მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანქციების საკითხი არ მაწუხებს... რომ მქონდეს საშუალება ადვოკატი დავიქირაო და ასიათასობით თანხა ვუხადო, სიმართლეს დავადასტურებდი" - ლევან მურუსიძე
"სანქციების საკითხი არ მაწუხებს... რომ მქონდეს საშუალება ადვოკატი დავიქირაო და ასიათასობით თანხა ვუხადო, სიმართლეს დავადასტურებდი" - ლევან მურუსიძე

იცით, რა არის? მე რომ მქონ­დეს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ად­ვო­კა­ტი და­ვი­ქი­რაო და მას ასი­ა­თა­სო­ბით თან­ხა ვუ­ხა­დო და­ვა­დას­ტუ­რებ­დი, რომ ნამ­დვი­ლად ის არის იმი­ტომ, რომ ასი პრო­ცენ­ტით მარ­თა­ლი ვარ, - ამის შე­სა­ხებ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რმა, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, რო­დე­საც უპა­სუ­ხა შე­კი­თხვას, აპი­რებს, თუ არა სარ­ჩე­ლის მომ­ზა­დე­ბას და აშშ-ში გაგ­ზავ­ნას მისი და­სან­ქცი­რე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, რო­გორც ამას აპი­რებ­და ასე­ვე ერთ-ერთი სან­ქცი­რე­ბუ­ლი მო­სა­მარ­თლე ლე­ვან შენ­გე­ლია.

ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის თქმით, მისი და­სან­ქცი­რე­ბის სა­კი­თხთან კო­რუფ­ცია არა­ფერ შუ­ა­შია და სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სხვა რა­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

"სი­მარ­თლე გი­თხრათ, ყვე­ლა­ფე­რი გა­მოჩ­ნდე­ბა იმ­დე­ნად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი, არაზ­ნე­ობ­რი­ვია და არა­ფერს ეფუძ­ნე­ბო­და ეს სან­ქცი­ე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი გა­მოჩ­ნდე­ბა და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ცხა­დი გახ­დე­ბა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, სან­ქცი­ე­ბის სა­კი­თხი არ მა­წუ­ხებს იმი­ტომ, რომ 100%-ით მარ­თა­ლი ვარ, შე­სა­ბა­მი­სად, გავ­ყვე­ბი და რაც იქ­ნე­ბა ეგ არის. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, იცით, რა არის? მე რომ მქონ­დეს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ად­ვო­კა­ტი და­ვი­ქი­რაო და მას ასი ათა­სო­ბით თან­ხა ვუ­ხა­დო და­ვა­დას­ტუ­რებ­დი, რომ ნამ­დვი­ლად ის არის იმი­ტომ, რომ ასი პრო­ცენ­ტით მარ­თა­ლი ვარ. ერთი სი­ტყვით, ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბა, ასე მგო­ნია იმი­ტომ, რომ მარ­თა­ლი ვარ. ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა, რო­გორ იქ­ნე­ბა.

რას და­ვა­პი­რებ და რას გა­ვა­კე­თებ ამას დრო გვიჩ­ვე­ნებს. ახლა, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჩემ­თვის მთა­ვა­რი არის ის, რომ მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ და მი­მაჩ­ნია, რომ ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი იყო და შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ ადა­მი­ანს, მოქ­მედ მო­სა­მარ­თლეს აბ­რა­ლებ­დე კო­რუფ­ცი­ას, მაგ­რამ თვი­თო­ნაც იცი­ან, რომ აქ კო­რუფ­ცია არა­ფერ შუ­შია და რე­ა­ლუ­რად მე მგო­ნია, რომ ჩემი და­სან­ქცი­რე­ბის სა­კი­თხი სხვა რა­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. მერე, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა იმი­ტომ, რომ ყვე­ლამ იცის, კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლად არ ვარ. თუ რამე იყო კო­რუფ­ცი­ის სა­ფუძ­ვე­ლი შე­ეძ­ლოთ კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტი ეთ­ქვათ, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტის და­სა­ხე­ლე­ბის გა­რე­შე მო­სა­მარ­თლეს აბ­რა­ლებ­დე, რომ ის კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლია ეს უკვე სხვა თე­მაა“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ.

კი­თხვა­ზე, გა­მო­რი­ცხავს, თუ არა სარ­ჩე­ლით მი­მარ­თოს აშშ-ში სა­სა­მარ­თლოს ასე უპა­სუ­ხა:

"არ გა­მოვ­რი­ცხავ, ახ­ლაც ვფიქ­რობ, არ ვიცი, ვნა­ხოთ, შევ­ხე­დოთ, რა და რო­გორ იქ­ნე­ბა“-გა­ნა­ცხა­და მუ­რუ­სი­ძემ.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ კი­დევ ერთ სან­ქცი­რე­ბულ მო­სა­მარ­თლეს, თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლეს ლე­ვან შენ­გე­ლი­ა­საც და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე თვის წინ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა და აღ­ნიშ­ნა, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­მარ­თვას გეგ­მავს, რათა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მის და­სან­ქცი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ა­სა­ჩივ­როს. ლე­ვან შენ­გე­ლი­ამ კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ ამ­ჯე­რად გა­ნა­ცხა­და, რომ ის შეხ­ვედ­რა­ზე იმ­ყო­ფე­ბა და კო­მენ­ტარს ვერ გა­ა­კე­თებს.

