პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რთული სათქმელია ორბანი პირდაპირ იღებს დაკვეთებს თუ არა პუტინისგან, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ინტერესების თანხვედრაა" - ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი
"რთული სათქმელია ორბანი პირდაპირ იღებს დაკვეთებს თუ არა პუტინისგან, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ინტერესების თანხვედრაა" - ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი

ეჭვი მე­პა­რე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნის თემა და­იბ­ლო­კოს და ამ დროს გა­ვი­დეს სა­ქარ­თვე­ლო­სა და მოლ­დო­ვის თემა - ეს ერ­თი­ა­ნი პა­კე­ტია,- ასე გან­მარ­ტა ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა ელჩმა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­მე­ფო ინ­სტი­ტუ­ტის უფ­როს­მა მკვლე­ვარ­მა და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას სა­ერ­თა­შო­რი­სო მრჩე­ველ­მა ნა­ტა­ლია სა­ბა­ნა­ძემ ის, თუ რა საფრ­თხის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს სა­ქარ­თვე­ლო 14-15 დე­კემ­ბრის ევ­რო­კავ­ში­რის სა­მიტ­ზე.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ბა­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნა, სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ თუ უკ­რა­ი­ნას­თან წევ­რო­ბის სა­კი­თხზე მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნა უნ­გრე­თის და­ჟი­ნე­ბით გა­და­ი­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბაც შემ­დე­გი სა­მი­ტის­თვის გა­და­ი­წევს.

შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გა­მო­ნაკ­ლი­სი იქ­ნას დაშ­ვე­ბუ­ლი, სწო­რედ იმ ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ის პა­კეტ­ში მყო­ფი სხვა ქვეყ­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, პრო­ცე­სებს ერთი სა­ფე­ხუ­რით ჩა­მორ­ჩე­ბა და რა ბერ­კე­ტი აქვს ევ­რო­კავ­შირს ორ­ბა­ნის და­სარ­წმუ­ნებ­ლად, ამ სა­კი­თხებ­ზე ნა­ტა­ლი სა­ბა­ნა­ძე ვრცლად ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს.

- იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ უნ­გრე­თი დაბ­ლო­კავს უკ­რა­ი­ნას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის და­წყე­ბის პრო­ცესს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ნიშ­ნავს თუ არა ეს, რომ მთლი­ა­ნად პა­კე­ტი და­იბ­ლო­კე­ბა და ავ­ტო­მა­ტუ­რად სა­ქარ­თვე­ლო­საც შე­ექ­მნე­ბა პრობ­ლე­მე­ბი და რა სა­ხის პრობ­ლე­მებ­ზე შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­უ­ბა­რი ?

- რაც ვიცი ამ ეტაპ­ზე, არის ის, რომ ორ­ბან­მა მე­ო­რე წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენტს, შარლ მი­შელს, რო­მელ­მაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩი­ნეთ­ში ვი­ზი­ტი შე­ა­მოკ­ლა და ბრუნ­დე­ბა იმის­თვის, რომ მო­ამ­ზა­დოს 15 დე­კემ­ბრის სა­მი­ტი და რა­ღაც­ნა­ი­რად კონ­სენ­სუ­სი გა­მოგ­ლი­ჯოს ხე­ლი­დან ორ­ბანს. რო­გორც იცით, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი პა­კეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ი­ღე­ბა კონ­სენ­სუ­სით, 27 წევ­რი ქვეყ­ნის თან­ხმო­ბაა სა­ჭი­რო.

ორ­ბანს აქვს რამ­დე­ნი­მე მო­თხოვ­ნა, პირ­ვე­ლი არის, რომ ამ ეტაპ­ზე მთლი­ა­ნად მო­იხ­სნას უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხი. დაბ­ლოკ­ვას პრინ­ცი­პუ­ლად, ჯერ­ჯე­რო­ბით, ასე არ აყე­ნებს, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ 15 დე­კემ­ბრის სა­მიტ­ზე ეს სა­კი­თხი არ უნდა იდ­გეს და სა­ნამ დად­გე­ბა უკ­რა­ი­ნის­თვის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის თემა, ზო­გა­დად ევ­რო­კავ­ში­რის პო­ლი­ტი­კა უკ­რა­ი­ნის მი­მართ უნდა გა­და­ი­ხე­დოს. კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნებს, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია ეს პო­ლი­ტი­კა, რამ­დე­ნად რე­ა­ლის­ტუ­რია, იმი­ტომ, რომ რო­გორც ამ­ბობს, ვერ მო­ი­გებს უკ­რა­ი­ნა ამ ომს და რა­ტომ ვა­კე­თებთ ამას და ვირ­თუ­ლებთ ურ­თი­ერ­თო­ბებს რუ­სეთ­თა­ნო, ეს არის ლო­გი­კა და ეს არის ერთი ნა­წი­ლი.

მე­ო­რე ნა­წი­ლი - აქვს თა­ვი­სი ორ­მხრი­ვი პრობ­ლე­მე­ბი, რაც ევ­რო­კავ­შირ­ში ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე, სამ­წუ­ხა­როდ. ეს არა­ვის მოს­წონს, მაგ­რამ ხში­რია, რომ სა­ერ­თო კავ­ში­რის სა­კი­თხებ­ში შე­მო­აქვთ ხოლ­მე ზო­გი­ერთ წევრ სა­ხელ­მწი­ფოს თა­ვი­ან­თი ორ­მხრი­ვი პრობ­ლე­მე­ბი. უნ­გრეთს აქვს პრობ­ლე­მა ეროვ­ნულ უმ­ცი­რე­სო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. არ ვიცი იცით თუ არა, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნა­ში საკ­მა­ოდ დიდი უნ­გრუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბაა, ის­ტო­რი­უ­ლი ავ­ტოქთო­ნუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბა, რომ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას გან­სა­კუთ­რე­ბით ლინგვის­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას, სკო­ლა­ში მშობ­ლი­ურ ენა­ზე სწავ­ლე­ბას მო­ი­თხოვს ორ­ბა­ნი. უკ­რა­ი­ნამ შეც­ვა­ლა კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ძი­რი­თა­დად რუ­სე­თის კონ­ტექ­სტში და რუ­სუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბი­სა და რუ­სუ­ლი ენის შე­და­რე­ბით შე­ზღუდ­ვა მო­ი­სურ­ვა, ამის ქვეშ უნ­გრე­ლე­ბიც მოყ­ვნენ. ამან გა­მო­იწ­ვია ორ­ბა­ნის დიდი აღ­შფო­თე­ბა და ამი­ტომ ამ თე­მა­ზე, ასე­ვე, ორ­მხრივ სა­კი­თხზე ვაჭ­რობს. პარ­ტი­ის­თვის, რო­მელ­საც ორ­ბა­ნი წარ­მო­ად­გენს, უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის თემა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, იმი­ტომ, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, ძა­ლა­უფ­ლე­ბას ინარ­ჩუ­ნებს ეს პარ­ტია, დიდ­წი­ლად, სა­ზღვრებს გა­რეთ მყო­ფი უნ­გრე­ლე­ბის ხარ­ჯზე.

და ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი - მე­სა­მე თემა არის ფონ­დე­ბი, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირ­მა შე­უ­ჩე­რა უნ­გრეთს, თა­ვი­სი არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გა­დახ­ვე­ვე­ბის გამო. სხვა­დას­ხვა რი­ცხვე­ბი სა­ხელ­დე­ბა, მე მგო­ნი, 13 მი­ლი­არ­დზეა სა­უ­ბა­რი, რო­მე­ლიც უნ­გრეთს უნდა მი­ე­ღო (პოს­ტკო­ვი­დუ­რი კრი­ზი­სის დაძ­ლე­ვის ერთ-ერთი ფონ­დი იყო) და ეს შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვს, იმი­ტომ, რომ მიბ­მუ­ლი იყო რა­ღაც პი­რო­ბებ­თან, რო­მელ­საც ის არ ას­რუ­ლებს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ­ბობს, რომ 50- მი­ლი­არ­დი­ან დახ­მა­რე­ბას, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირ­მა უკ­რა­ი­ნას უნდა და­უმ­ტკი­ცოს, ამას დაბ­ლო­კავს.

მი­დის მსჯე­ლო­ბა, რო­გორ მო­აგ­ვა­რონ ეს სა­კი­თხი, წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბას სურს, რომ ეს პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დეს, მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი რო­გორც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო, ისე მოხ­დეს, მაგ­რამ ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად ვაჭ­რობს ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ორ­ბა­ნი.

- ფაქ­ტო­რებს შო­რის რუ­სე­თი არ და­გი­სა­ხე­ლე­ბი­ათ- ექ­სპერ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა მი­იჩ­ნევს, რომ ორ­ბა­ნი უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხის­თვის პრობ­ლე­მის შექ­მნით სწო­რედ რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბა და მის წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს. თქვენ რო­გორ მი­იჩ­ნევთ ?

