პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმის გამო, რომ მანქანა კორპუსის წინ დააყენა, მეზობელმა ჩემს შვილს სცემა. თურმე, მისი ადგილია. ვინ შემოუხაზა?!" - მუდმივი პრობლემა, რომელიც მეზობლებს ერთმანეთთან აპირისპირებს
"იმის გამო, რომ მანქანა კორპუსის წინ დააყენა, მეზობელმა ჩემს შვილს სცემა. თურმე, მისი ადგილია. ვინ შემოუხაზა?!" - მუდმივი პრობლემა, რომელიც მეზობლებს ერთმანეთთან აპირისპირებს

ალ­ბათ, ბევ­რი თქვენ­გა­ნი შეს­წრე­ბია მე­ზობ­ლებს შო­რის და­ვას, მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბის გამო. კონ­ფლიქ­ტის დროს ხში­რად ის­მის - ეს ად­გი­ლი ჩე­მია, შენ რო­გორ გა­ბე­დე აქ მან­ქა­ნის და­ყე­ნე­ბა, შენ ვინ და­გი­კა­ნო­ნა ეს ად­გი­ლი, აქ ვცხოვ­რობ და სა­დაც მინ­და, იქ და­ვა­ყე­ნებ მან­ქა­ნას და ა.შ. ცხა­დია, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სიმ­რავ­ლის გამო, შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებს უჭირთ კორ­პუს­თან ად­გი­ლე­ბის პოვ­ნა და ამ გა­წევ-გა­მო­წე­ვას სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი მოს­დევს, შეხ­ლა-შე­მოხ­ლაც კი.

ჩემი რეს­პონ­დენ­ტი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნაა, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე დღის წინ მე­ზო­ბელ­მა სცე­მა. 40 წლის ქალ­მა, თა­ვის კორ­პუს­თან მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბის გამო, გო­გო­ნას სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. გო­გო­ნა ამ­ბობს, რომ მას მან­ქა­ნაც და­უ­ზი­ა­ნეს და წიხ­ლე­ბიც ურტყეს. ახლა ამ საქ­მეს სა­ბურ­თა­ლოს პო­ლი­ცია იძი­ებს და იმე­დი აქვს, რომ ქალი სა­კად­რი­სად და­ის­ჯე­ბა, ასე­თი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის სურ­ვი­ლი მო­მა­ვალ­ში რომ არ ჰქონ­დეს. გო­გო­ნამ ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა, თუმ­ცა გვი­ამ­ბო მომ­ხდა­რი ამ­ბა­ვი:

- სამი დღის წინ მან­ქა­ნა ეზო­ში და­ვა­ყე­ნე. ზო­გა­დად, კორ­პუს­ში ყო­ველ­თვის სრუ­ლი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბაა, არა­ვის აღელ­ვებს მე­ო­რე ადა­მი­ა­ნის­თვის გზის ჩა­კეტ­ვა. იმ დღეს ჩემი ავ­ტო­მო­ბი­ლი კე­დელ­თან ახ­ლოს ეყე­ნა და ბი­ნი­დან რომ ჩა­მო­ვე­დი, ვნა­ხე, სა­მი­ვე მხრი­დან მან­ქა­ნებს ვყავ­დი ჩა­კე­ტი­ლი. ჯერ ყვე­ლა მათ­გა­ნი და­ვათ­ვა­ლი­ე­რე, იქ­ნებ რო­მე­ლი­მე მძღოლ­მა ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი და­ტო­ვა და და­ვუ­კავ­შირ­დე­ბი-მეთ­ქი, მაგ­რამ არა­ვის ჰქონ­და ნო­მე­რი და­ტო­ვე­ბუ­ლი და რამ­დენ­ჯერ­მე და­ვა­სიგ­ნა­ლე, რომ რო­მე­ლი­მე მათ­განს გა­ე­გო.

ამ დროს ერთი მა­მა­კა­ცი გა­მო­ვი­და სა­დარ­ბა­ზო­დან და მი­თხრა, რომ გავ­წიო იქ გა­ე­ტე­ვიო? მი­თან­ხმებ­და, გას­ვლას შევ­ძლებ­დი თუ არა იმ ად­გი­ლას, ამ დროს, პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი­დან გად­მოდ­გა მე­ზო­ბე­ლი ქალი, ლან­ძღვა- გი­ნე­ბით. ამ­დენს რომ ასიგ­ნა­ლებ, თავი სო­ფელ­ში ხომ არ გგო­ნი­აო და გა­და­ვი­და შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე. - ეს რა ლა­პა­რა­კია, სო­ფე­ლი რა შუ­ა­ში-მეთ­ქი, - შე­ვე­პა­სუ­ხე და გა­ვაგ­რძე­ლე მან­ქა­ნის გა­მოყ­ვა­ნა, თან ის მა­მა­კა­ცი მა­ტა­რებ­და. ამ დროს, უცებ, მან­ქა­ნის კარი გა­მი­ღო ამ ქალ­მა და და­მე­მუქ­რა, ჩემს ად­გი­ლას ამი­ე­რი­დან გა­ბე­დავ და და­ა­ყე­ნებ და ნა­ხავ, რა მო­უ­ვა შენს მან­ქა­ნა­სო.

მკა­ფიო მუ­ქა­რის ტექ­სტებს ამ­ბობ­და, ილან­ძღე­ბო­და.

ამ დროს ავი­ღე ტე­ლე­ფო­ნი და ვუ­თხა­რი, ჩარ­თუ­ლი მაქვს ახლა ტე­ლე­ფო­ნი და შენს მუ­ქა­რას ვი­წერ-მეთ­ქი. მა­ინც აგ­რძე­ლებ­და, ეს ჩა­ნა­წე­რიც ხელთ მაქვს და კარ­გად ჩანს, მერე უცებ რო­გორ შე­ე­ცა­და ტე­ლე­ფო­ნის წარ­თმე­ვას. მა­ლე­ვე ჩავ­კე­ტე მან­ქა­ნის კა­რე­ბი, ის კი მან­ქა­ნის და­ზი­ა­ნე­ბა­ზე გა­და­ვი­და, მი­ნებ­ზე ხე­ლებს მირ­ტყამ­და, ფე­ხებს არ­ტყამ­და და იმუქ­რე­ბო­და, რომ თუ მე­ო­რედ გავ­ბე­დავ­დი იქ გა­ჩე­რე­ბას, მან­ქა­ნას და­მი­ზი­ა­ნებ­და. სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბი ჩა­ღუ­ნა...

- მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც იქ იდგა, არ გა­მო­გე­სარ­ჩლათ?

- არა, ის იდგა და უყუ­რებ­და ამ ყვე­ლა­ფერს, არა­ნა­ი­რი რე­აქ­ცია არ ჰქო­ნია მა­ში­ნაც კი, როცა ფან­ჯრი­დან ყვი­რო­და და წი­ო­და, არც მა­შინ, როცა ჩემს მან­ქა­ნას წიხ­ლებს ურტყამ­და. მას ხმა არ ამო­უ­ღია, აიგ­ნო­რებ­და და მე მე­უბ­ნე­ბო­და, აქ გა­მო­ე­ტე­ვა შენი მან­ქა­ნაო. მოკ­ლედ, რე­აქ­ცია სა­ერ­თოდ ნული იყო.

მან­ქა­ნა ცოტა მო­შო­რე­ბით გა­ვიყ­ვა­ნე, სა­დაც არ ჩა­კე­ტავ­დნენ, ისეთ ად­გი­ლას და­ვა­ყე­ნე, რამ­დე­ნი­მე სა­ბუ­თი ავი­ღე და ისევ მა­მა­ჩემ­თან, სახ­ლში შევ­ბრუნ­დი. ლიფ­ტით უნდა ავ­სუ­ლი­ყა­ვი სახ­ლში, ამ დროს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ისევ მომ­ვარ­და ეს ქალი, და­მი­წყო ჭი­და­ო­ბა და ტე­ლე­ფო­ნის წარ­თმე­ვა. მარ­თლა არ ვიცი, რა ძალა მო­მე­ცა, ტე­ლე­ფო­ნი არ მი­ვე­ცი, მო­ვი­გე­რიე, მაგ­რამ ხე­ლე­ბი და­ლურ­ჯე­ბუ­ლი და გა­კაწ­რუ­ლი მაქვს მისი ფრჩხი­ლე­ბით. ამ ჭი­და­ო­ბის დროს მისი ქმა­რი გა­მო­ვი­და ბი­ნი­დან და იკი­თხა, აქ რა ხდე­ბაო? ხე­დავ­და, რო­გორ მარ­თმევ­და ტე­ლე­ფონს და მე­ჭი­და­ვე­ბო­და მისი ცოლი. ვე­უბ­ნე­ბო­დი, მო­მა­შო­რე ეს ქალი-მეთ­ქი, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი რე­აქ­ცია არ ჰქო­ნია. გვი­ყუ­რა 2-3 წუთი და შებ­რუნ­და ისევ სახ­ლში.

