ­ცა, ამან აბაზ­გე­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბა არ და­არ­ღვია, მათ და­ა­არ­სეს თავ­დაც­ვის მე­ო­რე ხაზი, ცი­ხის ქვე­მოთ, რო­მელ­მაც მე-12 სა­უ­კუ­ნემ­დე გაძ­ლო.

VII სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სის­თვის აფხა­ზებ­მა მო­ა­ხერ­ხეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თავ­დაც­ვი­თი ობი­ექ­ტე­ბის შექ­მნა, პო­ზი­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა. ამ დრო­ის­თვის მათ უკვე ემუქ­რე­ბოდ­ნენ არა­ბე­ბი. VIII სა­უ­კუ­ნის პირ­ველ მე­სა­მედ­ში არაბ­თა ჯა­რებ­მა გა­ძარ­ცვეს სომ­ხე­თი, სა­ქარ­თვე­ლო და ალ­ბა­ნე­თი, გა­ე­მარ­თნენ აფხა­ზე­თი­სა­კენ. მი­უ­ხე­და­ვად რი­ცხობ­რი­ვი და სამ­ხედ­რო უპი­რა­ტე­სო­ბი­სა, აფხა­ზებ­მა ცი­ხის დაც­ვა ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ა­მაგ­რეს. გარ­და ამი­სა, მე­ომ­რებს გა­და­კე­ტი­ლი ჰქონ­დათ საკ­ვე­ბის მარ­შრუ­ტე­ბი.

ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, ჯა­რის­კა­ცე­ბი ევედ­რე­ბოდ­ნენ ანა­კო­ფი­ის ღვთის­მშო­ბელს, რომ მათი მიწა გა­და­ერ­ჩი­ნა. ბრძო­ლის წინა ღა­მეს მტრის არ­მი­ა­ში ქო­ლე­რა გაჩ­ნდა, რო­მელ­მაც 30 000-ზე მეტი ჯა­რის­კა­ცის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. ბრძო­ლა­ში კი­დევ სამი ათა­სი და­ი­ღუ­პა. დარ­ჩე­ნი­ლი ჯარი და­მარ­ცხდა და აბაზ­გებ­მა გან­დევ­ნეს. ამის შემ­დეგ ანა­კო­ფია ხდე­ბა ქვეყ­ნის ცენ­ტრი და უდი­დე­სი სა­ზღვაო პორ­ტი. მე-18 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს ციხე თით­ქმის ნან­გრე­ვე­ბად იქცა. მისი აღ­დგე­ნა მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში, მო­ნას­ტრის აგე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო.

ახლა ეს ტუ­რის­ტე­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლია, თუმ­ცა მწვერ­ვალ­ზე მოხ­ვედ­რა და, შე­სა­ბა­მი­სად, თა­ვად ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში მოხ­ვედ­რა არც ისე ად­ვი­ლია. გზად მი­მა­ვალ ტუ­რისტს გა­ოგ­ნე­ბულს და­ტო­ვებს იმა­ზე ფიქ­რი, თუ რო­გორ აშენ­და ქვის ცი­ტა­დე­ლი რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნის წინ, ყო­ველ­გვა­რი ტექ­ნი­კის გა­რე­შე.

ახა­ლი ათო­ნის მო­ნას­ტე­რი და ბე­რე­ბის ცხოვ­რე­ბა

ახა­ლი ათო­ნი ამ­ჟა­მინ­დელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ბე­რე­ბი ზრუ­ნა­ვენ. 1911 წლის­თვის დას­რულ­და სი­მონ ქა­ნა­ა­ნე­ლის მო­ნას­ტრის ზედა კომ­პლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბა. მო­ნას­ტერს უზარ­მა­ზა­რი შვი­ლო­ბი­ლი მე­ურ­ნე­ო­ბა ჰქონ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, კლი­მა­ტი სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და ხე­ხი­ლის დარ­გვი­სა და გა­შე­ნე­ბის­თვის.

თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სწო­რედ ბე­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბამ აქ­ცია მრა­ვალ­წლი­ა­ნი ომის შე­დე­გად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი მიწა აყ­ვა­ვე­ბულ, მოვ­ლილ ბა­ღად. თუმ­ცა ეს აყ­ვა­ვე­ბის პე­რი­ო­დიც დას­რულ­და 1917 წლის რე­ვო­ლუ­ცი­ით. საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ხუ­რა მო­ნას­ტე­რი და ამან იმოქ­მე­და ახა­ლი ათო­ნის ბედ­ზე. თუ იგი თავ­და­პირ­ვე­ლად ქრის­ტი­ა­ნო­ბის კავ­კა­სი­ურ ცენ­ტრად იყო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, შემ­დეგ სა­კავ­ში­რო სამ­კურ­ნა­ლო კუ­რორ­ტად იქცა.

სტა­ლი­ნის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი

სტა­ლინს ეს ად­გი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარ­და. დიქ­ტა­ტორ­მა ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა, რომ აქ თა­ვი­სი კვა­ლი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. სწო­რედ აქ აა­შე­ნა მან თა­ვი­სი ერთ-ერთი აგა­რა­კი - ერ­თა­დერ­თი, სა­ი­და­ნაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო უშუ­ა­ლოდ კრემლთან ურ­თი­ერ­თო­ბა.

სხვა­თა შო­რის, სტა­ლი­ნის ახა­ლი ათო­ნის აგა­რა­კი მდე­ბა­რე­ობს მო­ნას­ტრი­დან არ­ცთუ ისე შორს და ასე­ვე სა­ი­მე­დოდ იმა­ლე­ბა მთებ­ში ზღვი­დან.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ ნა­ცის­ტურ გერ­მა­ნი­ა­ზე გა­მარ­ჯვე­ბის წინა დღეს მო­ნას­ტერ­მა კვლავ და­ი­წყო ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა. ამ დრო­ის­თვის ტაძ­რი­სა და მო­ნას­ტრის ქო­ნე­ბა ძი­რი­თა­დად დან­გრე­უ­ლი და გა­ძარ­ცვუ­ლი იყო.

თა­ვად სი­ტყვა „ათოსს“ ბერ­ძნუ­ლი ფეს­ვე­ბი აქვს. ღმერ­თებ­თან მებ­რძოლ­მა გი­გან­ტმა ათოს­მა მი­წი­დან უზარ­მა­ზა­რი ლოდი ამო­ი­ღო და ზღვა­ში გა­და­აგ­დო. ასე გაჩ­ნდა მთა, რო­მე­ლიც წმი­და გახ­და და ეწო­და ათო­ნი. ბე­რებ­მა, რომ­ლებ­მაც აფხა­ზეთ­ში მთის ძირ­ში მო­ნას­ტრის აშე­ნე­ბა გა­და­წყვი­ტეს, მას ახა­ლი ათო­ნი უწო­დეს, რაც გუ­ლის­ხმობს, რომ ძვე­ლი ათო­ნი არის წმინ­და მთა სა­ბერ­ძნეთ­ში.

სტა­ლი­ნის აგა­რა­კი დღემ­დე ღიაა ვი­ზი­ტო­რე­ბის­თვის, თუმ­ცა მას სე­რი­ო­ზუ­ლი რე­კონ­სტრუქ­ცია სჭირ­დე­ბა.

ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა

ტე­რი­ტო­რია ოკუ­პი­რე­ბუ­ლია რუ­სე­თის მიერ, რის გა­მოც ტაძ­რის შეს­წავ­ლა და შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ახა­ლი ათო­ნის მო­ნას­ტერს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?!
0

ასეთი სტატია ასე ჰაი-ჰარად არ იწერება! მე ვიტყოდი: დაუზუსტებული ინფორმაციის გავრცელება დანაშაულიც კი არის. ეს ვის წისქვილზე ასხამს წყალს?!

მარინა
1

ძვირფასო ნინო, გაითვალისწინეთ, რო ასეთი თემები ან ღრმად უნდა შეისწავლოთ და მერე დაწეროთ ან ინტერვიუ უნდა ჩაწეროთ სპეციალისტთან. ძალიან ბევრი არასწორი ისტორიული ფრაგმენტებია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

რა საიდუმლოებას ინახავს ბერების მიერ აშენებული ახალი ათონი, რომელიც სტალინის საყვარელი ადგილი იყო - მთებში ჩამალული დიქტატორის აგარაკი დღემდე ღიაა

რა საიდუმლოებას ინახავს ბერების მიერ აშენებული ახალი ათონი, რომელიც სტალინის საყვარელი ადგილი იყო - მთებში ჩამალული დიქტატორის აგარაკი დღემდე ღიაა

შავი ზღვის სანაპიროზე მთებში და აყვავებულ სიმწვანეში დაკარგული პატარა, მაგრამ წარმოუდგენლად მყუდრო ქალაქი ტურისტებისთვის დღემდე მიმზიდველია. ახალ ათონს დღემდე ოკუპირებული აფხაზეთის სულს ეძახიან. ამ ადგილს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, სწორედ აქ მდებარეობს იესო ქრისტეს მოწაფის წმინდა სვიმონ ქანაანელის სახელობის ტაძარი.

უძველესი ანაკოფია, ფეოდალური ხანის ციხე-ქალაქი საქართველოში, ახლანდელი ახალი ათონის ტერიტორიაზე (აფხაზეთი) მდებარეობს. VII-VIII საუკუნეებში ანაკოფია აბაზგთა საერისთავოს პოლიტიკური ცენტრი იყო.

ანაკოფიის ციხის ისტორია

შესაძლოა, სწორედ ანაკოფიის ციხესიმაგრეში დევს ახალი ათონის სიდიადე და ისტორია. აქ სიძველის განსაკუთრებული სულისკვეთება სუფევს, რადგან ეს ტერიტორია ძველად ანაკოფიის ტომს ეკუთვნოდა, თანამედროვე აფხაზების წინაპრებმა, რომლებსაც ისტორიულ დოკუმენტებში აბაზგებს ეძახიან, თავდაცვის მიზნით ააშენეს ეს შთამბეჭდავი ციხე. მიწები რომის იმპერიის იურისდიქციაში შედიოდა, მაგრამ გოთებისა და ჰუნების შემოსევა რეგულარული იყო. მთიელებიც ცდილობდნენ დაცვის გარღვევას. ამიტომ თავდაცვითი ციხე აუცილებელი ნაგებობა იყო.

მეხუთე საუკუნის დასაწყისში აქედან გადიოდა სავაჭრო გზები ჩინეთსა და ინდოეთში. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც, ირანმა დაიწყო რომის იმპერიასთან კონკურენცია ამ ტერიტორიაზე სრული ბატონობისთვის. VI საუკუნის შუა ხანებში ბიზანტიის იმპერატორმა გაგზავნა თავისი ჯარი აბაზგების მიწებზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა მტერს მტულად დახვდა და დაიწყო არეულობა და აჯანყებები. მმართველი იძულებული გახდა დახმარებისთვის ირანის შეიხისთვის მიემართა. რის შემდეგაც ირანმა თავისი ჯარი გაგზავნა. თუმცა აბაზგებს სპარსელებისგან არანაირი დახმარება არ მიუღიათ. პირიქით, სპარსელმა ჯარისკაცებმა ადგილობრივი მოსახლეობის ძარცვა დაიწყეს, რის გამოც, ხშირი იყო ბრძოლა.

ამასობაში ბიზანტიიდან დამატებითი ჯარები მოვიდა. ციტადელი დაეცა, ადგილობრივების ნაწილი დაიღუპა, ნაწილი კი მონად წაიყვანეს. თუმცა, ამან აბაზგების სულისკვეთება არ დაარღვია, მათ დააარსეს თავდაცვის მეორე ხაზი, ციხის ქვემოთ, რომელმაც მე-12 საუკუნემდე გაძლო.

VII საუკუნის დასაწყისისთვის აფხაზებმა მოახერხეს გაერთიანება და მნიშვნელოვანი თავდაცვითი ობიექტების შექმნა, პოზიციების გაძლიერება. ამ დროისთვის მათ უკვე ემუქრებოდნენ არაბები. VIII საუკუნის პირველ მესამედში არაბთა ჯარებმა გაძარცვეს სომხეთი, საქართველო და ალბანეთი, გაემართნენ აფხაზეთისაკენ. მიუხედავად რიცხობრივი და სამხედრო უპირატესობისა, აფხაზებმა ციხის დაცვა ექვსი თვის განმავლობაში გაამაგრეს. გარდა ამისა, მეომრებს გადაკეტილი ჰქონდათ საკვების მარშრუტები.

ლეგენდის თანახმად, ჯარისკაცები ევედრებოდნენ ანაკოფიის ღვთისმშობელს, რომ მათი მიწა გადაერჩინა. ბრძოლის წინა ღამეს მტრის არმიაში ქოლერა გაჩნდა, რომელმაც 30 000-ზე მეტი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. ბრძოლაში კიდევ სამი ათასი დაიღუპა. დარჩენილი ჯარი დამარცხდა და აბაზგებმა განდევნეს. ამის შემდეგ ანაკოფია ხდება ქვეყნის ცენტრი და უდიდესი საზღვაო პორტი. მე-18 საუკუნის ბოლოს ციხე თითქმის ნანგრევებად იქცა. მისი აღდგენა მე-19 საუკუნეში, მონასტრის აგების შემდეგ დაიწყო.

ახლა ეს ტურისტებისთვის საყვარელი ადგილია, თუმცა მწვერვალზე მოხვედრა და, შესაბამისად, თავად ციხესიმაგრეში მოხვედრა არც ისე ადვილია. გზად მიმავალ ტურისტს გაოგნებულს დატოვებს იმაზე ფიქრი, თუ როგორ აშენდა ქვის ციტადელი რამდენიმე საუკუნის წინ, ყოველგვარი ტექნიკის გარეშე.

ახალი ათონის მონასტერი და ბერების ცხოვრება

ახალი ათონი ამჟამინდელ მდგომარეობაზე ბერები ზრუნავენ. 1911 წლისთვის დასრულდა სიმონ ქანაანელის მონასტრის ზედა კომპლექსის მშენებლობა. მონასტერს უზარმაზარი შვილობილი მეურნეობა ჰქონდა. საბედნიეროდ, კლიმატი საშუალებას აძლევდა ხეხილის დარგვისა და გაშენებისთვის.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ბერების საქმიანობამ აქცია მრავალწლიანი ომის შედეგად განადგურებული მიწა აყვავებულ, მოვლილ ბაღად. თუმცა ეს აყვავების პერიოდიც დასრულდა 1917 წლის რევოლუციით. საბჭოთა ხელისუფლებამ დახურა მონასტერი და ამან იმოქმედა ახალი ათონის ბედზე. თუ იგი თავდაპირველად ქრისტიანობის კავკასიურ ცენტრად იყო ჩაფიქრებული, შემდეგ საკავშირო სამკურნალო კურორტად იქცა.

სტალინის საყვარელი ადგილი

სტალინს ეს ადგილი განსაკუთრებულად უყვარდა. დიქტატორმა ბევრი რამ გააკეთა, რომ აქ თავისი კვალი დაეტოვებინა. სწორედ აქ ააშენა მან თავისი ერთ-ერთი აგარაკი - ერთადერთი, საიდანაც შესაძლებელი იყო უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა.

სხვათა შორის, სტალინის ახალი ათონის აგარაკი მდებარეობს მონასტრიდან არცთუ ისე შორს და ასევე საიმედოდ იმალება მთებში ზღვიდან.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების წინა დღეს მონასტერმა კვლავ დაიწყო ფუნქციონირება. ამ დროისთვის ტაძრისა და მონასტრის ქონება ძირითადად დანგრეული და გაძარცვული იყო.

თავად სიტყვა „ათოსს“ ბერძნული ფესვები აქვს. ღმერთებთან მებრძოლმა გიგანტმა ათოსმა მიწიდან უზარმაზარი ლოდი ამოიღო და ზღვაში გადააგდო. ასე გაჩნდა მთა, რომელიც წმიდა გახდა და ეწოდა ათონი. ბერებმა, რომლებმაც აფხაზეთში მთის ძირში მონასტრის აშენება გადაწყვიტეს, მას ახალი ათონი უწოდეს, რაც გულისხმობს, რომ ძველი ათონი არის წმინდა მთა საბერძნეთში.

სტალინის აგარაკი დღემდე ღიაა ვიზიტორებისთვის, თუმცა მას სერიოზული რეკონსტრუქცია სჭირდება.

ამჟამინდელი მდგომარეობა

ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ახალი ათონის მონასტერს მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.