პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხვიჩა კვარაცხელიამ დამაწყებინა ფეხბურთის ყურება" - რას ამბობს ლაშა ტალახაძე "კვარაზე"?
"ხვიჩა კვარაცხელიამ დამაწყებინა ფეხბურთის ყურება" - რას ამბობს ლაშა ტალახაძე "კვარაზე"?

ქარ­თველ­მა ძა­ლო­სან­მა, ორგზის ოლიმ­პი­ურ­მა და მრა­ვალ­გზის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ონ­მა ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ "TST სპორტთან" ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში კი­დევ ერთ წარ­მა­ტე­ბულ ქარ­თველ­ზე, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე ისა­უბ­რა:

- აქამ­დე არ მქო­ნია სა­შუ­ა­ლე­ბა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე სად­მე მე­სა­უბ­რა და ჩემი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა გა­მო­მე­ხა­ტა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, დიდი ნაც­ნო­ბო­ბა არ გვა­კავ­ში­რებს, მხო­ლოდ ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში, მი­სა­ლო­ცი მე­სი­ჯე­ბით ვურ­თი­ერ­თობთ ხოლ­მე, მაგ­რამ დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, პი­რა­და­დაც გა­ვიც­ნო. ბევ­რს არ ვი­ტყვი, პირ­ველ რიგ­ში, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია, თავ­მდა­ბა­ლია და ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სპორ­ტსმე­ნის­თვის. რო­დე­საც ამ­დე­ნი წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნი არ იც­ვლე­ბა და კვლავ კე­თილ­შო­ბი­ლე­ბის მა­გა­ლი­თია, იმ ადა­მი­ა­ნის ყვე­ლა­ფე­რი გა­მი­ხარ­დე­ბა... თან არა მარ­ტო მე, ძა­ლი­ან ბევრ სხვა ადა­მი­ან­საც. ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ჯერ არ უთ­ქვამს თა­ვის სათ­ქმე­ლი. მას უფრო მეტი შე­უძ­ლია და ეს ბიჭი უფრო მეტს იტყვის.

ვერ ვი­ტყვი, რომ ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კივ­რო­ბით გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა სპორ­ტს და სპორ­ტსმენს ვგულ­შე­მატ­კივ­რობ, მაგ­რამ მინ­და ვთქვა და იცო­დეს, რომ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ და­მა­წყე­ბი­ნა ფეხ­ბურ­თის ყუ­რე­ბა. მის გა­მო­ჩე­ნამ­დე არას­დროს არ მქონ­და თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ის 90 წუთი და + და­მა­ტე­ბი­თი დრო ნა­ნა­ხი. არას­დროს მი­გულ­შე­მატ­კივ­რია სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის გარ­და, სხვა გუნ­დის­თვის, მაგ­რამ რო­დე­საც "ნა­პო­ლის" თა­მა­შია, ჩავ­რთავთ სა­მე­გობ­რო და ვუ­ყუ­რებთ. მინ­და, წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვო, ახალ­გაზ­რდა სპორ­ტსმე­ნია, ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლია და წინ უფრო მეტი წარ­მა­ტე­ბე­ბი ელის. ის თა­ვის შრო­მით, თავ­მდაბ­ლო­ბით და კარ­გი ადა­მი­ა­ნო­ბით ძა­ლი­ან ბევ­რს მი­აღ­წევს. მუ­დამ მეს­მის ლა­პა­რა­კი "ნახე, ხვი­ჩამ რა მაგ­რად ითა­მა­შა“... უხა­რი­ათ ადა­მი­ა­ნებს ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბე­ბი და სპორ­ტი არის ის რა­ღაც, რაც ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას ახა­რებს და აერ­თი­ა­ნებს... მინ­და, ხვი­ჩა­საც და ყვე­ლა სხვა სპორ­ტსმენს ბევ­რი წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვო. მჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ის მო­მენ­ტი დგას, რო­დე­საც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი სპორ­ტსმე­ნი გა­იზ­რდე­ბა, ვინც თა­ვის სათ­ქმელს იტყვის.

  • ნა­ხეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე
7

ქოცების სიყვარულმაც დააწყებინა პარტიულ ყრილობებზე წინა რიგში ჯდომა, ფული სიყვარული საქართველოთი და ქართველობით მანიპულაცია კარგი ცხოვრების საწინდარია პარტიასთანაც კარგად უნდა იყო და ბრბოსაც თავის ენაზე უნდა ესაუბრო ქართველობა პირჯვარის წერა კვარას ფანობა და ა.შ

ჯიგარო
3

კვარას რომ შეცვლიან იმ თამაშს მერე აღარ ვუყურებ

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"ხვიჩა კვარაცხელიამ დამაწყებინა ფეხბურთის ყურება" - რას ამბობს ლაშა ტალახაძე "კვარაზე"?

"ხვიჩა კვარაცხელიამ დამაწყებინა ფეხბურთის ყურება" - რას ამბობს ლაშა ტალახაძე "კვარაზე"?

ქართველმა ძალოსანმა, ორგზის ოლიმპიურმა და მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ "TST სპორტთან" ვრცელ ინტერვიუში კიდევ ერთ წარმატებულ ქართველზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

- აქამდე არ მქონია საშუალება ხვიჩა კვარაცხელიაზე სადმე მესაუბრა და ჩემი შთაბეჭდილება გამომეხატა. სიმართლე გითხრათ, დიდი ნაცნობობა არ გვაკავშირებს, მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში, მისალოცი მესიჯებით ვურთიერთობთ ხოლმე, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს, პირადადაც გავიცნო. ბევრს არ ვიტყვი, პირველ რიგში, ძალიან კარგი ადამიანია, თავმდაბალია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სპორტსმენისთვის. როდესაც ამდენი წარმატების შემდეგ ადამიანი არ იცვლება და კვლავ კეთილშობილების მაგალითია, იმ ადამიანის ყველაფერი გამიხარდება... თან არა მარტო მე, ძალიან ბევრ სხვა ადამიანსაც. ხვიჩა კვარაცხელიას ჯერ არ უთქვამს თავის სათქმელი. მას უფრო მეტი შეუძლია და ეს ბიჭი უფრო მეტს იტყვის.

ვერ ვიტყვი, რომ ფეხბურთის გულშემატკივრობით გამოვირჩეოდი, საქართველოში ყველა სპორტს და სპორტსმენს ვგულშემატკივრობ, მაგრამ მინდა ვთქვა და იცოდეს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ დამაწყებინა ფეხბურთის ყურება. მის გამოჩენამდე არასდროს არ მქონდა თავიდან ბოლომდე ის 90 წუთი და + დამატებითი დრო ნანახი. არასდროს მიგულშემატკივრია საქართველოს ნაკრების გარდა, სხვა გუნდისთვის, მაგრამ როდესაც "ნაპოლის" თამაშია, ჩავრთავთ სამეგობრო და ვუყურებთ. მინდა, წარმატებები ვუსურვო, ახალგაზრდა სპორტსმენია, ძალიან წარმატებულია და წინ უფრო მეტი წარმატებები ელის. ის თავის შრომით, თავმდაბლობით და კარგი ადამიანობით ძალიან ბევრს მიაღწევს. მუდამ მესმის ლაპარაკი "ნახე, ხვიჩამ რა მაგრად ითამაშა“... უხარიათ ადამიანებს ჩვენი წარმატებები და სპორტი არის ის რაღაც, რაც ჩვენს მოსახლეობას ახარებს და აერთიანებს... მინდა, ხვიჩასაც და ყველა სხვა სპორტსმენს ბევრი წარმატებები ვუსურვო. მჯერა, რომ საქართველოში ის მომენტი დგას, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი სპორტსმენი გაიზრდება, ვინც თავის სათქმელს იტყვის.

  • ნახეთ ინტერვიუ სრულად