პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინას აკლია შეიარაღება - მძიმე საარტილერიო დანადგარები და ჭურვები" - რას ამბობს მამუკა მამულაშვილი ტყვედ ჩავარდნილ ქართველებსა და ფრონტზე შექმნილ ვითარებაზე?
"უკრაინას აკლია შეიარაღება - მძიმე საარტილერიო დანადგარები და ჭურვები" - რას ამბობს მამუკა მამულაშვილი ტყვედ ჩავარდნილ ქართველებსა და ფრონტზე შექმნილ ვითარებაზე?

ამ ცოტა ხნის წინ, პირ­ვე­ლად, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის 2-წლი­ა­ნი ომის გან­მავ­ლო­ბა­ში, "ქარ­თულ­მა ლე­გი­ონ­მა“ ზე­დი­ზედ 3 მებ­რძო­ლი და­კარ­გა და ასე­ვე პირ­ვე­ლად ამ ომის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუ­სებს ქარ­თვე­ლი ტყვე­ე­ბი ჰყავთ. 25 ნო­ემ­ბერს უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ გა­სუ­ლი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ კი­ევ­ზე დრო­ნე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა ომის და­წყე­ბი­დან დღემ­დე ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი იყო. უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ­ზე მი­ტა­ნი­ლი იე­რი­შის გამო, კი­ევ­ში ვი­ზი­ტით მყოფ ლატ­ვი­ის პრე­ზი­დენტს, ედ­გარს რინ­კე­ვიჩს თავ­შე­სა­ფარ­ში ჩას­ვლა მო­უ­წია. 27 ნო­ემ­ბერს სა­ჰა­ე­რო გან­გა­ში გა­მო­ცხად­და უკ­რა­ი­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ყვე­ლა­ფე­რი მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ ომი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ცხელ ფა­ზა­ში შე­ვი­და. უფრო ვრცლად უკ­რა­ი­ნის ფრონ­ტის ხაზ­ზე და ქარ­თველ მებ­რძო­ლებ­ზე "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­უ­რი მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ტყვე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვე­რა­ფერს გე­ტყვით, მათ "ქარ­თულ ლე­გი­ონ­თან“ არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვთ. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას საკ­მა­ოდ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს რუ­სეთ­თან, პრე­მი­ერს შე­უძ­ლია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს ბი­ჭე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის საქ­მე­ში. მალე წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი და­ი­წყე­ბა, იმე­დი მაქვს, ამის გამო მა­ინც გა­ა­კე­თე­ბენ რა­მეს.

- ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ უკვე თქვა, რომ ვე­რა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ, რად­გან ისი­ნი რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბი არი­ან...

- დიახ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან. ისი­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან, სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე იზ­რუ­ნონ. რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დია გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს ქარ­თულ ტყვე­ებს, ntv - მ ტყვედ ჩა­ვარ­დნი­ლი ერთ-ერთი ქარ­თვე­ლის, გი­ორ­გი შუ­ბი­თი­ძის მო­რი­გი ჩვე­ნე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც შუ­ბი­თი­ძე ყვე­ბა, რომ მა­ი­და­ნის მოვ­ლე­ნებ­ში იმ­ჟა­მინ­დელ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა ჩარ­თეს და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა და­ა­ვა­ლეს. რამ­დე­ნად სარ­წმუ­ნოა, რუ­სუ­ლი ტე­რო­რის ქვეშ მყო­ფი ადა­მი­ა­ნის ასე­თი ჩვე­ნე­ბა?

ტყვედ ჩა­ვარ­დნი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი

რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და და სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბა ძა­ლი­ან ხში­რად ემ­თხვე­ვი­ან ხოლ­მე ერ­თმა­ნეთს ვერ­სი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ში. უკ­რა­ი­ნულ მა­ი­დან­ში ქარ­თუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ვერ­სია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბის მხრი­და­ნაც ხომ მოგ­ვის­მე­ნია? ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია, ნორ­მა­ლუ­რად მო­აზ­როვ­ნე ქარ­თვე­ლის­თვის. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში ორი წლის წინ, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის შემ­დეგ ჩა­მო­ვიდ­ნენ. რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და მათ იმას ათ­ქმე­ვი­ნებს, რისი გახ­მო­ვა­ნე­ბაც აწყობს, მაგ­რამ ფაქ­ტე­ბი სულ სხვაგ­ვა­რია, ეს ბი­ჭე­ბი 2016 წელს რომ უკვე აქ ყო­ფი­ლიყ­ვნენ, მე აუ­ცი­ლებ­ლად მე­ცო­დი­ნე­ბო­და. ამ პე­რი­ოდ­ში უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ყა­ვი უკვე და ასე თუ ისე, თით­ქმის ყვე­ლა ქარ­თველ მებ­რძოლ­თან მქონ­და შე­ხე­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ხე­ლი და გვა­რი მა­ინც მექ­ნე­ბო­და გა­გო­ნი­ლი. გი­ორ­გი შუ­ბი­თი­ძი­სა და გი­ორ­გი გოგ­ლი­ძის შე­სა­ხებ მე ნამ­დვი­ლად არა­ფე­რი გა­მი­გია. მე ვიცი, რას ნიშ­ნავს რუ­სე­ბის ხელ­ში ტყვე­ო­ბა, ჯერ კი­დევ ბავ­შვი აღ­მოვ­ჩნდი მათ ტყვე­ო­ბა­ში. ამ ბი­ჭებს ძა­ლი­ან რთუ­ლი მო­მენ­ტე­ბი აქვთ გა­სავ­ლე­ლი. იმე­დია, გა­უძ­ლე­ბენ და გა­დარ­ჩე­ბი­ან.

- რაც შე­ე­ხე­ბა ბრძო­ლის ველ­ზე და­ცე­მულ ლე­გი­ო­ნე­რებს, თქვენ ხში­რად აღ­ნიშ­ნავ­დით, რომ "ქარ­თულ ლე­გი­ონ­ში“ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი იყ­ვნენ და კარ­გად იცოდ­ნენ, რო­გორ უნდა გა­დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ. ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად, თა­ნაც ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით, თვე­ნა­ხე­ვარ­ში სამი გა­მოც­დი­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი და­კარ­გეთ. რო­გორ მოხ­და ეს?

- რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ფრონტზე ახლა ძა­ლი­ან მძი­მე ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. რუ­სე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რო­ბენ აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით, კო­რე­ამ მი­ა­წო­და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სა­არ­ტი­ლე­რიო ჭურ­ვე­ბი და ახლა ფრონ­ტის ხა­ზის სუ­რა­თის შეც­ვლას ცდი­ლო­ბენ. ამით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის და­ღუპ­ვაც.

- რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ისე მოხ­დეს, რომ მარ­თლაც რუ­სე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ შე­იც­ვა­ლოს არ­სე­ბუ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბა, მით უფრო, რომ ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნე­ბი უკ­რა­ი­ნულ კონ­ტრშე­ტე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ გა­მარ­თლდა.

- საქ­მე იმა­შია, რომ უკ­რა­ი­ნას აკ­ლია შე­ი­ა­რა­ღე­ბა - მძი­მე სა­არ­ტი­ლე­რიო და­ნად­გა­რე­ბი და ჭურ­ვე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ ვერ მო­ხერ­ხდა სწრა­ფი კონ­ტრშე­ტე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ზამ­თა­რი სა­არ­ტი­ლე­რიო ბრძო­ლე­ბის­თვის ცოტა რთუ­ლი ფა­ზაა, ტექ­ნი­კის გა­და­ად­გი­ლე­ბაც ჭირს და ქვე­ი­თე­ბი­საც, ამი­ტომ ძი­რი­თა­დად სა­არ­ტი­ლე­რიო დუ­ე­ლე­ბი იქ­ნე­ბა. ეს, რა თქმა უნდა, სი­ტუ­ა­ცი­ას არ­თუ­ლებს. დღეს უკ­რა­ი­ნას სჭირ­დე­ბა და­ფი­ნან­სე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა.

- და­სავ­ლურ პრე­სა­ში სულ უფრო ხში­რად გვხვდე­ბა სტა­ტი­ე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბულ კო­რუფ­ცი­ა­ზე. მა­გა­ლი­თად, გა­ზე­თი "პო­ლი­ტი­კო“ წერ­და, რომ ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს ბევ­რად უფრო აწუ­ხებთ კო­რუფ­ცია უკ­რა­ი­ნა­ში, ვიდ­რე ამას სა­ჯა­როდ აღი­ა­რე­ბენ. გა­მო­ცე­მა­ში ისიც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ კო­რუფ­ცი­ის სა­კი­თხმა შე­იძ­ლე­ბა შე­არ­ყი­ოს უკ­რა­ი­ნე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და უცხო­ე­ლი ლი­დე­რე­ბის ნდო­ბა ზე­ლენ­სკის მთავ­რო­ბის მი­მართ. კუ­ლუ­ა­რებ­ში ლა­პა­რა­კია და­კარ­გულ ია­რაღ­ზეც...

- ია­რა­ღი არ­სად იკარ­გე­ბა, უბ­რა­ლოდ, პრო­ცე­სე­ბი ისე გან­ვი­თარ­და, რომ ბევ­რად უფრო მეტი ამუ­ნი­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა დაგ­ვჭირ­და, ვიდ­რე გათ­ვლი­ლი იყო. რაც შე­ე­ხე­ბა კო­რუფ­ცი­ას, მე არ ვარ პო­ლი­ტი­კო­სი და პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს ვერ გა­ვა­კე­თებ, მე შე­მიძ­ლია მხო­ლოდ ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ ვი­ლა­პა­რა­კო. უკ­რა­ი­ნა­ში კო­რუფ­ცია რომ არის, თა­ნაც, საკ­მა­ოდ დიდი მას­შტა­ბე­ბის, ამას არა­ვინ უარ­ყოფს, მაგ­რამ და­სავ­ლე­თის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბა სრუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბრძო­ლის ველ­ზე, ფი­ნან­სე­ბის შე­სა­ხებ კი ნამ­დვი­ლად არა­ფე­რი ვიცი, ასეთ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან შე­ხე­ბა არ მქო­ნია.

- მას შემ­დეგ, რაც უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დალ­მა, ვა­ლე­რი ზა­ლუ­ჟ­ნიმ უკ­რა­ი­ნუ­ლი კონ­ტრშე­ტე­ვის ჩა­ვარ­დნა­ზე ისა­უბ­რა, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მასა და პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის შო­რის სე­რი­ო­ზუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბაა.

- ეს ალ­ბათ რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის აგო­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვია. მე ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს.

- ამ მო­ცე­მუ­ლო­ბის ფონ­ზე, რო­გო­რია ჩვე­ნი, ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბის გან­წყო­ბა და მო­ტი­ვა­ცია, ომით გა­დაღ­ლა ან იმედ­გაც­რუ­ე­ბა ხომ არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა მათ­ში?

- არა­ნა­ი­რი გა­დაღ­ლა და იმედ­გაც­რუ­ე­ბა, ძვე­ლე­ბუ­რი მონ­დო­მე­ბი­თა და შე­მარ­თე­ბით ვა­კე­თებთ ისევ იმას, რა­საც ამ 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­კე­თებ­დით. სამ­წუ­ხა­როდ, გვაქვს მსხვერ­პლი, გა­მოც­დი­ლი მებ­რძო­ლე­ბი დაგ­ვე­ღუ­პა, 11 დაგ­ვეჭ­რა, დაჭ­რი­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უკე­თე­სია და ისი­ნი მზად არი­ან გა­ნაგ­რძონ ბრძო­ლა, რო­გორც კი ფეხ­ზე დად­გე­ბი­ან.

- რო­გორც მე­თა­უ­რი, რაც იტყვით, და­ღუ­პულ მებ­რძო­ლებ­ზე?

- რო­გორც მახ­სოვს, ზაქ­რო შუ­ბი­თი­ძე­ზე ბევ­რი გე­სა­უბ­რეთ, ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ვინც შემ­ხვედ­რია.

ზაქ­რო შუ­ბი­თი­ძე

იგი­ვეს თქმა შე­მიძ­ლია რა­მაზ ფე­ტე­ლა­ვა­სა და ბექა ლო­მაშ­ვილ­ზე. ისი­ნიც, არა მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სო ჯა­რის­კა­ცე­ბი, გა­მორ­ჩე­უ­ლად კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბიც იყ­ვნენ. სა­მა­გა­ლი­თო ოჯა­ხებ­ში იყ­ვნენ გაზ­რდი­ლე­ბი. ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ბი­ჭებ­თა­ნაც ვლა­პა­რა­კობ­დი, სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი პირ­ველ რიგ­ში გვე­ღუ­პე­ბი­ან. ძა­ლი­ან დამ­წყვი­ტეს გული, ყვე­ლა ძა­ლი­ან გან­ვიც­დით ამ ბი­ჭე­ბის ამ­ბავს.

- ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, კარ­გი ამ­ბე­ბიც გაქვთ, ახ­ლა­ხან თქვე­ნი ერთ-ერთი მებ­რძო­ლი პატ­რი­არ­ქმა და­ა­ჯილ­დო­ვა.

- კი, ასე­თი ამ­ბე­ბიც გვაქვს, იმი­ტომ რომ გა­მორ­ჩე­უ­ლი ბი­ჭე­ბი გვყავს. ამ­ჯე­რად პატ­რი­არ­ქმა და­ა­ჯილ­დო­ვა ჩვე­ნი მებ­რძო­ლი - უკ­რა­ი­ნა­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი სი­მა­მა­ცი­სა და თავ­გან­წირ­ვის­თვის, არა­ერ­თი ჯილ­დო გვაქვს მი­ღე­ბუ­ლი დაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და უშიშ­რო­ე­ბის­გან. სხვა­დას­ხვა ოფი­ცი­ა­ლუ­რი უწყე­ბე­ბი ლა­მის ყო­ველ­დღი­უ­რად აჯილ­დო­ე­ბენ ჩვენს ბი­ჭებს. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, ასეთ ინ­ფორ­მა­ცი­ებს დი­დად არ ვუ­კე­თებთ აფი­ში­რე­ბას.

- და­ბო­ლოს, უახ­ლო­ეს ხან­ში პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რო­გო­რი მო­ლო­დი­ნი გაქვთ?

- იმე­დი მაქვს, რომ ამე­რი­კა გა­აგ­რძე­ლებს უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბას, უკ­რა­ი­ნა კი ამ ომს აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­გებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"უკრაინას აკლია შეიარაღება - მძიმე საარტილერიო დანადგარები და ჭურვები" - რას ამბობს მამუკა მამულაშვილი ტყვედ ჩავარდნილ ქართველებსა და ფრონტზე შექმნილ ვითარებაზე?

"უკრაინას აკლია შეიარაღება - მძიმე საარტილერიო დანადგარები და ჭურვები" - რას ამბობს მამუკა მამულაშვილი ტყვედ ჩავარდნილ ქართველებსა და ფრონტზე შექმნილ ვითარებაზე?

ამ ცოტა ხნის წინ, პირველად, რუსეთ-უკრაინის 2-წლიანი ომის განმავლობაში, "ქართულმა ლეგიონმა“ ზედიზედ 3 მებრძოლი დაკარგა და ასევე პირველად ამ ომის განმავლობაში, რუსებს ქართველი ტყვეები ჰყავთ. 25 ნოემბერს უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში რუსული ძალების მიერ კიევზე დრონებით განხორციელებული თავდასხმა ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მასშტაბური იყო. უკრაინის დედაქალაქზე მიტანილი იერიშის გამო, კიევში ვიზიტით მყოფ ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს თავშესაფარში ჩასვლა მოუწია. 27 ნოემბერს საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ომი განსაკუთრებულად ცხელ ფაზაში შევიდა. უფრო ვრცლად უკრაინის ფრონტის ხაზზე და ქართველ მებრძოლებზე "ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი გვესაუბრება:

- ტყვეებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, მათ "ქართულ ლეგიონთან“ არანაირი კავშირი არ აქვთ. საქართველოს მთავრობას საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, პრემიერს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ბიჭების გათავისუფლების საქმეში. მალე წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყება, იმედი მაქვს, ამის გამო მაინც გააკეთებენ რამეს.

- ქვეყნის მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უკვე თქვა, რომ ვერაფერს გააკეთებენ, რადგან ისინი რუსეთ-უკრაინის სამხედრო ტყვეები არიან...

- დიახ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები არიან. ისინი ვალდებულები არიან, საკუთარ მოქალაქეებზე იზრუნონ. რუსული პროპაგანდისტული მედია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართულ ტყვეებს, ntv - მ ტყვედ ჩავარდნილი ერთ-ერთი ქართველის, გიორგი შუბითიძის მორიგი ჩვენება გამოაქვეყნა, რომელშიც შუბითიძე ყვება, რომ მაიდანის მოვლენებში იმჟამინდელმა სპეცსამსახურებმა ჩართეს და უკრაინელების მკვლელობა დაავალეს. რამდენად სარწმუნოა, რუსული ტერორის ქვეშ მყოფი ადამიანის ასეთი ჩვენება?

ტყვედ ჩავარდნილი ქართველები

რუსული პროპაგანდა და საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ძალიან ხშირად ემთხვევიან ხოლმე ერთმანეთს ვერსიების გავრცელებაში. უკრაინულ მაიდანში ქართული სპეცსამსახურების მონაწილეობის ვერსია "ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდანაც ხომ მოგვისმენია? ყველაფერი ნათელია, ნორმალურად მოაზროვნე ქართველისთვის. ეს ადამიანები უკრაინაში ორი წლის წინ, ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ ჩამოვიდნენ. რუსული პროპაგანდა მათ იმას ათქმევინებს, რისი გახმოვანებაც აწყობს, მაგრამ ფაქტები სულ სხვაგვარია, ეს ბიჭები 2016 წელს რომ უკვე აქ ყოფილიყვნენ, მე აუცილებლად მეცოდინებოდა. ამ პერიოდში უკრაინაში ვიყავი უკვე და ასე თუ ისე, თითქმის ყველა ქართველ მებრძოლთან მქონდა შეხება, ყოველ შემთხვევაში, სახელი და გვარი მაინც მექნებოდა გაგონილი. გიორგი შუბითიძისა და გიორგი გოგლიძის შესახებ მე ნამდვილად არაფერი გამიგია. მე ვიცი, რას ნიშნავს რუსების ხელში ტყვეობა, ჯერ კიდევ ბავშვი აღმოვჩნდი მათ ტყვეობაში. ამ ბიჭებს ძალიან რთული მომენტები აქვთ გასავლელი. იმედია, გაუძლებენ და გადარჩებიან.

- რაც შეეხება ბრძოლის ველზე დაცემულ ლეგიონერებს, თქვენ ხშირად აღნიშნავდით, რომ "ქართულ ლეგიონში“ პროფესიონალები იყვნენ და კარგად იცოდნენ, როგორ უნდა გადარჩენილიყვნენ. ორი წლის განმავლობაში პირველად, თანაც ერთმანეთის მიყოლებით, თვენახევარში სამი გამოცდილი ქართველი მებრძოლი დაკარგეთ. როგორ მოხდა ეს?

- რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ახლა ძალიან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. რუსები განსაკუთრებით აქტიურობენ აღმოსავლეთის მიმართულებით, კორეამ მიაწოდა დიდი რაოდენობით საარტილერიო ჭურვები და ახლა ფრონტის ხაზის სურათის შეცვლას ცდილობენ. ამით არის განპირობებული ჩვენი ბიჭების დაღუპვაც.

- რამდენად შესაძლებელია, რომ ისე მოხდეს, რომ მართლაც რუსების სასარგებლოდ შეიცვალოს არსებული მოცემულობა, მით უფრო, რომ ჩვენი მოლოდინები უკრაინულ კონტრშეტევასთან დაკავშირებით არ გამართლდა.

- საქმე იმაშია, რომ უკრაინას აკლია შეიარაღება - მძიმე საარტილერიო დანადგარები და ჭურვები. სწორედ ამიტომ ვერ მოხერხდა სწრაფი კონტრშეტევის განხორციელება. ზამთარი საარტილერიო ბრძოლებისთვის ცოტა რთული ფაზაა, ტექნიკის გადაადგილებაც ჭირს და ქვეითებისაც, ამიტომ ძირითადად საარტილერიო დუელები იქნება. ეს, რა თქმა უნდა, სიტუაციას ართულებს. დღეს უკრაინას სჭირდება დაფინანსება და შესაბამისი აღჭურვილობა.

- დასავლურ პრესაში სულ უფრო ხშირად გვხვდება სტატიები უკრაინაში არსებულ კორუფციაზე. მაგალითად, გაზეთი "პოლიტიკო“ წერდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებს ბევრად უფრო აწუხებთ კორუფცია უკრაინაში, ვიდრე ამას საჯაროდ აღიარებენ. გამოცემაში ისიც აღნიშნული იყო, რომ კორუფციის საკითხმა შეიძლება შეარყიოს უკრაინელი საზოგადოებისა და უცხოელი ლიდერების ნდობა ზელენსკის მთავრობის მიმართ. კულუარებში ლაპარაკია დაკარგულ იარაღზეც...

- იარაღი არსად იკარგება, უბრალოდ, პროცესები ისე განვითარდა, რომ ბევრად უფრო მეტი ამუნიციის გამოყენება დაგვჭირდა, ვიდრე გათვლილი იყო. რაც შეეხება კორუფციას, მე არ ვარ პოლიტიკოსი და პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გავაკეთებ, მე შემიძლია მხოლოდ ფაქტების შესახებ ვილაპარაკო. უკრაინაში კორუფცია რომ არის, თანაც, საკმაოდ დიდი მასშტაბების, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ დასავლეთის მიერ მოწოდებული შეიარაღება სრულად გამოიყენება ბრძოლის ველზე, ფინანსების შესახებ კი ნამდვილად არაფერი ვიცი, ასეთ ინფორმაციასთან შეხება არ მქონია.

- მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ უკრაინული კონტრშეტევის ჩავარდნაზე ისაუბრა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის სერიოზული დაპირისპირებაა.

- ეს ალბათ რუსული პროპაგანდის აგორებული ამბავია. მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს.

- ამ მოცემულობის ფონზე, როგორია ჩვენი, ქართველი მებრძოლების განწყობა და მოტივაცია, ომით გადაღლა ან იმედგაცრუება ხომ არ შეინიშნება მათში?

- არანაირი გადაღლა და იმედგაცრუება, ძველებური მონდომებითა და შემართებით ვაკეთებთ ისევ იმას, რასაც ამ 10 წლის განმავლობაში ვაკეთებდით. სამწუხაროდ, გვაქვს მსხვერპლი, გამოცდილი მებრძოლები დაგვეღუპა, 11 დაგვეჭრა, დაჭრილების მდგომარეობა უკეთესია და ისინი მზად არიან განაგრძონ ბრძოლა, როგორც კი ფეხზე დადგებიან.

- როგორც მეთაური, რაც იტყვით, დაღუპულ მებრძოლებზე?

- როგორც მახსოვს, ზაქრო შუბითიძეზე ბევრი გესაუბრეთ, ის ერთ-ერთი ყველაზე კეთილი ადამიანი იყო, ვინც შემხვედრია.

ზაქრო შუბითიძე

იგივეს თქმა შემიძლია რამაზ ფეტელავასა და ბექა ლომაშვილზე. ისინიც, არა მხოლოდ საუკეთესო ჯარისკაცები, გამორჩეულად კარგი ადამიანებიც იყვნენ. სამაგალითო ოჯახებში იყვნენ გაზრდილები. ამ რამდენიმე დღის წინ, ბიჭებთანაც ვლაპარაკობდი, საუკეთესოები პირველ რიგში გვეღუპებიან. ძალიან დამწყვიტეს გული, ყველა ძალიან განვიცდით ამ ბიჭების ამბავს.

- ყველაფრის მიუხედავად, კარგი ამბებიც გაქვთ, ახლახან თქვენი ერთ-ერთი მებრძოლი პატრიარქმა დააჯილდოვა.

- კი, ასეთი ამბებიც გვაქვს, იმიტომ რომ გამორჩეული ბიჭები გვყავს. ამჯერად პატრიარქმა დააჯილდოვა ჩვენი მებრძოლი - უკრაინაში გამოჩენილი სიმამაცისა და თავგანწირვისთვის, არაერთი ჯილდო გვაქვს მიღებული დაზვერვის დეპარტამენტისა და უშიშროებისგან. სხვადასხვა ოფიციალური უწყებები ლამის ყოველდღიურად აჯილდოებენ ჩვენს ბიჭებს. სიმართლე რომ გითხრათ, ასეთ ინფორმაციებს დიდად არ ვუკეთებთ აფიშირებას.

- დაბოლოს, უახლოეს ხანში პროცესების განვითარების როგორი მოლოდინი გაქვთ?

- იმედი მაქვს, რომ ამერიკა გააგრძელებს უკრაინის დახმარებას, უკრაინა კი ამ ომს აუცილებლად მოიგებს.