რო­გორც იქნა, მო­ვი­გე­რიე, შე­მოვტრი­ალ­დი და ლიფ­ტში შეს­ვლას ვა­პი­რებ­დი, ამ დროს ზურ­გში ისე ძლი­ე­რად ჩა­მარ­ტყა წიხ­ლი, რომ ახ­ლაც მტკი­ვა. შე­ვას­წა­რი ლიფ­ტში და გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი ავე­დი სახ­ლში. ისე ცუ­დად ვი­ყა­ვი, არაფ­რის თავი არ მქონ­და. ამ დროს დე­და­ჩემ­მა და­მი­რე­კა, წე­ლის ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი მქონ­და და შე­მე­შინ­და, რამე ცუდი და­ზი­ა­ნე­ბა არ მქონ­დეს-მეთ­ქი. დე­დას მო­ვუ­ყე­ვი, რაც მოხ­და, მან სას­წრა­ფოდ და­რე­კა 112-ში, სა­პატ­რუ­ლო გა­მო­ი­ძა­ხა, თვი­თო­ნაც მა­ლე­ვე გაჩ­ნდა კორ­პუს­თან და მეც დამ­კი­თხა პო­ლი­ცი­ამ.

- რო­გორ ფიქ­რობ, ასე რამ გა­და­რია ეს ქალი?

- ამ ქალ­თან არა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი არ მქო­ნია, არას­დროს. ის გაბ­რაზ­და იმის გამო, რომ მისი აზ­რით, მის ად­გი­ლას და­ვა­ყე­ნე მან­ქა­ნა. სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩამ­კე­ტა, რომ მან­ქა­ნა არ გა­მეყ­ვა­ნა. მერე, რო­გორ გავ­ბე­დე სიგ­ნა­ლის მი­ცე­მა და გას­ვლა რო­გორ მო­ვი­თხო­ვე... არა­და, ვი­ფიქ­რე, იქ­ნებ არ იცის, ვინ ვარ-მეთ­ქი და რომ მლან­ძღავ­და და უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით მა­გი­ნებ­და, მე ვუხ­სნი­დი, ხომ იცი, ვისი შვი­ლი ვარ, მე­ექ­ვსე სარ­თულ­ზე ვცხოვ­რობთ-მეთ­ქი.

კი­დევ კარ­გი, მა­მა­ჩემ­მა არ გა­ი­გო ეს ამ­ბა­ვი, თო­რემ ხომ გა­მოს­ტყუ­ებ­და ხელს და აქეთ დაგ­ვა­და­ნა­შა­უ­ლებ­დნენ. ზო­გა­დად, ამ კორ­პუს­ში სულ არის მან­ქა­ნის და­ყე­ნე­ბის პრობ­ლე­მა, მაგ­რამ ასე­თი ინ­ცი­დენ­ტი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. ის უნდა და­ი­სა­ჯოს, რომ სხვას­თან არ გა­ბე­დოს ასე მოქ­ცე­ვა. მე უკვე ჩა­ვი­ტა­რე ექ­სპერ­ტი­ზა, მან­ქა­ნა­საც ჩა­უ­ტარ­დე­ბა ექ­სპერ­ტი­ზა და იმე­დი მაქვს, მო­უ­წევს, პა­სუ­ხი აგოს ჩა­დე­ნი­ლის გამო.

ვერ წარ­მო­იდ­გენთ, 23 წლის გო­გოს 40 წლის ქალი რა სი­ტყვე­ბით მე­სა­უბ­რე­ბო­და.

ალ­ბათ, ჰგო­ნია არ მოჰ­ყვე­ბა რე­ა­გი­რე­ბა, სულ ამ­ბობ­და, ფე­ხე­ბი არ მომ­ჭა­მოო და ვერ გა­ვი­მე­ო­რებ იმ სი­ტყვებს, რა­საც ამ­ბობ­და... აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოჰ­ყვეს ამას რე­ა­გი­რე­ბა, კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დდდ
0

ტოკიოში ავტომობილს ვერ იყიდი, თუ ოფიციალურად არ გაქვს პარკინგის ადგილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის ფასს არ ჩამოუვარდება...

ჭრრრრრრრრ.
18

სოფელს დაუბრუნდი, სოფელს!!! რომან რურუა ნახე,როგორაა!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"იმის გამო, რომ მანქანა კორპუსის წინ დააყენა, მეზობელმა ჩემს შვილს სცემა. თურმე, მისი ადგილია. ვინ შემოუხაზა?!" - მუდმივი პრობლემა, რომელიც მეზობლებს ერთმანეთთან აპირისპირებს

"იმის გამო, რომ მანქანა კორპუსის წინ დააყენა, მეზობელმა ჩემს შვილს სცემა. თურმე, მისი ადგილია. ვინ შემოუხაზა?!" - მუდმივი პრობლემა, რომელიც მეზობლებს ერთმანეთთან აპირისპირებს

ალბათ, ბევრი თქვენგანი შესწრებია მეზობლებს შორის დავას, მანქანის გაჩერების გამო. კონფლიქტის დროს ხშირად ისმის - ეს ადგილი ჩემია, შენ როგორ გაბედე აქ მანქანის დაყენება, შენ ვინ დაგიკანონა ეს ადგილი, აქ ვცხოვრობ და სადაც მინდა, იქ დავაყენებ მანქანას და ა.შ. ცხადია, ავტომობილების სიმრავლის გამო, შინ დაბრუნებულებს უჭირთ კორპუსთან ადგილების პოვნა და ამ გაწევ-გამოწევას სერიოზული კონფლიქტები მოსდევს, შეხლა-შემოხლაც კი.

ჩემი რესპონდენტი ახალგაზრდა გოგონაა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მეზობელმა სცემა. 40 წლის ქალმა, თავის კორპუსთან მანქანის გაჩერების გამო, გოგონას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გოგონა ამბობს, რომ მას მანქანაც დაუზიანეს და წიხლებიც ურტყეს. ახლა ამ საქმეს საბურთალოს პოლიცია იძიებს და იმედი აქვს, რომ ქალი საკადრისად დაისჯება, ასეთი დანაშაულის ჩადენის სურვილი მომავალში რომ არ ჰქონდეს. გოგონამ ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა გვიამბო მომხდარი ამბავი:

- სამი დღის წინ მანქანა ეზოში დავაყენე. ზოგადად, კორპუსში ყოველთვის სრული განუკითხაობაა, არავის აღელვებს მეორე ადამიანისთვის გზის ჩაკეტვა. იმ დღეს ჩემი ავტომობილი კედელთან ახლოს ეყენა და ბინიდან რომ ჩამოვედი, ვნახე, სამივე მხრიდან მანქანებს ვყავდი ჩაკეტილი. ჯერ ყველა მათგანი დავათვალიერე, იქნებ რომელიმე მძღოლმა ტელეფონის ნომერი დატოვა და დავუკავშირდები-მეთქი, მაგრამ არავის ჰქონდა ნომერი დატოვებული და რამდენჯერმე დავასიგნალე, რომ რომელიმე მათგანს გაეგო.

ამ დროს ერთი მამაკაცი გამოვიდა სადარბაზოდან და მითხრა, რომ გავწიო იქ გაეტევიო? მითანხმებდა, გასვლას შევძლებდი თუ არა იმ ადგილას, ამ დროს, პირველი სართულიდან გადმოდგა მეზობელი ქალი, ლანძღვა- გინებით. ამდენს რომ ასიგნალებ, თავი სოფელში ხომ არ გგონიაო და გადავიდა შეურაცხყოფაზე. - ეს რა ლაპარაკია, სოფელი რა შუაში-მეთქი, - შევეპასუხე და გავაგრძელე მანქანის გამოყვანა, თან ის მამაკაცი მატარებდა. ამ დროს, უცებ, მანქანის კარი გამიღო ამ ქალმა და დამემუქრა, ჩემს ადგილას ამიერიდან გაბედავ და დააყენებ და ნახავ, რა მოუვა შენს მანქანასო.

მკაფიო მუქარის ტექსტებს ამბობდა, ილანძღებოდა.

ამ დროს ავიღე ტელეფონი და ვუთხარი, ჩართული მაქვს ახლა ტელეფონი და შენს მუქარას ვიწერ-მეთქი. მაინც აგრძელებდა, ეს ჩანაწერიც ხელთ მაქვს და კარგად ჩანს, მერე უცებ როგორ შეეცადა ტელეფონის წართმევას. მალევე ჩავკეტე მანქანის კარები, ის კი მანქანის დაზიანებაზე გადავიდა, მინებზე ხელებს მირტყამდა, ფეხებს არტყამდა და იმუქრებოდა, რომ თუ მეორედ გავბედავდი იქ გაჩერებას, მანქანას დამიზიანებდა. სანომრე ნიშნები ჩაღუნა...

