სამხედრო
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხალხმრავლობა და სადღესასწაულო პროგრამა - რა ხდებოდა "ბიბლუსის" საახალწლო ფესტივალის“ მეორე დღეს "ექსპო ჯორჯიაში" და რა გელით ხვალ?
ხალხმრავლობა და სადღესასწაულო პროგრამა - რა ხდებოდა "ბიბლუსის" საახალწლო ფესტივალის“ მეორე დღეს "ექსპო ჯორჯიაში" და რა გელით ხვალ?

"ბიბ­ლუ­სის სა­ა­ხალ­წლო ფეს­ტი­ვა­ლის“ მე­ო­რე დღეც ხალ­ხმრავ­ლო­ბი­სა და სა­დღე­სას­წა­უ­ლო პროგ­რა­მის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ფეს­ტი­ვა­ლის დღე­ვან­დელ სტუმ­რებს, გრან­დი­ო­ზუ­ლი ფას­დაკ­ლე­ბე­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის გარ­და, ად­გილ­ზე დახ­ვდათ "პონ­ტოს" გმი­რე­ბი, თოვ­ლის ბაბუ და გუნ­და. ასე­ვე მო­ე­წყო ფაზ­ლე­ბის შე­ჯიბ­რი, ილუ­ზი­ო­ნის­ტის შოუ და გა­ი­მარ­თა სა­ხის მო­ხატ­ვის აქ­ტი­ვო­ბა.

რო­გორც "ბიბ­ლუ­სი ჯგუ­ფის" ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის დი­რექ­ტორ­მა ანა ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, პრო­დუქ­ცია მუდ­მივ რე­ჟიმ­ში ივ­სე­ბა.

"ფეს­ტი­ვა­ლის მე­ო­რე დღეც წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. დღე­საც, რო­გორც გუ­შინ, ხალ­ხმრავ­ლო­ბაა. დაგ­ვრჩა კი­დევ ორი დღე, შა­ბა­თი და კვი­რა. მინ­და ვუ­თხრა ჩვენს მომ­ხმა­რებ­ლებს, რომ ჩვე­ნი კო­ლექ­ცი­ე­ბი მუდ­მი­ვად ახ­ლდე­ბა და თა­რო­ე­ბი ყო­ველ­თვის სავ­სე დაგ­ხვდე­ბათ", - აღ­ნიშ­ნა ანა ივა­ნიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ხვა­ლინ­დელ პროგ­რა­მას - ხვალ, ფეს­ტი­ვალ­ზე მო­სულ სტუმ­რებს გარ­და დღე­ვან­დე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სა კი­დევ ბევ­რი სი­ახ­ლე ელით. კერ­ძოდ, 14:00 სა­ათ­ზე და­გეგ­მი­ლია ჟო­ზეს პრე­ზენ­ტა­ცია, სტუმ­რებს ასე­ვე დახ­ვდე­ბათ "პე­პე­ლას“ და "იქ­სე­სის“ მას­კო­ტე­ბი, კრაფ­ტის აქ­ტი­ვო­ბა და მუ­სი­კა­ლუ­რი ნომ­რე­ბი გო­რის ქალ­თა და ბავ­შვთა გუნ­დის შეს­რუ­ლე­ბით.

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხმა­რე­ბელ­თა დიდი ინ­ტე­რე­სი­სა და ხალ­ხმრავ­ლო­ბის გამო, ფეს­ტი­ვა­ლის სა­მუ­შაო დრო 22:00 სა­ა­თამ­დე გა­ხან­გრძლივ­და.

"ბიბ­ლუ­სის სა­ა­ხალ­წლო ფეს­ტი­ვა­ლი“ სა­ა­ხალ­წლო პრო­დუქ­ცი­ის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა­სა და გრან­დი­ო­ზულ აქ­ცი­ებს აერ­თი­ა­ნებს.

ცნო­ბის­თვის, "ექ­სპო ჯორ­ჯი­ას“ მე-11 პა­ვი­ლი­ონ­ში მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა, "ბიბ­ლუ­სის სა­ა­ხალ­წლო ფეს­ტი­ვა­ლი“ 7 დე­კემ­ბერს გა­იხ­სნა.

ფეს­ტი­ვალ­ში შემ­დე­გი კომ­პა­ნი­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ: "ბიბ­ლუ­სი“, "პე­პე­ლა“, “XS სა­თა­მა­შო­ე­ბი“, "პა­ლიტ­რა L”, “მი­ნი­სო“, "კოს­მო“, "ბა­და­გი“, "ჩი­კო­რი“, "მულ­ტი“, OLD SUPHRA, "ბა­ბა­ლე“, "პრინ­ტა­რეა“, "მან­სარ­დი“, "ჩი­კი­ტაი“ და "კე­სა­ნე“.

