სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მასკი ისრაელშია, ის ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდება - ამის მიზეზი სოციალურ ქსელ X-ის ანტისემიტიზმსა და ებრაელებისადმი სიძულვილის გაძლიერებაში დადანაშაულებაა
მასკი ისრაელშია, ის ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდება - ამის მიზეზი სოციალურ ქსელ  X-ის ანტისემიტიზმსა და ებრაელებისადმი სიძულვილის გაძლიერებაში დადანაშაულებაა

ილონ მას­კი დღეს ის­რა­ე­ლის პრე­ზი­დენტს, იცხაკ ჰერ­ცოგს შეხ­ვდე­ბა. შეხ­ვედ­რას "ჰა­მა­სის" ტყვედ აყ­ვა­ნი­ლი ებ­რა­ე­ლე­ბის ოჯა­ხე­ბიც და­ეს­წრე­ბი­ან, ინ­ფორ­მა­ცი­ას პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სი აქ­ვეყ­ნებს.

ილონ მას­კის ვი­ზი­ტის მი­ზე­ზი სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ჯგუ­ფე­ბის ბრალ­დე­ბე­ბი გახ­და. ისი­ნი მას­კის სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ას, X-ს ან­ტი­სე­მი­ტიზმსა და ებ­რა­ე­ლე­ბი­სად­მი სი­ძულ­ვი­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ჰერ­ცო­გის ოფის­მა შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა კვი­რას ღა­მით გა­ა­კე­თა: "პრე­ზი­დენ­ტი ხაზს გა­უს­ვამს, რომ ონ­ლა­ინ მზარდ ან­ტი­სე­მი­ტიზ­მთან საბ­რძოლ­ვე­ლად მოქ­მე­დე­ბაა სა­ჭი­რო."

ის­რა­ე­ლის მე­დი­ის თა­ნახ­მად, მას­კი დღეს­ვე შეხ­ვდე­ბა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუ­საც. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მი­ლი­არ­დერ ბიზ­ნეს­მენს კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში 18 სექ­ტემ­ბერ­საც შეხ­ვდა და მას გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვა­სა და სი­ძულ­ვი­ლის ენას­თან ბრძო­ლას შო­რის წო­ნას­წო­რო­ბის დაც­ვა მოს­თხო­ვა. ეს მო­წო­დე­ბა X-ზე ან­ტი­სე­მი­ტუ­რი ში­ნა­არ­სის შემ­ცვე­ლი პოს­ტე­ბის მომ­რავ­ლე­ბას მოჰ­ყვა.

მასკმა ნე­თა­ნი­აჰუს უპა­სუ­ხა, რომ ის ან­ტი­სე­მი­ტიზ­მის და იმ ყვე­ლაფ­რის წი­ნა­აღ­მდე­გია, რაც სი­ძულ­ვი­ლის და კონ­ფლიქ­ტის პრო­პა­გან­დას უწყობს ხელს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, 15 ნო­ემ­ბერს ბიზ­ნეს­მე­ნი X-ზე პოსტს და­ე­თან­ხმა, რო­მე­ლიც ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებ­და და ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ ებ­რა­ე­ლე­ბი და­სავ­ლე­თის მი­მართ სი­ძულ­ვილს თე­სავ­დნენ. თეთრმა სახ­ლმა დაგ­მო ან­ტი­სე­მი­ტუ­რი და რა­სის­ტუ­ლი სი­ძულ­ვი­ლის "ამაზ­რზე­ნი პრო­პა­გან­და". მსგავ­სად მო­იქ­ცნენ აშშ-ს წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­ე­ბიც, მათ შო­რის Walt Disney, Warner Bros Discovery და NBCUniversal. მათ პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად X-ზე თა­ვი­ან­თი რეკ­ლა­მე­ბი შე­ა­ჩე­რეს.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

მასკი ისრაელშია, ის ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდება - ამის მიზეზი სოციალურ ქსელ X-ის ანტისემიტიზმსა და ებრაელებისადმი სიძულვილის გაძლიერებაში დადანაშაულებაა

მასკი ისრაელშია, ის ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდება - ამის მიზეზი სოციალურ ქსელ  X-ის ანტისემიტიზმსა და ებრაელებისადმი სიძულვილის გაძლიერებაში დადანაშაულებაა

ილონ მასკი დღეს ისრაელის პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგს შეხვდება. შეხვედრას "ჰამასის" ტყვედ აყვანილი ებრაელების ოჯახებიც დაესწრებიან, ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისი აქვეყნებს.

ილონ მასკის ვიზიტის მიზეზი სამოქალაქო უფლებების დაცვის ჯგუფების ბრალდებები გახდა. ისინი მასკის სოციალურ მედიას, X-ს ანტისემიტიზმსა და ებრაელებისადმი სიძულვილის გაძლიერებაში ადანაშაულებენ. ჰერცოგის ოფისმა შეხვედრის შესახებ განცხადება კვირას ღამით გააკეთა: "პრეზიდენტი ხაზს გაუსვამს, რომ ონლაინ მზარდ ანტისემიტიზმთან საბრძოლველად მოქმედებაა საჭირო."

ისრაელის მედიის თანახმად, მასკი დღესვე შეხვდება ბენიამინ ნეთანიაჰუსაც. პრემიერ-მინისტრი მილიარდერ ბიზნესმენს კალიფორნიაში 18 სექტემბერსაც შეხვდა და მას გამოხატვის თავისუფლების დაცვასა და სიძულვილის ენასთან ბრძოლას შორის წონასწორობის დაცვა მოსთხოვა. ეს მოწოდება X-ზე ანტისემიტური შინაარსის შემცველი პოსტების მომრავლებას მოჰყვა.

მასკმა ნეთანიაჰუს უპასუხა, რომ ის ანტისემიტიზმის და იმ ყველაფრის წინააღმდეგია, რაც სიძულვილის და კონფლიქტის პროპაგანდას უწყობს ხელს. მიუხედავად ამისა, 15 ნოემბერს ბიზნესმენი X-ზე პოსტს დაეთანხმა, რომელიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა და ირწმუნებოდა, რომ ებრაელები დასავლეთის მიმართ სიძულვილს თესავდნენ. თეთრმა სახლმა დაგმო ანტისემიტური და რასისტული სიძულვილის "ამაზრზენი პროპაგანდა". მსგავსად მოიქცნენ აშშ-ს წამყვანი კომპანიებიც, მათ შორის Walt Disney, Warner Bros Discovery და NBCUniversal. მათ პროტესტის ნიშნად X-ზე თავიანთი რეკლამები შეაჩერეს.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა