მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნების“ კაცი დეპუტატები არ ერიდებიან თავდასხმას ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების წინააღმდეგ - რომელი თქვენგანი იტყვის, რომ ეს ქართული და კაცურია?" - თინა ბოკუჩავა
"ოცნების“ კაცი დეპუტატები არ ერიდებიან თავდასხმას ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების წინააღმდეგ - რომელი თქვენგანი იტყვის, რომ ეს ქართული და კაცურია?" - თინა ბოკუჩავა

"ამ­გვარ თავ­დას­ხმას უკვე სის­ტე­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თი აქვს, რო­დე­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კაცი დე­პუ­ტა­ტე­ბი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ქალი დე­პუ­ტა­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბას, სი­ძულ­ვი­ლის ენას და თავ­დას­ხმას არ ერი­დე­ბი­ან - მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­მე­ლი თქვენ­გა­ნი იტყვის, რომ ქა­ლის ამ­გვა­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა ან ქარ­თუ­ლია, ან ეროვ­ნუ­ლია, ან კა­ცუ­რია, ან ევ­რო­პუ­ლია ან რა­ი­მე მო­რალ­ში ან სტან­დარ­ტში ჯდე­ბა", - ასე მი­მარ­თა ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე თინა ბო­კუ­ჩა­ვამ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებს პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა მძი­მე პრობ­ლე­მაა და "იმის მა­გივ­რად, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი თა­ვის კა­ნონ­შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბით ამ პრობ­ლე­მას აგ­ვა­რებ­დეს, თქვე­ნი რი­ტო­რი­კით, თქვე­ნი საქ­ცი­ე­ლით, თქვე­ნი ქმე­დე­ბით აღ­რმა­ვებთ მას“.

"მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო იმ ფაქტს, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში წინა პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის დროს მოხ­და, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ უკი­დუ­რე­სად ამო­რა­ლუ­რი, უხამ­სი სი­ძულ­ვი­ლის ენა გა­მო­ი­ყე­ნა ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ქალი დე­პუ­ტა­ტის წი­ნა­აღ­მდეგ. ამ­გვარ თავ­დას­ხმას უკვე სის­ტე­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თი აქვს, რო­დე­საც "ოც­ნე­ბის“ კაცი დე­პუ­ტა­ტე­ბი არ ერი­დე­ბი­ან ძა­ლა­დო­ბას, სი­ძულ­ვი­ლის ენას და თავ­დას­ხმას ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ქალი დე­პუ­ტა­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის­თვის უდი­დე­სი სირ­ცხვი­ლი და მათ შო­რის, ამ­გვა­რი ამო­რა­ლუ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დრო­საც კი, არ უნა­ხავს. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს თქვე­ნი ბოლო ჟა­მის­კენ [წას­ვლას] მი­ა­ნიშ­ნებს. ის, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად დუმ­ხართ ამ ფაქ­ტებ­ზე, თქვენც, თი­თო­ე­ულ თქვენ­განს, ამ პრო­ცე­სის თა­ნა­მო­ნა­წი­ლეს გხდით. პო­ზი­ცი­ო­ნი­რებთ ხოლ­მე, რო­გორც ქარ­თუ­ლი, ეროვ­ნუ­ლი, "ქარ­თვე­ლო­ბის“ დამ­ცვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა და მე მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­მე­ლი თქვენ­გა­ნი იტყვის, რომ ქა­ლის ამ­გვა­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა ან ქარ­თუ­ლია, ან ეროვ­ნუ­ლია, ან კა­ცუ­რია, ან ევ­რო­პუ­ლია ან ჯდე­ბა რა­ი­მე მო­რალ­ში ან სტან­დარ­ტში? სა­მარ­ცხვი­ნოა ეს და მე­ტიც, ეს არის და­ნა­შა­უ­ლის წა­ხა­ლი­სე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა. თქვე­ნი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა, ბა­ტო­ნო შალ­ვა, ისე­ვე, რო­გორც ბე­რა­ი­ას სი­ძულ­ვი­ლის ენა, ისე­ვე, რო­გორც ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის ძა­ლა­დო­ბა, ეს არის ქალ­თა წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბის პირ­და­პი­რი წა­ხა­ლი­სე­ბა, ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ეს არის ძა­ლი­ან მძი­მე პრობ­ლე­მა. იმის მა­გივ­რად, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი თა­ვის კა­ნონ­შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბით ამ პრობ­ლე­მას აგ­ვა­რებ­დეს, თქვე­ნი რი­ტო­რი­კით, თქვე­ნი საქ­ცი­ე­ლით, თქვე­ნი ქმე­დე­ბით აღ­რმა­ვებთ მას. ამას­თან, იმით, რომ თვალს ხუ­ჭავთ და თა­ნა­ზი­ა­რი ხდე­ბით იმის, რაც ჩვენ ბე­რა­ი­ას მხრი­დან“ მო­ვის­მი­ნეთ“, - გა­ნა­ცხა­და თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახეთი
1

რომელი ხართ მანდ ქალი?

ნანა
2

და თქვენ ქალები გქვიათ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ოცნების“ კაცი დეპუტატები არ ერიდებიან თავდასხმას ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების წინააღმდეგ - რომელი თქვენგანი იტყვის, რომ ეს ქართული და კაცურია?" - თინა ბოკუჩავა

"ოცნების“ კაცი დეპუტატები არ ერიდებიან თავდასხმას ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების წინააღმდეგ - რომელი თქვენგანი იტყვის, რომ ეს ქართული და კაცურია?" - თინა ბოკუჩავა

"ამგვარ თავდასხმას უკვე სისტემატური ხასიათი აქვს, როდესაც "ქართული ოცნების“ კაცი დეპუტატები ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების წინააღმდეგ ძალადობას, სიძულვილის ენას და თავდასხმას არ ერიდებიან - მაინტერესებს, რომელი თქვენგანი იტყვის, რომ ქალის ამგვარი შეურაცხყოფა ან ქართულია, ან ეროვნულია, ან კაცურია, ან ევროპულია ან რაიმე მორალში ან სტანდარტში ჯდება", - ასე მიმართა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ "ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე განცხადებით, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობა მძიმე პრობლემაა და "იმის მაგივრად, რომ საქართველოს პარლამენტი თავის კანონშემოქმედებითი საქმიანობით ამ პრობლემას აგვარებდეს, თქვენი რიტორიკით, თქვენი საქციელით, თქვენი ქმედებით აღრმავებთ მას“.

"მინდა გამოვეხმაურო იმ ფაქტს, რომელსაც საქართველოს პარლამენტში წინა პლენარული სხდომის დროს მოხდა, როდესაც საქართველოს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ უკიდურესად ამორალური, უხამსი სიძულვილის ენა გამოიყენა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატის წინააღმდეგ. ამგვარ თავდასხმას უკვე სისტემატური ხასიათი აქვს, როდესაც "ოცნების“ კაცი დეპუტატები არ ერიდებიან ძალადობას, სიძულვილის ენას და თავდასხმას ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების წინააღმდეგ.

ეს არის საქართველოს პარლამენტისთვის უდიდესი სირცხვილი და მათ შორის, ამგვარი ამორალურობა საქართველოს პარლამენტს "ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი, არ უნახავს. სავარაუდოდ, ეს თქვენი ბოლო ჟამისკენ [წასვლას] მიანიშნებს. ის, რომ პრაქტიკულად დუმხართ ამ ფაქტებზე, თქვენც, თითოეულ თქვენგანს, ამ პროცესის თანამონაწილეს გხდით. პოზიციონირებთ ხოლმე, როგორც ქართული, ეროვნული, "ქართველობის“ დამცველი პოლიტიკური ძალა და მე მაინტერესებს, რომელი თქვენგანი იტყვის, რომ ქალის ამგვარი შეურაცხყოფა ან ქართულია, ან ეროვნულია, ან კაცურია, ან ევროპულია ან ჯდება რაიმე მორალში ან სტანდარტში? სამარცხვინოა ეს და მეტიც, ეს არის დანაშაულის წახალისება ქვეყანაში, სადაც ქალთა მიმართ ძალადობა ძალიან სერიოზული პრობლემაა. თქვენი ფიზიკური ძალადობა, ბატონო შალვა, ისევე, როგორც ბერაიას სიძულვილის ენა, ისევე, როგორც ლევან მგალობლიშვილის ძალადობა, ეს არის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის პირდაპირი წახალისება, ქვეყანაში, სადაც ეს არის ძალიან მძიმე პრობლემა. იმის მაგივრად, რომ საქართველოს პარლამენტი თავის კანონშემოქმედებითი საქმიანობით ამ პრობლემას აგვარებდეს, თქვენი რიტორიკით, თქვენი საქციელით, თქვენი ქმედებით აღრმავებთ მას. ამასთან, იმით, რომ თვალს ხუჭავთ და თანაზიარი ხდებით იმის, რაც ჩვენ ბერაიას მხრიდან“ მოვისმინეთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.