მოზაიკა
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰამასის ძე", რომელიც ტერორისტებს განუდგა - როგორ იქცა მოსადის აგენტად დაჯგუფების თანადამფუძნებლის შვილი: მოსაბ იუსეფის ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და მთავარი როლი მამის დაპატიმრებაში
"ჰამასის ძე", რომელიც ტერორისტებს განუდგა - როგორ იქცა მოსადის აგენტად დაჯგუფების თანადამფუძნებლის შვილი: მოსაბ იუსეფის ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და მთავარი როლი მამის დაპატიმრებაში
  • მთა­ვარ ფო­ტო­ზე: მო­საბ ჰა­სან იუ­სე­ფის კად­რი ფილ­მი­დან "მწვა­ნე პრინ­ცი"

"ჩვენ ვსა­უბ­რობთ რე­ლი­გი­ურ დაჯ­გუ­ფე­ბა­ზე, რო­მე­ლიც არ ცნობს პო­ლი­ტი­კურ სა­ზღვრებს და სურს გა­ა­ნად­გუ­როს მთე­ლი რასა, რათა აა­შე­ნოს ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო. არ ვიცი კი­დევ რა უნდა ვთქვა ამა­ზე და არც ის ვიცი, რა­ტომ ვერ ხვდე­ბა ამას ყვე­ლა“ - ეს სი­ტყვე­ბი მო­საბ ჰა­სან იუ­სეფს, "ჰა­მა­სის" თა­ნა­და­მა­არ­სებ­ლის, ჰა­სან იუ­სე­ფის შვილს გა­ე­რო­ში გა­მოს­ვლის დროს ეკუთ­ვნის.

  • "მა­მა­ჩე­მი არის "ჰა­მა­სის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. მე იქ ვი­ყა­ვი, რო­დე­საც "ჰა­მა­სი" და­ი­ბა­და - მე ვი­ყა­ვი მის და­ბა­დე­ბამ­დე და რო­გორც უკვე ვთქვი, მისი სიკ­ვდი­ლის შემ­დე­გაც იქ ვიქ­ნე­ბი", - გა­ნა­ცხა­და მან გა­მოს­ვლი­სას, რა­საც გა­ე­როს დე­ლე­გა­ტე­ბის აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი მოჰ­ყვა.

"მე არ ვარ პრო­პა­გან­დის ნა­წი­ლი. მე არა­ვის­თვის ვმუ­შა­ობ, მხო­ლოდ ჩემს თავს წარ­მო­ვად­გენ და ამ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბით ვლა­პა­რა­კობ. „ჰა­მა­სი“ და­ნა­შა­ულს სჩა­დის ამ თა­ო­ბის და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ამი­ტომ ის­რა­ე­ლის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა პრობ­ლე­მას ვერ მო­აგ­ვა­რებს“, - გან­მარ­ტა იუ­სეფ­მა.

ვინ არის მო­საბ ჰა­სან იუ­სე­ფი?

იუ­სე­ფი ტე­რო­რის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბას 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს გა­მო­ე­ყო და ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რებ­თან ფა­რუ­ლად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. მის ან­გა­რიშ­ზე "ჰა­მა­სის" რამ­დე­ნი­მე ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმის გა­მოვ­ლე­ნა და თა­ვი­დან აცი­ლე­ბაა.

იუ­სე­ფი მუ­შა­ობ­და ის­რა­ე­ლის კონ­ტრდაზ­ვერ­ვას­თან და მო­სადს სხვა­დას­ხვა ოპე­რა­ცი­ებ­ში ეხ­მა­რე­ბო­და - მათ შო­რის სა­კუ­თა­რი მა­მის, "ჰა­მა­სის" თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლის შეიხ ჰა­სან იუ­სე­ფის და­პა­ტიმ­რე­ბა­ში.

"10 წლის ასაკ­ში, რო­დე­საც ჯერ კი­დევ ბავ­შვი ვი­ყა­ვი და უკვე არ ვე­მორ­ჩი­ლე­ბო­დი „ჰა­მასს“, დაჯ­გუ­ფე­ბის უმაღ­ლეს­მა ლი­დერ­მა და­მა­კა­ვა. მა­მა­ჩე­მი იმ დროს ცი­ხე­ში იყო და ამ ლი­დერს ეგო­ნა, რომ ის მმარ­თავ­და. ეს არის მათი დის­ციპ­ლი­ნა. სწო­რედ ასე­თი უნ­დო­დათ, რომ გავმხდა­რი­ყა­ვი... მათ­ნა­ი­რი მო­ძა­ლა­დე“, - იხ­სე­ნებს იუ­სე­ფი.

2010 წელს მან ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფია, სა­ხელ­წო­დე­ბით - "ჰა­მა­სის ძე“ გა­მო­უშ­ვა.

ამ­ჟა­მად 45 წლის იუ­სე­ფი ცდი­ლობს "ჰა­მა­სის" გე­ნო­ცი­დუ­რი სიკ­ვდი­ლის კულ­ტის ნამ­დვი­ლი სახე გა­მო­ავ­ლი­ნოს. იუ­სე­ფი უკვე დიდი ხა­ნია სა­ჯა­როდ სა­უბ­რობს თა­ვის გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე, ცი­ხე­ში გა­ტა­რე­ბულ პე­რი­ოდსა და ეტაპ­ზე, რო­გორ გახ­და ის­რა­ე­ლის დამ­ცვე­ლი. 2014 წელს იუ­სე­ფი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის, "მწვა­ნე პრინ­ცის“ მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი გახ­და.

"მწვა­ნე პრინ­ცის" ჩვე­ნე­ბა

ინ­ტერ­ვიუ

ცოტა ხნის წინ, იუ­სე­ფი­სა და ბრი­ტა­ნე­ლი თოქ-შოუს წამ­ყვა­ნის, პი­ერს მორ­გა­ნის ინ­ტერ­ვიუ გა­მოქ­ვეყ­ნდა.

"სა­ი­დუმ­ლოს არა­ვის­თვის წარ­მო­ად­გენს, რომ "ჰა­მასს“ ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს გა­ნად­გუ­რე­ბა სურს. მათ უბ­რა­ლოდ არ შე­უძ­ლი­ათ მი­ი­ღონ ის­რა­ე­ლი" - ამ­ბობს იუ­სე­ფი.

ინ­ტერ­ვი­უ­ერ მორ­განს იუ­სეფ­მა უამ­ბო, რომ ორ წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ის­რა­ე­ლის ცი­ხე­ში და შე­ეს­წრო, რო­გორ აწა­მებ­და „ჰა­მა­სი“ სა­კუ­თარ წევ­რებს ცი­ხე­ში.

"მათ რე­ა­ლუ­რად მოკ­ლეს და აწა­მეს ასო­ბით პა­ტი­მა­რი. და სწო­რედ ამ დროს ვი­წყებ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის კი­თხვის დას­მას, რა მოხ­დე­ბა, თუ რა­ღაც მო­მენ­ტში ჰა­მა­სი გახ­დე­ბა მმარ­თვე­ლი? რას უზა­მენ ისი­ნი ჩვენს ხალ­ხს?

"ჰა­მა­სი" მო­დის ჯო­ჯო­ხე­თის უფსკრუ­ლი­დან და მათ უნდა და­კარ­გონ ძა­ლა­უფ­ლე­ბა. ეს არის ჩემი მე­სი­ჯი, რო­გორც „ჰა­მა­სის“ ყო­ფი­ლი წევ­რი­სა და რო­გორც ჰა­მა­სის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნებ­ლის შვი­ლი­სა.

თუ ჩვენ მათ ახლა არ შე­ვა­ჩე­რებთ, ომი უფრო მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გახ­დე­ბა და მხო­ლოდ ღმერ­თმა იცის, რა იქ­ნე­ბა შემ­დეგ“, - თქვა მან.

იუ­სეფ­მა დაგ­მო "ჰა­მა­სი“ ადა­მი­ა­ნე­ბის ფა­რე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის.

"მე ვარ პა­ლეს­ტი­ნე­ლი ბავ­შვე­ბის კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ჩემ­ში მყო­ფი ბავ­შვი ლა­პა­რა­კობს: არ მინ­და, ვინ­მე ლონ­დო­ნი­დან ან მსოფ­ლი­ოს სხვა მხრი­დან ჩა­მო­სულ­მა მი­თხრას, რა არის პა­ლეს­ტი­ნე­ლი ბავ­შვე­ბის ბრძო­ლა. პა­ლეს­ტი­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ი­ტა­ცეს კრი­მი­ნა­ლებ­მა და ყვე­ლა, ვინც მათ მხა­რეს იჭერს, მათ და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს“, - აცხა­დებს იუ­სე­ფი.

რო­დე­საც მორ­გან­მა მას ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბულ მცდარ წარ­მოდ­გე­ნა­ზე ჰკი­თხა, სა­დაც ის­რა­ე­ლი „ჰა­მა­სის“ ხოც­ვა-ჟლე­ტა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნეს, იუ­სე­ფის პა­სუ­ხი ასე­თი იყო:

"ჩვენ გვაქვს ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრობ­ლე­მა და უნდა შევ­წყვი­ტოთ ის­რა­ე­ლის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა. თუ ვინ­მემ არ იცის რე­ა­ლო­ბა, სჯობს, გა­ჩუმ­დეს. მათ არ იცი­ან, რა ჯო­ჯო­ხე­თია პა­ლეს­ტი­ნა. მე ვარ პა­ლეს­ტი­ნა და ვამ­ბობ, - "საკ­მა­რი­სია ჰა­მა­სი". საკ­მა­რი­სია კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, რო­მე­ლიც კლავს ჩვენს ხალ­ხს“.

წამ­ყვა­ნი "ჰა­მა­სის“ დამ­ხო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბი­თაც და­ინ­ტე­რეს­და, რა­ზეც მი­ი­ღო პა­სუ­ხი, რომ სხვა გა­მო­სა­ვა­ლი აღარ იყო. "ჰა­მა­სმა“ მო­ი­ტა­ნა ღვთის რის­ხვა. ჩვენ ვა­პი­რებთ მათ ჩა­მოგ­დე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან და ვა­პი­რებთ მათი ლი­დე­რე­ბის დევ­ნას. ასე­ვე ვა­პი­რებთ, ისი­ნი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე წარ­ვად­გი­ნოთ და მათი დას­ჯის მოწ­მე მთე­ლი მსოფ­ლიო იქ­ნე­ბა“.

ცნო­ბი­სათ­ვის, 24 ნო­ემ­ბრი­დან ის­რა­ელ­სა და „ჰა­მასს“ შო­რის 4-დღი­ა­ნი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა ამოქ­მედ­და, რომ­ლის მი­ხედ­ვით, პირ­ველ ეტაპ­ზე ის­რა­ელ­მა 39 პა­ლეს­ტი­ნე­ლი პა­ტი­მა­რი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­აქ­ვეყ­ნა იმ 13 გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მძევ­ლის სია, რომ­ლე­ბიც წი­თე­ლი ჯვრის მეშ­ვე­ო­ბით სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დნენ. მათ შო­რის 4 ბავ­შვი და 72-დან 85 წლამ­დე ასა­კი 6 ქა­ლია.

მო­ამ­ზა­და ეკა დარ­ჩი­აშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
??-ს
1

იქნებ შენ უფრო დააზუსტო.ვის გამო მოხდა ეს არეულობა.ვინ აიყვანა ტყვეები და თავები დააჭრა.იქნებ ასე უფრო სწორი იქნებოდა:"მშვიდობიან არაბს ან ებრაელს არაფერს ვერჩი".აი ტერორიზმი კი ჩანასახშივე უნდა ამოიძირკვოს.

/////
47

მამის დაჭერაში რომ მონაწილეობას მიიღებს, თუნდაც დამნაშავე მამის, იმ არსების რა უნდა დაიჯერო?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"ჰამასის ძე", რომელიც ტერორისტებს განუდგა - როგორ იქცა მოსადის აგენტად დაჯგუფების თანადამფუძნებლის შვილი: მოსაბ იუსეფის ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და მთავარი როლი მამის დაპატიმრებაში

"ჰამასის ძე", რომელიც ტერორისტებს განუდგა - როგორ იქცა მოსადის აგენტად დაჯგუფების თანადამფუძნებლის შვილი: მოსაბ იუსეფის ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და მთავარი როლი მამის დაპატიმრებაში
  • მთავარ ფოტოზე: მოსაბ ჰასან იუსეფის კადრი ფილმიდან "მწვანე პრინცი"

"ჩვენ ვსაუბრობთ რელიგიურ დაჯგუფებაზე, რომელიც არ ცნობს პოლიტიკურ საზღვრებს და სურს გაანადგუროს მთელი რასა, რათა ააშენოს ისლამური სახელმწიფო. არ ვიცი კიდევ რა უნდა ვთქვა ამაზე და არც ის ვიცი, რატომ ვერ ხვდება ამას ყველა“ - ეს სიტყვები მოსაბ ჰასან იუსეფს, "ჰამასის" თანადამაარსებლის, ჰასან იუსეფის შვილს გაეროში გამოსვლის დროს ეკუთვნის.

  • "მამაჩემი არის "ჰამასის" ერთ-ერთი დამფუძნებელი. მე იქ ვიყავი, როდესაც "ჰამასი" დაიბადა - მე ვიყავი მის დაბადებამდე და როგორც უკვე ვთქვი, მისი სიკვდილის შემდეგაც იქ ვიქნები", - განაცხადა მან გამოსვლისას, რასაც გაეროს დელეგატების აპლოდისმენტები მოჰყვა.

"მე არ ვარ პროპაგანდის ნაწილი. მე არავისთვის ვმუშაობ, მხოლოდ ჩემს თავს წარმოვადგენ და ამ უფლებამოსილებით ვლაპარაკობ. „ჰამასი“ დანაშაულს სჩადის ამ თაობის და მომავალი თაობების წინააღმდეგ, ამიტომ ისრაელის დადანაშაულება პრობლემას ვერ მოაგვარებს“, - განმარტა იუსეფმა.

ვინ არის მოსაბ ჰასან იუსეფი?

იუსეფი ტერორისტულ დაჯგუფებას 90-იანი წლების ბოლოს გამოეყო და ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებთან ფარულად დაიწყო მუშაობა. მის ანგარიშზე "ჰამასის" რამდენიმე ტერორისტული თავდასხმის გამოვლენა და თავიდან აცილებაა.

იუსეფი მუშაობდა ისრაელის კონტრდაზვერვასთან და მოსადს სხვადასხვა ოპერაციებში ეხმარებოდა - მათ შორის საკუთარი მამის, "ჰამასის" თანადამფუძნებლის შეიხ ჰასან იუსეფის დაპატიმრებაში.

"10 წლის ასაკში, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და უკვე არ ვემორჩილებოდი „ჰამასს“, დაჯგუფების უმაღლესმა ლიდერმა დამაკავა. მამაჩემი იმ დროს ციხეში იყო და ამ ლიდერს ეგონა, რომ ის მმართავდა. ეს არის მათი დისციპლინა. სწორედ ასეთი უნდოდათ, რომ გავმხდარიყავი... მათნაირი მოძალადე“, - იხსენებს იუსეფი.

2010 წელს მან ავტობიოგრაფია, სახელწოდებით - "ჰამასის ძე“ გამოუშვა.

ამჟამად 45 წლის იუსეფი ცდილობს "ჰამასის" გენოციდური სიკვდილის კულტის ნამდვილი სახე გამოავლინოს. იუსეფი უკვე დიდი ხანია საჯაროდ საუბრობს თავის გამოცდილებაზე, ციხეში გატარებულ პერიოდსა და ეტაპზე, როგორ გახდა ისრაელის დამცველი. 2014 წელს იუსეფი დოკუმენტური ფილმის, "მწვანე პრინცის“ მთავარი პერსონაჟი გახდა.

"მწვანე პრინცის" ჩვენება

ინტერვიუ

ცოტა ხნის წინ, იუსეფისა და ბრიტანელი თოქ-შოუს წამყვანის, პიერს მორგანის ინტერვიუ გამოქვეყნდა.

"საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ "ჰამასს“ ისრაელის სახელმწიფოს განადგურება სურს. მათ უბრალოდ არ შეუძლიათ მიიღონ ისრაელი" - ამბობს იუსეფი.

ინტერვიუერ მორგანს იუსეფმა უამბო, რომ ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო ისრაელის ციხეში და შეესწრო, როგორ აწამებდა „ჰამასი“ საკუთარ წევრებს ციხეში.

"მათ რეალურად მოკლეს და აწამეს ასობით პატიმარი. და სწორედ ამ დროს ვიწყებ საკუთარი თავისთვის კითხვის დასმას, რა მოხდება, თუ რაღაც მომენტში ჰამასი გახდება მმართველი? რას უზამენ ისინი ჩვენს ხალხს?

"ჰამასი" მოდის ჯოჯოხეთის უფსკრულიდან და მათ უნდა დაკარგონ ძალაუფლება. ეს არის ჩემი მესიჯი, როგორც „ჰამასის“ ყოფილი წევრისა და როგორც ჰამასის ერთ-ერთი დამფუძნებლის შვილისა.

თუ ჩვენ მათ ახლა არ შევაჩერებთ, ომი უფრო მომაკვდინებელი გახდება და მხოლოდ ღმერთმა იცის, რა იქნება შემდეგ“, - თქვა მან.

იუსეფმა დაგმო "ჰამასი“ ადამიანების ფარებად გამოყენებისათვის.

"მე ვარ პალესტინელი ბავშვების კანონიერი წარმომადგენელი. ჩემში მყოფი ბავშვი ლაპარაკობს: არ მინდა, ვინმე ლონდონიდან ან მსოფლიოს სხვა მხრიდან ჩამოსულმა მითხრას, რა არის პალესტინელი ბავშვების ბრძოლა. პალესტინის საზოგადოება გაიტაცეს კრიმინალებმა და ყველა, ვინც მათ მხარეს იჭერს, მათ დანაშაულში მონაწილეობს“, - აცხადებს იუსეფი.

როდესაც მორგანმა მას ფართოდ გავრცელებულ მცდარ წარმოდგენაზე ჰკითხა, სადაც ისრაელი „ჰამასის“ ხოცვა-ჟლეტაში დამნაშავედ ცნეს, იუსეფის პასუხი ასეთი იყო:

"ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პრობლემა და უნდა შევწყვიტოთ ისრაელის დადანაშაულება. თუ ვინმემ არ იცის რეალობა, სჯობს, გაჩუმდეს. მათ არ იციან, რა ჯოჯოხეთია პალესტინა. მე ვარ პალესტინა და ვამბობ, - "საკმარისია ჰამასი". საკმარისია კორუმპირებული ხელმძღვანელობა, რომელიც კლავს ჩვენს ხალხს“.

წამყვანი "ჰამასის“ დამხობის შესაძლებლობითაც დაინტერესდა, რაზეც მიიღო პასუხი, რომ სხვა გამოსავალი აღარ იყო. "ჰამასმა“ მოიტანა ღვთის რისხვა. ჩვენ ვაპირებთ მათ ჩამოგდებას ხელისუფლებიდან და ვაპირებთ მათი ლიდერების დევნას. ასევე ვაპირებთ, ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარვადგინოთ და მათი დასჯის მოწმე მთელი მსოფლიო იქნება“.

ცნობისათვის, 24 ნოემბრიდან ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა, რომლის მიხედვით, პირველ ეტაპზე ისრაელმა 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.

ამის პარალელურად, ისრაელის მთავრობამ ოფიციალურად გამოაქვეყნა იმ 13 გათავისუფლებული მძევლის სია, რომლებიც წითელი ჯვრის მეშვეობით სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ შორის 4 ბავშვი და 72-დან 85 წლამდე ასაკი 6 ქალია.

მოამზადა ეკა დარჩიაშვილმა