4 დეკემბერს, 2023 წლის Fashion Awards გაიმართა, რომელსაც ხშირად ბრიტანეთის მოდის დაჯილდოებად მოიხსენიებენ. დაჯილდოების მასპინძელი წელსაც ლონდონი იყო, ორგანიზატორი კი, ტრადიციულად, ბრიტანეთის მოდის საბჭო. ცერემონია მიზნად ისახავს ახალი, წარმატებული დიზაინერების წახალისებას და ასევე ინდუსტრიის მხარდამჭერთა პატივისცემას.
შთამბეჭდავი ღონისძიება როიალ ალბერთ ჰოლში მიმდინარეობდა, სადაც სტუმრად მიწვეულები იყვნენ ბრიტანული და საერთაშორისო მოდის ცნობილი სახეები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ვარსკვლავები კულტურის სხვადასხვა სფეროდან: პამელა ანდერსონი, რიტა ორა, ჯილიან ანდერსონი, გვინეტ პელტროუ, ენ ჰეთევეი, ქეით მოსი, ამალი კლუნი და სხვები...
ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, მეუღლე სოფია ჩიქოვანთან ერთად, რომელიც მოდის და სილამაზის ინდუსტრიაში მუშაობს და თავის მოვლის საკუთარი ხაზი აქვს.
მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, წითელ ხალიჩაზე სტუმრები ელეგანტურად პოზირებდნენ.
წლევანდელი ღონისძიების მთავარ მოვლენად მოდელი პალომა ელსესერი იქცა. ისტორიაში პირველად, წლის მოდელის ტიტული პლუს-ზომის მოდელმა მიიღო.
წაიკითხეთ ასევე:
კრახების პარადი)))
ესეც თქვენი დემოკრატიული ევროპა. გასაგებია რომ ჩვენს ქვეყანას და კანონებს პატივს არ ცემენ. არც ინტერპოლის წითელი ცირკულარი ადარდებთ, მაგრამ საკუთარ ხალხს რომ არაფრად აგდებენ და პენსიონერების მძარცველი თავისუფლად გუულაობს, ამაზე რას იტყვიან იქაური "სამართალდამცველები"? ფული ბაბა, ფული, ბევრი ფულია ბაბა ამის მიზეზი და ამ ფულს, რომელიც წაართვა ქართულ ჯარს და თავად ევროპელ პენსიონერებს, ევროპელი ჩინოვნიკების ჯიბეში ინაცვლებს კეზერასგან გადახდილი და ისინიც იცავენ. ახლა რაღა უნდა გაგვიკვირდეს?