სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულებულია - ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა
უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულებულია -  ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა

ახ­ლად რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩა­ზე ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა ორ­მხრი­ვად აღ­დგა. დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის ცნო­ბით, დე­და­ქა­ლა­ქის მერი კახა კა­ლა­ძე რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შე­დეგს მის მო­ად­გი­ლეს­თან, ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ან­თან და თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რეს­თან, გი­ორ­გი ტყე­მა­ლა­ძეს­თან ერ­თად გა­ეც­ნო.

"უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუჩა დას­რუ­ლე­ბუ­ლია. სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა, რო­მე­ლიც შე­ზღუ­დუ­ლი იყო, დღეს ორ­მხრი­ვად გახ­სნი­ლია და თა­ვი­სუფ­ლად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბა. მცი­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბია დარ­ჩე­ნი­ლი. ეს არის ტრო­ტუ­ა­რე­ბის სრუ­ლად მო­წეს­რი­გე­ბა, გამ­წვა­ნე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი - ახა­ლი ხე-მცე­ნა­რე­ე­ბი ირ­გვე­ბა მთლი­ა­ნად ქუ­ჩა­ზე, სა­დაც ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა. გარ­და ამი­სა, სა­დაც ზებ­რა გა­და­სას­ვლე­ლე­ბი იყო და­ხა­ზუ­ლი, ადაპ­ტირ­დე­ბა შშმ პირ­თათ­ვის. და­ახ­ლო­ე­ბით, ერთი კვი­რა დას­ჭირ­დე­ბა ამ სა­მუ­შა­ო­ებს, თუმ­ცა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა გახ­სნი­ლია, გა­და­ად­გი­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. იცით, რომ ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა მი­წის­ქვეშ არ­სე­ბუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. გა­ნა­თე­ბის ახა­ლი ქსე­ლი მო­ე­წყო, ტრო­ტუ­ა­რე­ბიც, რო­მე­ლიც არ არ­სე­ბობ­და, შე­იქ­მნა და უკვე ფე­ხით გა­და­ად­გი­ლე­ბაც თა­ვი­სუფ­ლად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი გი­ორ­გი აბუ­თი­ძე, „თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ვით ფა­ჩუ­ლია და ვა­კის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბე­ლი და­ვით კვი­ნი­კა­ძე.

ამას­თან, აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ქუ­ჩა­ზე სრუ­ლად შე­იც­ვა­ლა და გა­ნახ­ლდა ყვე­ლა ტი­პის მი­წის­ქვე­შა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ქსე­ლე­ბი; რე­ა­ბი­ლი­ტირ­და 2,5 კი­ლო­მეტ­რი გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი, სა­დაც რამ­დე­ნი­მე­ფე­ნი­ა­ნი ას­ფალ­ტის სა­ფა­რი და­ი­გო; სა­ჰა­ე­რო სა­დე­ნე­ბი მი­წის­ქვე­შა კა­ბელ-არ­ხებ­ში გან­თავ­სდა, მო­ე­წყო გარე გა­ნა­თე­ბის ახა­ლი ქსე­ლი; და­მონ­ტაჟ­და თა­ნა­მედ­რო­ვე LED სა­ნა­თე­ბი; ოთხზო­ლი­ა­ნი ამ­სვლელ-ჩა­მომ­სვლე­ლი გზა და­ი­ხა­ზა და მო­ე­წყო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ახა­ლი მო­საც­დე­ლე­ბი; სრულ­დე­ბა ტრო­ტუ­ა­რე­ბის მო­წყო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

გარ­და ამი­სა, გზის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის, გარ­კვე­ულ ად­გი­ლებ­ში ფერ­დის დამ­ცა­ვი კედ­ლე­ბი მო­ე­წყო.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი­დან 18 მი­ლი­ო­ნი ლა­რით და­ფი­ნანსდა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახას
5

როგორც ჩანს ამ გზით მერია, პოლიცია, სუსი, მუსი და მთავრობის წარმომადგენლები არ სარგებლობენ თორე შკოდალაინს უეჭველი დახაზავდნენ.

გიო
21

კაცი მარიაჟი რა საშინელი სანახავია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულებულია - ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა

უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულებულია -  ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა

ახლად რეაბილიტირებულ უნივერსიტეტის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა. დედაქალაქის მერიის ცნობით, დედაქალაქის მერი კახა კალაძე რეაბილიტაციის შედეგს მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

"უნივერსიტეტის ქუჩა დასრულებულია. საავტომობილო მოძრაობა, რომელიც შეზღუდული იყო, დღეს ორმხრივად გახსნილია და თავისუფლად არის შესაძლებელი გადაადგილება. მცირე სამუშაოებია დარჩენილი. ეს არის ტროტუარების სრულად მოწესრიგება, გამწვანების სამუშაოები - ახალი ხე-მცენარეები ირგვება მთლიანად ქუჩაზე, სადაც ამის შესაძლებლობაა. გარდა ამისა, სადაც ზებრა გადასასვლელები იყო დახაზული, ადაპტირდება შშმ პირთათვის. დაახლოებით, ერთი კვირა დასჭირდება ამ სამუშაოებს, თუმცა საავტომობილო მოძრაობა გახსნილია, გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. იცით, რომ ამ პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშ არსებული კომუნიკაციები, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. განათების ახალი ქსელი მოეწყო, ტროტუარებიც, რომელიც არ არსებობდა, შეიქმნა და უკვე ფეხით გადაადგილებაც თავისუფლად იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მათივე ცნობით, ადგილზე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი დავით ფაჩულია და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ ქუჩაზე სრულად შეიცვალა და განახლდა ყველა ტიპის მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები; რეაბილიტირდა 2,5 კილომეტრი გზის სავალი ნაწილი, სადაც რამდენიმეფენიანი ასფალტის საფარი დაიგო; საჰაერო სადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა, მოეწყო გარე განათების ახალი ქსელი; დამონტაჟდა თანამედროვე LED სანათები; ოთხზოლიანი ამსვლელ-ჩამომსვლელი გზა დაიხაზა და მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ახალი მოსაცდელები; სრულდება ტროტუარების მოწყობის სამუშაოები.

გარდა ამისა, გზის უსაფრთხოებისთვის, გარკვეულ ადგილებში ფერდის დამცავი კედლები მოეწყო.

აღნიშნული სამუშაოები, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 18 მილიონი ლარით დაფინანსდა.