სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქული მედიის მტკიცებით, მათმა სპეცსამსახურმა 2022 წელს მოსადის ოპერაცია ჩაშალა და გატაცებული ჰაკერი, რომელმაც "რკინის გუმბათის" სისტემა "გატეხა", გაათავისუფლა
თურქული მედიის მტკიცებით, მათმა სპეცსამსახურმა 2022 წელს მოსადის ოპერაცია ჩაშალა და გატაცებული ჰაკერი, რომელმაც "რკინის გუმბათის" სისტემა "გატეხა", გაათავისუფლა

22 ნო­ემ­ბერს, ერთ-ერ­თმა თურ­ქულ­მა გა­მო­ცე­მამ გა­მო­აქ­ვე­ნა საკ­მა­ოდ სკან­და­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქმის ერთი წლის წი­ნან­დე­ლი ამ­ბა­ვი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, თით­ქოს­და, 2022 წელს თურ­ქე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა მო­სა­დის სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­შა­ლეს. და­ი­წე­რა თურ­ქუ­ლი და მა­ლა­ი­ზი­უ­რი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ერ­თობ­ლივ ოპე­რა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც მო­სა­დის წი­ნა­აღ­მდეგ იყო მი­მარ­თუ­ლი და ჰა­კე­რის გა­მოხ­სნას უკავ­შირ­დე­ბო­და.

  • ვინ არის ეს ჰა­კე­რი?

თურ­ქუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სტა­ტი­ებ­შილა­პა­რა­კია ჰა­კერ­ზე, ვინ­მე ომარ­ზე ღა­ზის სექ­ტო­რი­დან, რო­მელ­მაც მო­ა­ხერ­ხა, 2015-2016 წლებ­ში ჰა­კე­რუ­ლად შე­ეღ­წია ის­რა­ე­ლის ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მა­ში და დრო­ე­ბით მწყობ­რი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა "რკი­ნის გუმ­ბა­თი“, რის შემ­დე­გაც "ჰა­მა­სმა" ის­რა­ე­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვან ობი­ექ­ტებ­ზე სა­რა­კე­ტო იე­რი­შე­ბი მი­ი­ტა­ნა.

2020 წელს პა­ლეს­ტი­ნე­ლი ჰა­კე­რი ჯერ ეგ­ვიპ­ტე­ში, შემ­დეგ კი თურ­ქეთ­ში გა­და­ვი­და. მო­სა­დის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მას­თან კავ­შირ­ზე გა­ვიდ­ნენ და "საქ­მი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის“ ეგი­დით, სცა­დეს მისი გა­ტყუ­ე­ბა თურ­ქე­თი­დან, თუმ­ცა არ გა­მო­უ­ვი­დათ.

რო­გორც თურ­ქუ­ლი NTV წერს, 2022 წელს მო­სად­მა გა­არ­კვია, რომ ომა­რი 15-დღი­ან მოგ­ზა­უ­რო­ბას აპი­რებ­და მა­ლა­ი­ზი­ა­ში. სა­ბო­ლო­ოდ, ისე მოხ­და, რომ ებ­რა­ე­ლებ­მა მა­ლა­ი­ზი­ა­ში ჰა­კე­რი შე­ი­პყრეს, გა­ი­ტა­ცეს და ჰკი­თხავ­დნენ 36 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. თურ­ქე­ბის მტკი­ცე­ბით, მათი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მა­ლა­ი­ზი­ელ კო­ლე­გებ­თან ერ­თად სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რეს, ჰა­კე­რი და­იხ­სნეს და 11 ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც იყ­ვნენ ჰა­კე­რის მო­ტა­ცე­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, და­ა­კა­ვეს.

  • ამ ფილ­მის სი­უ­ჟე­ტის მსგავს ის­ტო­რი­ას თუ მი­ვიჩ­ნევთ რე­ა­ლუ­რად, ის­მის კი­თხვა, ეს 2022 წელს მომ­ხდა­რი ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც აქამ­დე გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო, ახლა რა­ტომ გა­სა­ჯა­როვ­და?

