მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ენმ-დან მელიას გარიცხვის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ - თუ ამ საკითხში შეუთანხმებლობა სამდივნოსთან შეუთავსებლად ჩაითვლება, მზად ვარ, რომ..." - რას აცხადებს გიორგი ბარამიძე
"ენმ-დან მელიას გარიცხვის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ - თუ ამ საკითხში შეუთანხმებლობა სამდივნოსთან შეუთავსებლად ჩაითვლება, მზად ვარ, რომ..." - რას აცხადებს გიორგი ბარამიძე

კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ მომ­წონს და წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ ნიკა მე­ლი­ას მიერ პარ­ტი­ის ლან­ძღვის კამ­პა­ნი­ის, მაგ­რამ ენმ-დან მე­ლი­ას გა­რი­ცხვის წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი და ვარ, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, პარ­ტი­ის წეს­დე­ბით,“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რეს წევ­რის გა­რი­ცხვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა აქვს, თუმ­ცა ასე­თი ნა­ბი­ჯის პო­ლი­ტი­კურ მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბას არ იზი­ა­რებს.

გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძის გან­მარ­ტე­ბით, თუ ამ სა­კი­თხში პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს­თან შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბა, ენმ-ის პო­ლი­ტი­კურ სამ­დივ­ნოს­თან შე­უ­თავ­სებ­ლად ჩა­ით­ვლე­ბა, მზად არის, თავ­მჯდო­მა­რე­სა და გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის თა­ო­ბა­ზე მი­მარ­თოს.

"ჩემს ენმ თა­ნა­მებ­რძო­ლებ­სა და მე­გობ­რებს (ალ­ბათ მე­დი­ა­საც) და­ა­ინ­ტე­რე­სებთ, რა პო­ზი­ცია მაქვს ენმ-ის თავ­მჯდო­მა­რის მიერ ნიკა მე­ლი­ას მი­მართ "ფორ­მუ­ლას“ ეთერ­ში გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე. უმე­ტე­სო­ბამ იგი აღიქ­ვა, რო­გორც მისი გა­რი­ცხვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თუმ­ცა ასე პირ­და­პირ ეს არ თქმუ­ლა. მე მა­ინც მინ­და სა­ჯა­როდ, კი­დევ ერთხელ და­ვა­ფიქ­სი­რო ჩემი პო­ზი­ცია, რაც არა­ერ­თხელ სხვა­დას­ხვა ეთე­რებ­ში მით­ქვამს. კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ მომ­წონს და წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ, ნიკა მე­ლი­ას მიერ პარ­ტი­ის ლან­ძღვის კამ­პა­ნი­ის, მაგ­რამ მე ენმ-დან მე­ლი­ას გა­რი­ცხვის წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი და ვარ. ენმ-ის წეს­დე­ბით, ენმ თავ­მჯდო­მა­რეს წევ­რის გა­რი­ცხვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა აქვს, თუმ­ცა მე არ ვი­ზი­ა­რებ ასე­თი ნა­ბი­ჯის პო­ლი­ტი­კურ მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბას. ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზი­რე­ბუ­ლი პარ­ტი­უ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის და ენმ-სთვი­საც აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა უცხო არაა, ხში­რად ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა თავ­მჯდო­მა­რის ან მთლი­ა­ნად პარ­ტი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს (მა­გა­ლი­თად პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა­ზე) არ ვი­ზი­ა­რებ­დი, მაგ­რამ ცხა­დია, უმ­რავ­ლე­სო­ბის აზრს ყო­ველ­თვის პა­ტივს ვცემ­დი. ახ­ლაც ასეა ზუს­ტად და ამას სა­ჯა­როდ ვამ­ბობ.

მე ვი­ყა­ვი და ვიქ­ნე­ბი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დის წევ­რი და ვა­პი­რებ მას­თან ერ­თად ბრძო­ლას. ენმ არის მი­შას გუნ­დი. ამავდრო­უ­ლად, ენმ-ს ჰყავს ლე­გი­ტი­მუ­რად არ­ჩე­უ­ლი თავ­მჯდო­მა­რე, პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭო, გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი და სამ­დივ­ნო.

თუ ჩემი ამ სა­კი­თხში პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს­თან შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბა, ჩემს ენმ პო­ლი­ტი­კურ სამ­დივ­ნოს­თან შე­უ­თავ­სებ­ლად ჩა­ით­ვლე­ბა, მზად ვარ, თავ­მჯდო­მა­რე­სა და გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს ჩემი ამ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლა­ზე მივ­მარ­თო, ცხა­დია, ესეც წეს­დე­ბით მათი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბაა, რომ გა­და­წყვი­ტონ. თუ ისი­ნი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ, მე მას მშვი­დად მი­ვი­ღებ. მე­ტიც, თუ სა­ჭი­რო გახ­და პო­ლი­ტი­კურ საბ­ჭო­საც დავ­ტო­ვებ და ვიქ­ნე­ბი ენმ-ის რი­გი­თი წევ­რი და სა­ნამ ენმ-ს ლი­დე­რი მიშა იქ­ნე­ბა, მე ვიქ­ნე­ბი მი­შას გვერ­დით, მი­შას გუნდში.

ენმ და მი­შას გუნ­დის რი­გი­თი მებ­რძო­ლის სტა­ტუ­სიც ძა­ლი­ან სა­პა­ტი­ოდ მი­მაჩ­ნია.

მე მჯე­რა ენმ-ში ბევ­რი ძვე­ლი მებ­რძო­ლი დაბ­რუნ­დე­ბა და ახ­ლე­ბიც დაგ­ვე­მა­ტე­ბი­ან.

მჯე­რა, მთა­ვა­რი მი­ზა­ნი არ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა და ფო­კუ­სი არ აგ­ვე­რე­ვა. მი­შას­თან ერ­თად და მი­შას ლი­დე­რო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო მო­ღა­ლა­ტე­თა რე­ჟი­მის­გან უნდა ერ­თად გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ. ესაა მთა­ვა­რი და ამ ბრძო­ლა­ში რი­გი­თად ბრძო­ლაც სა­პა­ტი­ოა.

მე მჯე­რა ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბის. სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა გა­თენ­დეს!

თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­შას! დი­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს“, - წერს გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
1

აბა გია, ხუთგზის დეპუტატი, სამჯერ მოქკავშირიდან, ანუ კომკავშირიდან, ორჯერ ნაცმოდან, ანუ მიშას კლანიდან, მოქკავშირის თავმჯდომარე, იქამდე გენერალური მდივანი, მიშას ნათელმირონი, მიშას თავდაცვის მინისტრი , იქამდე შსს მინიტრი ?! ეს გია ?! ეს სპეტაკი მეგონა, ეს უზნეო და გახრწნილი ყოფილა, მიშასავით ?

ურო
5

წავა მელია და წაიღებს ნაცების 350 ათასი ხმის მესამედს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ენმ-დან მელიას გარიცხვის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ - თუ ამ საკითხში შეუთანხმებლობა სამდივნოსთან შეუთავსებლად ჩაითვლება, მზად ვარ, რომ..." - რას აცხადებს გიორგი ბარამიძე

"ენმ-დან მელიას გარიცხვის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ - თუ ამ საკითხში შეუთანხმებლობა სამდივნოსთან შეუთავსებლად ჩაითვლება, მზად ვარ, რომ..." - რას აცხადებს გიორგი ბარამიძე

კატეგორიულად არ მომწონს და წინააღმდეგი ვარ ნიკა მელიას მიერ პარტიის ლანძღვის კამპანიის, მაგრამ ენმ-დან მელიას გარიცხვის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ის აღნიშნავს, პარტიის წესდებით,“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს წევრის გარიცხვის უფლებამოსილება აქვს, თუმცა ასეთი ნაბიჯის პოლიტიკურ მიზანშეწონილობას არ იზიარებს.

გიორგი ბარამიძის განმარტებით, თუ ამ საკითხში პარტიის თავმჯდომარესთან შეუთანხმებლობა, ენმ-ის პოლიტიკურ სამდივნოსთან შეუთავსებლად ჩაითვლება, მზად არის, თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს თანამდებობიდან წასვლის თაობაზე მიმართოს.

"ჩემს ენმ თანამებრძოლებსა და მეგობრებს (ალბათ მედიასაც) დააინტერესებთ, რა პოზიცია მაქვს ენმ-ის თავმჯდომარის მიერ ნიკა მელიას მიმართ "ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე. უმეტესობამ იგი აღიქვა, როგორც მისი გარიცხვის გადაწყვეტილება, თუმცა ასე პირდაპირ ეს არ თქმულა. მე მაინც მინდა საჯაროდ, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რაც არაერთხელ სხვადასხვა ეთერებში მითქვამს. კატეგორიულად არ მომწონს და წინააღმდეგი ვარ, ნიკა მელიას მიერ პარტიის ლანძღვის კამპანიის, მაგრამ მე ენმ-დან მელიას გარიცხვის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ. ენმ-ის წესდებით, ენმ თავმჯდომარეს წევრის გარიცხვის უფლებამოსილება აქვს, თუმცა მე არ ვიზიარებ ასეთი ნაბიჯის პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. ზოგადად, ცივილიზირებული პარტიული დემოკრატიისთვის და ენმ-სთვისაც აზრთა სხვადასხვაობა უცხო არაა, ხშირად ყოფილა შემთხვევები, როცა თავმჯდომარის ან მთლიანად პარტიის გადაწყვეტილებებს (მაგალითად პარლამენტში შესვლაზე) არ ვიზიარებდი, მაგრამ ცხადია, უმრავლესობის აზრს ყოველთვის პატივს ვცემდი. ახლაც ასეა ზუსტად და ამას საჯაროდ ვამბობ.

მე ვიყავი და ვიქნები მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი და ვაპირებ მასთან ერთად ბრძოლას. ენმ არის მიშას გუნდი. ამავდროულად, ენმ-ს ჰყავს ლეგიტიმურად არჩეული თავმჯდომარე, პოლიტიკური საბჭო, გენერალური მდივანი და სამდივნო.

თუ ჩემი ამ საკითხში პარტიის თავმჯდომარესთან შეუთანხმებლობა, ჩემს ენმ პოლიტიკურ სამდივნოსთან შეუთავსებლად ჩაითვლება, მზად ვარ, თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს ჩემი ამ თანამდებობიდან წასვლაზე მივმართო, ცხადია, ესეც წესდებით მათი უფლებამოსილებაა, რომ გადაწყვიტონ. თუ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მე მას მშვიდად მივიღებ. მეტიც, თუ საჭირო გახდა პოლიტიკურ საბჭოსაც დავტოვებ და ვიქნები ენმ-ის რიგითი წევრი და სანამ ენმ-ს ლიდერი მიშა იქნება, მე ვიქნები მიშას გვერდით, მიშას გუნდში.

ენმ და მიშას გუნდის რიგითი მებრძოლის სტატუსიც ძალიან საპატიოდ მიმაჩნია.

მე მჯერა ენმ-ში ბევრი ძველი მებრძოლი დაბრუნდება და ახლებიც დაგვემატებიან.

მჯერა, მთავარი მიზანი არ დაგვავიწყდება და ფოკუსი არ აგვერევა. მიშასთან ერთად და მიშას ლიდერობით, საქართველო მოღალატეთა რეჟიმისგან უნდა ერთად გავათავისუფლოთ. ესაა მთავარი და ამ ბრძოლაში რიგითად ბრძოლაც საპატიოა.

მე მჯერა ჩვენი გამარჯვების. საქართველოში უნდა გათენდეს!

თავისუფლება მიშას! დიდება საქართველოს“, - წერს გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ: