საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აი, რატომ უნდა ისწავლოს მსოფლიომ საქართველოსგან. მხოლოდ "ქართვლის დედის" მაგალითი კმარა..." - რას ფიქრობს და რის დაწერას გეგმავს მექსიკელი ქოუჩი საქართველოზე?
"აი, რატომ უნდა ისწავლოს მსოფლიომ საქართველოსგან. მხოლოდ "ქართვლის დედის" მაგალითი კმარა..." - რას ფიქრობს და რის დაწერას გეგმავს მექსიკელი ქოუჩი საქართველოზე?

"სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბის კუ­თხით სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლიო ტოპ-ხუ­თე­ულ­შია", - ამ­ბობს სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტი, ქო­უ­ჩი მა­ინ­დი ლინ­დე­რი, რო­მე­ლიც მე­სა­მე წე­ლია მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო მოგ­ზა­უ­რობს და იმ ქვეყ­ნებს იკ­ვლევს, რომ­ლებ­საც სტუ­მარ­მას­პინ­ძლო­ბა­ში ბა­და­ლი არა ჰყავთ. მა­ინ­დი მალე გა­მოს­ცემს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს, სა­დაც მექ­სი­კე­ლი ექ­სპერ­ტი ბიზ­ნეს­მე­ნებ­სა და მე­წარ­მე­ებს კონ­სულ­ტა­ცი­ას გა­უ­წევს, თუ რა როლი აქვს ბიზ­ნეს­ში სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბას და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ თვი­სე­ბით მო­ი­ზი­დო მომ­ხმა­რე­ბე­ლი. სწო­რედ ამ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში მოხ­ვდა სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც უბად­ლო მას­პინ­ძე­ლი. წიგ­ნის გა­ყიდ­ვა სამ­ხრეთ ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პა­ში იგეგ­მე­ბა. - რა არის შენ­თვის, რო­გორც ქარ­თვე­ლის­თვის, სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა? - მე­კი­თხე­ბა მა­ინ­დი ლინ­დე­რი. სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე პირ­ვე­ლი ვაჟა-ფშა­ვე­ლას "სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი" მახ­სენ­დე­ბა და ვუყ­ვე­ბი, ვინ არის ვაჟა ქარ­თვე­ლე­ბის­თვის და რას გვას­წავ­ლის მისი უკ­ვდა­ვი პო­ე­მა "სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი". მექ­სი­კე­ლი ქო­უ­ჩი გა­ო­ცე­ბუ­ლი უს­მენს ჩემს ნა­ამ­ბობ "სტუ­მარ-მას­პინ­ძელს", სა­ვა­რა­უ­დოდ, მის­თვის ცოტა მის­ტი­კა და სი­მა­მა­ცის გა­სა­ო­ცა­რი სინ­თე­ზია ამ პო­ე­მა­ში. ამით ხსნის ქარ­თვე­ლე­ბის თავ­და­უ­ზო­გავ მას­პინ­ძლო­ბას და უფრო ინ­ტე­რეს­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­თი. მექ­სი­კელ­მა ბიზ­ნე­სექ­სპერ­ტმა, რო­მე­ლიც მე­წარ­მე­ებს ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის ია­რა­ღად სწო­რედ სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ურ­ჩევს, რა­ტომ მო­ახ­ვედ­რა სა­ქარ­თვე­ლო სა­სურ­ვე­ლი ქვეყ­ნე­ბის სი­ა­ში და რა უნდა ის­წავ­ლოს მსოფ­ლი­ომ სა­ქარ­თვე­ლოს­გან? - ამ კი­თხვებ­ზე თა­ვად მა­ინ­დი ლინ­დე­რი გვი­პა­სუ­ხებს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს უკვე მე­სა­მედ სტუმ­რობს.

- სით­ბო და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბაა, რა­საც ყო­ველ ჯერ­ზე ვგრძნობ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოვ­დი­ვარ. ეს ჩემი მე­ო­თხე სტუმ­რო­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო 48 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. თბი­ლი­სი არის ქა­ლა­ქი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის მა­ი­ძუ­ლებს გა­ვი­ღი­მო. ვგიჟ­დე­ბი "ქარ­თვლის დე­და­ზე" - ცალ ხელ­ში ღვი­ნით სავ­სე თასი, რო­მე­ლიც მას­პინ­ძლო­ბის სიმ­ბო­ლოა, მე­ო­რე ხელ­ში კი ხმა­ლი, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მტერს რომ დახ­ვდეს, სა­ოც­რე­ბა არ არის? ულა­მა­ზე­სია, მა­მა­ცი, იმავდრო­უ­ლად, თბი­ლი და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე. აი, რა­ტომ უნდა ის­წავ­ლოს მსოფ­ლი­ომ სა­ქარ­თვე­ლოს­გან. მხო­ლოდ "ქარ­თვლის დე­დის" მა­გა­ლი­თი კმა­რა, სხვა თუ არა­ფე­რი. 55 ქვე­ყა­ნა მო­ვი­ა­რე ბოლო 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და არ­ცერ­თია სა­ქარ­თვე­ლოს­ნა­ი­რი. სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა­ში თქვენ ბა­და­ლი არ გყავთ. კავ­კა­სი­ა­სა და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში სა­ქარ­თვე­ლო ჩემ­თვის უკონ­კუ­რენ­ტოა. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

ლია
1

ამ სტუმართ-მოყვარეობით მალე თბილისს სახელს შევუცვლით და მუმბაის ფილიალად გადავაქცევთ.

ავტორი:

"აი, რატომ უნდა ისწავლოს მსოფლიომ საქართველოსგან. მხოლოდ "ქართვლის დედის" მაგალითი კმარა..." - რას ფიქრობს და რის დაწერას გეგმავს მექსიკელი ქოუჩი საქართველოზე?

"აი, რატომ უნდა ისწავლოს მსოფლიომ საქართველოსგან. მხოლოდ "ქართვლის დედის" მაგალითი კმარა..." - რას ფიქრობს და რის დაწერას გეგმავს მექსიკელი ქოუჩი საქართველოზე?

"სტუმართმოყვარეობის კუთხით საქართველო მსოფლიო ტოპ-ხუთეულშია", - ამბობს საერთაშორისო ექსპერტი, ქოუჩი მაინდი ლინდერი, რომელიც მესამე წელია მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და იმ ქვეყნებს იკვლევს, რომლებსაც სტუმარმასპინძლობაში ბადალი არა ჰყავთ. მაინდი მალე გამოსცემს სახელმძღვანელოს, სადაც მექსიკელი ექსპერტი ბიზნესმენებსა და მეწარმეებს კონსულტაციას გაუწევს, თუ რა როლი აქვს ბიზნესში სტუმართმოყვარეობას და როგორ შეიძლება ამ თვისებით მოიზიდო მომხმარებელი. სწორედ ამ სახელმძღვანელოში მოხვდა საქართველო, როგორც უბადლო მასპინძელი. წიგნის გაყიდვა სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში იგეგმება. - რა არის შენთვის, როგორც ქართველისთვის, სტუმართმოყვარეობა? - მეკითხება მაინდი ლინდერი. სტუმართმოყვარეობაზე პირველი ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძელი" მახსენდება და ვუყვები, ვინ არის ვაჟა ქართველებისთვის და რას გვასწავლის მისი უკვდავი პოემა "სტუმარ-მასპინძელი". მექსიკელი ქოუჩი გაოცებული უსმენს ჩემს ნაამბობ "სტუმარ-მასპინძელს", სავარაუდოდ, მისთვის ცოტა მისტიკა და სიმამაცის გასაოცარი სინთეზია ამ პოემაში. ამით ხსნის ქართველების თავდაუზოგავ მასპინძლობას და უფრო ინტერესდება საქართველოთი. მექსიკელმა ბიზნესექსპერტმა, რომელიც მეწარმეებს ბიზნესის განვითარების იარაღად სწორედ სტუმართმოყვარეობის განვითარებას ურჩევს, რატომ მოახვედრა საქართველო სასურველი ქვეყნების სიაში და რა უნდა ისწავლოს მსოფლიომ საქართველოსგან? - ამ კითხვებზე თავად მაინდი ლინდერი გვიპასუხებს, რომელიც საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობს.

- სითბო და კომუნიკაბელურობაა, რასაც ყოველ ჯერზე ვგრძნობ, როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ. ეს ჩემი მეოთხე სტუმრობაა საქართველოში ბოლო 48 თვის განმავლობაში. თბილისი არის ქალაქი, რომელიც ყოველთვის მაიძულებს გავიღიმო. ვგიჟდები "ქართვლის დედაზე" - ცალ ხელში ღვინით სავსე თასი, რომელიც მასპინძლობის სიმბოლოა, მეორე ხელში კი ხმალი, საჭიროების შემთხვევაში მტერს რომ დახვდეს, საოცრება არ არის? ულამაზესია, მამაცი, იმავდროულად, თბილი და სტუმართმოყვარე. აი, რატომ უნდა ისწავლოს მსოფლიომ საქართველოსგან. მხოლოდ "ქართვლის დედის" მაგალითი კმარა, სხვა თუ არაფერი. 55 ქვეყანა მოვიარე ბოლო 2 თვის განმავლობაში და არცერთია საქართველოსნაირი. სტუმართმოყვარეობაში თქვენ ბადალი არ გყავთ. კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო ჩემთვის უკონკურენტოა. გააგრძელეთ კითხვა