მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო გასაოცრად ადეკვატურად იქცევა. კარგი იქნებოდა სომხეთიც რომ ასე იქცეოდეს" - მარგარიტა სიმონიანის შექებას შალვა პაპუაშვილი პასუხობს
"საქართველო გასაოცრად ადეკვატურად იქცევა. კარგი იქნებოდა სომხეთიც რომ ასე იქცეოდეს" - მარგარიტა სიმონიანის შექებას შალვა პაპუაშვილი პასუხობს

რამ­დე­ნი­მე დღის წინ რუს­მა პრო­პა­გან­დის­ტმა მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ან­მა სო­ცი­ლურ ქსელ X-ში (ტვი­ტე­რი) "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბა გა­ა­ზი­ა­რა, რომ­ლის თქმი­თაც, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის მო­ტყუ­ე­ბა და სი­ნამ­დვი­ლე­ში სან­ქცი­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის და­წე­სე­ბას ნიშ­ნავს. სი­მო­ნი­ან­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მდი­ნა­რა­ძის აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა: "სა­ქარ­თვე­ლო გა­სა­ოც­რად ადეკ­ვა­ტუ­რად იქ­ცე­ვა. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, სომ­ხე­თიც რომ ასე იქ­ცე­ო­დეს“,- გა­ნა­ცხა­და სი­მო­ნი­ან­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი სი­მო­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "რუ­სე­თის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა არის სა­კუ­თარ ფეხ­ში სრო­ლა".

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, რას ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, რო­დე­საც მას რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და პრო­პა­გან­დის­ტე­ბი აქე­ბენ, პა­პუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მმარ­თვე­ლი ძა­ლის­თვის გან­მსა­ზღვრე­ლი მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აზ­რია.

"მთა­ვა­რი არის, რომ ჩვენ გვა­ქებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ჩვენ სწო­რედ ამ შე­ქე­ბას და მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან, ვი­ნა­ი­დან მათი ინ­ტე­რე­სე­ბით ვმოქ­მე­დებთ და ის, რაც ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა, ამ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას ვინ და­ა­დას­ტუ­რებს, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს?! რუ­სე­თის რო­მე­ლი­მე წარ­მო­მად­გე­ნელ­მა დღეს რომ თქვას, მზე აღ­მო­სავ­ლე­თი­დან ამო­დი­სო, ჩვენ ვთქვათ რომ არაა?! შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გოთ?! ის, რაც არის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, რომ სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა არის სა­კუ­თარ ფეხ­ში სრო­ლა, ეს იცის ყვე­ლამ - სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, უცხო­ელ­მა პარტნი­ო­რებ­მა, ასე რომ ამ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას ვინ და­ა­დას­ტუ­რებს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, მთა­ვა­რია, რომ ეს არის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და ამას მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა.

ჩვენ ვმუ­შა­ობთ იმის­თვის, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­გან მი­ვი­ღოთ კომ­პლი­მენ­ტე­ბი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გა­ვა­ხა­როთ. სხვა ვინ რას ამ­ბობს, ეს ჩვენ­თვის რე­ლე­ვან­ტუ­რი არ არის. ამი­ტომ რე­აქ­ცია არ გვაქვს ხოლ­მე, რო­დე­საც უსა­მარ­თლოდ გვაკ­რი­ტი­კე­ბენ, ვინც არ უნდა იყოს, რე­აქ­ცია არ გვაქვს, თუკი ჩვე­ნი არა­კე­თილ­მო­სურ­ნე გვა­ქებს. ამას ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ჩვენ­თვის მთა­ვა­რი გან­მსა­ზღვრე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი რას ფიქ­რო­ბენ, რას აკ­რი­ტი­კე­ბენ და რას გვი­წო­ნე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ამას წინათ წავიკითხე კვლევა კავკასიის ხალხების რუსეთთან ასიმილაციის , გარუსების და რუსიფიკაციის შესახებ , ორი ეტაპი იყოო-რუსიფიკაციისო , ცარიზმის დროინდელიო, როცა ძალად არუსებდნენ, ან ასახლებდნენო და საბჭოთა-გარუსებისო , შედეგადო მაგალითად კრასნოდარის სომხობა სომეხი აღარ არისო, რუსიაო, მან აღარ იცისო არც სომხური ენა, დამწერლობაზე ლაპარაკიც ზედმეტიაო და კულტურას და ისტორიას საერთოდ არ იცნობენო, ესენი ჩვეულებრივ მენტალურ რუსებად იქცნენო ! იგივე წერია ოსებზე ! ყველაზე მძიმედ ჩერქეზთა ასიმილიაცია მიდიოდაო და აფხაზების უმეტესობა გარუსდაო !