ცნო­ბის­თვის, აშშ-მ 2023 წლის გა­ზა­ფხულ­ზე, ოთხ ქარ­თველ მო­სა­მარ­თლეს - მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძეს, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძეს, ირაკ­ლი შენ­გე­ლი­ას და ვა­ლე­რი­ან ცერ­ცვა­ძეს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა. აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის, ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძის, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის, ირაკ­ლი შენ­გე­ლი­ას და ვა­ლე­რი­ან ცერ­ცვა­ძის სა­ჯა­რო სან­ქცი­რე­ბას ახ­დენს, ვი­ზის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ 7031(c) წე­სის სა­ფუძ­ველ­ზე, მნიშ­ვნე­ლო­ვან კო­რუფ­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მათი ჩარ­თუ­ლო­ბის გამო.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­ში ბლინ­კე­ნი გან­მარ­ტავს, აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა, ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნეს მათი თა­ნამ­დე­ბო­ბა რო­გორც სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე­ებ­მა და იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რებ­მა, რი­თაც ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნეს სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის მი­მართ.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ZZ
0

პატივცემულნო--- ძველო და მომქმედო ხელისუფლებავ! ეს ,,კაცი" ქართული სასამარლოს სირცხვილიააა

კალო
1

10 -10 ლარი რომ ავუკრიფოთ...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სანქციების საკითხი არ მაწუხებს... რომ მქონდეს საშუალება ადვოკატი დავიქირაო და ასიათასობით თანხა ვუხადო, სიმართლეს დავადასტურებდი" - ლევან მურუსიძე

"სანქციების საკითხი არ მაწუხებს... რომ მქონდეს საშუალება ადვოკატი დავიქირაო და ასიათასობით თანხა ვუხადო, სიმართლეს დავადასტურებდი" - ლევან მურუსიძე

იცით, რა არის? მე რომ მქონდეს იმის საშუალება, რომ ადვოკატი დავიქირაო და მას ასიათასობით თანხა ვუხადო დავადასტურებდი, რომ ნამდვილად ის არის იმიტომ, რომ ასი პროცენტით მართალი ვარ, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, აპირებს, თუ არა სარჩელის მომზადებას და აშშ-ში გაგზავნას მისი დასანქცირების საპასუხოდ, როგორც ამას აპირებდა ასევე ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე ლევან შენგელია.

ლევან მურუსიძის თქმით, მისი დასანქცირების საკითხთან კორუფცია არაფერ შუაშია და სახელმწიფო დეპარტამენტის ეს გადაწყვეტილება სხვა რამეს ემსახურებოდა.

"სიმართლე გითხრათ, ყველაფერი გამოჩნდება იმდენად დაუსაბუთებელი, არაზნეობრივია და არაფერს ეფუძნებოდა ეს სანქციები, ყველაფერი გამოჩნდება და დროთა განმავლობაში ცხადი გახდება. სიმართლე გითხრათ, სანქციების საკითხი არ მაწუხებს იმიტომ, რომ 100%-ით მართალი ვარ, შესაბამისად, გავყვები და რაც იქნება ეგ არის. ყოველ შემთხვევაში, იცით, რა არის? მე რომ მქონდეს იმის საშუალება, რომ ადვოკატი დავიქირაო და მას ასი ათასობით თანხა ვუხადო დავადასტურებდი, რომ ნამდვილად ის არის იმიტომ, რომ ასი პროცენტით მართალი ვარ. ერთი სიტყვით, ყველაფერი დალაგდება, ასე მგონია იმიტომ, რომ მართალი ვარ. ვნახოთ, რა იქნება, როგორ იქნება.

რას დავაპირებ და რას გავაკეთებ ამას დრო გვიჩვენებს. ახლა, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მთავარი არის ის, რომ მე დარწმუნებული ვარ და მიმაჩნია, რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელი იყო და შეუძლებელია, რომ ადამიანს, მოქმედ მოსამართლეს აბრალებდე კორუფციას, მაგრამ თვითონაც იციან, რომ აქ კორუფცია არაფერ შუშია და რეალურად მე მგონია, რომ ჩემი დასანქცირების საკითხი სხვა რამეს ემსახურებოდა. მერე, დროთა განმავლობაში, ყველაფერი გაირკვევა იმიტომ, რომ ყველამ იცის, კორუმპირებული ნამდვილად არ ვარ. თუ რამე იყო კორუფციის საფუძველი შეეძლოთ კონკრეტული ფაქტი ეთქვათ, მაგრამ კონკრეტული ფაქტის დასახელების გარეშე მოსამართლეს აბრალებდე, რომ ის კორუმპირებულია ეს უკვე სხვა თემაა“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

კითხვაზე, გამორიცხავს, თუ არა სარჩელით მიმართოს აშშ-ში სასამართლოს ასე უპასუხა:

"არ გამოვრიცხავ, ახლაც ვფიქრობ, არ ვიცი, ვნახოთ, შევხედოთ, რა და როგორ იქნება“-განაცხადა მურუსიძემ.

აღნიშნულ საკითხზე "ინტერპრესნიუსი“ კიდევ ერთ სანქცირებულ მოსამართლეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ლევან შენგელიასაც დაუკავშირდა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს, რათა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მის დასანქცირებასთან დაკავშირებით გაასაჩივროს. ლევან შენგელიამ კითხვის საპასუხოდ ამჯერად განაცხადა, რომ ის შეხვედრაზე იმყოფება და კომენტარს ვერ გააკეთებს.

ცნობისთვის, აშშ-მ 2023 წლის გაზაფხულზე, ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.