საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსის სანაპიროსთან სატვირთო გემი ჩაიძირა. გემზე ეკიპაჟის 14 წევრი იმყოფებოდა. მათგან მაშველებმა ამ დროისთვის მხოლოდ ერთის გადარჩენა შეძლეს. 13 ადამიანის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
საბერძნეთის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, სამაშველო სამუშოებში ხუთი სატვირთო გემი, სამი სანაპირო დაცვის ხომალდი, საჰაერო ძალები და საზღვაო ვერტმფრენები ჩაერთნენ.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, კაპიტანმა პირველად დაზიანების შესახებ ინფორმაცია, ადგილობრივი დროით, 7 საათზე გააგზავნა. სავარაუდოდ, გემი მძიმე ტვირთის გამო გადაიხარა და რადარებიდან მალევე გაუჩინარდა.