პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი უდიდესი თხოვნაა ხმა მოგვცეთ, გვერდში დაგვიდგეთ" - რამდენიმე საათში საბავშვო "ევროვიზია" დაიწყება: ქართველი მომღერლები გულშემატკივრებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ
"ჩვენი უდიდესი თხოვნაა ხმა მოგვცეთ, გვერდში დაგვიდგეთ" -  რამდენიმე საათში საბავშვო "ევროვიზია" დაიწყება: ქართველი მომღერლები გულშემატკივრებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ

დღეს, თბი­ლი­სის დრო­ით 19:00 სა­ათ­ზე, "რა­ნი­ნას" მე­ექ­ვსე სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ანას­ტა­სია ვა­სა­ძე და "რა­ნი­ნას" 2022 წლის ფი­ნა­ლის­ტე­ბი - ნი­კო­ლოზ ხა­რა­ტი და ოთო ბა­ზე­რაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს 2023 წლის სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" წა­რად­გე­ნენ, ისი­ნი შე­ას­რუ­ლე­ბენ სიმ­ღე­რას Over The Sky, რომ­ლის ავ­ტო­რე­ბი არი­ან მებო ნუ­ცუ­ბი­ძე (მუ­სი­კი­სა და ტექ­სტის) და ბე­თხო - ირაკ­ლი მან­ჩხაშ­ვი­ლი, კლი­პის რე­ჟი­სო­რია ზაზა ორაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ასე­ვე მუ­შა­ობს სას­ცე­ნო დად­გმა­ზე ქო­რე­ოგ­რაფ გი­ორ­გი ტო­რი­აშ­ვილ­თან ერ­თად. ანას­ტა­სი­ას­თან, ნი­კო­ლოზ­სა და ოთოს­თან ერ­თად "ევ­რო­ვი­ზი­ის" სცე­ნა­ზე კი­დევ ორი მო­ცეკ­ვა­ვე გა­მო­ვა, მხატ­ვრუ­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე­ე­ბი ნიტა ჯა­მა­გი­ძე და ბარ­ბა­რე ქა­ჯა­ია.

21-ე სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზია" საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ ნი­ცა­ში იმარ­თე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ის" წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ნა­წი­ლე ქვე­ყა­ნაა. პირ­ვე­ლად 2008 წელს პრო­ექ­ტით "ბზი­კე­ბი" გა­ი­მარ­ჯვა, 2011 წელს პირ­ველ ად­გილ­ზე გა­ვი­და ჯგუ­ფი "ქენ­დი", 2016 წელს კონ­კურ­სი მა­რი­ამ მა­მა­დაშ­ვილ­მა მო­ი­გო, 2022 წელს კი მა­რი­ამ ბიგ­ვა­ვამ მე­სა­მე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

ანას­ტა­სია ვა­სა­ძე:

- ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დით, თუ "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" ჩვენ სამ­ნი წა­ვი­დო­დით და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვართ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით. ვფიქ­რობ, კარ­გი არ­ჩე­ვა­ნია, რომ ნი­კო­ლო­ზი და ოთოც მო­დი­ან.

ოთო ბა­ზე­რაშ­ვი­ლი:

- თა­ვი­დან ვი­ცო­დით, რომ მხო­ლოდ ანას­ტა­სია მი­დი­ო­და, ჩვენ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე დაგ­ვი­ბა­რეს და იქ დაგ­ვხვდა მთე­ლი გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი, რა­ღაც ფურ­ცე­ლი გად­მოგ­ვცეს და რომ გავ­ხსე­ნით, ეწე­რა, ოთო ბა­ზე­რაშ­ვი­ლი და ნი­კო­ლოზ ხა­რა­ტი სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" მი­დი­ა­ნო, სი­ხა­რუ­ლის­გან დავ­ხტო­დით, თან ხალ­ხის გვრცხვე­ნო­და, მაგ­რამ თავს ვერ ვი­კა­ვებ­დით, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით.

ნი­კო­ლოზ ხა­რა­ტი:

- მეც ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რა თქმა უნდა. ამ საქ­მეს ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ვე­კი­დეთ, რად­გან სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" ანას­ტა­სი­ას გვერ­დში დგო­მა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ანას­ტა­სია:

- ჩვენ კარ­გად გა­ვაც­ნო­ბი­ე­რეთ, რომ სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას წარ­მო­ვა­ჩენთ. "ევ­რო­ვი­ზია" მას­შტა­ბუ­რი კონ­კურ­სია და ამ­დე­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლი რომ გვნა­ხავს, ღირ­სე­უ­ლად უნდა გა­მო­ვი­დეთ. მგო­ნია, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

ოთო:

- ჩვენ ჩვე­ნი თა­ვი­სა და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის იმე­დი გვაქვს, მათ მხა­რი უნდა დაგ­ვი­ჭი­რონ, ჩვენ კი მათი იმე­დი გა­ვა­მარ­თლოთ, რათა შემ­დეგ წელს "ევ­რო­ვი­ზია" სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ი­მარ­თოს. ხმის მი­ცე­მა 24 ნო­ემ­ბერს 23 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა და 26 ნო­ემ­ბრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, კონ­ცერ­ტის მსვლე­ლო­ბი­სას შე­წყდე­ბა და შემ­დეგ 15 წუ­თით ჩა­ირ­თვე­ბა. ხალ­ხო, თქვე­ნი იმე­დი გვაქვს, ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­ხართ და გვე­ი­მე­დე­ბით! გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ხათუნა
0

წარმატებები 💖❤

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჩვენი უდიდესი თხოვნაა ხმა მოგვცეთ, გვერდში დაგვიდგეთ" - რამდენიმე საათში საბავშვო "ევროვიზია" დაიწყება: ქართველი მომღერლები გულშემატკივრებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ

"ჩვენი უდიდესი თხოვნაა ხმა მოგვცეთ, გვერდში დაგვიდგეთ" -  რამდენიმე საათში საბავშვო "ევროვიზია" დაიწყება: ქართველი მომღერლები გულშემატკივრებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ

დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე, "რანინას" მეექვსე სეზონის გამარჯვებული ანასტასია ვასაძე და "რანინას" 2022 წლის ფინალისტები - ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი საქართველოს 2023 წლის საბავშვო "ევროვიზიაზე" წარადგენენ, ისინი შეასრულებენ სიმღერას Over The Sky, რომლის ავტორები არიან მებო ნუცუბიძე (მუსიკისა და ტექსტის) და ბეთხო - ირაკლი მანჩხაშვილი, კლიპის რეჟისორია ზაზა ორაშვილი, რომელიც ასევე მუშაობს სასცენო დადგმაზე ქორეოგრაფ გიორგი ტორიაშვილთან ერთად. ანასტასიასთან, ნიკოლოზსა და ოთოსთან ერთად "ევროვიზიის" სცენაზე კიდევ ორი მოცეკვავე გამოვა, მხატვრული ტანმოვარჯიშეები ნიტა ჯამაგიძე და ბარბარე ქაჯაია.

21-ე საბავშვო "ევროვიზია" საფრანგეთის ქალაქ ნიცაში იმართება. საქართველო საბავშვო "ევროვიზიის" წარმატებული მონაწილე ქვეყანაა. პირველად 2008 წელს პროექტით "ბზიკები" გაიმარჯვა, 2011 წელს პირველ ადგილზე გავიდა ჯგუფი "ქენდი", 2016 წელს კონკურსი მარიამ მამადაშვილმა მოიგო, 2022 წელს კი მარიამ ბიგვავამ მესამე ადგილი დაიკავა.

ანასტასია ვასაძე:

- ნამდვილად არ ველოდით, თუ "ევროვიზიაზე" ჩვენ სამნი წავიდოდით და ძალიან ბედნიერი ვართ ამ გადაწყვეტილებით. ვფიქრობ, კარგი არჩევანია, რომ ნიკოლოზი და ოთოც მოდიან.

ოთო ბაზერაშვილი:

- თავიდან ვიცოდით, რომ მხოლოდ ანასტასია მიდიოდა, ჩვენ რეპეტიციაზე დაგვიბარეს და იქ დაგვხვდა მთელი გადამღები ჯგუფი, რაღაც ფურცელი გადმოგვცეს და რომ გავხსენით, ეწერა, ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი საბავშვო "ევროვიზიაზე" მიდიანო, სიხარულისგან დავხტოდით, თან ხალხის გვრცხვენოდა, მაგრამ თავს ვერ ვიკავებდით, აღფრთოვანებული ვიყავით.

ნიკოლოზ ხარატი:

- მეც ძალიან გამიხარდა, რა თქმა უნდა. ამ საქმეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ, რადგან საბავშვო "ევროვიზიაზე" ანასტასიას გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია.

ანასტასია:

- ჩვენ კარგად გავაცნობიერეთ, რომ საკუთარ ქვეყანას წარმოვაჩენთ. "ევროვიზია" მასშტაბური კონკურსია და ამდენი მაყურებელი რომ გვნახავს, ღირსეულად უნდა გამოვიდეთ. მგონია, ყველაფერი კარგად იქნება.

ოთო:

- ჩვენ ჩვენი თავისა და გულშემატკივრების იმედი გვაქვს, მათ მხარი უნდა დაგვიჭირონ, ჩვენ კი მათი იმედი გავამართლოთ, რათა შემდეგ წელს "ევროვიზია" საქართველოში გაიმართოს. ხმის მიცემა 24 ნოემბერს 23 საათზე დაიწყება და 26 ნოემბრამდე გაგრძელდება, კონცერტის მსვლელობისას შეწყდება და შემდეგ 15 წუთით ჩაირთვება. ხალხო, თქვენი იმედი გვაქვს, ძალიან გვიყვარხართ და გვეიმედებით! განაგრძეთ კითხვა