სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ გეტყვით, რომ სიმღერით აღფრთოვანებული ვიყავი... მაგრამ, დიდწილად ვერ გაიმარჯვეს პოლიტიკური გაუგებრობის გამო" - როგორ აფასებენ პროფესიონალები "საბავშვო ევროვიზიაზე" საქართველოს შედეგს?
"ვერ გეტყვით, რომ სიმღერით აღფრთოვანებული ვიყავი... მაგრამ, დიდწილად ვერ გაიმარჯვეს პოლიტიკური გაუგებრობის გამო" - როგორ აფასებენ პროფესიონალები "საბავშვო ევროვიზიაზე" საქართველოს შედეგს?

26 ნო­ემ­ბერს 2023 წლის სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე გა­მარ­ჯვე­ბა მას­პინ­ძელ­მა ქვე­ყა­ნამ, საფ­რან­გეთ­მა მო­ი­პო­ვა. მა­ყუ­რებ­ლი­სა და ჟი­უ­რის სა­ერ­თო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მომ­ღე­რალ­მა ზოი კუ­ლაკ­მა 228 ქუ­ლით პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

წელს კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლო ანას­ტა­სია ვა­სა­ძემ, ნი­კო­ლოზ ხა­რატ­მა და ოთო ბა­ზე­რაშ­ვილ­მა წა­რად­გი­ნეს. კონ­კურ­სში, რო­მელ­შიც 16 ქვე­ყა­ნა მო­ნა­წი­ლე­ობ­და, სა­ქარ­თვე­ლო მე-14 ად­გილ­ზე გა­ვი­და. მსგავ­სი ცუდი შე­დე­გი სა­ქარ­თვე­ლოს მხო­ლოდ ერთხელ, 2019 წელს ჰქონ­და.

მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნე­ბი­დან ჟი­უ­რიმ, ჯამ­ში, 21 ქულა დაგ­ვი­წე­რა. ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი 5-5 ქულა - ეს­პა­ნეთ­მა, პორ­ტუ­გა­ლი­ამ და სომ­ხეთ­მა. გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა სა­მე­ფომ და იტა­ლი­ამ 3-3 ქუ­ლით შე­ა­ფა­სეს ქარ­თუ­ლი ტრიო, გერ­მა­ნი­ამ კი 1 ქულა დაგ­ვი­წე­რა. და­ნარ­ჩე­ნი ქვეყ­ნე­ბის ჟი­უ­რის ქარ­თვე­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბის­თვის ხმა არ მი­უ­ცია.

რაც შე­ე­ხე­ბა ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლის შე­ფა­სე­ბას, სა­ქარ­თვე­ლომ შე­მო­სუ­ლი ხმე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი წილი მი­ი­ღო - 5.72% , 12 ქულა მოგ­ვცა ეს­პა­ნეთ­მა, ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი 1 ქულა - ეს­ტო­ნეთ­მა.

უფ­რო­სე­ბის ევ­რო­ვი­ზი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზი­ის შე­დე­გე­ბით ყო­ველ­თვის ამა­ყობ­და. სხვა­დას­ხვა წლებ­ში სამ­ჯერ გვაქვს მო­გე­ბუ­ლი სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზია. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­კრსზე გა­საგ­ზავნ ბავ­შვებს გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძის სტუ­დია ამ­ზა­დებ­და. ამ­ჯე­რად ბავ­შვე­ბი "ჰე­ი­მა პრო­დაქ­შენ­მა“ მო­ამ­ზა­და, რომ­ლის დი­რექ­ტო­რე­ბიც ირაკ­ლი მან­ჩხაშ­ვი­ლი და მუ­სი­კო­სი მებო ნუ­ცუ­ბი­ძე არი­ან.

რა­ტომ შე­იც­ვა­ლა პრო­დაქ­შე­ნის გუნ­დი, რო­გორ შე­ა­ფა­სებ­და მი­ღე­ბულ შე­დეგს? - ამ კი­თხვებ­ზე პრო­დი­უ­სერ­მა გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძემ AMBEBI.GE-სთან კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ ისურ­ვა. მან გვი­თხრა, რომ არა­ნა­ი­რად არ იყო წლე­ვან­დელ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი, მის­გან რა­ი­მე შე­ფა­სე­ბა კი გა­მარ­თლე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბო­და.

სა­ქარ­თვე­ლო სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზი­ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ა­ში სამ­ჯერ გახ­და:

პირ­ვე­ლად 2008 წელს ჯგუფ­მა "ბზი­კებ­მა" გა­ი­მარ­ჯვა, ჯგუ­ფის წევ­რე­ბი იყ­ვნენ: გი­ორ­გი ში­ო­ლაშ­ვი­ლი, მა­რი­ამ თა­თუ­ლაშ­ვი­ლი და მა­რი­ამ კი­კუ­აშ­ვი­ლი, ისი­ნი კონ­კურ­სზე ყვე­ლა­ზე პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ. "ბზი­კე­ბის“ მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძე.

2011 წელს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჯგუ­ფი Candy გახ­და, სიმ­ღე­რით Candy Music. ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფი შედ­გე­ბო­და 5 მო­ნა­წი­ლის­გან: მა­რი­ამ ღვა­ლა­ძე, ირა კო­ვა­ლენ­კო, გვან­ცა სა­ნებ­ლი­ძე, ირი­ნა ხე­ჩა­ნო­ვი და ანა ხან­ჩა­ლი­ა­ნი. მისი მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი კვლავ გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძე გახ­ლდათ.

2016 წელს სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზი­ის სიმ­ღე­რის რი­გით მე-14 კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მა­რი­ამ მა­მა­დაშ­ვი­ლი გახ­და, სა­კონ­კურ­სო სიმ­ღე­რით "მზეო”. ის "ბზი­კე­ბი სტუ­დი­ოს" წარ­მო­ად­გენ­და. სიმ­ღე­რის ავ­ტო­რი კომ­პო­ზი­ტო­რი გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძეა.

კონ­კურ­სამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მებო ნუ­ცუ­ბი­ძემ და­წე­რა, რომ წლე­ვან­დე­ლი ევ­რო­ვი­ზი­ის თემა იყო "გმი­რე­ბი", ქარ­თვე­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბის მუ­სი­კი­სა და ტექ­სტის ავ­ტო­რი კი მებო ნუ­ცუ­ბი­ძე გახ­ლდათ.

მებო ნუ­ცუ­ბი­ძე:

"ჩვენ­თვის, "ჰე­ი­მა პრო­დაქ­შენ­ში", მათ­თან ერ­თად სიმ­ღე­რა­ზე მუ­შა­ო­ბა იყო უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბა და ამავდრო­უ­ლად - უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზი­ის წლე­ვან­დე­ლი თემა არის "გმი­რე­ბი".

სა­ქარ­თვე­ლოს კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სათ­ქმე­ლი აქვს: ბავ­შვე­ბი თვი­თონ არი­ან მთა­ვა­რი გმი­რე­ბი, თვი­თონ წე­რენ სა­კუ­თარ, ყვე­ლა­სა­გან გა­მორ­ჩე­ულ­სა და გან­სა­კუთ­რე­ბულ ის­ტო­რი­ას. სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნით კი, ყო­ველ­თვის მი­აღ­წე­ვენ მიზ­ნებს და აიხ­დე­ნენ ოც­ნე­ბებს".

წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი შე­დე­გის შემ­დეგ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი კრი­ტი­კუ­ლი მო­საზ­რე­ბა და­ი­წე­რა. ხალ­ხი უკ­მა­ყო­ფი­ლო დარ­ჩა სიმ­ღე­რით და ბავ­შვე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბით, რაც შე­ე­ხე­ბა ვო­კალს, ყვე­ლა ერ­თხმად აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ბავ­შვე­ბი ნამ­დვი­ლად უნი­ჭი­ე­რე­სე­ბი არი­ან.

Ambebi.ge შე­ფა­სე­ბის­თვის მომ­ღე­რალ თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე­სა და პრო­დი­უ­სერ მა­რი­ნა ბე­რი­ძეს და­უ­კავ­შირ­და. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს ვთხო­ვეთ კო­მენ­ტა­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, თუ რო­გორ მო­ე­წო­ნათ სიმ­ღე­რა, რაც წელს სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე წა­რად­გი­ნა და რა­ტომ მი­ვი­ღეთ ასე­თი ცუდი შე­ფა­სე­ბე­ბი?

თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე:

- ძა­ლი­ან გულ­და­სა­წყვე­ტია ეს შე­დე­გი, ზე­ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვე­ბი იდ­გნენ სცე­ნა­ზე ჩვე­ნი ბავ­შვე­ბის სა­ხით. არ მინ­და ავ­ტორ­მა მი­წყი­ნოს, მაგ­რამ ვერ გე­ტყვით, რომ სიმ­ღე­რით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი.

მა­ინც იმას ვი­ტყვი, რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­კურ­სია და სა­ქარ­თვე­ლო ვერ არის ეტყო­ბა ღირ­სე­უ­ლად ამ­ჯე­რად წარ­მოდ­გე­ნი­ლი ევ­რო­პა­ში, ისე, რო­გორც უნდა იყოს, ამი­ტო­მაც ნა­წი­ლობ­რივ და­ჩაგ­რეს ჩვე­ნი ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რე­ბი არი­ან.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამ შე­დე­გის შემ­დეგ აკ­რი­ტი­კე­ბენ რო­გორც სიმ­ღე­რას, ისე "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს"...

- ვერ გა­ვაკ­რი­ტი­კებ, მაგ­რამ რომ გი­თხრათ, უმაღ­ლე­სი რან­გის სიმ­ღე­რა იყო - მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებთ. ქარ­თულ სიმ­ღე­რებს უცხო­ე­ლე­ბი თარ­გმნი­ან და მღე­რი­ან, ისე­თი მე­ლო­დი­უ­რი სიმ­ღე­რე­ბია. ქარ­თუ­ლი კა­ცის ბუ­ნე­ბა­საც ასა­ხავს. მეს­მის, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მო­თხოვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ცოტა სხვა რამ იყო სა­ჭი­რო, მაგ­რამ ვერ ვი­ტყვი, რომ ეს შე­დევ­რი იყო.

მაგ­რამ არც მი­წას­თან არის გა­სას­წო­რე­ბე­ლი, ჩვენ ძა­ლი­ან და­უნ­დო­ბე­ლი ხალ­ხი ვართ. აუ­ცი­ლებ­ლად და­წე­რეთ, რომ "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს“ იმ­დე­ნი ღირ­სე­უ­ლი გა­და­ცე­მა აქვს, ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, თუნ­დაც "რა­ნი­ნა“, მად­ლო­ბის მეტი არა­ფე­რი გვეთ­ქმის. ამი­ტომ ცოტა დან­დო­ბა უნდა ვი­ცო­დეთ ერ­თმა­ნე­თის. მერე რა, რომ ამ ბავ­შვებ­მა ვერ გა­ი­მარ­ჯვეს. ჩემი აზ­რით, დიდ­წი­ლად ვერ გა­ი­მარ­ჯვეს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­უ­გებ­რო­ბის გამო.

მა­რი­ნა ბე­რი­ძე:

- გუ­შინ ისე­თი დღე მქონ­და, რომ არ მი­ნა­ხავს კონ­კურ­სი, მაგ­რამ მე ჩემი პა­ტა­რა პრინ­ცი­პი მაქვს, ბავ­შვი სცე­ნა­ზე უნდა იყოს ლაღი, მხი­ა­რუ­ლი... ამ თვალ­საზ­რი­სით შეც­დო­მე­ბი მოგ­ვდის და ვერ ვი­გებთ...

მე ვიცი, რომ ბავ­შვმა უნდა მო­ი­ტა­ნოს სი­ლა­ღე, სი­მარ­ტი­ვე. ეს არის ის, "ბზი­კებ­მა" რა­ტომ მო­ი­გეს თა­ვის დრო­ზე, იყო რა­ღაც ძა­ლი­ან ხა­ლი­სი­ა­ნი და ფე­ი­ერ­ვერ­კუ­ლი. არ ვიცი, ვერ ვი­გებ მე სხვა კონ­ცეფ­ცი­ას. ვი­მე­ო­რებ, სცე­ნა­ზე ბავ­შვი უნდა იყოს მხი­ა­რუ­ლი და პრობ­ლე­მე­ბი არ უნდა მოჰ­ქონ­დეს.

მკითხველის კომენტარები / 76 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
keti gabosnidze
0

მთლად ასეც არ არის, სამჯერ რომ გავიმარჯვეთ, მაშინაც პოლიტიზირებული იყო? ვეთანხმები ქალბატონ მარინას, ბავშვებმა მხიარული სიმღერა უნდა იმღერონ...

რაღაც ვერ ჯდება ლოგიკაში 
3

თქვე კაი ხალხო საქმე ფულის შოვნაზე რომ არის და ზოგიერთი ვაი ხელოვანი უკადრებელს კადრულობს, იმათ საქმის გასამართლებლად იძახის პოლიტიკა და ხელოვნება ერთად არ მოსულაო, ჩვენ ხელოვანი ხალხი მაგას ერთმანეტში არ ვურევთო და ახლა თურმე პოლიტიზირებული კონკურსი ყოფილა და ამით ამართლებთ ამ ყველაფერს! 

ავტორი:

"ვერ გეტყვით, რომ სიმღერით აღფრთოვანებული ვიყავი... მაგრამ, დიდწილად ვერ გაიმარჯვეს პოლიტიკური გაუგებრობის გამო" - როგორ აფასებენ პროფესიონალები "საბავშვო ევროვიზიაზე" საქართველოს შედეგს?

"ვერ გეტყვით, რომ სიმღერით აღფრთოვანებული ვიყავი... მაგრამ, დიდწილად ვერ გაიმარჯვეს პოლიტიკური გაუგებრობის გამო" - როგორ აფასებენ პროფესიონალები "საბავშვო ევროვიზიაზე" საქართველოს შედეგს?

26 ნოემბერს 2023 წლის საბავშვო ევროვიზიაზე გამარჯვება მასპინძელმა ქვეყანამ, საფრანგეთმა მოიპოვა. მაყურებლისა და ჟიურის საერთო გადაწყვეტილებით, მომღერალმა ზოი კულაკმა 228 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

წელს კონკურსზე საქართველო ანასტასია ვასაძემ, ნიკოლოზ ხარატმა და ოთო ბაზერაშვილმა წარადგინეს. კონკურსში, რომელშიც 16 ქვეყანა მონაწილეობდა, საქართველო მე-14 ადგილზე გავიდა. მსგავსი ცუდი შედეგი საქართველოს მხოლოდ ერთხელ, 2019 წელს ჰქონდა.

მონაწილე ქვეყნებიდან ჟიურიმ, ჯამში, 21 ქულა დაგვიწერა. ყველაზე მაღალი 5-5 ქულა - ესპანეთმა, პორტუგალიამ და სომხეთმა. გაერთიანებულმა სამეფომ და იტალიამ 3-3 ქულით შეაფასეს ქართული ტრიო, გერმანიამ კი 1 ქულა დაგვიწერა. დანარჩენი ქვეყნების ჟიურის ქართველი კონკურსანტებისთვის ხმა არ მიუცია.

რაც შეეხება ტელემაყურებლის შეფასებას, საქართველომ შემოსული ხმების ყველაზე დიდი წილი მიიღო - 5.72% , 12 ქულა მოგვცა ესპანეთმა, ყველაზე დაბალი 1 ქულა - ესტონეთმა.

უფროსების ევროვიზიისგან განსხვავებით, საქართველო საბავშვო ევროვიზიის შედეგებით ყოველთვის ამაყობდა. სხვადასხვა წლებში სამჯერ გვაქვს მოგებული საბავშვო ევროვიზია. წლების განმავლობაში კონკრსზე გასაგზავნ ბავშვებს გიგა კუხიანიძის სტუდია ამზადებდა. ამჯერად ბავშვები "ჰეიმა პროდაქშენმა“ მოამზადა, რომლის დირექტორებიც ირაკლი მანჩხაშვილი და მუსიკოსი მებო ნუცუბიძე არიან.

რატომ შეიცვალა პროდაქშენის გუნდი, როგორ შეაფასებდა მიღებულ შედეგს? - ამ კითხვებზე პროდიუსერმა გიგა კუხიანიძემ AMBEBI.GE-სთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მან გვითხრა, რომ არანაირად არ იყო წლევანდელ პროცესში ჩართული, მისგან რაიმე შეფასება კი გამართლებული არ იქნებოდა.

საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ისტორიაში სამჯერ გახდა:

პირველად 2008 წელს ჯგუფმა "ბზიკებმა" გაიმარჯვა, ჯგუფის წევრები იყვნენ: გიორგი შიოლაშვილი, მარიამ თათულაშვილი და მარიამ კიკუაშვილი, ისინი კონკურსზე ყველაზე პატარები იყვნენ. "ბზიკების“ მუსიკალური ხელმძღვანელი იყო გიგა კუხიანიძე.

2011 წელს გამარჯვებული ჯგუფი Candy გახდა, სიმღერით Candy Music. ქართული მუსიკალური ჯგუფი შედგებოდა 5 მონაწილისგან: მარიამ ღვალაძე, ირა კოვალენკო, გვანცა სანებლიძე, ირინა ხეჩანოვი და ანა ხანჩალიანი. მისი მუსიკალური ხელმძღვანელი კვლავ გიგა კუხიანიძე გახლდათ.

2016 წელს საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-14 კონკურსის გამარჯვებული მარიამ მამადაშვილი გახდა, საკონკურსო სიმღერით "მზეო”. ის "ბზიკები სტუდიოს" წარმოადგენდა. სიმღერის ავტორი კომპოზიტორი გიგა კუხიანიძეა.

კონკურსამდე რამდენიმე დღით ადრე კი სოციალურ ქსელში მებო ნუცუბიძემ დაწერა, რომ წლევანდელი ევროვიზიის თემა იყო "გმირები", ქართველი კონკურსანტების მუსიკისა და ტექსტის ავტორი კი მებო ნუცუბიძე გახლდათ.

მებო ნუცუბიძე:

"ჩვენთვის, "ჰეიმა პროდაქშენში", მათთან ერთად სიმღერაზე მუშაობა იყო უდიდესი სიამოვნება და ამავდროულად - უდიდესი პასუხისმგებლობა.

საბავშვო ევროვიზიის წლევანდელი თემა არის "გმირები".

საქართველოს კი განსაკუთრებული სათქმელი აქვს: ბავშვები თვითონ არიან მთავარი გმირები, თვითონ წერენ საკუთარ, ყველასაგან გამორჩეულსა და განსაკუთრებულ ისტორიას. საკუთარი თავის რწმენით კი, ყოველთვის მიაღწევენ მიზნებს და აიხდენენ ოცნებებს".

წარუმატებელი შედეგის შემდეგ, სოციალურ ქსელში უამრავი კრიტიკული მოსაზრება დაიწერა. ხალხი უკმაყოფილო დარჩა სიმღერით და ბავშვების ჩაცმულობით, რაც შეეხება ვოკალს, ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ ბავშვები ნამდვილად უნიჭიერესები არიან.

Ambebi.ge შეფასებისთვის მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძესა და პროდიუსერ მარინა ბერიძეს დაუკავშირდა. პროფესიონალებს ვთხოვეთ კომენტარი გაეკეთებინათ, თუ როგორ მოეწონათ სიმღერა, რაც წელს საქართველომ ევროვიზიაზე წარადგინა და რატომ მივიღეთ ასეთი ცუდი შეფასებები?

თამრიკო ჭოხონელიძე:

- ძალიან გულდასაწყვეტია ეს შედეგი, ზენიჭიერი ბავშვები იდგნენ სცენაზე ჩვენი ბავშვების სახით. არ მინდა ავტორმა მიწყინოს, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ სიმღერით აღფრთოვანებული ვიყავი.

მაინც იმას ვიტყვი, რომ ეს პოლიტიკური კონკურსია და საქართველო ვერ არის ეტყობა ღირსეულად ამჯერად წარმოდგენილი ევროპაში, ისე, როგორც უნდა იყოს, ამიტომაც ნაწილობრივ დაჩაგრეს ჩვენი ბავშვები, რომლებიც ძალიან ნიჭიერები არიან.

- სოციალურ ქსელში ამ შედეგის შემდეგ აკრიტიკებენ როგორც სიმღერას, ისე "საზოგადოებრივ მაუწყებელს"...

- ვერ გავაკრიტიკებ, მაგრამ რომ გითხრათ, უმაღლესი რანგის სიმღერა იყო - მეთქი, მოგატყუებთ. ქართულ სიმღერებს უცხოელები თარგმნიან და მღერიან, ისეთი მელოდიური სიმღერებია. ქართული კაცის ბუნებასაც ასახავს. მესმის, რომ თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე ცოტა სხვა რამ იყო საჭირო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს შედევრი იყო.

მაგრამ არც მიწასთან არის გასასწორებელი, ჩვენ ძალიან დაუნდობელი ხალხი ვართ. აუცილებლად დაწერეთ, რომ "საზოგადოებრივ მაუწყებელს“ იმდენი ღირსეული გადაცემა აქვს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც "რანინა“, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ამიტომ ცოტა დანდობა უნდა ვიცოდეთ ერთმანეთის. მერე რა, რომ ამ ბავშვებმა ვერ გაიმარჯვეს. ჩემი აზრით, დიდწილად ვერ გაიმარჯვეს პოლიტიკური გაუგებრობის გამო.

მარინა ბერიძე:

- გუშინ ისეთი დღე მქონდა, რომ არ მინახავს კონკურსი, მაგრამ მე ჩემი პატარა პრინციპი მაქვს, ბავშვი სცენაზე უნდა იყოს ლაღი, მხიარული... ამ თვალსაზრისით შეცდომები მოგვდის და ვერ ვიგებთ...

მე ვიცი, რომ ბავშვმა უნდა მოიტანოს სილაღე, სიმარტივე. ეს არის ის, "ბზიკებმა" რატომ მოიგეს თავის დროზე, იყო რაღაც ძალიან ხალისიანი და ფეიერვერკული. არ ვიცი, ვერ ვიგებ მე სხვა კონცეფციას. ვიმეორებ, სცენაზე ბავშვი უნდა იყოს მხიარული და პრობლემები არ უნდა მოჰქონდეს.