პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰამასს“ ან პუტინს გამარჯვების საშუალებას არ მივცემთ" - ლოიდ ოსტინი
"ჰამასს“ ან პუტინს გამარჯვების საშუალებას არ მივცემთ" - ლოიდ ოსტინი

ახლა გა­დამ­წყვე­ტი ათწლე­უ­ლია, რო­მე­ლიც ევ­რო­პა­სა და მთლი­ა­ნად მსოფ­ლი­ო­ში უსაფრ­თხო­ე­ბის მო­მა­ვალს გან­სა­ზღვრავს, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის თავ­დაც­ვის მდი­ვან­მა ლოიდ ოს­ტინ­მა რე­ი­გა­ნის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ფო­რუმ­ზე გა­ნა­ცხა­და.

"ახლა, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა ბა­ი­დენ­მა თქვა, "გა­დამ­წყვეტ ათწლე­ულ­ში” ვცხოვ­რობთ და შემ­დე­გი რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დი ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კას­თან ჩვე­ნი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებს გან­სა­ზღვრავს, ევ­რო­პა­ში უსაფრ­თხო­ე­ბის მო­მა­ვალს გან­სა­ზღვრავს, გან­სა­ზღვრავს, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ი­ღე­ბენ წე­სე­ბი­სა და უფ­ლე­ბე­ბის ღია მსოფ­ლი­ოს - თუ შთა­გო­ნე­ბულ ავ­ტოკ­რა­ტებ­თან შე­ჯა­ხე­ბა მო­უ­წევთ, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­სა და ში­შის გა­მო­ყე­ნე­ბით ცდი­ლო­ბენ დო­მი­ნი­რე­ბას”, - გა­ნა­ცხა­და ოს­ტინ­მა.

აშშ-ის თავ­დაც­ვის მდივ­ნის თქმით, ახლა ის­რა­ელ­სა და უკ­რა­ი­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­ე­ბი და­უნ­დო­ბელ მტრებს ებ­რძვი­ან, რომ­ლე­ბიც მათ გა­ნად­გუ­რე­ბას ცდი­ლო­ბენ.

"ჰა­მასს“ ან პუ­ტინს გა­მარ­ჯვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მივ­ცემთ, ჩვენს მტრებს ჩვე­ნი და­ყო­ფი­სა და და­სუს­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მივ­ცემთ. ამი­ტომ მა­შინ, რო­დე­საც ის­რა­ე­ლის დახ­მა­რე­ბას ვზრდით, ჩვენ ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი ვრჩე­ბით უკ­რა­ი­ნა­ზე.

ახლა, იზო­ლა­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, პუ­ტი­ნი თვლის, რომ უკ­რა­ი­ნე­ლებ­ზე მეტ­ხანს გაძ­ლე­ბა შე­უძ­ლია, მაგ­რამ ის ცდე­ბა.

ახლა პუ­ტი­ნი ასე­ვე ფიქ­რობს, რომ ჩვენ­ზე მეტ­ხანს გაძ­ლე­ბა შე­უძ­ლია. ის თვლის, რომ ჩვე­ნი კო­ა­ლი­ცია და­იშ­ლე­ბა, რომ ჩვე­ნი ნე­ბის­ყო­ფა ჩაქ­რე­ბა, ხოლო ჩვე­ნი დე­მოკ­რა­ტია უბ­რა­ლოდ ყუ­რა­დღე­ბას გა­და­ი­ტანს, მაგ­რამ პუ­ტი­ნი კი­დევ ერთხელ ცდე­ბა.

ამე­რი­კელ ხალ­ხს მკა­ფი­ოდ უნდა გან­ვუ­მარ­ტოთ უკ­რა­ი­ნა­ში ფსო­ნე­ბის შე­სა­ხებ”, - გა­ნა­ცხა­და ოს­ტინ­მა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Georgia
0

ამ დრომდე სად იყავით????

zzzz
0

ამერიკაში უკვე კომუნიზმია, გამახსენდა - ლოზუნგების ქვეყანა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ჰამასს“ ან პუტინს გამარჯვების საშუალებას არ მივცემთ" - ლოიდ ოსტინი

"ჰამასს“ ან პუტინს გამარჯვების საშუალებას არ მივცემთ" - ლოიდ ოსტინი

ახლა გადამწყვეტი ათწლეულია, რომელიც ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში უსაფრთხოების მომავალს განსაზღვრავს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა რეიგანის სახელობის ეროვნული უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

"ახლა, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, "გადამწყვეტ ათწლეულში” ვცხოვრობთ და შემდეგი რამდენიმე წელიწადი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ჩვენი კონკურენციის პირობებს განსაზღვრავს, ევროპაში უსაფრთხოების მომავალს განსაზღვრავს, განსაზღვრავს, ჩვენი შვილები და შვილიშვილები მემკვიდრეობით მიიღებენ წესებისა და უფლებების ღია მსოფლიოს - თუ შთაგონებულ ავტოკრატებთან შეჯახება მოუწევთ, რომლებიც ძალისა და შიშის გამოყენებით ცდილობენ დომინირებას”, - განაცხადა ოსტინმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, ახლა ისრაელსა და უკრაინაში დემოკრატიები დაუნდობელ მტრებს ებრძვიან, რომლებიც მათ განადგურებას ცდილობენ.

"ჰამასს“ ან პუტინს გამარჯვების საშუალებას არ მივცემთ, ჩვენს მტრებს ჩვენი დაყოფისა და დასუსტების საშუალებას არ მივცემთ. ამიტომ მაშინ, როდესაც ისრაელის დახმარებას ვზრდით, ჩვენ ფოკუსირებული ვრჩებით უკრაინაზე.

ახლა, იზოლაციის მიუხედავად, პუტინი თვლის, რომ უკრაინელებზე მეტხანს გაძლება შეუძლია, მაგრამ ის ცდება.

ახლა პუტინი ასევე ფიქრობს, რომ ჩვენზე მეტხანს გაძლება შეუძლია. ის თვლის, რომ ჩვენი კოალიცია დაიშლება, რომ ჩვენი ნებისყოფა ჩაქრება, ხოლო ჩვენი დემოკრატია უბრალოდ ყურადღებას გადაიტანს, მაგრამ პუტინი კიდევ ერთხელ ცდება.

ამერიკელ ხალხს მკაფიოდ უნდა განვუმარტოთ უკრაინაში ფსონების შესახებ”, - განაცხადა ოსტინმა.