- კი, მეც ასე მი­ვიჩ­ნევ და ეს არის პირ­ვე­ლი თემა, რო­მე­ლიც მე ვახ­სე­ნე. რო­დე­საც ორ­ბა­ნი მო­ი­თხოვს ევ­რო­კავ­ში­რის პო­ლი­ტი­კის გა­და­ხედ­ვას უკ­რა­ი­ნის მი­მართ, ეს არის, რე­ა­ლუ­რად, რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა. ორი აზრი არ არის იმა­ში, რომ ჩა­ვარ­დეს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 15 დე­კემ­ბერს, გა­და­სა­რე­ვი სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა პუ­ტი­ნის­თვის. რთუ­ლი სათ­ქმე­ლია ორ­ბა­ნი პირ­და­პირ იღებს დაკ­ვე­თებს თუ არა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ რა­ღაც ინ­ტე­რე­სე­ბის თან­ხვედ­რაა. რა­საც ის აკე­თებს ახლა ევ­რო­კავ­შირ­ში, რო­დე­საც არ­ღვევს ერ­თი­ა­ნო­ბას და კი­თხვის ქვეშ აყე­ნებს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ღერძს, რო­მელ­ზეც არის შე­თან­ხმე­ბა მიღ­წე­უ­ლი, რა თქმა უნდა, ეს არის რუ­სე­თის ინ­ტე­რეს­ში.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე
6

ცოტა ნორმალურად ჩაიცვი ქალს რო შეეფერება ისე და ერთი ადგილი არ მიიტმასნო შატმრვალზე ეს რომ რამეს გეტყვის

სამი გოჭი
2

ორი გოჭი. მესამე აკლიათ - რეჯიპა. ჩვენ არ გვეშიანია )))

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"რთული სათქმელია ორბანი პირდაპირ იღებს დაკვეთებს თუ არა პუტინისგან, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ინტერესების თანხვედრაა" - ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი

"რთული სათქმელია ორბანი პირდაპირ იღებს დაკვეთებს თუ არა პუტინისგან, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ინტერესების თანხვედრაა" - ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი

ეჭვი მეპარება, რომ უკრაინის თემა დაიბლოკოს და ამ დროს გავიდეს საქართველოსა და მოლდოვის თემა - ეს ერთიანი პაკეტია,- ასე განმარტა ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა და გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩეველმა ნატალია საბანაძემ ის, თუ რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო 14-15 დეკემბრის ევროკავშირის სამიტზე.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საბანაძემ აღნიშნა, საუბარია იმაზე, რომ თუ უკრაინასთან წევრობის საკითხზე მოლაპარაკების გახსნა უნგრეთის დაჟინებით გადაიდება, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაც შემდეგი სამიტისთვის გადაიწევს.

შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველოსთვის გამონაკლისი იქნას დაშვებული, სწორედ იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ის პაკეტში მყოფი სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, პროცესებს ერთი საფეხურით ჩამორჩება და რა ბერკეტი აქვს ევროკავშირს ორბანის დასარწმუნებლად, ამ საკითხებზე ნატალი საბანაძე ვრცლად ინტერვიუში საუბრობს.

- იმ შემთხვევაში თუ უნგრეთი დაბლოკავს უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყების პროცესს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მთლიანად პაკეტი დაიბლოკება და ავტომატურად საქართველოსაც შეექმნება პრობლემები და რა სახის პრობლემებზე შეიძლება იყოს საუბარი ?

- რაც ვიცი ამ ეტაპზე, არის ის, რომ ორბანმა მეორე წერილი გაუგზავნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, რომელმაც, ფაქტობრივად, ჩინეთში ვიზიტი შეამოკლა და ბრუნდება იმისთვის, რომ მოამზადოს 15 დეკემბრის სამიტი და რაღაცნაირად კონსენსუსი გამოგლიჯოს ხელიდან ორბანს. როგორც იცით, ეს გადაწყვეტილებები პაკეტთან დაკავშირებით მიიღება კონსენსუსით, 27 წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო.

ორბანს აქვს რამდენიმე მოთხოვნა, პირველი არის, რომ ამ ეტაპზე მთლიანად მოიხსნას უკრაინის საკითხი. დაბლოკვას პრინციპულად, ჯერჯერობით, ასე არ აყენებს, მაგრამ ამბობს, რომ 15 დეკემბრის სამიტზე ეს საკითხი არ უნდა იდგეს და სანამ დადგება უკრაინისთვის მოლაპარაკებების გახსნის თემა, ზოგადად ევროკავშირის პოლიტიკა უკრაინის მიმართ უნდა გადაიხედოს. კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რამდენად ეფექტურია ეს პოლიტიკა, რამდენად რეალისტურია, იმიტომ, რომ როგორც ამბობს, ვერ მოიგებს უკრაინა ამ ომს და რატომ ვაკეთებთ ამას და ვირთულებთ ურთიერთობებს რუსეთთანო, ეს არის ლოგიკა და ეს არის ერთი ნაწილი.

მეორე ნაწილი - აქვს თავისი ორმხრივი პრობლემები, რაც ევროკავშირში ხშირად ხდება ხოლმე, სამწუხაროდ. ეს არავის მოსწონს, მაგრამ ხშირია, რომ საერთო კავშირის საკითხებში შემოაქვთ ხოლმე ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს თავიანთი ორმხრივი პრობლემები. უნგრეთს აქვს პრობლემა ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით. არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ უკრაინაში საკმაოდ დიდი უნგრული უმცირესობაა, ისტორიული ავტოქთონური უმცირესობა, რომლის უფლებების დაცვას განსაკუთრებით ლინგვისტური უფლებების დაცვას, სკოლაში მშობლიურ ენაზე სწავლებას მოითხოვს ორბანი. უკრაინამ შეცვალა კანონმდებლობა ეროვნული უმცირესობების საკითხებთან დაკავშირებით, ძირითადად რუსეთის კონტექსტში და რუსული უმცირესობისა და რუსული ენის შედარებით შეზღუდვა მოისურვა, ამის ქვეშ უნგრელებიც მოყვნენ. ამან გამოიწვია ორბანის დიდი აღშფოთება და ამიტომ ამ თემაზე, ასევე, ორმხრივ საკითხზე ვაჭრობს. პარტიისთვის, რომელსაც ორბანი წარმოადგენს, უმცირესობების თემა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ძალაუფლებას ინარჩუნებს ეს პარტია, დიდწილად, საზღვრებს გარეთ მყოფი უნგრელების ხარჯზე.

და ალბათ, ყველაზე მთავარი - მესამე თემა არის ფონდები, რომელიც ევროკავშირმა შეუჩერა უნგრეთს, თავისი არადემოკრატიული გადახვევების გამო. სხვადასხვა რიცხვები სახელდება, მე მგონი, 13 მილიარდზეა საუბარი, რომელიც უნგრეთს უნდა მიეღო (პოსტკოვიდური კრიზისის დაძლევის ერთ-ერთი ფონდი იყო) და ეს შეჩერებული აქვს, იმიტომ, რომ მიბმული იყო რაღაც პირობებთან, რომელსაც ის არ ასრულებს. შესაბამისად, ამბობს, რომ 50- მილიარდიან დახმარებას, რომელიც ევროკავშირმა უკრაინას უნდა დაუმტკიცოს, ამას დაბლოკავს.

მიდის მსჯელობა, როგორ მოაგვარონ ეს საკითხი, წევრი სახელმწიფოების უმეტესობას სურს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, მიიღოს გადაწყვეტილება და ყველაფერი როგორც გათვალისწინებული იყო, ისე მოხდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ძალიან სერიოზულად ვაჭრობს ჩვენი მეგობარი ორბანი.

- ფაქტორებს შორის რუსეთი არ დაგისახელებიათ- ექსპერტების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ორბანი უკრაინის საკითხისთვის პრობლემის შექმნით სწორედ რუსეთის ინტერესებს ემსახურება და მის წისქვილზე ასხამს წყალს. თქვენ როგორ მიიჩნევთ ?

- კი, მეც ასე მივიჩნევ და ეს არის პირველი თემა, რომელიც მე ვახსენე. როდესაც ორბანი მოითხოვს ევროკავშირის პოლიტიკის გადახედვას უკრაინის მიმართ, ეს არის, რეალურად, რუსული პოლიტიკის გატარება. ორი აზრი არ არის იმაში, რომ ჩავარდეს ეს გადაწყვეტილება 15 დეკემბერს, გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება პუტინისთვის. რთული სათქმელია ორბანი პირდაპირ იღებს დაკვეთებს თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ინტერესების თანხვედრაა. რასაც ის აკეთებს ახლა ევროკავშირში, როდესაც არღვევს ერთიანობას და კითხვის ქვეშ აყენებს საგარეო პოლიტიკის ღერძს, რომელზეც არის შეთანხმება მიღწეული, რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის ინტერესში.