"ჰამასის" მიერ დატყვევებული ყველაზე პატარა მძევალი, 10 თვის ისრაელელი ბიჭი, პალესტინის სხვა ტერორისტულ დაჯგუფებას გადასცეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, ავაცაი ადრეიმ ორშაბათს განაცხადა, რომ ბიბასის ოჯახი - მათ შორის, 10 თვის კფირი, მისი 4 წლის ძმა არიელი და მათი მშობლები ქალაქ ხან იონისში არიან დატყვევებული.
"ჰამაისის“ ტყვეობაში არიან 1 წლამდე ასაკის ჩვილები, რომლებსაც დღის სინათლე 50 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში არ უნახავთ. "ჰამასი“ მათ ნადავლივით ექცევა და ზოგჯერ ღაზის სექტორში მდებარე სხვა ტერორისტულ ორგანიზაციას გადასცემს“, - წერს ავაცაი ადრეი.
ბიბასების ოთხსულიანი ოჯახი იმ 240 მძევალს შორის იყო, რომლებიც "ჰამასმა" 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის დროს აიყვანა.
ორშაბათს, ისრაელი და "ჰამასი" შეთანხმდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის დროებითი ზავი კიდევ ორი დღით გახანგრძლივდებოდა - რაც იმას ნიშნავს, რომ ტერორისტები ორდღიანი მშვიდობის სანაცვლოდ კიდევ 20 მძევალს გაათავისუფლებენ.
ხან იუნისი, სადაც ბიბასების ოჯახი იმყოფება, სავარაუდოდ, ისრაელის სამიზნე იქნება ზავის ამოწურვის შემდეგ. ვარაუდობენ, რომ "ჰამასმა" ჩვილი გამიზნულად გადაიყვანა ქალაქში, როგორც ზავის გაგრძელების საშუალება.
ევროკავშირის ადამიანების უფლებების მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი,ამერიკელი პროფესორი რიჩარდ ფალკი " 20 ნოემბრის მდგომარეობით ღაზას სექტორში დაღუპულია 16413 მშვიდობანი მაცხოვრებელი,დაჭრილია 34000,მსხვერპლის 42% ბავშვები შეადგენენ"
წყარო ბრიტანული "გარდიანი"
Despite the truce, people in Gaza will keep dying – this horrifying death toll must never be forgotten | Owen Jones | The Guardian
ვისაც გარდიანი არ მოგწონთ შეგიძლიათ unisef- ის ოფიციალურ გვერდს ეწვიოთ და მაგალითად ეს ინფორმაცია წაიკითხოთ Child casualties in Gaza “a growing stain on our collective conscience” (unicef.org)