ად­გი­ლობ­რი­ვი ექ­სპერ­ტე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ერ­დო­ღა­ნი­სა და "ჰა­მა­სის" ბო­ლოდ­რო­ინ­დელ ურ­თი­ერ­თო­ბას­თან.

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი რე­ჯებ ტაიპ ერ­დო­ღა­ნი წლე­ბია ცდი­ლობს მუს­ლი­მე­ბის ლი­დე­რად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, შექ­მნას სხვა­დას­ხვა სამ­ხედ­რო და ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი. ერთ-ერთი ასე­თი პერ­სპექ­ტი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა თურ­ქუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია. მას­ში შე­დი­ან: აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, ყა­ზა­ხე­თი, ყირ­გი­ზე­თი, თურ­ქე­თი და უზ­ბე­კე­თი, ხოლო თურ­ქმე­ნე­თი და უნ­გრე­თი ჯერ­ჯე­რო­ბით დამ­კვირ­ვებ­ლის სტა­ტუ­სით არი­ან.

ყა­რა­ბა­ღის უკა­ნას­კნე­ლი კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ, რო­დე­საც აზერ­ბა­ი­ჯან­მა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და­იბ­რუ­ნა და თურ­ქე­თის გავ­ლე­ნა ამით სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში გა­ი­ზარ­და, ახლა ჯერი ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ზე მიდ­გა.

ის ფაქ­ტი, რომ ის­რა­ელ­სა და თურ­ქეთს შო­რის მარ­ტი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ არის და პე­რი­ო­დუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ახა­ლი არა­ვის­თვი­საა. მა­გა­ლი­თად, 2015 წელს ღა­ზის თო­ბა­ზე დე­ბა­ტე­ბი­სას, ერ­დო­ღან­მა და ის­რა­ე­ლის ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა ში­მონ პე­რეს­მა პირ­და­პირ ეთერ­ში თით­ქმის იჩხუ­ბეს, უცხა­რე­სი კა­მა­თის შემ­დეგ, ერ­დო­ღან­მა დარ­ბა­ზი დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად და­ტო­ვა.

2023 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს "ჰა­მა­სის" ის­რა­ელ­ზე მხე­ცუ­რი თავ­დას­ხმის შემ­დეგ, რო­მე­ლიც მხა­რე­ებს შო­რის ომში გა­და­ი­ზარ­და, ერ­დო­ღან­მა "ჰა­მა­სის" მხა­რე და­ი­ჭი­რა. გან­სხვა­ვე­ბით სხვა ლი­დე­რე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც პა­ლეს­ტი­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას პო­ლი­ტი­კურ და სამ­ხედ­რო ფრთად ჰყო­ფენ და ამ უკა­ნას­კნელს ტე­რო­რის­ტუ­ლად აღი­ა­რე­ბენ. თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი ამას არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ აღი­ა­რებს, მე­ტიც, 14 ნო­ემ­ბერს ერ­დო­ღან­მა გა­ნა­ცხა­და:

"ის­რა­ე­ლი სა­ხელ­მწი­ფო ტე­რო­რიზ­მით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ამას მკა­ფი­ოდ ვამ­ბობ - ის­რა­ე­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოა. თქვენ "ჰა­მასს" უწო­დებთ ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, მაგ­რამ "ჰა­მა­სი" - პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­აა, რო­მელ­მაც არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვა“.

ამას­თა­ნა­ვე, თურ­ქე­თის ლი­დერ­მა და­ა­მა­ტა, რომ მისი იუ­რის­ტე­ბი აქ­ტი­უ­რად გა­აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას, რომ "მსოფ­ლი­ომ ის­რა­ე­ლი ტე­რო­რის­ტულ სა­ხელ­მწი­ფოდ აღი­ა­როს“.

თურ­ქე­თის კი­დევ ერთი მთა­ვა­რი პრე­ტენ­ზია ის­რა­ე­ლის მი­მართ, ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის ფლო­ბაა. თურ­ქე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ჰა­კან ფი­და­ნი მი­იჩ­ნევს, რომ ეს სტრა­ტე­გი­უ­ლი პრობ­ლე­მაა. მისი თქმით, ის­რა­ელს ხელი არ მო­უ­წე­რია ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­უვრცე­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ბირ­თვუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი მა­ინც გა­აძ­ლი­ე­რა.

მოკ­ლედ, თუ სტა­ტი­ის მთა­ვარ თე­მას და­ვუბ­რუნ­დე­ბით, ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში დღეს შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე თურ­ქუ­ლი წყა­რო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, თურ­ქე­თის უძ­ლე­ვე­ლო­ბის ჩვე­ნე­ბის მო­რი­გი მცდე­ლო­ბა იყოს და იმი­საც, რომ ამ ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო თუ დაზ­ვერ­ვი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი თით­ქოს­და, ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა ის­რა­ე­ლი­სას...

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
niko
0

მორჩება ისრაელი ღაზასთან საქმეს და ერდოღანს ქურთებთან გაუხდება სიტუაცია დაძაბული.

თამაზი
0

"თურ­ქუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია. მას­ში შე­დი­ან: აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, ყა­ზა­ხე­თი, ყირ­გი­ზე­თი, თურ­ქე­თი და უზ­ბე­კე­თი, ხოლო თურ­ქმე­ნე­თი და უნ­გრე­თი ჯერ­ჯე­რო­ბით დამ­კვირ­ვებ­ლის სტა­ტუ­სით არი­ან."

როდის აქეთაა უნგრეთი თურქული სახელმწიფო?

ავტორი:

თურქული მედიის მტკიცებით, მათმა სპეცსამსახურმა 2022 წელს მოსადის ოპერაცია ჩაშალა და გატაცებული ჰაკერი, რომელმაც "რკინის გუმბათის" სისტემა "გატეხა", გაათავისუფლა

თურქული მედიის მტკიცებით, მათმა სპეცსამსახურმა 2022 წელს მოსადის ოპერაცია ჩაშალა და გატაცებული ჰაკერი, რომელმაც "რკინის გუმბათის" სისტემა "გატეხა", გაათავისუფლა

22 ნოემბერს, ერთ-ერთმა თურქულმა გამოცემამ გამოაქვენა საკმაოდ სკანდალური ინფორმაცია, თითქმის ერთი წლის წინანდელი ამბავი, რომლის თანახმადაც, თითქოსდა, 2022 წელს თურქეთის სპეცსამსახურებმა მოსადის სპეცოპერაცია ჩაშალეს. დაიწერა თურქული და მალაიზიური სპეცსამსახურების ერთობლივ ოპერაციაზე, რომელიც მოსადის წინააღმდეგ იყო მიმართული და ჰაკერის გამოხსნას უკავშირდებოდა.

  • ვინ არის ეს ჰაკერი?

თურქული მედიასაშუალებების სტატიებში ლაპარაკია ჰაკერზე, ვინმე ომარზე ღაზის სექტორიდან, რომელმაც მოახერხა, 2015-2016 წლებში ჰაკერულად შეეღწია ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემაში და დროებით მწყობრიდან გამოიყვანა "რკინის გუმბათი“, რის შემდეგაც "ჰამასმა" ისრაელის მნიშვნელოვან ობიექტებზე სარაკეტო იერიშები მიიტანა.

2020 წელს პალესტინელი ჰაკერი ჯერ ეგვიპტეში, შემდეგ კი თურქეთში გადავიდა. მოსადის თანამშრომლები მასთან კავშირზე გავიდნენ და "საქმიანი მოლაპარაკებების“ ეგიდით, სცადეს მისი გატყუება თურქეთიდან, თუმცა არ გამოუვიდათ.

როგორც თურქული NTV წერს, 2022 წელს მოსადმა გაარკვია, რომ ომარი 15-დღიან მოგზაურობას აპირებდა მალაიზიაში. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ებრაელებმა მალაიზიაში ჰაკერი შეიპყრეს, გაიტაცეს და ჰკითხავდნენ 36 საათის განმავლობაში. თურქების მტკიცებით, მათი სპეცსამსახურების თანამშრომლებმა მალაიზიელ კოლეგებთან ერთად სპეცოპერაცია ჩაატარეს, ჰაკერი დაიხსნეს და 11 ადამიანი, რომლებიც იყვნენ ჰაკერის მოტაცებაში ეჭვმიტანილი, დააკავეს.

  • ამ ფილმის სიუჟეტის მსგავს ისტორიას თუ მივიჩნევთ რეალურად, ისმის კითხვა, ეს 2022 წელს მომხდარი ამბავი, რომელიც აქამდე გასაიდუმლოებული იყო, ახლა რატომ გასაჯაროვდა?

ადგილობრივი ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს დაკავშირებულია ერდოღანისა და "ჰამასის" ბოლოდროინდელ ურთიერთობასთან.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი წლებია ცდილობს მუსლიმების ლიდერად ჩამოყალიბდეს, შექმნას სხვადასხვა სამხედრო და ეკონომიკური გაერთიანებები. ერთ-ერთი ასეთი პერსპექტიული ორგანიზაციაა თურქული სახელმწიფოების ორგანიზაცია. მასში შედიან: აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქეთი და უზბეკეთი, ხოლო თურქმენეთი და უნგრეთი ჯერჯერობით დამკვირვებლის სტატუსით არიან.

ყარაბაღის უკანასკნელი კონფლიქტის შემდეგ, როდესაც აზერბაიჯანმა ოკუპირებული ტერიტორიები დაიბრუნა და თურქეთის გავლენა ამით სამხრეთ კავკასიაში გაიზარდა, ახლა ჯერი ახლო აღმოსავლეთზე მიდგა.

ის ფაქტი, რომ ისრაელსა და თურქეთს შორის მარტივი ურთიერთობები არ არის და პერიოდული დაძაბულობით გამოირჩევა, ახალი არავისთვისაა. მაგალითად, 2015 წელს ღაზის თობაზე დებატებისას, ერდოღანმა და ისრაელის ყოფილმა პრემიერმა შიმონ პერესმა პირდაპირ ეთერში თითქმის იჩხუბეს, უცხარესი კამათის შემდეგ, ერდოღანმა დარბაზი დემონსტრაციულად დატოვა.

2023 წლის 7 ოქტომბერს "ჰამასის" ისრაელზე მხეცური თავდასხმის შემდეგ, რომელიც მხარეებს შორის ომში გადაიზარდა, ერდოღანმა "ჰამასის" მხარე დაიჭირა. განსხვავებით სხვა ლიდერებისგან, რომლებიც პალესტინის ხელმძღვანელობას პოლიტიკურ და სამხედრო ფრთად ჰყოფენ და ამ უკანასკნელს ტერორისტულად აღიარებენ. თურქეთის პრეზიდენტი ამას არავითარ შემთხვევაში არ აღიარებს, მეტიც, 14 ნოემბერს ერდოღანმა განაცხადა:

"ისრაელი სახელმწიფო ტერორიზმით არის დაკავებული. ამას მკაფიოდ ვამბობ - ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა. თქვენ "ჰამასს" უწოდებთ ტერორისტულ ორგანიზაციას, მაგრამ "ჰამასი" - პოლიტიკური პარტიაა, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა“.

ამასთანავე, თურქეთის ლიდერმა დაამატა, რომ მისი იურისტები აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას, რომ "მსოფლიომ ისრაელი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიაროს“.

თურქეთის კიდევ ერთი მთავარი პრეტენზია ისრაელის მიმართ, ბირთვული იარაღის ფლობაა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი მიიჩნევს, რომ ეს სტრატეგიული პრობლემაა. მისი თქმით, ისრაელს ხელი არ მოუწერია ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ, თუმცა ბირთვული პოტენციალი მაინც გააძლიერა.

მოკლედ, თუ სტატიის მთავარ თემას დავუბრუნდებით, ახლო აღმოსავლეთში დღეს შექმნილი ვითარების ფონზე თურქული წყაროების გავრცელებული ინფორმაცია, არ არის გამორიცხული, თურქეთის უძლეველობის ჩვენების მორიგი მცდელობა იყოს და იმისაც, რომ ამ ქვეყნის სამხედრო თუ დაზვერვითი შესაძლებლობები თითქოსდა, ბევრად აღემატება ისრაელისას...

  • ავტორი: ანრი კურტანიძე