რაც შე­ე­ხე­ბა ფას­დაკ­ლე­ბებს, "ბიბ­ლუ­სი ჯგუ­ფის“ კომ­პა­ნი­ებ­ში: "ბიბ­ლუ­სის“, "პე­პე­ლას“, “XS სა­თა­მა­შო­ე­ბის“ სრულ ასორ­ტი­მენტზე მომ­ხმა­რებ­ლე­ბი 40%-იანი ფას­დაკ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ. და­მა­ტე­ბით თი­ბი­სის Visa სა­დე­ბე­ტო ბა­რა­თით გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში, ქე­შ­ბე­ქის სა­ხით მო­მენ­ტა­ლუ­რად თან­ხის 30% უბ­რუნ­დე­ბათ.

"ბიბ­ლუ­სის სა­ა­ხალ­წლო ფეს­ტი­ვა­ლი“ 7-10 დე­კემ­ბერს "ექ­სპო ჯორ­ჯი­ას“ მე-11 პა­ვი­ლი­ონ­ში, 11:00 სა­ა­თი­დან 22:00 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

ავტორი:

ხალხმრავლობა და სადღესასწაულო პროგრამა - რა ხდებოდა "ბიბლუსის" საახალწლო ფესტივალის“ მეორე დღეს "ექსპო ჯორჯიაში" და რა გელით ხვალ?

ხალხმრავლობა და სადღესასწაულო პროგრამა - რა ხდებოდა "ბიბლუსის" საახალწლო ფესტივალის“ მეორე დღეს "ექსპო ჯორჯიაში" და რა გელით ხვალ?

"ბიბლუსის საახალწლო ფესტივალის“ მეორე დღეც ხალხმრავლობისა და სადღესასწაულო პროგრამის ფონზე მიმდინარეობს.

ფესტივალის დღევანდელ სტუმრებს, გრანდიოზული ფასდაკლებებისა და განსაკუთრებული შეთავაზებების გარდა, ადგილზე დახვდათ "პონტოს" გმირები, თოვლის ბაბუ და გუნდა. ასევე მოეწყო ფაზლების შეჯიბრი, ილუზიონისტის შოუ და გაიმართა სახის მოხატვის აქტივობა.

როგორც "ბიბლუსი ჯგუფის" ბიზნესის განვითარების დირექტორმა ანა ივანიშვილმა აღნიშნა, პროდუქცია მუდმივ რეჟიმში ივსება.

"ფესტივალის მეორე დღეც წარმატებით მიმდინარეობს. დღესაც, როგორც გუშინ, ხალხმრავლობაა. დაგვრჩა კიდევ ორი დღე, შაბათი და კვირა. მინდა ვუთხრა ჩვენს მომხმარებლებს, რომ ჩვენი კოლექციები მუდმივად ახლდება და თაროები ყოველთვის სავსე დაგხვდებათ", - აღნიშნა ანა ივანიშვილმა.

რაც შეეხება ხვალინდელ პროგრამას - ხვალ, ფესტივალზე მოსულ სტუმრებს გარდა დღევანდელი აქტივობებისა კიდევ ბევრი სიახლე ელით. კერძოდ, 14:00 საათზე დაგეგმილია ჟოზეს პრეზენტაცია, სტუმრებს ასევე დახვდებათ "პეპელას“ და "იქსესის“ მასკოტები, კრაფტის აქტივობა და მუსიკალური ნომრები გორის ქალთა და ბავშვთა გუნდის შესრულებით.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მომხმარებელთა დიდი ინტერესისა და ხალხმრავლობის გამო, ფესტივალის სამუშაო დრო 22:00 საათამდე გახანგრძლივდა.

"ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი“ საახალწლო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვასა და გრანდიოზულ აქციებს აერთიანებს.

ცნობისთვის, "ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში მასშტაბური ღონისძიება, "ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი“ 7 დეკემბერს გაიხსნა.

ფესტივალში შემდეგი კომპანიები მონაწილეობენ: "ბიბლუსი“, "პეპელა“, “XS სათამაშოები“, "პალიტრა L”, “მინისო“, "კოსმო“, "ბადაგი“, "ჩიკორი“, "მულტი“, OLD SUPHRA, "ბაბალე“, "პრინტარეა“, "მანსარდი“, "ჩიკიტაი“ და "კესანე“.

რაც შეეხება ფასდაკლებებს, "ბიბლუსი ჯგუფის“ კომპანიებში: "ბიბლუსის“, "პეპელას“, “XS სათამაშოების“ სრულ ასორტიმენტზე მომხმარებლები 40%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ. დამატებით თიბისის Visa სადებეტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, ქეშბექის სახით მომენტალურად თანხის 30% უბრუნდებათ.

"ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი“ 7-10 დეკემბერს "ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, 11:00 საათიდან 22:00 საათამდე გაგრძელდება.