მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურორის განცხადებით, "კაბუმ" ქალი "აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა“
პროკურორის განცხადებით, "კაბუმ" ქალი "აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა“

და­კა­ვე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბის, კახა აბუ­აშ­ვი­ლის, იგი­ვე "კა­ბუს" საქ­მის პრო­კუ­რო­რის, გი­ორ­გი გო­გა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბულ­მა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქალი აბ­სტრაქ­ტულ პი­რებ­ზე ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე სცე­მა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ პრო­კუ­რორ­მა სა­კუ­თა­რი შუ­ამ­დგომ­ლო­ბის წარ­დგე­ნი­სას გაჟ­ღე­რა.

სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­მდე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბის მი­მართ ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ი­თხოვს.

გო­გო­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, კახა აბუ­აშ­ვი­ლი ცივ ია­რაღს, და­ნას ატა­რებ­და. ამას­თან, პრო­კუ­რო­რის თქმით, ბრალ­დე­ბულს ქა­ლის მი­მართ ჩაგ­ვრი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ახა­სი­ა­თებს, ის ასე­ვე გან­ზრა­ხი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნის­თვის 4-ჯე­რაა ნა­სა­მარ­თლე­ვი და მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მსა­ხი­ო­ბი მიდ­რე­კი­ლია გან­ზრა­ხი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნის­კენ. ყო­ვე­ლი­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის, მი­მალ­ვი­სა და მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის საფრ­თხე­ებ­ზე მი­უ­თი­თებს.

"სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, აბ­სტრაქ­ტულ პი­რებ­ზე ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე სცე­მა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი თა­მარ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი, ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში და­ნის ტარი მარ­ცხე­ნა მუხ­ლის არე­ში ჩა­არ­ტყა და სა­ხე­ში ხელი რამ­დენ­ჯერ­მე გა­არ­ტყა, რის შე­დე­გა­დაც მან სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო.

ასე­ვე, და­ნით და­ე­მუქ­რა და­ზა­რა­ლე­ბულს",- გა­ნა­ცხა­და გო­გა­ლა­ძემ.

ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, და­უდ­გე­ნე­ლია რა ვი­თა­რე­ბა­ში შე­ი­ძი­ნა აბუ­აშ­ვილ­მა მისი ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მსა­ხი­ობ კახა აბუ­აშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცი­ის მო­ტი­ვით ცემა, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია), 151-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცი­ის მო­ტი­ვით ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის მუ­ქა­რა) და 260-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა) წა­რუდ­გი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აქვსენტი
0

ეს ყველაფერი რეკლამას დაემსგავსა. არ არის გამორიცხული, თავიდანვე ასე იყო ჩაფიქრებული. კაბუ ვის აინტერესებდა სხვანაირად. 

გოჩა
5

გაიხარა ბევრმა ნაცმა ზელენსკი რომ აგინა მას მერე ვერ იტანდნენ კაბუს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

პროკურორის განცხადებით, "კაბუმ" ქალი "აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა“

პროკურორის განცხადებით, "კაბუმ" ქალი "აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა“

დაკავებული მსახიობის, კახა აბუაშვილის, იგივე "კაბუს" საქმის პროკურორის, გიორგი გოგალაძის განცხადებით, ბრალდებულმა დაზარალებული ქალი აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა. აღნიშნულის შესახებ პროკურორმა საკუთარი შუამდგომლობის წარდგენისას გაჟღერა.

სახელმწიფო ბრალმდებელი მსახიობის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

გოგოლაძის განმარტებით, კახა აბუაშვილი ცივ იარაღს, დანას ატარებდა. ამასთან, პროკურორის თქმით, ბრალდებულს ქალის მიმართ ჩაგვრითი დამოკიდებულება ახასიათებს, ის ასევე განზრახი დანაშაულების ჩადენისთვის 4-ჯერაა ნასამართლევი და მისივე განმარტებით, მსახიობი მიდრეკილია განზრახი დანაშაულების ჩადენისკენ. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურა ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე მიუთითებს.

"საღამოს საათებში, აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა დაზარალებული თამარ მეგრელიშვილი, ავტომანქანაში დანის ტარი მარცხენა მუხლის არეში ჩაარტყა და სახეში ხელი რამდენჯერმე გაარტყა, რის შედეგადაც მან სხეულის დაზიანება მიიღო.

ასევე, დანით დაემუქრა დაზარალებულს",- განაცხადა გოგალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, დაუდგენელია რა ვითარებაში შეიძინა აბუაშვილმა მისი ავტომანქანიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ მსახიობ კახა აბუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარუდგინა.