რუსეთსა და ნატო-ს შორის შეიარაღებული კონფლიქტის განვითარება ნატო-ზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
რიაბკოვი რუსეთსა და ნატო-ს შორის შეიარაღებულ კონფლიქტს არ გამორიცხავს.
"ეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზეა დამოკიდებული. არჩევანი მთლიანად ნატო-ს მხარეზეა. ჩვენ მზად ვართ, როგორც უკვე ვაჩვენეთ, ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით ჩვენი ეროვნული ინტერესები დავიცვათ“, - განაცხადა რიაბკოვმა.
რიაბკოვმა აღნიშნა, რომ ახლო მომავალში რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია.
"არ ვფიქრობ, რომ რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები ახლო მომავალში ამა თუ იმ ფორმით აღდგება. ეს პრინციპული და პრაქტიკული მიზეზების გამოა გამორიცხული. თუ ვინმე დასავლეთში თვლის, რომ ჩვენ ეს ურთიერთობები გვჭირდება, მაშინ მათ მცდარი წარმოდგენა აქვთ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ნუთუ ვინმეს მართლა ჰგონია, რომ რუსეთის ბირთვულ არსენალს შტერები აკონტროლებენ და პუტინის ხელის აქნევაზე ბირთვულ რაკეტებს გაისვრიან. ასეთი რამ გამორიცხულია. ამერიკას აწყობს ომის გაჭიანურება, რადგან ომი რაც უფრო მეტხანს გაგრძელდება მით უფრო დასუსტდება რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი, რაზეც ამრიკა დიდიხანია ოცნებობდა.
ესენი ერთხელაც გამოსტყუებენ რუსეთს ბირთვულ სოკოს...