L.G.
18

რუსული ოცნების, უფროსი სესტრა!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"საქართველო გასაოცრად ადეკვატურად იქცევა. კარგი იქნებოდა სომხეთიც რომ ასე იქცეოდეს" - მარგარიტა სიმონიანის შექებას შალვა პაპუაშვილი პასუხობს

"საქართველო გასაოცრად ადეკვატურად იქცევა. კარგი იქნებოდა სომხეთიც რომ ასე იქცეოდეს" - მარგარიტა სიმონიანის შექებას შალვა პაპუაშვილი პასუხობს

რამდენიმე დღის წინ რუსმა პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა სოცილურ ქსელ X-ში (ტვიტერი) "ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადება გააზიარა, რომლის თქმითაც, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება საკუთარი თავის მოტყუება და სინამდვილეში სანქციების საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებას ნიშნავს. სიმონიანმა სოციალურ ქსელში მდინარაძის აღნიშნული განცხადება შეაფასა და აღნიშნა: "საქართველო გასაოცრად ადეკვატურად იქცევა. კარგი იქნებოდა, სომხეთიც რომ ასე იქცეოდეს“,- განაცხადა სიმონიანმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სიმონიანის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "რუსეთისთვის სანქციების დაწესება არის საკუთარ ფეხში სროლა".

ჟურნალისტების კითხვაზე, რას ნიშნავს საქართველოს ხელისუფლებისთვის, როდესაც მას რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და პროპაგანდისტები აქებენ, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მმართველი ძალისთვის განმსაზღვრელი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების აზრია.

"მთავარი არის, რომ ჩვენ გვაქებდნენ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ სწორედ ამ შექებას და მხარდაჭერას ვგრძნობთ საქართველოს მოქალაქეებისგან, ვინაიდან მათი ინტერესებით ვმოქმედებთ და ის, რაც ჭეშმარიტებაა, ამ ჭეშმარიტებას ვინ დაადასტურებს, რა მნიშვნელობა აქვს?! რუსეთის რომელიმე წარმომადგენელმა დღეს რომ თქვას, მზე აღმოსავლეთიდან ამოდისო, ჩვენ ვთქვათ რომ არაა?! შევეწინააღმდეგოთ?! ის, რაც არის ჭეშმარიტება, რომ სანქციების დაწესება არის საკუთარ ფეხში სროლა, ეს იცის ყველამ - საქართველოს მოქალაქეებმა, უცხოელმა პარტნიორებმა, ასე რომ ამ ჭეშმარიტებას ვინ დაადასტურებს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ეს არის ჭეშმარიტება და ამას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობა.

ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხისგან მივიღოთ კომპლიმენტები და ქართველი ხალხი გავახაროთ. სხვა ვინ რას ამბობს, ეს ჩვენთვის რელევანტური არ არის. ამიტომ რეაქცია არ გვაქვს ხოლმე, როდესაც უსამართლოდ გვაკრიტიკებენ, ვინც არ უნდა იყოს, რეაქცია არ გვაქვს, თუკი ჩვენი არაკეთილმოსურნე გვაქებს. ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენთვის მთავარი განმსაზღვრელია საქართველოს მოქალაქეები რას ფიქრობენ, რას აკრიტიკებენ და რას გვიწონებენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

იხილეთ ასევე: