პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს მიმდინარეობს ეკლესიის სიტყვიერი დევნა - ამის დასტურია მუდმივი შეურაცხყოფა, ცილისწამება, რომელიც სასულიერო პირების მისამართით, საჯარო სივრცეში ისმის" - მეუფე შიო
"დღეს მიმდინარეობს ეკლესიის სიტყვიერი დევნა - ამის დასტურია მუდმივი შეურაცხყოფა, ცილისწამება, რომელიც სასულიერო პირების მისამართით, საჯარო სივრცეში ისმის" - მეუფე შიო

შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ დღეს მიმ­დი­ნა­რე­ობს ეკ­ლე­სი­ის სი­ტყვი­ე­რი დევ­ნა. ამის დას­ტუ­რია მუდ­მი­ვი შე­უ­რა­ცხყო­ფა, ცი­ლის­წა­მე­ბა, რო­მე­ლიც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მი­სა­მარ­თით, სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ის­მის, - ამის შე­სა­ხებ პატ­რი­არ­ქის თა­ნა­მო­საყ­დრემ, მე­უ­ფე შიომ, სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზე­ი­მო წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ქა­და­გე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა.

რო­გორც მან თქვა, ქრის­ტი­ა­ნებ­მა უნდა მო­აკ­ვდი­ნონ სა­კუ­თა­რი ვნე­ბე­ბი, უარ­ყონ და შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გონ თა­ვი­ანთ და­ცე­მულ ვნე­ბა - სურ­ვი­ლებს.

"როცა ვიხ­სე­ნებთ წმინ­და გი­ორ­გის წა­მე­ბას, მის ცხოვ­რე­ბას და მის სა­ო­ცარ სიმ­ტკი­ცეს რწმე­ნი­სას, გვი­პყრობს გაკ­ვირ­ვე­ბა, დიდი მო­წი­წე­ბა მის მი­მართ. ვი­ნა­ი­დან ვე­რა­ვი­თარ­მა მუ­ქა­რამ, ტან­ჯვამ, ვერ აი­ძუ­ლა ის, რომ ეღა­ლა­ტა ქრის­ტეს სარ­წმუ­ნო­ე­ბის­თვის და უარი ეთ­ქვა ქრის­ტე­ზე, ეკ­ლე­სი­ა­ზე.

რო­დე­საც წმინ­და ეკ­ლე­სი­ა­ში აღ­ვნიშ­ნავთ ამა თუ იმ წმინ­და­ნის ხსე­ნე­ბას, ამით ეკ­ლე­სია ჩვენ მოგ­ვი­წო­დებს, რომ ამ წმინ­და­ნის ცხოვ­რე­ბას, ღვაწლს მივ­ბა­ძოთ. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ თქვას, რომ რო­გორ უნდა მივ­ბა­ძოთ ჩვენ დღეს მო­წა­მე­ებს, როცა ეკ­ლე­სია ფი­ზი­კუ­რად არ იდევ­ნე­ბა?! წმინ­და მა­მე­ბი გვას­წავ­ლი­ან, რომ დღე­საც შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­წა­მებ­რი­ვი ღვაწ­ლის აღ­სრუ­ლე­ბა და მო­წა­მებ­რი­ვი გვირ­გვი­ნე­ბის მი­ღე­ბა. შე­იძ­ლე­ბა დღეს ქრის­ტი­ა­ნებს ფი­ზი­კუ­რად არ აწა­მე­ბენ, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ დღეს მიმ­დი­ნა­რე­ობს ეკ­ლე­სი­ის სი­ტყვი­ე­რი დევ­ნა. ამის დას­ტუ­რია მუდ­მი­ვი შე­უ­რა­ცხყო­ფა, ცი­ლის­წა­მე­ბა, რო­მე­ლიც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მი­სა­მარ­თით, სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ის­მის. ამის გარ­და, ჩვენ გვტან­ჯავს ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი, ში­ნა­გა­ნი ვნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მომ­დი­ნა­რე­ობს ჩვე­ნი სხე­უ­ლი­დან, ამ წუ­თი­სოფ­ლი­დან და მომ­დი­ნა­რე­ობს ჩვე­ნი უხი­ლა­ვი მტრის­გან, დე­მო­ნე­ბის­გან.

ღირ­სი მამა სვი­მე­ონ ახა­ლი ღვთის­მე­ტყვე­ლი ამ­ბობს, რომ ჩვენ ყო­ველ­დღეც კი შეგ­ვიძ­ლია მო­წა­მებ­რი­ვი ღვაწ­ლი აღ­ვას­რუ­ლოთ და მო­წა­მებ­რი­ვი გვირ­გვი­ნი და­ვიდ­გათ. ქრის­ტეს­თვის ვევ­ნოთ, თუკი ჩვენ შე­ვებ­რძო­ლე­ბით ჩვენს ვნე­ბებს, შე­ვებ­რძო­ლე­ბით ჩვენს სუ­ლი­ერ მტერს, ეშ­მაკს და და­ცე­მულ ბუ­ნე­ბას. ასეთ სა­ო­ცარ სი­ტყვებს ამ­ბობს. ჩვენ, განა, ჯე­როვ­ნად ვებ­რძვით ჩვენს ვნე­ბებს? ხომ არ გვყავს ჩვენ ისე­თი კერ­პე­ბი, რო­მელ­საც ვემ­სა­ხუ­რე­ბით, ვე­მორ­ჩი­ლე­ბით და ამით უარ­ვყოფთ ქრის­ტეს, ვღა­ლა­ტობთ მას?! სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი კერ­პე­ბი ჩვენ გყავს. ეს არის ჩვე­ნი ვნე­ბე­ბი, გვაქვს ასე­ვე კერ­პთმსა­ხუ­რე­ბაც, ეს არის ასე­ვე ამ ვნე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და წა­ხა­ლი­სე­ბა. რა ვნე­ბე­ბია ეს და რა ცოდ­ვე­ბია? ეს არის: ნაყ­რო­ვა­ნე­ბა, სიმ­თვრა­ლე, ნარ­კო­მა­ნია, სიძ­ვის ვნე­ბა, ვერ­ცხლის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, სი­ხარ­ბე, აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, მრის­ხა­ნე­ბა, სი­ძულ­ვი­ლი, გან­კი­თხვა, სევ­და და მო­წყი­ნე­ბა, ამ­პარ­ტავ­ნე­ბა, სიც­რუე და ა.შ. და თუ ეს ვნე­ბე­ბი და ცოდ­ვე­ბი ადა­მი­ა­ნის ჩვე­ვა­ში გა­და­ვა, მა­შინ ისი­ნი იქ­ცე­ვა ჩვე­ნი სუ­ლის კერ­პე­ბად და მათი მსა­ხუ­რე­ბი­თა და მორ­ჩი­ლე­ბით ჩვენ ვხდე­ბით კერ­პთმსა­ხუ­რე­ბი.

რად­გან არ­სე­ბობს ასე­თი სა­ხის კერ­პთმსა­ხუ­რე­ბა და ყველ­გან ვა­წყდე­ბით, ბა­ტო­ნობს ცოდ­ვის მსა­ხუ­რე­ბა, ამი­ტომ ქრის­ტი­ა­ნე­ბიც უნდა იყ­ვნენ მო­წა­მე­ე­ბი დღეს იმი­ტომ, რომ მათ უნდა მო­აკ­ვდი­ნონ თა­ვი­ან­თი ვნე­ბე­ბი, უარ­ყონ და შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გონ თა­ვი­ანთ და­ცე­მულ ვნე­ბა - სურ­ვი­ლებს. რო­გორც ამ­ბობს პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი, სის­ხლის და ხორ­ცის წი­ნა­აღ­მდეგ კი არ ვიბ­რძვით, არა­მედ ცის­ქვე­შე­თის უკე­თურ ძალ­თა წი­ნა­აღ­მდე­გო. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა დღე­საც ყვე­ლა ნამ­დვი­ლი ქრის­ტი­ა­ნი სის­ხლის და­უღვრე­ლად გახ­დეს მო­წა­მე. და ინე­ბოს უფალ­მა წმინ­და გი­ორ­გის ლოც­ვით, რომ და­ვა­მარ­ცხოთ ჩვენს თავ­ში ეს ვნე­ბე­ბი და ყვე­ლა ის საც­დუ­რი, რო­მე­ლიც მომ­დი­ნა­რე­ობს ჩვე­ნი სხე­უ­ლის­გან, თუ ამ წუ­თი­სოფ­ლის­გან, თუ ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი მტრის­გან, ეშ­მა­კის­გან. მინ­და დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი სიყ­ვა­რუ­ლით მი­ვუ­ლო­ცო სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია მე­ო­რეს დღე­ვან­დე­ლი დღე­სას­წა­უ­ლი. მად­ლო­ბა მინ­და შევ­წი­რო უფალს, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ასეთ რთულ ათწლე­უ­ლებ­ში უფალ­მა მოგ­ვივ­ლი­ნა ასე­თი ბრძე­ნი სა­ჭეთმპყრო­ბე­ლი, რო­მე­ლიც უკვე 46-ე წე­ლი­წა­დია წი­ნამ­ძღო­ლობს ჩვენს ეკ­ლე­სი­ას, დიდ მა­გა­ლითს გვაძ­ლევს ქრის­ტეს ერ­თგუ­ლე­ბი­სა და სარ­წმუ­ნო­ე­ბის სიმ­ტკი­ცი­სა“, - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე შიომ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

ეკლესიას ებრძვის ბოროტი და ცხადია ბოროტის მხარეს ვერ დადგება ქრისტეანი. მაგრამ, ჩვენს მღვდელმსახურებაში უხვადაა უღირსი ხალხი, ვინც აბრკოლებს მრევლს, ეკლესიას აშორებს ცოდვილ სულებს. გაწმინდეთ ეკლესია მხედრიონელებისა და სხვა პუტჩისტებისგან! ვინც ქართველ ერს რუსის დავალებით ტყვია ესროლა, ანდა ამას მხარს უჭერსა, მას ვერ ექნება მრევლის ნდობა და პატივისცემა. გაწმინდეთ ეკლესია.

პა პა
1

ყველაფერი თქვენ თავს დააბრალეთ ათ ათი მანქანა რომ გყავთ თქვე ფარისევლებო კი მაგრამ მომხვეჭელობა ქრისტიანობაა გამაგებინეთ ერთი 

ავტორი:

"დღეს მიმდინარეობს ეკლესიის სიტყვიერი დევნა - ამის დასტურია მუდმივი შეურაცხყოფა, ცილისწამება, რომელიც სასულიერო პირების მისამართით, საჯარო სივრცეში ისმის" - მეუფე შიო

"დღეს მიმდინარეობს ეკლესიის სიტყვიერი დევნა - ამის დასტურია მუდმივი შეურაცხყოფა, ცილისწამება, რომელიც სასულიერო პირების მისამართით, საჯარო სივრცეში ისმის" - მეუფე შიო

შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს მიმდინარეობს ეკლესიის სიტყვიერი დევნა. ამის დასტურია მუდმივი შეურაცხყოფა, ცილისწამება, რომელიც სასულიერო პირების მისამართით, საჯარო სივრცეში ისმის, - ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ, სიონის საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას აღნიშნა.

როგორც მან თქვა, ქრისტიანებმა უნდა მოაკვდინონ საკუთარი ვნებები, უარყონ და შეეწინააღმდეგონ თავიანთ დაცემულ ვნება - სურვილებს.

"როცა ვიხსენებთ წმინდა გიორგის წამებას, მის ცხოვრებას და მის საოცარ სიმტკიცეს რწმენისას, გვიპყრობს გაკვირვება, დიდი მოწიწება მის მიმართ. ვინაიდან ვერავითარმა მუქარამ, ტანჯვამ, ვერ აიძულა ის, რომ ეღალატა ქრისტეს სარწმუნოებისთვის და უარი ეთქვა ქრისტეზე, ეკლესიაზე.

როდესაც წმინდა ეკლესიაში აღვნიშნავთ ამა თუ იმ წმინდანის ხსენებას, ამით ეკლესია ჩვენ მოგვიწოდებს, რომ ამ წმინდანის ცხოვრებას, ღვაწლს მივბაძოთ. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ როგორ უნდა მივბაძოთ ჩვენ დღეს მოწამეებს, როცა ეკლესია ფიზიკურად არ იდევნება?! წმინდა მამები გვასწავლიან, რომ დღესაც შესაძლებელია მოწამებრივი ღვაწლის აღსრულება და მოწამებრივი გვირგვინების მიღება. შეიძლება დღეს ქრისტიანებს ფიზიკურად არ აწამებენ, მაგრამ შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს მიმდინარეობს ეკლესიის სიტყვიერი დევნა. ამის დასტურია მუდმივი შეურაცხყოფა, ცილისწამება, რომელიც სასულიერო პირების მისამართით, საჯარო სივრცეში ისმის. ამის გარდა, ჩვენ გვტანჯავს ჩვენი სულიერი, შინაგანი ვნებები, რომელიც მომდინარეობს ჩვენი სხეულიდან, ამ წუთისოფლიდან და მომდინარეობს ჩვენი უხილავი მტრისგან, დემონებისგან.

ღირსი მამა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ჩვენ ყოველდღეც კი შეგვიძლია მოწამებრივი ღვაწლი აღვასრულოთ და მოწამებრივი გვირგვინი დავიდგათ. ქრისტესთვის ვევნოთ, თუკი ჩვენ შევებრძოლებით ჩვენს ვნებებს, შევებრძოლებით ჩვენს სულიერ მტერს, ეშმაკს და დაცემულ ბუნებას. ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს. ჩვენ, განა, ჯეროვნად ვებრძვით ჩვენს ვნებებს? ხომ არ გვყავს ჩვენ ისეთი კერპები, რომელსაც ვემსახურებით, ვემორჩილებით და ამით უარვყოფთ ქრისტეს, ვღალატობთ მას?! სამწუხაროდ, ასეთი კერპები ჩვენ გყავს. ეს არის ჩვენი ვნებები, გვაქვს ასევე კერპთმსახურებაც, ეს არის ასევე ამ ვნებების დაკმაყოფილება და წახალისება. რა ვნებებია ეს და რა ცოდვებია? ეს არის: ნაყროვანება, სიმთვრალე, ნარკომანია, სიძვის ვნება, ვერცხლისმოყვარეობა, სიხარბე, აზარტული თამაშები, გაღიზიანება, მრისხანება, სიძულვილი, განკითხვა, სევდა და მოწყინება, ამპარტავნება, სიცრუე და ა.შ. და თუ ეს ვნებები და ცოდვები ადამიანის ჩვევაში გადავა, მაშინ ისინი იქცევა ჩვენი სულის კერპებად და მათი მსახურებითა და მორჩილებით ჩვენ ვხდებით კერპთმსახურები.

რადგან არსებობს ასეთი სახის კერპთმსახურება და ყველგან ვაწყდებით, ბატონობს ცოდვის მსახურება, ამიტომ ქრისტიანებიც უნდა იყვნენ მოწამეები დღეს იმიტომ, რომ მათ უნდა მოაკვდინონ თავიანთი ვნებები, უარყონ და შეეწინააღმდეგონ თავიანთ დაცემულ ვნება - სურვილებს. როგორც ამბობს პავლე მოციქული, სისხლის და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ ცისქვეშეთის უკეთურ ძალთა წინააღმდეგო. როგორ შეიძლება დღესაც ყველა ნამდვილი ქრისტიანი სისხლის დაუღვრელად გახდეს მოწამე. და ინებოს უფალმა წმინდა გიორგის ლოცვით, რომ დავამარცხოთ ჩვენს თავში ეს ვნებები და ყველა ის საცდური, რომელიც მომდინარეობს ჩვენი სხეულისგან, თუ ამ წუთისოფლისგან, თუ ჩვენი სულიერი მტრისგან, ეშმაკისგან. მინდა დღეს განსაკუთრებით დიდი სიყვარულით მივულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დღევანდელი დღესასწაული. მადლობა მინდა შევწირო უფალს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ რთულ ათწლეულებში უფალმა მოგვივლინა ასეთი ბრძენი საჭეთმპყრობელი, რომელიც უკვე 46-ე წელიწადია წინამძღოლობს ჩვენს ეკლესიას, დიდ მაგალითს გვაძლევს ქრისტეს ერთგულებისა და სარწმუნოების სიმტკიცისა“, - აღნიშნა მეუფე შიომ.