საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელი დემოკრატები მასკის სოციალურ ქსელ X-ს "ჰამასის" პროპაგანდით და ომის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებით სარგებლის მიღებაში ადანაშაულებენ
ამერიკელი დემოკრატები მასკის სოციალურ ქსელ X-ს "ჰამასის" პროპაგანდით და ომის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებით სარგებლის მიღებაში ადანაშაულებენ

აშშ-ს დე­მოკ­რა­ტე­ბის პა­ლა­ტის ჯგუფ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია X, ყო­ფი­ლი twitter-ი "ჰა­მა­სის" პრო­პა­გან­და­სა და ის­რა­ელ-"ჰა­მა­სის" ომის შე­სა­ხებ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბით სარ­გე­ბე­ლის მი­ღე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მკვლე­ვა­რე­ბის ჯგუ­ფის დას­კვნით, პლატ­ფორ­მა­ზე არა­ერ­თი ან­გა­რი­შია, რო­მე­ლიც აშშ-ს მიერ სან­ქცი­რე­ბულ ტე­რო­რის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბას ადი­დებს.

ორ ათე­ულ­ზე მეტ­მა ამე­რი­კელ­მა კა­ნონ­მდე­ბელ­მა ხელი მო­ა­წე­რა წე­რილს, რო­მე­ლიც X-ის მფლო­ბე­ლი მას­კის და კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რის, ლინ­და ია­კა­რი­ნოს სა­ხელ­ზე გა­იგ­ზავ­ნა.

"კა­ნონ­მდებ­ლე­ბი იმ აშ­კა­რა ნიშ­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნით აღ­შფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რო­მე­ლიც მი­უ­თი­თებს, რომ პლატ­ფორ­მა ჰა­მა­სის ტე­რო­რის­ტუ­ლი პრო­პა­გან­დის გავ­რცე­ლე­ბით სარ­გე­ბელს ნა­ხუ­ლობს".

  • წე­რილ­ში ნათ­ქვა­მია, რომ X არა მხო­ლოდ ყო­ველ­თვი­უ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბით, არა­მედ იმ რეკ­ლა­მე­ბი­თაც იღებს შე­მო­სა­ვალს, რომ­ლებ­საც 'ჰა­მა­სის პრო­პა­გან­დის­ტე­ბი" ვებ­სა­იტ­ზე ავ­რცე­ლე­ბენ.

გა­სულ თვე­ში მკვლე­ვა­რე­ბის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მოხ­სე­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მათ მრა­ვა­ლი ისე­თი ან­გა­რი­ში იპო­ვეს, რო­მე­ლიც "ჰა­მა­სის" იკო­ნოგ­რა­ფი­ის შემ­ცველ ვი­დე­ო­ებს ყო­ველ­დღი­უ­რად აზი­ა­რე­ბენ. ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია ის ან­გა­რი­შე­ბიც, რომ­ლე­ბიც ომ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ცრუ ან და­უ­სა­ბუ­თე­ბელ ინ­ფო­რამ­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ. ასე­თი პოს­ტე­ბი გლო­ბა­ლუ­რად 100-მა მი­ლი­ონ­მა ადა­მი­ან­მა ნახა.

X-ის მფლო­ბელ­მა, ილონ მასკმა სამ­შა­ბათს მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მო­ა­ცხა­და, რომ "ღა­ზის ომ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რეკ­ლა­მე­ბი­დან მთლი­ან შე­მო­სა­ვალს ის­რა­ე­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­სა და ღა­ზის წი­თელ ჯვარს გა­დას­ცემს", თუმ­ცა გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა სა­ხის რეკ­ლა­მებ­ზე სა­უბ­რობ­და და პირ­და­პირ კავ­შირ­შია თუ არა ეს გან­ცხა­დე­ბა დე­პუ­ტა­ტე­ბის წე­რილ­თან.

კომ­პა­ნი­ის ბიზ­ნე­სო­პე­რა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ჯო ბე­ნა­როხ­მა X-ის გეგ­მებ­ზე სა­უბ­რის­გან თავი შე­ი­კა­ვა, თუმ­ცა გა­ნა­ცხა­და, რომ შე­მო­წი­რუ­ლო­ბა სო­ლი­დუ­რი თან­ხა იქ­ნე­ბა.

წე­რილ­ში დე­პუ­ტა­ტე­ბი ია­კა­რი­ნოს და მასკს მო­უ­წო­დე­ბენ, რომ ბრალ­დე­ბებს 1-ლ დე­კემ­ბრამ­დე უპა­სუ­ხონ.

წყა­რო: cnn

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
S
1

დემოკტრაკებო თქვენი არეულია მსოფლიო რაც ხდება ყველაფერი თქვენი იდეოლოგიის გამოა

გადაბრალება თქვენი მოგონილია უფრო სწორად ესეც თქვენი მუშაობის სტილია აგერ სახეზეა თქვენი ნაც ლეკვები საქართველოში და უკრაინაში

Loki
3

არამგონია ეს მილიარდელი კაცი ჰამასის დიდებით რამეს შოულობდეს უფრო სიმართლის გავრცელება არ მოსწონთ ე.წ ლიბერალ დემოკრატებს.... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

ამერიკელი დემოკრატები მასკის სოციალურ ქსელ X-ს "ჰამასის" პროპაგანდით და ომის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებით სარგებლის მიღებაში ადანაშაულებენ

ამერიკელი დემოკრატები მასკის სოციალურ ქსელ X-ს "ჰამასის" პროპაგანდით და ომის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებით სარგებლის მიღებაში ადანაშაულებენ

აშშ-ს დემოკრატების პალატის ჯგუფმა სოციალური მედია X, ყოფილი twitter-ი "ჰამასის" პროპაგანდასა და ისრაელ-"ჰამასის" ომის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებით სარგებელის მიღებაში დაადანაშაულა. დამოუკიდებელი მკვლევარების ჯგუფის დასკვნით, პლატფორმაზე არაერთი ანგარიშია, რომელიც აშშ-ს მიერ სანქცირებულ ტერორისტულ დაჯგუფებას ადიდებს.

ორ ათეულზე მეტმა ამერიკელმა კანონმდებელმა ხელი მოაწერა წერილს, რომელიც X-ის მფლობელი მასკის და კომპანიის დირექტორის, ლინდა იაკარინოს სახელზე გაიგზავნა.

"კანონმდებლები იმ აშკარა ნიშნების აღმოჩენით აღშფოთებულები არიან, რომელიც მიუთითებს, რომ პლატფორმა ჰამასის ტერორისტული პროპაგანდის გავრცელებით სარგებელს ნახულობს".

  • წერილში ნათქვამია, რომ X არა მხოლოდ ყოველთვიური გადასახადებით, არამედ იმ რეკლამებითაც იღებს შემოსავალს, რომლებსაც 'ჰამასის პროპაგანდისტები" ვებსაიტზე ავრცელებენ.

გასულ თვეში მკვლევარების მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ მათ მრავალი ისეთი ანგარიში იპოვეს, რომელიც "ჰამასის" იკონოგრაფიის შემცველ ვიდეოებს ყოველდღიურად აზიარებენ. ასევე ნათქვამია, რომ იდენტიფიცირებულია ის ანგარიშებიც, რომლებიც ომთან დაკავშირებულ ცრუ ან დაუსაბუთებელ ინფორამციას ავრცელებენ. ასეთი პოსტები გლობალურად 100-მა მილიონმა ადამიანმა ნახა.

X-ის მფლობელმა, ილონ მასკმა სამშაბათს მოულოდნელად გამოაცხადა, რომ "ღაზის ომთან დაკავშირებული რეკლამებიდან მთლიან შემოსავალს ისრაელის საავადმყოფოებსა და ღაზის წითელ ჯვარს გადასცემს", თუმცა გაურკვეველია, რა სახის რეკლამებზე საუბრობდა და პირდაპირ კავშირშია თუ არა ეს განცხადება დეპუტატების წერილთან.

კომპანიის ბიზნესოპერაციების ხელმძღვანელმა, ჯო ბენაროხმა X-ის გეგმებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა განაცხადა, რომ შემოწირულობა სოლიდური თანხა იქნება.

წერილში დეპუტატები იაკარინოს და მასკს მოუწოდებენ, რომ ბრალდებებს 1-ლ დეკემბრამდე უპასუხონ.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა