სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღაზაში დროებით ზავი ხვალ, დილის 7 საათზე ამოქმედდება - როდის დაიწყება მძევლების გათავისუფლება: რაზე შეთანხმდნენ ისრაელი და "ჰამასი"?
ღაზაში დროებით ზავი ხვალ, დილის 7 საათზე ამოქმედდება - როდის დაიწყება მძევლების გათავისუფლება: რაზე შეთანხმდნენ ისრაელი და "ჰამასი"?

ღა­ზის სექ­ტორ­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტის დრო­ე­ბი­თი რე­ჟი­მი, რო­მელ­ზეც ის­რა­ე­ლი და რა­დი­კა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა "ჰა­მა­სი“ არა­პირ­და­პი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს შე­თან­ხმდნენ, 24 ნო­ემ­ბერს, პა­რას­კევს, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით დი­ლის 7 სა­ათ­ზე შევა ძა­ლა­ში. ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია კა­ტა­რი სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ავ­რცე­ლა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს ქვე­ყა­ნა მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში ერთ-ერთი შუ­ა­მა­ვა­ლია.

ჯერ კი­დევ 22 ნო­ემ­ბერს გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ მიღ­წე­უ­ლი იყო შე­თან­ხმე­ბა ღა­ზა­ში ცე­ცხლის დრო­ე­ბი­თი შე­წყვე­ტი­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის მი­წო­დე­ბის სა­ნაც­ვლოდ, "ჰა­მა­სის“ მიერ აყ­ვა­ნი­ლი ის­რა­ე­ლე­ლი მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე. შე­თან­ხმე­ბა 23 ნო­ემ­ბერს უნდა ამოქ­მე­დე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ ეს ერთი დღით გა­და­ი­დო.

კა­ტა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, მძევ­ლე­ბის გაც­ვლა პა­რას­კევს, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და­ი­წყე­ბა და თავ­და­პირ­ვე­ლად 13 ადა­მი­ა­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა. ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ გა­ტა­ცე­ბუ­ლი სულ მცი­რე 50 ადა­მი­ა­ნი, ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი, ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ.

მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცი­ხე­ებ­ში მყო­ფი პა­ლეს­ტი­ნე­ლი ქა­ლე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის ერთ ნა­წილს ასე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში, "ჰა­მა­სი“ 50 მძე­ვალს, ხოლო ის­რა­ე­ლი 150 პა­ლეს­ტი­ნელ პა­ტი­მარს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს, პა­რა­ლე­ლუ­რად კი ღა­ზა­ში ოთხდღი­ა­ნი პა­უ­ზა იმოქ­მე­დებს.

რო­გორც Wall Street Journal -ი ანო­ნი­მურ ოფი­ცი­ა­ლურ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით იტყო­ბი­ნე­ბა, ოფი­ცი­ა­ლურ­მა კა­ი­რომ უკვე მი­ი­ღო "ჰა­მა­სის" 10 მძევ­ლის სია, ვი­საც პირ­ვე­ლად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ.

პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, პირ­ველ ეტაპ­ზე გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან მხო­ლოდ ბავ­შვე­ბი და ქა­ლე­ბი.

BBC-ის კო­რეს­პონ­დენ­ტი იე­რუ­სა­ლიმ­ში, ორლა გუ­ე­რი­ნი, ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით იტყო­ბი­ნე­ბა, რომ ბოლო მო­მენ­ტში "ჰა­მა­სმა" წა­მო­ა­ყე­ნა და­მა­ტე­ბი­თი პი­რო­ბე­ბი.

WSJ-ის ცნო­ბით კი , სირ­თუ­ლე იმით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ ის­რა­ელს სურ­და მძევ­ლე­ბი ჯერ წი­თელ ჯვრის­თვის გა­და­ე­ცათ, შემ­დეგ კი ის­რა­ელ­ში გა­და­სუ­ლიყ­ვნენ, ხოლო "ჰა­მასს" სურს მათი გა­და­ცე­მა მოხ­დეს პირ­და­პირ ეგ­ვიპ­ტე­ში.

ცე­ცხლის შე­წყვე­ტის დრო­ე­ბი­თი რე­ჟი­მის მოქ­მე­დე­ბის დროს, ღა­ზის სექ­ტორ­ში ნე­ბის­მი­ე­რი ბრძო­ლა უნდა შე­წყდეს, ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო­ებ­მა ასე­ვე უნდა შე­ა­ჩე­რონ ჰა­ე­რი­დან სექ­ტო­რის მო­ნი­ტო­რინ­გი. ღა­ზის სექ­ტორს უნდა მი­ე­წო­დოს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა.

ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მკა­ფი­ოდ აცხა­დებს, რომ ლა­პა­რა­კი არ არის ზავ­ზე და დრო­ე­ბი­თი შე­თან­ხმე­ბის ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ "ჰა­მა­სის“ წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა გაგ­რძელ­დე­ბა.

ის­რა­ელ­მა "ჰა­მასს“ ომი მას შემ­დეგ გა­მო­უ­ცხა­და , რაც 7 ოქ­ტომ­ბერს რა­დი­კა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ ის­რა­ე­ლის ქა­ლა­ქებ­ზე მა­სი­რე­ბუ­ლი სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვა მი­ი­ტა­ნა, მისი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბი კი ის­რა­ე­ლის სამ­ხრეთ­ში მდე­ბა­რე და­სახ­ლე­ბებ­ში შე­იჭრ­ნენ, ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ხო­ცეს და ათე­უ­ლო­ბით მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:/
1

ჯერ დაუხოცეს ბავშვები, ტყვეები წაასხეს, ააწიოკეს და ეხლა სამაგიეროდ რომ გაუნადგურეს ყველაფერი და ჩაახოცინეს ამდენი პალესტინელი უდანაშაულო ადამიანი მერე დაუზავდნენ? ბოდიში და თუ ტრ...არ გაქვს ვის შეეჭიდო უნდა დააყენო. 

Loki
0

როგორც კანდიდატის სტატუსი ციხიდან მიაღებინა ქვეყანას, ისე ეს კონფლიქტი მიშას შეწყვეტილია........ დამიჯერეთ ნაცებო 😆😆😆🤣🤣🤣 სადაც ხაბეიშვილის გჯერათ იქაც ესეთ დაიჯერეთ თქვე...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ღაზაში დროებით ზავი ხვალ, დილის 7 საათზე ამოქმედდება - როდის დაიწყება მძევლების გათავისუფლება: რაზე შეთანხმდნენ ისრაელი და "ჰამასი"?

ღაზაში დროებით ზავი ხვალ, დილის 7 საათზე ამოქმედდება - როდის დაიწყება მძევლების გათავისუფლება: რაზე შეთანხმდნენ ისრაელი და "ჰამასი"?

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის დროებითი რეჟიმი, რომელზეც ისრაელი და რადიკალური დაჯგუფება "ჰამასი“ არაპირდაპირი მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ, 24 ნოემბერს, პარასკევს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე შევა ძალაში. ამის თაობაზე ინფორმაცია კატარი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გაავრცელა. მოგეხსენებათ, ეს ქვეყანა მოლაპარაკებებში ერთ-ერთი შუამავალია.

ჯერ კიდევ 22 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ მიღწეული იყო შეთანხმება ღაზაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების სანაცვლოდ, "ჰამასის“ მიერ აყვანილი ისრაელელი მძევლების გათავისუფლების თაობაზე. შეთანხმება 23 ნოემბერს უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ ეს ერთი დღით გადაიდო.

კატარის ინფორმაციითვე, მძევლების გაცვლა პარასკევს, დღის მეორე ნახევარში დაიწყება და თავდაპირველად 13 ადამიანი გათავისუფლდება. ტერორისტების მიერ გატაცებული სულ მცირე 50 ადამიანი, ქალები და ბავშვები, ოთხი დღის განმავლობაში უნდა გათავისუფლდნენ.

მოსალოდნელია, რომ მძევლების გათავისუფლების საპასუხოდ, ისრაელის ხელისუფლება ციხეებში მყოფი პალესტინელი ქალებისა და მოზარდების ერთ ნაწილს ასევე გაათავისუფლებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში, "ჰამასი“ 50 მძევალს, ხოლო ისრაელი 150 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს, პარალელურად კი ღაზაში ოთხდღიანი პაუზა იმოქმედებს.

როგორც Wall Street Journal -ი ანონიმურ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, ოფიციალურმა კაირომ უკვე მიიღო "ჰამასის" 10 მძევლის სია, ვისაც პირველად გაათავისუფლებენ.

პირობების მიხედვით, პირველ ეტაპზე გათავისუფლდებიან მხოლოდ ბავშვები და ქალები.

BBC-ის კორესპონდენტი იერუსალიმში, ორლა გუერინი, ისრაელის მთავრობაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ბოლო მომენტში "ჰამასმა" წამოაყენა დამატებითი პირობები.

WSJ-ის ცნობით კი , სირთულე იმით იყო განპირობებული, რომ ისრაელს სურდა მძევლები ჯერ წითელ ჯვრისთვის გადაეცათ, შემდეგ კი ისრაელში გადასულიყვნენ, ხოლო "ჰამასს" სურს მათი გადაცემა მოხდეს პირდაპირ ეგვიპტეში.

ცეცხლის შეწყვეტის დროებითი რეჟიმის მოქმედების დროს, ღაზის სექტორში ნებისმიერი ბრძოლა უნდა შეწყდეს, ისრაელის სამხედროებმა ასევე უნდა შეაჩერონ ჰაერიდან სექტორის მონიტორინგი. ღაზის სექტორს უნდა მიეწოდოს ჰუმანიტარული დახმარება.

ისრაელის ხელისუფლება მკაფიოდ აცხადებს, რომ ლაპარაკი არ არის ზავზე და დროებითი შეთანხმების ვადის გასვლის შემდეგ "ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება.

ისრაელმა "ჰამასს“ ომი მას შემდეგ გამოუცხადა , რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ, ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით მძევლად აიყვანეს.