სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანია: მნიშვნელოვანია, რომ  თითოეული მოქალაქის უფლება იყოს სათანადოდ დაცული სემეკის მიერ რეგულირებად სექტორებში
დავით ნარმანია: მნიშვნელოვანია, რომ  თითოეული მოქალაქის უფლება იყოს სათანადოდ დაცული სემეკის მიერ რეგულირებად სექტორებში

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) თავ­მჯდო­მა­რე, და­ვით ნარ­მა­ნია სე­მეკ­თან არ­სე­ბუ­ლი მომ­ხმა­რე­ბელ­თა ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი დამ­ცვე­ლის (ენერ­გო­ომ­ბუდსმე­ნის) სამ­სა­ხუ­რის სა­ი­უ­ბი­ლეო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით წარ­დგა. სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ ისა­უბ­რა ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სექ­ტო­რებ­ში მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­სა და მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე.

„მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის უფ­ლე­ბა იყოს სა­თა­ნა­დოდ და­ცუ­ლი სე­მე­კის მიერ რე­გუ­ლი­რე­ბად სექ­ტო­რებ­ში. სე­მე­კი, წლე­ბია, ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სე­მეკ­თან არ­სე­ბუ­ლი ენერ­გო­ომ­ბუდსმე­ნის სამ­სა­ხუ­რის როლი მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კუ­თხით. უკვე 20 წე­ლია, რაც სამ­სა­ხუ­რი აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ში ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ვუ­ლო­ცავ სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ და მოქ­მედ თა­ნამ­შრომ­ლებს 20 წლის იუ­ბი­ლეს და წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ მათ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კუ­თხით, არა­ერ­თი პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სე­მეკ­ში გვაქვს უნი­კა­ლუ­რი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც რე­ა­ლურ დრო­ში აფიქ­სი­რებს კო­მუ­ნა­ლურ კომ­პა­ნი­ებ­ში შე­სულ მომ­ხმა­რე­ბელ­თა გან­ცხა­დე­ბებს და კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბას, ინ­ფორ­მა­ცი­ას გეგ­მუ­რი და არა­გეგ­მუ­რი წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ, ახა­ლი მომ­ხმა­რებ­ლის ქსელ­ზე მი­ერ­თე­ბი­სა და და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გა­და­უხ­დე­ლო­ბი­სათ­ვის გა­თი­შუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სათ­ვის მო­მა­რა­გე­ბის აღ­დგე­ნის დრო­სა და ვა­დებს. გვაქვს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბაც სა­ვალ­დე­ბუ­ლოა კომ­პა­ნი­ე­ბი­სათ­ვის. აქვე, მო­ვუ­წო­დებ მო­ქა­ლა­ქე­ებს, თუ თვლი­ან რომ ირ­ღვე­ვა მათ უფ­ლე­ბე­ბი კო­მუ­ნა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ, მო­მარ­თონ სე­მეკს ან ენერ­გო­ომ­ბუდსმე­ნის სამ­სა­ხურს“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

მომ­ხმა­რე­ბელ­თა ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის და­მა­ტე­ბი­თი გა­რან­ტი­ე­ბის შექ­მნის მიზ­ნით, 2003 წელს და­ფუძნ­და სე­მეკ­თან არ­სე­ბუ­ლი მომ­ხმა­რე­ბელ­თა ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი დამ­ცვე­ლის (ენერ­გო­ომ­ბუდსმე­ნი) სამ­სა­ხუ­რი, რომ­ლის ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცი­აა ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზი­სა და სას­მე­ლი წყლის მომ­ხმა­რე­ბელ­თა ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა. დღე­ის­თვის ენერ­გო­ომ­ბუდსმე­ნის ოფი­სე­ბი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს რო­გორც ქ. თბი­ლის­ში, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში.

NS

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giorgi
0

ჯერ მილიონი ხე დაითვალე ჯიგარო, ისე შენმა შემცვლელმა რაც თბილისს დამართა აღა მაჰამდს გაუკვირდებოდა

ალექს
1

ბიზნესს უნდა იცავდეს არა ჩინოვნიკი ბიზნესომბუდსმენი, არამედ დარგობრივ ტერიტორიულად ინდმეწარმემდე და ფერმერამდე განშლილი ფართოსპექტრიანი მრავალფუნქციური სამრეწველო სავაჭო პალატა, როგორც ინდივიდის და ეკონომიკური აქტიურობის მქონე ნებისმიერი პირის ქოლგა , როგორც სახელმწიფოსგან, ისე ბაზრის დომინანტისაგან, ბუნებრივი და ხელოვნური მონოპოლიიისაგან დამცავი, პალატა, როგორც სამოქალაქო საზოგადოებრივი მთავრობა, ინოვაციათა ფაბრიკა, მასერტიფიცირებელი, ბიზნესის მარეგისტრირებელი და არბიტრი , საწევროთი და არა ბიუჯეტით დაფინანსებული !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

დავით ნარმანია: მნიშვნელოვანია, რომ  თითოეული მოქალაქის უფლება იყოს სათანადოდ დაცული სემეკის მიერ რეგულირებად სექტორებში

დავით ნარმანია: მნიშვნელოვანია, რომ  თითოეული მოქალაქის უფლება იყოს სათანადოდ დაცული სემეკის მიერ რეგულირებად სექტორებში

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია სემეკთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენის) სამსახურის საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა. სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქის უფლება იყოს სათანადოდ დაცული სემეკის მიერ რეგულირებად სექტორებში. სემეკი, წლებია, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს კომუნალური მომსახურებების გასაუმჯობესებლად. აღსანიშნავია სემეკთან არსებული ენერგოომბუდსმენის სამსახურის როლი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. უკვე 20 წელია, რაც სამსახური აქტიურადაა ჩართული მოქალაქეთა უფლებების დაცვაში ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მიმართულებით. ვულოცავ სამსახურის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს 20 წლის იუბილეს და წარმატებებს ვუსურვებ მათ საქმიანობაში.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, არაერთი პროექტი ხორციელდება. უნდა აღინიშნოს, რომ სემეკში გვაქვს უნიკალური პროგრამა, რომელიც რეალურ დროში აფიქსირებს კომუნალურ კომპანიებში შესულ მომხმარებელთა განცხადებებს და კომპანიების მხრიდან მათზე რეაგირებას, ინფორმაციას გეგმური და არაგეგმური წყვეტების შესახებ, ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთებისა და დავალიანების გადაუხდელობისათვის გათიშული მომხმარებლებისათვის მომარაგების აღდგენის დროსა და ვადებს. გვაქვს შემუშავებული სტანდარტები, რომლის შესრულებაც სავალდებულოა კომპანიებისათვის. აქვე, მოვუწოდებ მოქალაქეებს, თუ თვლიან რომ ირღვევა მათ უფლებები კომუნალური კომპანიების მიერ, მომართონ სემეკს ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის მიზნით, 2003 წელს დაფუძნდა სემეკთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენი) სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციაა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებელთა ინტერესების დაცვა. დღეისთვის ენერგოომბუდსმენის ოფისები ფუნქციონირებს როგორც ქ. თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.

NS