მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

"ჰამასმა" ისრაელიდან გატაცებული მძევლების პირველი ჯგუფი გაათავისუფლა - მათ უკვე დატოვეს ღაზის ტერიტორია

"ჰამასმა" ისრაელიდან გატაცებული მძევლების პირველი ჯგუფი გაათავისუფლა - მათ უკვე დატოვეს ღაზის ტერიტორია

ისრაელური გამოცემის Times of Israel-ის ცნობით, მძევლების პირველმა ჯგუფმა წითელი ჯვრის დახმარებით უკვე დატოვა ღაზის ტერიტორია.

ისინი ეგვიპტის ტერიტორიაზე არიან და ისრაელისკენ მიემართებიან, ამ ჯგუფში შედიან ქალები და ბავშვები.

"ჰამასსა“ და ისრაელს შორის დადებული 4-დღიანი ზავის პირობებით, "ჰამასს" დღეს უნდა გაეთავისუფლებინა 13 მძევალი, ისრაელის მიერ დაპატიმრებული 39 პალესტინელის გათავისუფლების სანაცვლოდ. მძევლების გათავისუფლება მომავალ დღეებშიც გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში იმოქმედებს ცეცხლის დროებით შეწყვეტის რეჟიმი.

ამავდროულად, ტაილანდის პრემიერ-მინისტრი ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ჰამასმა“ ტაილანდის 12 მოქალაქეც გაათავისუფლა, ამას ადასტურებს ისრაელის მედიაც.

სავარაუდოდ, ეს აქტი არ ყოფილი "ჰამასსა“ და ისრაელს შორის შეთანხმების ნაწილი.

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის დროებითი რეჟიმი, რომელზეც ისრაელი და რადიკალური დაჯგუფება "ჰამასი“ არაპირდაპირი მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ, 24 ნოემბერს, პარასკევს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე შევიდა ძალაში.

ჯერ კიდევ 22 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ მიღწეული იყო შეთანხმება ღაზაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების სანაცვლოდ, "ჰამასის“ მიერ აყვანილი ისრაელელი მძევლების გათავისუფლების თაობაზე. შეთანხმება 23 ნოემბერს უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ ეს ერთი დღით გადაიდო.

შეგახსენებთ, ისრაელმა "ჰამასს“ ომი მას შემდეგ გამოუცხადა , რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ, ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით მძევლად აიყვანეს.

იხილეთ ასევე: