მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაღაცები შეიცვალა... 8 წელია ტელევიზორი არ ჩამირთავს... ნისიები მაქვს მაღაზიებში, რაის დუდუ და მოგვარება" - რას საქმიანობს ჩცდ-ს პოპულარული პერსონაჟი სერიალიდან გაუჩინარების შემდეგ
"რაღაცები შეიცვალა... 8 წელია ტელევიზორი არ ჩამირთავს... ნისიები მაქვს მაღაზიებში, რაის დუდუ და მოგვარება" - რას საქმიანობს ჩცდ-ს პოპულარული პერსონაჟი სერიალიდან გაუჩინარების შემდეგ

მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბის, ალე­კო ბე­გა­ლიშ­ვი­ლი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან" გა­იც­ნო. მისი გმი­რი "დუდუ" საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო. თუმ­ცა ბოლო სე­ზო­ნე­ბის არც ერთ სე­რი­ალ­ში ეს პერ­სო­ნა­ჟი აღარ ჩანს. რო­გორ ცხოვ­რობს "დუდუ" რე­ა­ლორ ცხოვ­რე­ბა­ში და დაბ­რუნ­დე­ბა თუ არა ის სე­რი­ალ­ში, ამა­ზე ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ:

- მუს­კო­მე­დი­ის თე­ატ­რში არა­ერ­თი როლი გაქვთ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ სე­რი­ა­ლის გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გა­მო­ჩე­ნამ, ვფიქ­რობ, რა­ღაც შეც­ვა­ლა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში.

- რა­ღაც კი არა, ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა. რაც მანდ გა­მოვ­ჩნდი, მას შემ­დეგ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტში ვარ. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ცხოვ­რე­ბა­ში ეს დი­დად არ მიყ­ვარს, სცე­ნა­ზე - კი. ამ სი­ბე­რე­ში გა­პო­პუ­ლა­რე­ბამ, ცოტა არ იყოს, მყუდ­რო­ე­ბა და­მირ­ღვია, თუმ­ცა, მო­ვი­ტყუ­ე­ბი თუ ვი­ტყვი, რომ ყუ­რა­დღე­ბა არ მსი­ა­მოვ­ნებს. ვიგ­რძე­ნი, რომ ხალ­ხს ვუყ­ვარ­ვარ და ამ გრძნო­ბას­თან ერ­თად პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბაც გა­ი­ზარ­და. ადრე ისე დავ­ბო­დი­ა­ლებ­დი ქუ­ჩა­ში, ხან დავ­ლევ­დი, რამე, რუმე და ზედ არ მი­ყუ­რებ­და არა­ვინ, ახლა კი ერთხელ ნას­ვამ­მა გა­მო­ვი­ა­რე და ვი­ღაც ბავ­შვებ­მა დამ­ცი­ნეს, ე, ნახე, დუდუ რა დღე­ში­აო. მას შემ­დეგ ვცდი­ლობ ფხი­ზელ­მა მა­ინც ვი­ა­რო, ხოლო თუ და­ლე­ვამ მო­მი­წია, ტაქ­სით დავ­დი­ვარ. რა­ღა­ცე­ბი შე­იც­ვა­ლა იმ მხრი­ვაც, რომ ჩვე­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფი "ამ­ნე­ზია" ბა­რებ­ში უკ­რავ­და, მაგ­რამ დი­დად არ იწუ­ხებ­დნენ თავს ყუ­რა­დღე­ბით, ახლა კი დუდუ უკ­რავს, არი­ქა, დუდუ უკ­რავ­სო, უფრო ხში­რად გვი­ძა­ხი­ან.

- დუდუ სულ და­ი­კარ­გა სე­რი­ა­ლი­დან თუ დრო­ე­ბით?

- აზ­რზე არა ვარ. მე არ მაქვს მათ­თან კონ­ტაქ­ტი, ყო­ველ­თვის თვი­თონ რე­კავ­დნენ ხოლ­მე, გცა­ლია, და­გი­წე­როთ სცე­ნა­რიო?..ახლა მე­ლო­ტი პო­ლი­ცი­ე­ლი რო­მაა, მა­გა­ზე მი­დის მთე­ლი ამ­ბე­ბი მაგ სე­რი­ალ­ში? ვი­ღა­ცებ­მა მი­თხრეს თურ­მე, კო­მენ­ტა­რებ­ში გან­ხილ­ვაა, ზვე­რა­ძეს დუდუ უნდა შეხ­ვდე­სო.

- კო­მენ­ტა­რებ­შიც დუ­დუს იმე­დი აქვთ?..

- ჰო ეგრე მი­თხრეს. მე აზ­რზე არა ვარ, რა ხდე­ბა, 8 წე­ლია ტე­ლე­ვი­ზო­რი არ ჩა­მირ­თავს. რომ გი­თხრათ, ჩცდ-ს ვუ­ყუ­რებ-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებთ. როცა გა­დის, მაგ დროს თე­ატ­რში ვარ. ჩემი სე­რი­ე­ბის­თვის კი შე­მივ­ლია თვა­ლი, იმი­ტომ, რომ რა­ღაც ნაკლს რომ ვი­პო­ვი, გა­მო­ვას­წო­რო.

- კრი­ტი­კუ­ლი ხართ სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ?

- ზედ­მე­ტად და ეს ხელს მიშ­ლის ბევრ რა­მე­ში. სულ არ მომ­წონს ჩემი თავი, ჩემი ხმა მა­ღი­ზი­ა­ნებს. ისეთ რა­მე­ებს ვამ­ჩნევ, რაც მხო­ლოდ მე ვიცი და სხვამ არა.

- ამ როლ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას შთა­გო­ნე­ბის წყა­რო ვინ იყო?

- არა­ვის ვბა­ძავ, ჩემი თა­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს. რა გა­მო­დის, უკვე აღარ ვიცი.

- ცხოვ­რე­ბა­ში ჰგავ­ხართ დუ­დუს?

- რით ვგა­ვარ, ის მომ­გვა­რე­ბე­ლია, ვი­ღა­ცებს საქ­მეს უგ­ვა­რებს, მე კი­დევ ვაგ­ვა­რებ კი არა, ნი­სი­ე­ბი მაქვს მა­ღა­ზი­ებ­ში, რაის დუდუ და მოგ­ვა­რე­ბა.

- სად იპო­ვეთ ნი­სი­ი­ა­ნი მა­ღა­ზია, სულ ყველ­გან მარ­კე­ტე­ბი გახ­სნეს.

- სად ვი­პო­ვე და, უბან­ში. ხელ­ფა­სი­დან ხელ­ფა­სამ­დე ცხოვ­რე­ბა ხომ გინ­და. იმ ხელ­ფასს რომ ავი­ღებ, ბანკს მი­აქვს 800 ლარი, პლუს შუქი, ინ­ტერ­ნე­ტი და მორ­ჩა, სა­დღაა შენი ხელ­ფა­სი. მა­ღა­ზია არის აგერ უბან­ში, მივ­დი­ვარ, გვაძ­ლე­ვენ და ხელ­ფას­ზე ვიხ­დი. ასე­თი ამ­ბე­ბია.

- თქვე­ნი უბა­ნი დი­დუ­ბეა? მა­მათ­ქვენ­თან, ბა­ტონ ბად­რი ბე­გა­ლიშ­ვილ­თან ვყო­ფილ­ვარ ინ­ტერ­ვი­უ­ზე.

- მე და ჩემი უფ­რო­სი ძმა პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ვართ. მე­ო­რე ძმაც მყავს მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან. ისი­ნი ცხოვ­რობ­დნენ დი­დუ­ბე­ში, ჩვენ, ვინც პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ვართ, ვო­რონ­ცოვ­ზე ვცხოვ­რობთ. "ღვი­ნის გა­ლე­რეა" რომ არის, მა­გის გად­მოღ­მა, იტა­ლი­ურ ეზო­ში. მა­მა­ჩე­მიც ამ ეზო­ში გა­ი­ზარ­და, ჩვენც აქ ვართ ძირ და ჭერ­გა­მოხ­რულ სახ­ლში, რო­მე­ლიც ნელ-ნელა ინ­გრე­ვა, სარ­და­ფი სავ­სეა წყლით და კო­ღო­ე­ბი­ვით. მო­დი­ან ინ­ვეს­ტო­რე­ბი, რომ და­ან­გრი­ონ და რა­ღაც ახა­ლი დად­გან, მაგ­რამ მო­ლა­პა­რა­კე­ბამ­დე ვერ მი­ვე­დით...

- თქვენს ეზო­საც სჭირ­დე­ბა ერთი დუდუ?

- აქ ისე­თი ამ­ბა­ვია, ერთი დუდუ ვერ ეყო­ფა.

- მა­მას­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე მი­ამ­ბეთ? რით ჰგავ­ხართ ბა­ტონ ბად­რის?

- სიმ­ღე­რის მხრივ ძმებ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მე და­ვემ­სგავ­სე. მა­სა­ვით ძლი­ე­რი ხმა არა, მაგ­რამ სმე­ნა კი მაქვს. უფრო დაკ­ვრა მომ­წონს, როკი, ბლუ­ზი... თე­ატ­რში რა­საც ვმღე­რი, უფრო ესტრა­დის­კე­ნაა.

- მამა ფი­ცხი იყო?

- მა­გა­რი, სულ ჯა­ჯღა­ნებ­და, ყვი­რო­და და ჩხა­ო­და. მეც ეგე­თი ვარ, მა­გა­ში ვგა­ვარ ძა­ლი­ან. რა­ღა­ცა­ზე თუ გავ­ბრაზ­დი, უცებ ვფეთ­ქდე­ბი. ეგრე იყო ისიც, ცხო­ნე­ბუ­ლი. მე 5 წუთ­ში სა­ერ­თოდ მა­ვი­წყდე­ბა, არა­ფე­რი მრჩე­ბა გულ­ში. ამის გამო ბევრ რა­მე­ში დავ­ზა­რა­ლე­ბულ­ვარ.

- რას გა­რი­გებ­დათ მამა?

- მა­გის და­რი­გე­ბა გი­ნე­ბა იყო. ისე ლა­ზა­თი­ა­ნად შე­გა­გი­ნებ­და, გე­სი­ა­მოვ­ნე­ბო­და. გი­ნე­ბა­ცაა და გი­ნე­ბაც, ზოგი ისე იგი­ნე­ბა, გულს აგი­რევს.

- მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ბავ­შვო­ბი­დან ოც­ნე­ბობ­დით?

- მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე არა­სო­დეს მი­ფიქ­რია. ბავ­შვო­ბა­ში ვამ­ბობ­დი, რე­ჟი­სო­რო­ბა მინ­და-მეთ­ქი, მაგ­რამ ეს უფრო ბავ­შვუ­რი ახი­რე­ბა იყო. მერე, ინ­სტი­ტუ­ტის პე­რი­ო­დი რომ და­მიდ­გა, მაგ დროს გი­ტა­რა მე­ჭი­რა ხელ­ში, თავი ლე­ნო­ნი მე­გო­ნა. "ბი­ჭე­ბი" ერ­ქვა ჩვენს ჯგუფს, "ბითლზის" ინ­სპი­რა­ცი­ით რა­ღაც სიმ­ღე­რებს ვწერ­დით. არც ვგეგ­მავ­დი არ­სად ჩა­ბა­რე­ბას. მერე მა­მა­ჩემ­მა მი­თხრა, მუს­კო­მე­დი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­იხ­სნა კი­დევ ერთი ფა­კულ­ტე­ტი, სა­ესტრა­დო, და 2 ად­გი­ლია სულ, მიდი, ჩა­ა­ბა­რე, მა­ინც ტყუ­ი­ლად და­ყი­ა­ლებ ქუჩა-ქუჩა და შენი ჯგუ­ფით, დიპ­ლო­მი რომ გექ­ნე­ბა, უფ­ლე­ბას მოგ­ცე­მენ, რაც გინ­და ის აკე­თოო. ჩა­ვა­ბა­რე...

- მუს­კო­მე­დი­ის თე­ატ­რში მა­მის გავ­ლე­ნით მიხ­ვე­დით?

- არა. თე­ატ­რა­ლუ­რი­დან მთე­ლი ჯგუ­ფი მი­ნი­ა­ტი­უ­რე­ბის თე­ატ­რში გაგ­ვა­ნა­წი­ლეს. ეს 90-იანი წლე­ბია. თენ­გიზ ჩანტლა­ძე უკვე აღარ იყო ცო­ცხა­ლი. ჩვენ იქ ყოფ­ნი­სას დი­რექ­ტო­რად მი­რი­ან ჭი­ლა­ძე და­ნიშ­ნეს, ძა­ლი­ან კარ­გი კაცი. ადრე, აკა­კი ვა­სა­ძის დროს, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლად იყო ნა­მუ­შე­ვა­რი. თა­ვი­დან ბო­ლომ­დე თე­ატ­რის­თვის და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. დავ­დგით ერთი სპექ­ტაკ­ლი, ჯაბა იო­სე­ლი­ა­ნი მობ­რძან­და პრე­მი­ე­რა­ზე ფრა­კით. მა­შინ პირ­ვე­ლი კაცი იყო...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დაბნეული
8

ამას დავუჯერო თუ ღარიბაშვილს??? აშენდა ქვეყანაო ჩვენმა სიამაყემ,,,

ანიკო
3

წვალობს ისევე როგორც მთელი ქვეყანა. ძალიან გულდასაწყვეტია 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"რაღაცები შეიცვალა... 8 წელია ტელევიზორი არ ჩამირთავს... ნისიები მაქვს მაღაზიებში, რაის დუდუ და მოგვარება" - რას საქმიანობს ჩცდ-ს პოპულარული პერსონაჟი სერიალიდან გაუჩინარების შემდეგ

"რაღაცები შეიცვალა... 8 წელია ტელევიზორი არ ჩამირთავს... ნისიები მაქვს მაღაზიებში, რაის დუდუ და მოგვარება" - რას საქმიანობს ჩცდ-ს პოპულარული პერსონაჟი სერიალიდან გაუჩინარების შემდეგ

მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობის, ალეკო ბეგალიშვილი ფართო საზოგადოებამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო. მისი გმირი "დუდუ" საკმაოდ პოპულარული იყო. თუმცა ბოლო სეზონების არც ერთ სერიალში ეს პერსონაჟი აღარ ჩანს. როგორ ცხოვრობს "დუდუ" რეალორ ცხოვრებაში და დაბრუნდება თუ არა ის სერიალში, ამაზე ინტერვიუდან შეიტყობთ:

- მუსკომედიის თეატრში არაერთი როლი გაქვთ შესრულებული, მაგრამ სერიალის გადასაღებ მოედანზე გამოჩენამ, ვფიქრობ, რაღაც შეცვალა თქვენს ცხოვრებაში.

- რაღაც კი არა, ბევრი რამ შეცვალა. რაც მანდ გამოვჩნდი, მას შემდეგ ყურადღების ცენტში ვარ. სიმართლე გითხრათ, ცხოვრებაში ეს დიდად არ მიყვარს, სცენაზე - კი. ამ სიბერეში გაპოპულარებამ, ცოტა არ იყოს, მყუდროება დამირღვია, თუმცა, მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ ყურადღება არ მსიამოვნებს. ვიგრძენი, რომ ხალხს ვუყვარვარ და ამ გრძნობასთან ერთად პასუხისმგებლებაც გაიზარდა. ადრე ისე დავბოდიალებდი ქუჩაში, ხან დავლევდი, რამე, რუმე და ზედ არ მიყურებდა არავინ, ახლა კი ერთხელ ნასვამმა გამოვიარე და ვიღაც ბავშვებმა დამცინეს, ე, ნახე, დუდუ რა დღეშიაო. მას შემდეგ ვცდილობ ფხიზელმა მაინც ვიარო, ხოლო თუ დალევამ მომიწია, ტაქსით დავდივარ. რაღაცები შეიცვალა იმ მხრივაც, რომ ჩვენი მუსიკალური ჯგუფი "ამნეზია" ბარებში უკრავდა, მაგრამ დიდად არ იწუხებდნენ თავს ყურადღებით, ახლა კი დუდუ უკრავს, არიქა, დუდუ უკრავსო, უფრო ხშირად გვიძახიან.

- დუდუ სულ დაიკარგა სერიალიდან თუ დროებით?

- აზრზე არა ვარ. მე არ მაქვს მათთან კონტაქტი, ყოველთვის თვითონ რეკავდნენ ხოლმე, გცალია, დაგიწეროთ სცენარიო?..ახლა მელოტი პოლიციელი რომაა, მაგაზე მიდის მთელი ამბები მაგ სერიალში? ვიღაცებმა მითხრეს თურმე, კომენტარებში განხილვაა, ზვერაძეს დუდუ უნდა შეხვდესო.

- კომენტარებშიც დუდუს იმედი აქვთ?..

- ჰო ეგრე მითხრეს. მე აზრზე არა ვარ, რა ხდება, 8 წელია ტელევიზორი არ ჩამირთავს. რომ გითხრათ, ჩცდ-ს ვუყურებ-მეთქი, მოგატყუებთ. როცა გადის, მაგ დროს თეატრში ვარ. ჩემი სერიებისთვის კი შემივლია თვალი, იმიტომ, რომ რაღაც ნაკლს რომ ვიპოვი, გამოვასწორო.

- კრიტიკული ხართ საკუთარი თავის მიმართ?

- ზედმეტად და ეს ხელს მიშლის ბევრ რამეში. სულ არ მომწონს ჩემი თავი, ჩემი ხმა მაღიზიანებს. ისეთ რამეებს ვამჩნევ, რაც მხოლოდ მე ვიცი და სხვამ არა.

- ამ როლზე მუშაობისას შთაგონების წყარო ვინ იყო?

- არავის ვბაძავ, ჩემი თავიდან გამომდინარე ვაკეთებ ყველაფერს. რა გამოდის, უკვე აღარ ვიცი.

- ცხოვრებაში ჰგავხართ დუდუს?

- რით ვგავარ, ის მომგვარებელია, ვიღაცებს საქმეს უგვარებს, მე კიდევ ვაგვარებ კი არა, ნისიები მაქვს მაღაზიებში, რაის დუდუ და მოგვარება.

- სად იპოვეთ ნისიიანი მაღაზია, სულ ყველგან მარკეტები გახსნეს.

- სად ვიპოვე და, უბანში. ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრება ხომ გინდა. იმ ხელფასს რომ ავიღებ, ბანკს მიაქვს 800 ლარი, პლუს შუქი, ინტერნეტი და მორჩა, სადღაა შენი ხელფასი. მაღაზია არის აგერ უბანში, მივდივარ, გვაძლევენ და ხელფასზე ვიხდი. ასეთი ამბებია.

- თქვენი უბანი დიდუბეა? მამათქვენთან, ბატონ ბადრი ბეგალიშვილთან ვყოფილვარ ინტერვიუზე.

- მე და ჩემი უფროსი ძმა პირველი ქორწინებიდან ვართ. მეორე ძმაც მყავს მეორე ქორწინებიდან. ისინი ცხოვრობდნენ დიდუბეში, ჩვენ, ვინც პირველი ქორწინებიდან ვართ, ვორონცოვზე ვცხოვრობთ. "ღვინის გალერეა" რომ არის, მაგის გადმოღმა, იტალიურ ეზოში. მამაჩემიც ამ ეზოში გაიზარდა, ჩვენც აქ ვართ ძირ და ჭერგამოხრულ სახლში, რომელიც ნელ-ნელა ინგრევა, სარდაფი სავსეა წყლით და კოღოებივით. მოდიან ინვესტორები, რომ დაანგრიონ და რაღაც ახალი დადგან, მაგრამ მოლაპარაკებამდე ვერ მივედით...

- თქვენს ეზოსაც სჭირდება ერთი დუდუ?

- აქ ისეთი ამბავია, ერთი დუდუ ვერ ეყოფა.

- მამასთან დამოკიდებულებაზე მიამბეთ? რით ჰგავხართ ბატონ ბადრის?

- სიმღერის მხრივ ძმებში ყველაზე მეტად მე დავემსგავსე. მასავით ძლიერი ხმა არა, მაგრამ სმენა კი მაქვს. უფრო დაკვრა მომწონს, როკი, ბლუზი... თეატრში რასაც ვმღერი, უფრო ესტრადისკენაა.

- მამა ფიცხი იყო?

- მაგარი, სულ ჯაჯღანებდა, ყვიროდა და ჩხაოდა. მეც ეგეთი ვარ, მაგაში ვგავარ ძალიან. რაღაცაზე თუ გავბრაზდი, უცებ ვფეთქდები. ეგრე იყო ისიც, ცხონებული. მე 5 წუთში საერთოდ მავიწყდება, არაფერი მრჩება გულში. ამის გამო ბევრ რამეში დავზარალებულვარ.

- რას გარიგებდათ მამა?

- მაგის დარიგება გინება იყო. ისე ლაზათიანად შეგაგინებდა, გესიამოვნებოდა. გინებაცაა და გინებაც, ზოგი ისე იგინება, გულს აგირევს.

- მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდით?

- მსახიობობაზე არასოდეს მიფიქრია. ბავშვობაში ვამბობდი, რეჟისორობა მინდა-მეთქი, მაგრამ ეს უფრო ბავშვური ახირება იყო. მერე, ინსტიტუტის პერიოდი რომ დამიდგა, მაგ დროს გიტარა მეჭირა ხელში, თავი ლენონი მეგონა. "ბიჭები" ერქვა ჩვენს ჯგუფს, "ბითლზის" ინსპირაციით რაღაც სიმღერებს ვწერდით. არც ვგეგმავდი არსად ჩაბარებას. მერე მამაჩემმა მითხრა, მუსკომედიის ფაკულტეტზე გაიხსნა კიდევ ერთი ფაკულტეტი, საესტრადო, და 2 ადგილია სულ, მიდი, ჩააბარე, მაინც ტყუილად დაყიალებ ქუჩა-ქუჩა და შენი ჯგუფით, დიპლომი რომ გექნება, უფლებას მოგცემენ, რაც გინდა ის აკეთოო. ჩავაბარე...

- მუსკომედიის თეატრში მამის გავლენით მიხვედით?

- არა. თეატრალურიდან მთელი ჯგუფი მინიატიურების თეატრში გაგვანაწილეს. ეს 90-იანი წლებია. თენგიზ ჩანტლაძე უკვე აღარ იყო ცოცხალი. ჩვენ იქ ყოფნისას დირექტორად მირიან ჭილაძე დანიშნეს, ძალიან კარგი კაცი. ადრე, აკაკი ვასაძის დროს, რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელად იყო ნამუშევარი. თავიდან ბოლომდე თეატრისთვის დაბადებული ადამიანი იყო. დავდგით ერთი სპექტაკლი, ჯაბა იოსელიანი მობრძანდა პრემიერაზე ფრაკით. მაშინ პირველი კაცი იყო...წაიკითხეთ სრულად