პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიხსენებ ყველა ჩალურჯებასა და დაზიანებას, რაც ჩემს შვილს აღენიშნებოდა და რატომღაც სიცელქეს ვაბრალებდი" - მშობლები164-ე ბაგა-ბაღს ბავშვზე სავარაუდო ძალადობისთვის უჩივიან
"ვიხსენებ ყველა ჩალურჯებასა და დაზიანებას, რაც ჩემს შვილს აღენიშნებოდა და რატომღაც სიცელქეს ვაბრალებდი" - მშობლები164-ე ბაგა-ბაღს ბავშვზე სავარაუდო ძალადობისთვის უჩივიან

თბი­ლი­სის 164-ე ბაგა-ბაღს მშობ­ლე­ბი უჩი­ვი­ან. მათი გან­ცხა­დე­ბით, ბა­ღის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დო­ბენ. მშობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მათ სა­აღ­მზრდე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის შე­ნო­ბა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რებ­ში ფაქ­ტის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

ერთ-ერთი ბავ­შვის მშო­ბე­ლი მომ­ხდა­რის თა­ო­ბა­ზე "ფე­ის­ბუქ­ში" პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"ეს რამ­დე­ნი­მე დღეა გო­ნე­ბა სრუ­ლი­ად არე­უ­ლი მაქვს, მი­ჭირს კონ­ცენ­ტრი­რე­ბა და ფიქ­რს გა­ვურ­ბი­ვარ. გაბ­რა­ზე­ბა და შიში თა­ნაბ­რად გა­მე­ფე­ბუ­ლა ფიქ­რის სამ­ყა­რო­ში და სრულ ქა­ოსს ქმნის. ყვე­ლა­ზე სუს­ტი და და­უც­ვე­ლი მა­შინ ვარ, როცა პრობ­ლე­მა შვილს ეხე­ბა და ახლა სწო­რედ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ. სა­ჯა­რო ბაგა-ბა­ღის იმ ჯგუფ­ში, სა­დაც ჩემი პა­ტა­რა ლუ­სიც და­დის, ძი­ძე­ბი და აღ­მზრდე­ლე­ბი ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დობ­დნენ. ორ­შა­ბა­თი­დან პა­რას­კე­ვამ­დე შვი­ლე­ბი მიგ­ვყავს სა­ჯა­რო ბაგა-ბა­ღის პა­ტა­რა ზო­მის ოთახ­ში, სა­დაც 40-მდე ბავ­შვია გა­მო­კე­ტი­ლი და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ მათ კარ­გად მო­ექ­ცე­ვი­ან, ვი­მე­დოვ­ნებთ, რად­გან ეს სის­ტე­მა იმ­დე­ნად ჩა­კე­ტი­ლია, რომ მშობ­ლებს უამ­რა­ვი ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი ლა­ბი­რინ­თის გა­და­ლახ­ვა გვი­წევს, რათა მი­ვაღ­წი­ოთ ოთა­ხებ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ვი­დე­ო­სათ­ვალ­თვა­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბამ­დე და ხში­რად ამა­საც ვერ ვა­ხერ­ხებთ. ამი­ტომ ხში­რად მხო­ლოდ იმე­დი გვრჩე­ბა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ჯგუფ­ში, სა­დაც ჩემი შვი­ლი ლუსი და­დის, ბავ­შვე­ბის მი­მართ სის­ტე­მა­ტი­ურ ძა­ლა­დო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი. ეს დღე­ე­ბია ვიხ­სე­ნებ ყვე­ლა ჩა­ლურ­ჯე­ბა­სა და და­ზი­ა­ნე­ბას, რაც ჩემს შვილს აღე­ნიშ­ნე­ბო­და და რა­ტომ­ღაც სი­ცელ­ქეს ვაბ­რა­ლებ­დი, ვიხ­სე­ნებ მის პრო­ტესტს ბაგა-ბა­ღის ჯგუფ­ში შეს­ვლა­ზე და პა­ნი­კურ ტი­რილს, როცა ვცდი­ლობ­დი ამეხ­სნა, რომ ბაღ­ში ყოფ­ნა კარ­გია. ვიხ­სე­ნებ მის ხა­სი­ა­თის ცვლი­ლე­ბას, სა­თა­მა­შო­ებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას თა­მა­ში­სას და ვხვდე­ბი, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ გა­მო­მე­პა­რა. ძა­ლა­დო­ბის თემა გამ­ჟღავ­ნდა და ისიც იმი­ტომ, რომ იგი­ვე ჯგუფ­ში ამა­ვე ბა­ღის დი­რექ­ტო­რის შვი­ლიშ­ვილ­ზე იძა­ლა­და ძი­ძამ. მხო­ლოდ მა­შინ მო­ახ­დი­ნა "რე­ა­გი­რე­ბა" ამ "ძა­ლა­დო­ბის ფაბ­რი­კის" დი­რექ­ტორ­მა, როცა ეს ძა­ლა­დო­ბა მის შვი­ლიშ­ვილს შე­ე­ხო." რე­ა­გი­რე­ბა" მარ­თლა რე­ა­გი­რე­ბა არ გე­გო­ნოს, ძვირ­ფა­სო მკი­თხვე­ლო, დი­რექ­ტორს არ მი­უ­მარ­თავს ბაგა-ბა­ღე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თვის, პო­ლი­ცი­ის­თვის და არც მშობ­ლე­ბის­თვის უც­ნო­ბე­ბია. მო­ძა­ლა­დე ძიძა და­ი­ბა­რა და იძუ­ლე­ბით და­ა­წე­რი­ნა გან­ცხა­დე­ბა სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ. ჩვენ, მშობ­ლებ­მა სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით და მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ვი­გეთ სის­ტე­მა­ტი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ. მი­უ­ხე­და­ვად ჩემი დაბ­ნე­უ­ლი და არე­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, ერთი რაც მტკი­ცედ გა­დავ­წყვი­ტე, და­ი­სა­ჯოს ყვე­ლა!" - წერს მშო­ბე­ლი.

  • ბავ­შვის მი­მართ ჩა­დე­ნილ სა­ვა­რა­უ­დო ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო.

ბაგა-ბა­ღე­ბის სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, აღ­მზრდე­ლის თა­ნა­შემ­წე სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია, თუმ­ცა მშობ­ლე­ბი მო­ი­თხო­ვენ ბა­ღის სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბას.

AMBEBI.GE ეცა­და, ბაგა-ბა­ღის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბას, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით უშე­დე­გოდ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირკა
0

მოკლედ კომენტარების მიხედვით ხო რავა ყველა ექსპერტი ხართ. ბავში რომ არ უნდა იცემოს ეგ ფაქტია. არც სახლში სხვათაშორის. დიახ სახლშიც. ახლა მეორე 4-5 წლის ცხვირმოუხოცავი გაუზრდელი ბავშვი რომ მასწავლებელს შეაგინებს და ნაბიჭვარს დაუძახებს (სახლში მოსმენილს და გაგონოლს 80%) აი მაშიმ მასწავლებელმა რა უნდა ქნას ან ბაღმა.. გაატაროს ხო ბავშვისგან მოსულა? აი იას კამერები ხმასაც უნდა იწერდეს და ისე მოწმდებოდეს ყველაფერი. თორემ ბავშვს რომ ხელს დაარტყამ არც მასწავლებლად ვარგიხარ და არც მშობლად.

123
8

მაგას რა მნიშვნელობა აქვს რამდენი ბავშვის მოვლა უწევს,ეგ არის სიბოროტე და ხასიათი თვითონ აღსაზრდელები არიან უმეტესობა,საწყალი ბავშვები 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ვიხსენებ ყველა ჩალურჯებასა და დაზიანებას, რაც ჩემს შვილს აღენიშნებოდა და რატომღაც სიცელქეს ვაბრალებდი" - მშობლები164-ე ბაგა-ბაღს ბავშვზე სავარაუდო ძალადობისთვის უჩივიან

"ვიხსენებ ყველა ჩალურჯებასა და დაზიანებას, რაც ჩემს შვილს აღენიშნებოდა და რატომღაც სიცელქეს ვაბრალებდი" - მშობლები164-ე ბაგა-ბაღს ბავშვზე სავარაუდო ძალადობისთვის უჩივიან

თბილისის 164-ე ბაგა-ბაღს მშობლები უჩივიან. მათი განცხადებით, ბაღის თანამშრომლები ბავშვებზე ძალადობენ. მშობლები აცხადებენ, რომ მათ სააღმზრდელო დაწესებულების შენობაში დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერებში ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები აღმოაჩინეს.

ერთ-ერთი ბავშვის მშობელი მომხდარის თაობაზე "ფეისბუქში" პოსტს აქვეყნებს.

"ეს რამდენიმე დღეა გონება სრულიად არეული მაქვს, მიჭირს კონცენტრირება და ფიქრს გავურბივარ. გაბრაზება და შიში თანაბრად გამეფებულა ფიქრის სამყაროში და სრულ ქაოსს ქმნის. ყველაზე სუსტი და დაუცველი მაშინ ვარ, როცა პრობლემა შვილს ეხება და ახლა სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვარ. საჯარო ბაგა-ბაღის იმ ჯგუფში, სადაც ჩემი პატარა ლუსიც დადის, ძიძები და აღმზრდელები ბავშვებზე ძალადობდნენ. ორშაბათიდან პარასკევამდე შვილები მიგვყავს საჯარო ბაგა-ბაღის პატარა ზომის ოთახში, სადაც 40-მდე ბავშვია გამოკეტილი და ვიმედოვნებთ, რომ მათ კარგად მოექცევიან, ვიმედოვნებთ, რადგან ეს სისტემა იმდენად ჩაკეტილია, რომ მშობლებს უამრავი ბიუროკრატიული ლაბირინთის გადალახვა გვიწევს, რათა მივაღწიოთ ოთახებში დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო მოწყობილობების ჩანაწერებამდე და ხშირად ამასაც ვერ ვახერხებთ. ამიტომ ხშირად მხოლოდ იმედი გვრჩება. აღმოჩნდა, რომ ჯგუფში, სადაც ჩემი შვილი ლუსი დადის, ბავშვების მიმართ სისტემატიურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. ეს დღეებია ვიხსენებ ყველა ჩალურჯებასა და დაზიანებას, რაც ჩემს შვილს აღენიშნებოდა და რატომღაც სიცელქეს ვაბრალებდი, ვიხსენებ მის პროტესტს ბაგა-ბაღის ჯგუფში შესვლაზე და პანიკურ ტირილს, როცა ვცდილობდი ამეხსნა, რომ ბაღში ყოფნა კარგია. ვიხსენებ მის ხასიათის ცვლილებას, სათამაშოებთან დამოკიდებულებას თამაშისას და ვხვდები, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ გამომეპარა. ძალადობის თემა გამჟღავნდა და ისიც იმიტომ, რომ იგივე ჯგუფში ამავე ბაღის დირექტორის შვილიშვილზე იძალადა ძიძამ. მხოლოდ მაშინ მოახდინა "რეაგირება" ამ "ძალადობის ფაბრიკის" დირექტორმა, როცა ეს ძალადობა მის შვილიშვილს შეეხო." რეაგირება" მართლა რეაგირება არ გეგონოს, ძვირფასო მკითხველო, დირექტორს არ მიუმართავს ბაგა-ბაღების სააგენტოსთვის, პოლიციისთვის და არც მშობლებისთვის უცნობებია. მოძალადე ძიძა დაიბარა და იძულებით დააწერინა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. ჩვენ, მშობლებმა სრულიად შემთხვევით და მოულოდნელად გავიგეთ სისტემატიური ძალადობის შესახებ. მიუხედავად ჩემი დაბნეული და არეული მდგომარეობისა, ერთი რაც მტკიცედ გადავწყვიტე, დაისაჯოს ყველა!" - წერს მშობელი.

  • ბავშვის მიმართ ჩადენილ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

ბაგა-ბაღების სააგენტოს ცნობით, აღმზრდელის თანაშემწე სამსახურიდან გათავისუფლებულია, თუმცა მშობლები მოითხოვენ ბაღის სხვა თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას.

AMBEBI.GE ეცადა, ბაგა-ბაღის ადმინისტრაციასთან დაკავშირებას, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.