- მამაკაცი, რომელიც იქ იდგა, არ გამოგესარჩლათ?

- არა, ის იდგა და უყურებდა ამ ყველაფერს, არანაირი რეაქცია არ ჰქონია მაშინაც კი, როცა ფანჯრიდან ყვიროდა და წიოდა, არც მაშინ, როცა ჩემს მანქანას წიხლებს ურტყამდა. მას ხმა არ ამოუღია, აიგნორებდა და მე მეუბნებოდა, აქ გამოეტევა შენი მანქანაო. მოკლედ, რეაქცია საერთოდ ნული იყო.

მანქანა ცოტა მოშორებით გავიყვანე, სადაც არ ჩაკეტავდნენ, ისეთ ადგილას დავაყენე, რამდენიმე საბუთი ავიღე და ისევ მამაჩემთან, სახლში შევბრუნდი. ლიფტით უნდა ავსულიყავი სახლში, ამ დროს, მოულოდნელად ისევ მომვარდა ეს ქალი, დამიწყო ჭიდაობა და ტელეფონის წართმევა. მართლა არ ვიცი, რა ძალა მომეცა, ტელეფონი არ მივეცი, მოვიგერიე, მაგრამ ხელები დალურჯებული და გაკაწრული მაქვს მისი ფრჩხილებით. ამ ჭიდაობის დროს მისი ქმარი გამოვიდა ბინიდან და იკითხა, აქ რა ხდებაო? ხედავდა, როგორ მართმევდა ტელეფონს და მეჭიდავებოდა მისი ცოლი. ვეუბნებოდი, მომაშორე ეს ქალი-მეთქი, მაგრამ არანაირი რეაქცია არ ჰქონია. გვიყურა 2-3 წუთი და შებრუნდა ისევ სახლში.

როგორც იქნა, მოვიგერიე, შემოვტრიალდი და ლიფტში შესვლას ვაპირებდი, ამ დროს ზურგში ისე ძლიერად ჩამარტყა წიხლი, რომ ახლაც მტკივა. შევასწარი ლიფტში და განერვიულებული ავედი სახლში. ისე ცუდად ვიყავი, არაფრის თავი არ მქონდა. ამ დროს დედაჩემმა დამირეკა, წელის ძლიერი ტკივილი მქონდა და შემეშინდა, რამე ცუდი დაზიანება არ მქონდეს-მეთქი. დედას მოვუყევი, რაც მოხდა, მან სასწრაფოდ დარეკა 112-ში, საპატრულო გამოიძახა, თვითონაც მალევე გაჩნდა კორპუსთან და მეც დამკითხა პოლიციამ.

- როგორ ფიქრობ, ასე რამ გადარია ეს ქალი?

- ამ ქალთან არანაირი კონტაქტი არ მქონია, არასდროს. ის გაბრაზდა იმის გამო, რომ მისი აზრით, მის ადგილას დავაყენე მანქანა. სპეციალურად ჩამკეტა, რომ მანქანა არ გამეყვანა. მერე, როგორ გავბედე სიგნალის მიცემა და გასვლა როგორ მოვითხოვე... არადა, ვიფიქრე, იქნებ არ იცის, ვინ ვარ-მეთქი და რომ მლანძღავდა და უშვერი სიტყვებით მაგინებდა, მე ვუხსნიდი, ხომ იცი, ვისი შვილი ვარ, მეექვსე სართულზე ვცხოვრობთ-მეთქი.

კიდევ კარგი, მამაჩემმა არ გაიგო ეს ამბავი, თორემ ხომ გამოსტყუებდა ხელს და აქეთ დაგვადანაშაულებდნენ. ზოგადად, ამ კორპუსში სულ არის მანქანის დაყენების პრობლემა, მაგრამ ასეთი ინციდენტი არასოდეს ყოფილა. ის უნდა დაისაჯოს, რომ სხვასთან არ გაბედოს ასე მოქცევა. მე უკვე ჩავიტარე ექსპერტიზა, მანქანასაც ჩაუტარდება ექსპერტიზა და იმედი მაქვს, მოუწევს, პასუხი აგოს ჩადენილის გამო.

ვერ წარმოიდგენთ, 23 წლის გოგოს 40 წლის ქალი რა სიტყვებით მესაუბრებოდა.

ალბათ, ჰგონია არ მოჰყვება რეაგირება, სულ ამბობდა, ფეხები არ მომჭამოო და ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს, რასაც ამბობდა... აუცილებლად უნდა მოჰყვეს ამას რეაგირება, კანონის ფარგლებში... განაგრძეთ კითხვა