სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რას იწყევლები, კაცი ხარ თუ ადამიანი. იარე შენ მაგ სიმართლით" - პარლამენტში მეძმარიაშვილი და ხაბარელი ერთმანეთს ლუკა კურტანიძის გამო დაუპირისპირდნენ
"რას იწყევლები, კაცი ხარ თუ ადამიანი. იარე შენ მაგ სიმართლით"  - პარლამენტში მეძმარიაშვილი და ხაბარელი ერთმანეთს ლუკა კურტანიძის გამო დაუპირისპირდნენ

სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე ერ­თმა­ნეთს სი­ტყვი­ე­რად და­უ­პი­რი­პირ­დნენ კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე ირაკ­ლი მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლი და კო­მი­ტე­ტის წევ­რი შოთა ხა­ბა­რე­ლი. მეძ­მა­რი­აშ­ვილ­მა გა­აკ­რი­ტი­კა ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი ლუკა კურ­ტა­ნი­ძის ბრალ­დე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო.

ცნო­ბის­თვის:

  • რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჭი­და­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის სა­ან­გა­რი­შო ყრი­ლო­ბა­ზე მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს, რა დრო­საც ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ცნო­ბილ სპორ­ტსმენს ლუკა კურ­ტა­ნი­ძეს კა­რის­კენ მი­უ­თი­თა, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით ეხ­მა­უ­რე­ბა. ვრცე­ლი პოს­ტი, რო­მე­ლიც კო­მი­ტე­ტის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა, საკ­მა­ოდ კრი­ტი­კუ­ლია ფე­დე­რა­ცი­ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მი­მართ და მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს ლუკა კურ­ტა­ნი­ძეს.

ხა­ბა­რელ­მა მე­ძა­რი­აშ­ვი­ლი ვი­თა­რე­ბის გამ­წვა­ვე­ბის გამო გა­აკ­რი­ტი­კა.

"კო­რექ­ტუ­ლი იყო ფე­დე­რა­ცი­აც, ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტიც, თქვენ გა­მოს­ვლით ძა­ბავთ სი­ტუ­ა­ცი­ას..." - უთხრა ხა­ბა­რელ­მა მეძ­მა­რი­აშ­ვილს, თა­ვის მხრივ, მეძ­მა­რი­აშ­ვილ­მა კი მი­უ­გო: "მაგ სი­მარ­თლით ია­რეთ თქვენ". ამის პა­სუ­ხად ხა­ბა­რელ­მა მეძ­მა­რი­აშ­ვილს მო­უ­წო­და, წყევ­ლის­გან თავი შე­ე­კა­ვე­ბი­ნა.

"რას იწყევ­ლე­ბი, კაცი ხარ თუ ადა­მი­ა­ნი. იარე შენ მაგ სი­მარ­თლით" - გა­ნა­ცხა­და ხა­ბა­რელ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ყრი­ლო­ბა­ზე მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზე ლუკა კურ­ტა­ნი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვად ისა­უბ­რა. ჩემ­პი­ო­ნი წერ­და, რომ ჯერ პრე­ზი­დენ­ტმა გეგა გე­გე­ში­ძემ მი­ა­ნიშ­ნა, რომ იქ ზედ­მე­ტი იყო... შემ­დეგ კი გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა უთხრა, რომ მას ყრი­ლო­ბა­ზე დას­წრე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და და კა­რის­კენ მი­უ­თი­თა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თბილისელი
5

ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტია ხაბარელი და წევრია კურტანიძე და გასაგებია მაგ განცხადება რატო იცავს ესე ხაბარელი. 

ვახტანგი -71
1

მოვისმინე ჭი­და­ო­ბა­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნ ლუკა კურტანიძის განმარტება სატელევიზიო არხ „მაესტრო“-ზე.

მან თქვა რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ უხეშად მომმართაო, კერძოდ სა­ქარ­თვე­ლოს ჭი­და­ო­ბის ეროვ­ნულ ფე­დე­რა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ყრი­ლო­ბა­ზე შავი ფერის ანაფორა ჩაცმულ ლუკა კურტანიძესათვის დამამცირებლად შეკითხვია „აქ რა გინდაო“???!!!

რა თქმა უნდა ამის დამტკიცება შეუძლებელია, მაგრამ თავისი ქმედებებით გეგა გეგეშიძე აშკარად გაუწონასწორებული და ამასთან ერთად ადამიანურ ურთიერთობებში უხეში პიროვნება ჩანს.

კარგად გვახსოვს სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირება, როდესაც მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ახალგაზრდა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს...

ავტორი:

"რას იწყევლები, კაცი ხარ თუ ადამიანი. იარე შენ მაგ სიმართლით" - პარლამენტში მეძმარიაშვილი და ხაბარელი ერთმანეთს ლუკა კურტანიძის გამო დაუპირისპირდნენ

"რას იწყევლები, კაცი ხარ თუ ადამიანი. იარე შენ მაგ სიმართლით"  - პარლამენტში მეძმარიაშვილი და ხაბარელი ერთმანეთს ლუკა კურტანიძის გამო დაუპირისპირდნენ

სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირიპირდნენ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი და კომიტეტის წევრი შოთა ხაბარელი. მეძმარიაშვილმა გააკრიტიკა ოლიმპიური კომიტეტი ლუკა კურტანიძის ბრალდებების თაობაზე გავრცელებული განცხადების გამო.

ცნობისთვის:

  • რამდენიმე დღის წინ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო ყრილობაზე მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ხელმძღვანელობამ ცნობილ სპორტსმენს ლუკა კურტანიძეს კარისკენ მიუთითა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი სპეციალური განცხადებით ეხმაურება. ვრცელი პოსტი, რომელიც კომიტეტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, საკმაოდ კრიტიკულია ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მიმართ და მხარდაჭერას უცხადებს ლუკა კურტანიძეს.

ხაბარელმა მეძარიაშვილი ვითარების გამწვავების გამო გააკრიტიკა.

"კორექტული იყო ფედერაციაც, ოლიმპიური კომიტეტიც, თქვენ გამოსვლით ძაბავთ სიტუაციას..." - უთხრა ხაბარელმა მეძმარიაშვილს, თავის მხრივ, მეძმარიაშვილმა კი მიუგო: "მაგ სიმართლით იარეთ თქვენ". ამის პასუხად ხაბარელმა მეძმარიაშვილს მოუწოდა, წყევლისგან თავი შეეკავებინა.

"რას იწყევლები, კაცი ხარ თუ ადამიანი. იარე შენ მაგ სიმართლით" - განაცხადა ხაბარელმა.

შეგახსენებთ, რომ ყრილობაზე მომხდარ ინციდენტზე ლუკა კურტანიძემ სოციალურ ქსელში თავად ისაუბრა. ჩემპიონი წერდა, რომ ჯერ პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მიანიშნა, რომ იქ ზედმეტი იყო... შემდეგ კი გენერალურმა მდივანმა უთხრა, რომ მას ყრილობაზე დასწრების უფლება არ ჰქონდა და კარისკენ მიუთითა.

ასევე იხილეთ: