სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი ვაშაძე დეგრადირებულია, გაქსუებული, პოლიტიკოსს ვერ ვუწოდებ" - კახა კალაძე
"გიორგი ვაშაძე დეგრადირებულია, გაქსუებული, პოლიტიკოსს ვერ ვუწოდებ" - კახა კალაძე

ვა­შა­ძე დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლია, გაქ­სუ­ე­ბუ­ლი, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის მერი, კახა კა­ლა­ძე “სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რის გი­ორ­გი ვა­შა­ძის მიერ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, რომ თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე სატ­რან­სპორ­ტო რე­ფორ­მის დროს თბი­ლი­სის მე­რია "სის­ტრას ჯგუ­ფის“ მიერ მომ­ზა­დე­ბულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს არ ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მსგავ­სი არას­წო­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით და ტყუ­ი­ლის ქა­და­გე­ბით, კი­დევ უფრო და­აკ­ლდე­ბა მხარ­დამ­ჭე­რი.

“ვა­შა­ძე დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლია, გაქ­სუ­ე­ბუ­ლი, პო­ლი­ტი­კოსს ვერ ვუ­წო­დებ, პო­ლი­ტი­კო­სის სტა­ტუ­სი შე­უ­რა­ცხყო­ფა იქ­ნე­ბო­და ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ. ჰგო­ნია, რომ ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც ყალბ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბებს ბეჭ­დავ­დნენ, ჩარ­ჩე­ნი­ლია წარ­სულ­ში. არ ვიცი, რო­გორ უნდა იკად­რო ადა­მი­ან­მა ასე­თი ტყუ­ი­ლის თქმა, გა­მო­ვი­და და პირ­და­პირ ეთერ­ში თქვა, თით­ქოს თბი­ლი­სის მე­რია არ ით­ვა­ლის­წი­ნებს უცხო­ე­ლი კონ­სულ­ტან­ტე­ბის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ პი­რო­ბებს, ასე­ვე, რა სქე­მე­ბით უნდა მოხ­დეს ქუ­ჩე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა და ასე შემ­დეგ, ეს ძა­ლი­ან დიდი ტყუ­ი­ლია. ჩვენ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი გვყავს სა­უ­კე­თე­სო კომ­პა­ნი­ე­ბი, ის რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც 2017 წელს და­ი­წყო დღე­საც გრძელ­დე­ბა. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტია, რათა ქვე­ი­თად გა­და­ად­გი­ლე­ბა, ტრან­სპორ­ტით მგზავ­რო­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი უნდა იყოს ყვე­ლა­ზე სწრა­ფი. გან­ცხა­დე­ბე­ბი, თით­ქოს, რა­ღა­ცას არას­წო­რად ვა­კე­თებთ, არის მცდე­ლო­ბა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნონ. თა­ვად მო­ვუს­მი­ნე, რო­დე­საც ის სა­უბ­რობ­და, რომ კვლე­ვა­ში გა­წე­რეს, რომ არ შე­იძ­ლე­ბა სა­ავ­ტო­ბუსო ზო­ლის გა­კე­თე­ბა იქ, სა­დაც ორი ზო­ლია, მა­გა­ლი­თად კი ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რი ჰქონ­და მოყ­ვა­ნი­ლი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ასე­თი ია­ფ­ფა­სი­ა­ნი, პო­პუ­ლის­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბი­ან, მცდე­ლო­ბა აქვთ, მხარ­და­ჭე­რა მო­ი­პო­ვონ. ჩემი რჩე­ვაა, ასე­თი არას­წო­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით და ტყუ­ი­ლის ქა­და­გე­ბით, კი­დევ უფრო და­აკ­ლდე­ბათ ამომ­რჩე­ვე­ლი, შე­დე­გიც სა­ხე­ზეა. ხე­დავთ, რა ხდე­ბა “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში”, დღეს შე­იძ­ლე­ბა და­ირ­ქვას “სტრა­ტე­გია”, ხვალ შე­იძ­ლე­ბა გა­და­ირ­ქვას, ში­ნა­არ­სობ­რი­ვად და ვი­ზუ­ა­ლუ­რად ერ­თნი არი­ან”,-აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, რომ რა­საც თბი­ლი­სის მე­რია ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე, ქე­თე­ვან წა­მე­ბულ­ზე და წე­რე­თელ­ზე აკე­თებს კომ­პა­ნია "სის­ტრას“ უწე­რია, რომ არ შე­იძ­ლე­ბა.

"კა­ლა­ძის გა­უ­და­ბუ­რე­ბუ­ლი გზე­ბი ისეთ დღე­ში ჩაგ­ვაგ­დებს, რომ შემ­დეგ სა­ერ­თოდ ვერ გა­ვივ­ლით და რა­ტომ ხდე­ბა ეს? უცხო­უ­რი კომ­პა­ნია "სის­ტრა“ ხომ და­ი­ქი­რა­ვეს და სულ მე­გო­ნა, რომ ეს უცხო­უ­რი კომ­პა­ნია რამ გა­ა­გი­ჟა, ასე გი­ჟუ­რად რო­გორ და­გეგ­მა გზე­ბი-მეთ­ქი და იცით, რომ იქ, სა­დაც ერთი მან­ქა­ნის გზა რჩე­ბა, ერთი სა­მან­ქა­ნო გზა რჩე­ბა, იქ "ბას­ლა­ი­ნის“ გა­კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა ანუ რა­საც აკე­თებს ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე, ქე­თე­ვან წა­მე­ბულ­ზე, წე­რე­თელ­ზე, პირ­და­პირ უწე­რია "სის­ტრას“, რომ არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ეს მა­ინც აკე­თებს, რად­გან ამ ადა­მი­ან­მა ფეხ­ბურთში ხომ ბო­ლოს თავი იმით დაგ­ვა­მახ­სოვ­რა, რომ ორი გოლი სა­კუ­თარ კარ­ში გა­ი­ტა­ნა და წერა-კი­თხვაც არ იცის, მგო­ნი. კახი, წა­ი­კი­თხე ბიჭო, რა და­წე­რა იმ კომ­პა­ნი­ამ. მე წა­ვი­კი­თხე, სხვებ­მაც წა­ი­კი­თხა, შენც წა­ი­კი­თხე. თუ კი­თხვა არ იცი, გვერ­დზე და­ი­ყე­ნე, ბევ­რი ასის­ტენ­ტი გყავს, წა­ა­კი­თხე და მო­უს­მი­ნე“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზიზი
2

მაგას რა თქმა უნდა, მაგრამ აი რატო ატლიკინებენ ამდენს საკითხავი აი ეს არის! უბრალოდ მოკითხონ ათასობით ყალბი პირადობის მოწმობები რომ დაამზადა! რატომ შერჩა აქამდე????????

ალექს
2

 ახალგაზრდებს მართებთ მეტი ფიქრი და ნაკლები ემოციურობა, მათ არავის არ უნდა ამართვინონ თავი, განსაკუთრებით სრულიად გაკოტრებულებს - ღარიბის და პატიოსნის ინტერესებს მხოლოდ ღარიბი და პატიოსანი დაიცავს, ნაცლიდერები და მათთან ეიფილირებულები , ასევე ზოგიერთი კოლწევრი თავმჯდომარის გვარს რომ არ დავასახელემ , იმ კოლმეურნეობიდან კი, მდიდარი უწესოებია და უკანონოდ გამდიდრდნენ, წაართვეს და მიითვისეს სხვისა, არ უშრომიათ პატიოსნად ! უბედურება ისაა, რომ მიშამ შექმნა კანონმდებლობა, რომლითაც ასე გამდიდრება კანონიერია და ქოცებმა კანონი არ შეცვალეს ! ამაში უნდა ერკვეოდეთ ახალგაზრდებო, დროა თქვენი თავი თქვენვე გეყუდვნიდეთ, დაფასებული შრომისა და ცოდნის ძალით მუდამ გაიმარჯვებთ, გამარჯვებული იქნება ქვეყანაც !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"გიორგი ვაშაძე დეგრადირებულია, გაქსუებული, პოლიტიკოსს ვერ ვუწოდებ" - კახა კალაძე

"გიორგი ვაშაძე დეგრადირებულია, გაქსუებული, პოლიტიკოსს ვერ ვუწოდებ" - კახა კალაძე

ვაშაძე დეგრადირებულია, გაქსუებული, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ გაკეთებულ განცხადებას, რომ თბილისში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმის დროს თბილისის მერია "სისტრას ჯგუფის“ მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მსგავსი არასწორი განცხადებებით და ტყუილის ქადაგებით, კიდევ უფრო დააკლდება მხარდამჭერი.

“ვაშაძე დეგრადირებულია, გაქსუებული, პოლიტიკოსს ვერ ვუწოდებ, პოლიტიკოსის სტატუსი შეურაცხყოფა იქნებოდა ამ ადამიანების მიმართ. ჰგონია, რომ ის პერიოდია, როდესაც ყალბ პირადობის მოწმობებს ბეჭდავდნენ, ჩარჩენილია წარსულში. არ ვიცი, როგორ უნდა იკადრო ადამიანმა ასეთი ტყუილის თქმა, გამოვიდა და პირდაპირ ეთერში თქვა, თითქოს თბილისის მერია არ ითვალისწინებს უცხოელი კონსულტანტების მიერ შემოთავაზებულ პირობებს, ასევე, რა სქემებით უნდა მოხდეს ქუჩების რეაბილიტაცია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და ასე შემდეგ, ეს ძალიან დიდი ტყუილია. ჩვენ დაქირავებული გვყავს საუკეთესო კომპანიები, ის რეფორმა, რომელიც 2017 წელს დაიწყო დღესაც გრძელდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია, რათა ქვეითად გადაადგილება, ტრანსპორტით მგზავრობა ხელმისაწვდომი იყოს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე სწრაფი. განცხადებები, თითქოს, რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, არის მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. თავად მოვუსმინე, როდესაც ის საუბრობდა, რომ კვლევაში გაწერეს, რომ არ შეიძლება საავტობუსო ზოლის გაკეთება იქ, სადაც ორი ზოლია, მაგალითად კი ჭავჭავაძის გამზირი ჰქონდა მოყვანილი. ეს ადამიანები ასეთი იაფფასიანი, პოპულისტური განცხადებებით შემოიფარგლებიან, მცდელობა აქვთ, მხარდაჭერა მოიპოვონ. ჩემი რჩევაა, ასეთი არასწორი განცხადებებით და ტყუილის ქადაგებით, კიდევ უფრო დააკლდებათ ამომრჩეველი, შედეგიც სახეზეა. ხედავთ, რა ხდება “ნაციონალურ მოძრაობაში”, დღეს შეიძლება დაირქვას “სტრატეგია”, ხვალ შეიძლება გადაირქვას, შინაარსობრივად და ვიზუალურად ერთნი არიან”,-აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ რასაც თბილისის მერია ჭავჭავაძეზე, ქეთევან წამებულზე და წერეთელზე აკეთებს კომპანია "სისტრას“ უწერია, რომ არ შეიძლება.

"კალაძის გაუდაბურებული გზები ისეთ დღეში ჩაგვაგდებს, რომ შემდეგ საერთოდ ვერ გავივლით და რატომ ხდება ეს? უცხოური კომპანია "სისტრა“ ხომ დაიქირავეს და სულ მეგონა, რომ ეს უცხოური კომპანია რამ გააგიჟა, ასე გიჟურად როგორ დაგეგმა გზები-მეთქი და იცით, რომ იქ, სადაც ერთი მანქანის გზა რჩება, ერთი სამანქანო გზა რჩება, იქ "ბასლაინის“ გაკეთება არ შეიძლება ანუ რასაც აკეთებს ჭავჭავაძეზე, ქეთევან წამებულზე, წერეთელზე, პირდაპირ უწერია "სისტრას“, რომ არ შეიძლება, მაგრამ ეს მაინც აკეთებს, რადგან ამ ადამიანმა ფეხბურთში ხომ ბოლოს თავი იმით დაგვამახსოვრა, რომ ორი გოლი საკუთარ კარში გაიტანა და წერა-კითხვაც არ იცის, მგონი. კახი, წაიკითხე ბიჭო, რა დაწერა იმ კომპანიამ. მე წავიკითხე, სხვებმაც წაიკითხა, შენც წაიკითხე. თუ კითხვა არ იცი, გვერდზე დაიყენე, ბევრი ასისტენტი გყავს, წააკითხე და მოუსმინე“, - განაცხადა ვაშაძემ.

ასევე იხილეთ: