სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
9 წლის ემილი, რომელიც მამას გარდაცვლილი ეგონა, "ჰამასის" ტყვეობაში აღმოჩნდა და გათავისუფლებულია - მამა-შვილის შეხვედრის პირველი კადრები
9 წლის ემილი, რომელიც მამას გარდაცვლილი ეგონა, "ჰამასის" ტყვეობაში აღმოჩნდა და გათავისუფლებულია - მამა-შვილის შეხვედრის პირველი კადრები

9 წლის ემი­ლი ჰენ­დი, რო­მე­ლიც ის­რა­ელ­ზე "ჰა­მა­სის" 7 ოქ­ტომ­ბრის თავ­დას­ხმის შემ­დეგ შეც­დო­მით გა­მო­ა­ცხა­დეს გარ­დაც­ვლი­ლად, რე­ა­ლუ­რად დაჯ­გუ­ფე­ბის ტყვე­ო­ბა­ში იყო და ის ახლა თა­ვი­სუ­ფა­ლია. გო­გო­ნა უკვე მა­მას­თან ერ­თა­დაა.

ემი­ლიმ თა­ვი­სი მე­ცხრე და­ბა­დე­ბის დღე ტე­რო­რის­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო ბუნ­კერ­ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც მას­თან ერ­თად, სხვა ირა­ე­ლე­ლი მძევ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

25 ნო­ემ­ბერს, გვი­ან ღა­მით, ემი­ლი 13 სხვა გა­ტა­ცე­ბულ­თან ერ­თად, ის­რა­ელ­ში დაბ­რუნ­და. თა­ვი­სუ­ფა­ლია ასე­ვე ემი­ლის მე­გო­ბა­რი, ჰილა რო­ტე­მიც, რო­მე­ლიც ასე­ვე "ჰა­მა­სი­სი" ტყვე­ო­ბა­ში იყო.

"ჩვენ ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვე­ლო­დით ამ მო­მენტს. ყო­ვე­ლი დღე იყო ძა­ლი­ან გრძე­ლი, მტკივ­ნე­უ­ლი კოშ­მა­რი. ჩემი ემი­ლი სა­ბო­ლო­ოდ სახ­ლშია, დაჭ­რი­ლი, მაგ­რამ ცო­ცხა­ლი", - თქვა თო­მას ჰენდმა ბრი­ტა­ნულ გა­მო­ცე­მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში. გო­გო­ნას გა­მო­ჩე­ნამ­დე ცოტა ხნით ადრე მამა ამ­ბობ­და, რომ ემი­ლის სახ­ლში დახ­ვდე­ბა თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი ძაღ­ლი, ჯონ­სი და სა­თა­მა­შო­ე­ბი - "მას ექ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო და­ბა­დე­ბის დღე, რაც კი ოდეს­მე ჰქო­ნია".

”არ ვიცი, რა გა­უ­კე­თეს მათ ჩემს პა­ტა­რა გო­გო­ნას. მე და­ჟი­ნე­ბით მო­ვი­თხო­ვე, რომ ძაღ­ლი ჩემს ქა­ლიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა­ზე ყო­ფი­ლი­ყო და ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, IDF და­თან­ხმდა", - თქვა კაც­მა.

თით­ქმის ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ემი­ლი გარ­დაც­ვლი­ლად ით­ვლე­ბო­და, მხო­ლოდ 5 ნო­ემ­ბერს გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ გო­გო­ნა ცო­ცხა­ლი იყო.

  • კი­ბუც ბე­ე­რის ხოც­ვა-ჟლე­ტის მსხვერ­პლთა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სას, შეც­დო­მის გამო, გო­გო­ნას მა­მას, თო­მასს უთხრეს, რომ ის მოკ­ლეს. ამ ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბე­ბის შემ­დეგ კაცი ამ­ბობ­და: "კი­დევ კარ­გი, რომ ჩემი ბავ­შვი ცო­ცხა­ლი აღარ არის. რა ელო­და მას ტყვე­ო­ბა­ში ამ არა­ა­და­მი­ა­ნებს შო­რის? მისი ცხოვ­რე­ბის ყო­ვე­ლი წუთი იქ იქ­ნე­ბო­და სავ­სე ში­ში­თა და ტკი­ვი­ლით."

მას შემ­დეგ, რაც მი­ი­ღეს შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ ემი­ლი ცო­ცხა­ლი იყო, მისი ახ­ლობ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად შე­უდ­გნენ ბავ­შვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლას. კერ­ძოდ, მათ დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თეს ირ­ლან­დი­ის მთავ­რო­ბას, ვი­ნა­ი­დან ემი­ლი ირ­ლან­დი­ის მო­ქა­ლა­ქეა.

ემი­ლის დედა, ლიატ კრონ­ბერ­გი მკერ­დის კი­ბო­თი გარ­და­იც­ვა­ლა, რო­დე­საც გო­გო­ნა ორ­წლი­ნა­ხევ­რის იყო. თო­მა­სის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე და მისი ორი უფ­რო­სი შვი­ლის დედა ნარ­ცი­სი ჰენ­დი, რო­მელ­მაც ემი­ლი აღ­ზარ­და, ტე­რო­რის­ტებ­მა 7 ოქ­ტომ­ბერს მოკ­ლეს.

26 ნო­ემ­ბრის ღა­მეს, მე­ო­რე ეტა­პის გაც­ვლის ოპე­რა­ცი­ის, "სა­მო­თხის კა­რის“ ფარ­გლებ­ში, ის­რა­ელ­ში კი­დევ 13 მძე­ვა­ლი დაბ­რუნ­და. ამ­ჟა­მად, კი­დევ 195 ადა­მი­ა­ნი რჩე­ბა ჰა­მა­სის ტყვე­ო­ბა­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბონდო
3

რატომ გიკვით ისრაელების სიმკაცრე ტერორიზმზე?! მგონი საუკუნე არ ყოფილა ვინმეს არ შეევიწროებინა და ტანჯვაში არ გამოეტარებინა ეს ხალხი. აეყარათ საკუთარი ქვეყნიდან, სხვა ქვეყნებშიც შეევიწროებინათ, დაეხოცათ უმოწყალოდ. ისინი ყოველთვის ფეხზე დგებოდნენ. ჰოდა ახლა თუ სიმკაცრეს არ გამოიჩენენ უარეს გაუკეთებენ. აქ ვინც ებრაელებზე ცუდს წერთ დარწმუნებული ვარ არც კი იცნობთ ვინმე ებრაელს! 

111
11

ოჰ რადგან ეგ გავიგე ამოვისუნთქე

ავტორი:

9 წლის ემილი, რომელიც მამას გარდაცვლილი ეგონა, "ჰამასის" ტყვეობაში აღმოჩნდა და გათავისუფლებულია - მამა-შვილის შეხვედრის პირველი კადრები

9 წლის ემილი, რომელიც მამას გარდაცვლილი ეგონა, "ჰამასის" ტყვეობაში აღმოჩნდა და გათავისუფლებულია - მამა-შვილის შეხვედრის პირველი კადრები

9 წლის ემილი ჰენდი, რომელიც ისრაელზე "ჰამასის" 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ შეცდომით გამოაცხადეს გარდაცვლილად, რეალურად დაჯგუფების ტყვეობაში იყო და ის ახლა თავისუფალია. გოგონა უკვე მამასთან ერთადაა.

ემილიმ თავისი მეცხრე დაბადების დღე ტერორისტების საიდუმლო ბუნკერში გაატარა, სადაც მასთან ერთად, სხვა ირაელელი მძევლებიც იმყოფებოდნენ.

25 ნოემბერს, გვიან ღამით, ემილი 13 სხვა გატაცებულთან ერთად, ისრაელში დაბრუნდა. თავისუფალია ასევე ემილის მეგობარი, ჰილა როტემიც, რომელიც ასევე "ჰამასისი" ტყვეობაში იყო.

"ჩვენ ძალიან დიდხანს ველოდით ამ მომენტს. ყოველი დღე იყო ძალიან გრძელი, მტკივნეული კოშმარი. ჩემი ემილი საბოლოოდ სახლშია, დაჭრილი, მაგრამ ცოცხალი", - თქვა თომას ჰენდმა ბრიტანულ გამოცემასთან ინტერვიუში. გოგონას გამოჩენამდე ცოტა ხნით ადრე მამა ამბობდა, რომ ემილის სახლში დახვდება თავისი საყვარელი ძაღლი, ჯონსი და სათამაშოები - "მას ექნება საუკეთესო დაბადების დღე, რაც კი ოდესმე ჰქონია".

”არ ვიცი, რა გაუკეთეს მათ ჩემს პატარა გოგონას. მე დაჟინებით მოვითხოვე, რომ ძაღლი ჩემს ქალიშვილთან შეხვედრაზე ყოფილიყო და ჩემდა გასაკვირად, IDF დათანხმდა", - თქვა კაცმა.

თითქმის ერთი თვის განმავლობაში ემილი გარდაცვლილად ითვლებოდა, მხოლოდ 5 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ გოგონა ცოცხალი იყო.

  • კიბუც ბეერის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა იდენტიფიცირებისას, შეცდომის გამო, გოგონას მამას, თომასს უთხრეს, რომ ის მოკლეს. ამ ტრაგიკული ამბების შემდეგ კაცი ამბობდა: "კიდევ კარგი, რომ ჩემი ბავშვი ცოცხალი აღარ არის. რა ელოდა მას ტყვეობაში ამ არაადამიანებს შორის? მისი ცხოვრების ყოველი წუთი იქ იქნებოდა სავსე შიშითა და ტკივილით."

მას შემდეგ, რაც მიიღეს შეტყობინება, რომ ემილი ცოცხალი იყო, მისი ახლობლები აქტიურად შეუდგნენ ბავშვის გათავისუფლებისთვის ბრძოლას. კერძოდ, მათ დახმარებისთვის მიმართეს ირლანდიის მთავრობას, ვინაიდან ემილი ირლანდიის მოქალაქეა.

ემილის დედა, ლიატ კრონბერგი მკერდის კიბოთი გარდაიცვალა, როდესაც გოგონა ორწლინახევრის იყო. თომასის ყოფილი მეუღლე და მისი ორი უფროსი შვილის დედა ნარცისი ჰენდი, რომელმაც ემილი აღზარდა, ტერორისტებმა 7 ოქტომბერს მოკლეს.

26 ნოემბრის ღამეს, მეორე ეტაპის გაცვლის ოპერაციის, "სამოთხის კარის“ ფარგლებში, ისრაელში კიდევ 13 მძევალი დაბრუნდა. ამჟამად, კიდევ 195 ადამიანი რჩება ჰამასის ტყვეობაში.

წაიკითხეთ ასევე: