სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორი ძმა და მათი მეგობარი მანქანაში დაიწვნენ" - რა ხდება ცნობილი ციხისძირში მომხდარ უმძიმეს ავარიაზე?
"ორი ძმა და მათი მეგობარი მანქანაში დაიწვნენ" - რა ხდება ცნობილი ციხისძირში მომხდარ უმძიმეს ავარიაზე?
  • ფო­ტო­ზე: ლექ­სო ბუ­ქუ­რი და ტა­რი­ელ და გოჩა ბე­დოშ­ვი­ლე­ბი

მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის რა­ი­ონ­ში წუ­ხელ მომ­ხდარ უმ­ძი­მეს ავა­რი­ას 3 ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა. ავ­ტო­მო­ბი­ლი, რომ­ლი­თაც ისი­ნი გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, ჯერ ნაგ­ვის ურ­ნას და­ე­ჯა­ხა, შემ­დეგ ბორ­დი­ურს და შემ­დეგ კი ერთ-ერთი სახ­ლის ეზო­ში შე­ვარ­და. მომ­ხდა­რის შე­დე­გად ავ­ტო­მო­ბი­ლი აფეთ­ქდა. სა­მი­ვე ახალ­გაზ­რდა ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ძმე­ბი, ტა­რი­ელ და გოჩა ბე­დოშ­ვი­ლე­ბი და მათი მე­გო­ბა­რი ლექ­სო ბუ­ქუ­რი. ბე­დოშ­ვი­ლე­ბი ანა­ნუ­რი­დან იყ­ვნენ, ბუ­ქუ­რი კი სო­ფელ ცივ­წყა­რო­დან.

"ანა­ნურ­ში ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს, სამი ახალ­გაზ­რდა დავ­კარ­გეთ, ძმე­ბი ბე­დოშ­ვი­ლე­ბი და მათი მე­გო­ბა­რი ად­გილ­ზე და­ი­ღუპ­ნენ. რო­გორც ამ­ბო­ბენ მან­ქა­ნა გაზ­ზე იყო და შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად აფეთ­ქდა. ბი­ჭე­ბი მან­ქა­ნა­ში და­იწ­ვნენ" - გვიყ­ვე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-8 ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც გუ­ლის­ხმობს ავ­ტო­მო­ბი­ლის, ტრამ­ვა­ის, ტრო­ლე­ი­ბუ­სის, ტრაქ­ტო­რის ან სხვა მე­ქა­ნი­კუ­რი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას იმის მიერ, ვინც ამ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას მარ­თავს, რა­მაც ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
1

ტექ.დათვალიერების დროს ყველა მანქანას უნდა დაედოს დროსელზე ისეთი პლომბი, რომ მანქანამ 120კმ/სთ ზევით ვერ იაროს.

თამაზი
1

ანდაზაა ასეთი, სულელები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ, ჭკვიანები სხვის შეცდომებზეო. ჩვენ რა ვართ ამისთანა, რომ ვერავის შეცდომაზე ვერ ვსწავლობთ ჭკუას?

ეს ბიჭები ძალიან მებრალებიან, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, მძღოლი ან ნასვამი იყო, ან გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა მანქანას და ეს საშინელი შედეგიც მივიღეთ.

გიორგობას ჩემს სოფელში 4 ავარია მოხდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა. რატომ? ყველა მძღოლი ნასვამი კი არა, მთვრალი იყო. მთავრობის ლანძღვა არაფერს გვიშველის, სანამ ჩვენ თვითონ არ ვისწავლით ჭკუას!

ავტორი:

"ორი ძმა და მათი მეგობარი მანქანაში დაიწვნენ" - რა ხდება ცნობილი ციხისძირში მომხდარ უმძიმეს ავარიაზე?

"ორი ძმა და მათი მეგობარი მანქანაში დაიწვნენ" - რა ხდება ცნობილი ციხისძირში მომხდარ უმძიმეს ავარიაზე?
  • ფოტოზე: ლექსო ბუქური და ტარიელ და გოჩა ბედოშვილები

მცხეთა-მთიანეთის რაიონში წუხელ მომხდარ უმძიმეს ავარიას 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა. ავტომობილი, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, ჯერ ნაგვის ურნას დაეჯახა, შემდეგ ბორდიურს და შემდეგ კი ერთ-ერთი სახლის ეზოში შევარდა. მომხდარის შედეგად ავტომობილი აფეთქდა. სამივე ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან ძმები, ტარიელ და გოჩა ბედოშვილები და მათი მეგობარი ლექსო ბუქური. ბედოშვილები ანანურიდან იყვნენ, ბუქური კი სოფელ ცივწყაროდან.

"ანანურში ტრაგედია ტრიალებს, სამი ახალგაზრდა დავკარგეთ, ძმები ბედოშვილები და მათი მეგობარი ადგილზე დაიღუპნენ. როგორც ამბობენ მანქანა გაზზე იყო და შეჯახების შედეგად აფეთქდა. ბიჭები მანქანაში დაიწვნენ" - გვიყვება ადგილობრივი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.