პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოველ წუთს შეიძლება სახიფათო რამ მოხდეს, თუმცა არ ვყვებით პანიკას" - მეზღვაურის სახიფათო ცხოვრება: როგორ უმკლავდებიან მეკობრეებს და რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა
"ყოველ წუთს შეიძლება სახიფათო რამ მოხდეს, თუმცა არ ვყვებით პანიკას" - მეზღვაურის სახიფათო ცხოვრება:  როგორ უმკლავდებიან მეკობრეებს და რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა

ჯაბა გო­ჩი­ტი­ძე 24 წლის მე­ზღვა­უ­რია. მის შე­სა­ხებ "ტი­კტო­კის" ვი­დე­ო­დან შე­ვი­ტყვე. ვი­დეო საკ­მა­ოდ სა­ხი­ფა­თო სი­ტუ­ა­ცი­ას ასა­ხავ­და - აღ­ბეჭ­დი­ლი იყო კად­რე­ბი, რო­გორ უმკლავ­დე­ბი­ან შტორმს ჯაბა და მისი კო­ლე­გე­ბი. გა­დავ­წყვი­ტე, მის­გან მო­მეს­მი­ნა მე­ზღვა­უ­რის პრო­ფე­სი­ის შე­სა­ხებ.

ჯაბა გო­ჩი­ტი­ძე Ambebi.ge-ს უყ­ვე­ბა, რომ 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გუ­ლით და სუ­ლით ას­რუ­ლებს სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ულ მო­ვა­ლე­ო­ბას, ხვდე­ბა არა­ერთ სირ­თუ­ლეს, მაგ­რამ არც ერთს არ უშინ­დე­ბა და მუდ­მი­ვად წინ მი­დის, ვი­თარ­დე­ბა და იზ­რდე­ბა, რო­გორც მე­ზღვა­უ­რი.

ის კა­პიტ­ნის მე­ო­რე თა­ნა­შემ­წეა, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია. გვე­უბ­ნე­ბა, რომ ჰყავს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი. ამ­ჟა­მად ლი­ბი­ა­ში, მი­სუ­რა­ტის პორ­ტშია.

• მე­ზღვა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ

ჯა­ბას თქმით, უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლით აგ­რძე­ლებს საქ­მი­ა­ნო­ბას, რო­გორც ყვე­ლა პრო­ფე­სი­ას, მე­ზღვა­უ­რო­ბა­საც აქვს თა­ვი­სი ნა­თე­ლი და ბნე­ლი მხა­რე­ე­ბი, მაგ­რამ ზღვის და თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის, და­დე­ბით მხა­რე­ე­ბი ბევ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს პრო­ფე­სია მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დია, ხელ­ფა­სი 15 000 დო­ლარ­საც კი აღ­წევს.

"გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ სხვა პრო­ფე­სი­ებ­თან შე­და­რე­ბით, ამ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის მი­ზე­ზი არის მა­ღა­ლი შე­მო­სა­ვა­ლი, ან კი­დევ ოჯა­ხის წევ­რის საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, რო­გორც იტყვი­ან, თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას გა­და­ე­ცე­მა. გარ­და ამი­სა, ამ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის მი­ზა­ნი ასე­ვე ცოტა რო­მან­ტიზ­მი­ცაა ზღვი­სა და გე­მი­სად­მი”- გვე­უბ­ნე­ბა ჯაბა.

მე­ზღვა­უ­რე­ბის­თვის არის სპე­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტრაქ­ტე­ბი, რომ­ლის და­დე­ბის შემ­დეგ, ისი­ნი ზღვა­ში არი­ან 6-დან 8 თვემ­დე. მე­ზღვა­უ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა, ისე­ვე, რო­გორც ჯაბა, 6 თვით იმ­ყო­ფე­ბა ზღვა­ში.

ამ სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მოგ­ზა­უ­რო­ბენ, სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რას ეც­ნო­ბი­ან, ჯა­ბას აზ­რით, ეს არის მე­ზღვა­უ­რო­ბის ყვე­ლა­ზე მომ­ხიბ­ვლე­ლი ნა­წი­ლი - “მთა­ვა­რი, რაც მომ­წონს ამ სფე­რო­ში, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის კულ­ტუ­რის გაც­ნო­ბაა", - ამ­ბობს ჯაბა გო­ჩი­ტი­ძე.

• სირ­თუ­ლე­ე­ბი

ზღვა­ში ყვე­ლა მე­ზღვა­ურს ხვდე­ბა არა­ერ­თი პრობ­ლე­მა, რო­გო­რე­ბი­ცაა მო­უ­ლოდ­ნე­ლად ამინ­დის ცვლი­ლე­ბა, ზღვის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მე­კობ­რე­ე­ბი, გე­მის და­ზი­ა­ნე­ბა, მაგ­რამ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი სირ­თუ­ლე მა­ინც ოჯა­ხის დიდი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ტო­ვე­ბაა.

"სირ­თუ­ლეა ზღვა­ში ყოფ­ნი­სას ცუდი ამინ­დი, ქარ­ში და შტორმ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა. რთუ­ლი არის ოჯახ­თან გან­შო­რე­ბა რამ­დე­ნი­მე თვით, სამ­შობ­ლო­სა და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ნატ­რე­ბა. სხვა მხრივ კი, მე მიყ­ვარს ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა და სხვა სირ­თუ­ლე­ებს ვერ ვხე­დავ", - გვიხ­სნის ჯაბა.

შტორმს რაც შე­ე­ხე­ბა, ის ამ­ბობს, რომ წი­ნას­წარ იცი­ან, რო­დის, და­ახ­ლო­ე­ბით რამ­დენ­ბა­ლი­ან შტორმ­ში შე­იძ­ლე­ბა მოყ­ვნენ. ამ დროს წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - მა­გა­ლი­თად, ნივ­თე­ბის და­მაგ­რე­ბა და უსაფრ­თხო ად­გი­ლას გა­და­ტა­ნა. ისეთ ად­გი­ლას, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა არ და­ზი­ან­დეს სა­ჭი­რო ხელ­სა­წყო ან აპა­რა­ტი შტორ­მი­სას.

“ეკი­პა­ჟი არის მზად­ყოფ­ნა­ში. ყო­ველ წუთს შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც სა­ხი­ფა­თო მოხ­დეს, არ ვყვე­ბით პა­ნი­კას და ვცდი­ლობთ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სიმ­შვი­დე”, - გვე­უბ­ნე­ბა ჯაბა.

• მე­კობ­რე­ე­ბი

მე­კობ­რე­ე­ბი სა­ზღვაო ყა­ჩა­ღე­ბი არი­ან, მე­ზღვა­უ­რე­ბის­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი სა­შიშ­რო­ე­ბა მათ­თან შეხ­ვედ­რა და მათ­გან თა­ვის დაღ­წე­ვაა.

როცა მე­ზღვა­უ­რე­ბი მე­კობ­რე­ე­ბის გა­მო­ჩე­ნის ე.წ. მა­ღა­ლი რის­კის ზო­ნას გა­დი­ან, მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე და ყუ­რა­დღე­ბა მარ­თებთ. ჯაბა გო­ჩი­ტი­ძეს რამ­დე­ნი­მე­ჯერ მო­უ­წია სა­ხი­ფა­თო ზო­ნა­ში მოხ­ვედ­რა.

“მე­კობ­რე­ებს რაც შე­ე­ხე­ბა, რამ­დე­ნი­მე­ჯერ მო­მი­წია იმ ად­გი­ლებ­ში მოხ­ვედ­რა, სა­დაც მე­კობ­რე­ე­ბის თავ­დას­ხმის სა­შიშ­რო­ე­ბაა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა. თავს ვი­ცავ­დით მავ­თულხლარ­თე­ბით და სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით.

• რჩე­ვა დამ­წყებ და მო­მა­ვალ მე­ზღვა­უ­რებს ჯა­ბას­გან

“პირ­ველ რიგ­ში, უნდა გიყ­ვარ­დეთ თქვე­ნი პრო­ფე­სია და საქ­მეს ძა­ლით არ უნდა აკე­თებ­დეთ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ გემ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბას. რა თქმა უნდა, ინ­გლი­სუ­რის ცოდ­ნა, და­უ­ზა­რებ­ლად შრო­მა, თვით­გან­ვი­თა­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გან ამ პრო­ფე­სი­ა­ში არას­დროს არ არის საკ­მა­რი­სი ის, რაც იცით და მუდ­მი­ვად გჭირ­დე­ბათ ახ­ლის სწავ­ლა".

ავ­ტო­რი: ანას­ტა­სია შა­ლი­კაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა
0

გემის მფლობელი კომპანიები მილიონობით დოლარს შოულობენ და სულ მიკვირს რა გახდა ოფიციალურად რომ აიყვანონ გემზე 5 კაციანი დაცვის ჯგუფი მეკობრეებისგან დასაცავად

ვაი
43

წაი ბიძია მარპოლი წეიკითხე ტიკტოკერობას ჯობია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ყოველ წუთს შეიძლება სახიფათო რამ მოხდეს, თუმცა არ ვყვებით პანიკას" - მეზღვაურის სახიფათო ცხოვრება: როგორ უმკლავდებიან მეკობრეებს და რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა

"ყოველ წუთს შეიძლება სახიფათო რამ მოხდეს, თუმცა არ ვყვებით პანიკას" - მეზღვაურის სახიფათო ცხოვრება:  როგორ უმკლავდებიან მეკობრეებს და რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა

ჯაბა გოჩიტიძე 24 წლის მეზღვაურია. მის შესახებ "ტიკტოკის" ვიდეოდან შევიტყვე. ვიდეო საკმაოდ სახიფათო სიტუაციას ასახავდა - აღბეჭდილი იყო კადრები, როგორ უმკლავდებიან შტორმს ჯაბა და მისი კოლეგები. გადავწყვიტე, მისგან მომესმინა მეზღვაურის პროფესიის შესახებ.

@jabaagochitidze LIFE AT SEA ⚓️HARD JOBS 🤝RISK LIFE 🤝STORMS🤝BIG WAVES🤝 #მშვიდობიანი ნაოსნობა ყველა მეზღვაურს ❤️🇬🇪🇬🇪 #მეზღვაურისცხოვრება🥰 #lifeatsea🌊🚢 #2ndofficer⚓ #შტორმი🌊🌧 #forupage #ფორიუზე ♬ som original - 𝐄𝐱𝐭𝐫𝐞𝐦𝐞 𝐌𝐮𝐬𝐢𝐜🎧

ჯაბა გოჩიტიძე Ambebi.ge-ს უყვება, რომ 6 წლის განმავლობაში გულით და სულით ასრულებს საკუთარ პროფესიულ მოვალეობას, ხვდება არაერთ სირთულეს, მაგრამ არც ერთს არ უშინდება და მუდმივად წინ მიდის, ვითარდება და იზრდება, როგორც მეზღვაური.

ის კაპიტნის მეორე თანაშემწეა, დაოჯახებულია. გვეუბნება, რომ ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ამჟამად ლიბიაში, მისურატის პორტშია.

• მეზღვაურობის შესახებ

ჯაბას თქმით, უდიდესი სიყვარულით აგრძელებს საქმიანობას, როგორც ყველა პროფესიას, მეზღვაურობასაც აქვს თავისი ნათელი და ბნელი მხარეები, მაგრამ ზღვის და თავგადასავლების მოყვარულთათვის, დადებით მხარეები ბევრად მნიშვნელოვანია. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს პროფესია მაღალანაზღაურებადია, ხელფასი 15 000 დოლარსაც კი აღწევს.

"გასაკვირი არ არის, რომ სხვა პროფესიებთან შედარებით, ამ პროფესიის არჩევის მიზეზი არის მაღალი შემოსავალი, ან კიდევ ოჯახის წევრის საქმიანობის გაგრძელება, როგორც იტყვიან, თაობიდან თაობას გადაეცემა. გარდა ამისა, ამ პროფესიის არჩევის მიზანი ასევე ცოტა რომანტიზმიცაა ზღვისა და გემისადმი”- გვეუბნება ჯაბა.

მეზღვაურებისთვის არის სპეციალური კონტრაქტები, რომლის დადების შემდეგ, ისინი ზღვაში არიან 6-დან 8 თვემდე. მეზღვაურების უმეტესობა, ისევე, როგორც ჯაბა, 6 თვით იმყოფება ზღვაში.

ამ სფეროს წარმომადგენლები, მოგზაურობენ, სხვადასხვა კულტურას ეცნობიან, ჯაბას აზრით, ეს არის მეზღვაურობის ყველაზე მომხიბვლელი ნაწილი - “მთავარი, რაც მომწონს ამ სფეროში, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა და სხვადასხვა ქვეყნის კულტურის გაცნობაა", - ამბობს ჯაბა გოჩიტიძე.

• სირთულეები

ზღვაში ყველა მეზღვაურს ხვდება არაერთი პრობლემა, როგორებიცაა მოულოდნელად ამინდის ცვლილება, ზღვის დაავადებები, მეკობრეები, გემის დაზიანება, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე მაინც ოჯახის დიდი დროის განმავლობაში დატოვებაა.

"სირთულეა ზღვაში ყოფნისას ცუდი ამინდი, ქარში და შტორმში გადაადგილება. რთული არის ოჯახთან განშორება რამდენიმე თვით, სამშობლოსა და საყვარელი ადამიანების მონატრება. სხვა მხრივ კი, მე მიყვარს ჩემი საქმიანობა და სხვა სირთულეებს ვერ ვხედავ", - გვიხსნის ჯაბა.

შტორმს რაც შეეხება, ის ამბობს, რომ წინასწარ იციან, როდის, დაახლოებით რამდენბალიან შტორმში შეიძლება მოყვნენ. ამ დროს წინასწარ მომზადება მნიშვნელოვანია - მაგალითად, ნივთების დამაგრება და უსაფრთხო ადგილას გადატანა. ისეთ ადგილას, სადაც შეიძლება არ დაზიანდეს საჭირო ხელსაწყო ან აპარატი შტორმისას.

“ეკიპაჟი არის მზადყოფნაში. ყოველ წუთს შეიძლება რაღაც სახიფათო მოხდეს, არ ვყვებით პანიკას და ვცდილობთ შევინარჩუნოთ სიმშვიდე”, - გვეუბნება ჯაბა.

• მეკობრეები

მეკობრეები საზღვაო ყაჩაღები არიან, მეზღვაურებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საშიშროება მათთან შეხვედრა და მათგან თავის დაღწევაა.

როცა მეზღვაურები მეკობრეების გამოჩენის ე.წ. მაღალი რისკის ზონას გადიან, მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღება მართებთ. ჯაბა გოჩიტიძეს რამდენიმეჯერ მოუწია სახიფათო ზონაში მოხვედრა.

“მეკობრეებს რაც შეეხება, რამდენიმეჯერ მომიწია იმ ადგილებში მოხვედრა, სადაც მეკობრეების თავდასხმის საშიშროებაა, საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. თავს ვიცავდით მავთულხლართებით და სხვა საშუალებებით.

• რჩევა დამწყებ და მომავალ მეზღვაურებს ჯაბასგან

“პირველ რიგში, უნდა გიყვარდეთ თქვენი პროფესია და საქმეს ძალით არ უნდა აკეთებდეთ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ გემზე უსაფრთხოებას. რა თქმა უნდა, ინგლისურის ცოდნა, დაუზარებლად შრომა, თვითგანვითარება აუცილებელია, რადგან ამ პროფესიაში არასდროს არ არის საკმარისი ის, რაც იცით და მუდმივად გჭირდებათ ახლის სწავლა".

ავტორი: ანასტასია შალიკაშვილი