ამერიკელმა ვარსკვლავმა პერის ჰილტონმა აღიარა, თუ რამდენად დაზარალდა, როდესაც მისი 10 თვის ვაჟი ფენიქსი ონლაინ ბულინგის სამიზნე გახდა.
ქალმა რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში პირველი შვილის ფოტო გამოაქვეყნა, რასაც უამრავი კომენტარი მოჰყვა, სადაც წერდნენ, რომ მის შვილს უჩვეულო ზომის თავის ზომა და ფორმა ჰქონდა, ამიტომ უმჯობესი იყო ექიმისთვის მიემართა.
"ჩვეულებრივ, სხვა შემთხვევაში ამ ადამიანებს პასუხის ღირსაც არც მივიჩნევდი, მაგრამ გული დამწყდა, რომ ასეთი სასტიკი ხალხი არსებობს მსოფლიოში", - ამბობს პერისი.
"არ მჯერა, რომ ისინი შეიძლება იყვნენ ასეთი უხეშები და სასტიკები პატარა უდანაშაულო ბავშვის მიმართ. შეგიძლია რაც გინდა თქვა ჩემზე, მაგრამ ის ხომ ჩემი პატარა ანგელოზია. და თუ ვინმე ოდესმე რამეს იტყვის მასზე ან მის გრძნობებს შეურაცხყოფს, ყოველთვის დავიცავ მას“, - დაჰპირდა მას ვარსკვლავი დედა.
პერისმა მადლობა გადაუხადა იმ დედებს, ვინც მისთვის ამ რთულ პერიოდში მხარდაჭერი კომენტარები დაწერა და დაარწმუნა, რომ მისი შვილი ლამაზია.
შეგახსენებთ, სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ჰილტონს ურჩიეს, სასწრაფოდ ეჩვენებინა ფენიქსი ექიმისთვის, რადგან ბავშვს უჩვეულოდ დიდი თავი ჰქონდა. პერისი ირწმუნება, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელია და უბრალოდ „დიდი ტვინი“ აქვს.
უფს ბოდიშით თევზების ამყაროში ადამიანი დაიბადა და გამოჩნდა ამიტომ შეიძულეს ეს სმპატიური ანგელოზი.
საწყალი ბავშვი, ეტყობა "მშობელს ფული არ აქვს" ექიმს რომ ანახონ :( ყველგან კი არ არიან ისეთი კეთილი სამარიტელები როგორც ჩვენთან, ექიმის ფულსაც მისცემდნენ დოლარებში და საქვეყნოდ გაუ(ი)თქვამდნენ სახელს. ;)