კონფლიქტები
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანევრიზმა და მასთან ბრძოლა - ფარულად მიმდინარე დაავადების მკურნალობის თანამედროვე გზები
ანევრიზმა და მასთან ბრძოლა - ფარულად მიმდინარე დაავადების მკურნალობის თანამედროვე გზები

ანევ­რიზ­მა და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ფა­რუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს და გეგ­მუ­რი კვლე­ვე­ბის ან გამ­წვა­ვე­ბი­სას ვლინ­დე­ბა. ანევ­რიზ­მა სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მა­ში ვი­თარ­დე­ბა. ეს გახ­ლავთ გე­ნე­ტი­კუ­რად დე­ტერ­მი­ნი­რე­ბუ­ლი სის­ხლძარ­ღვის კედ­ლის დე­ფექ­ტის ად­გი­ლას გა­მოწ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა. ის ძი­რი­თა­დად აორ­ტა­სა და თა­ვის ტვი­ნის მკვე­ბავ არ­ტე­რი­ებს ემუქ­რე­ბა.

„ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ნე­ი­რო­ქი­რურ­გი, ნე­ი­რო­ინ­ტერ­ვენ­ცი­ო­ნის­ტი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ქე­თე­ვან მი­ქე­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ერ­თო პო­პუ­ლა­ცი­ის და­ახ­ლო­ე­ბით 5%-ს აღე­ნიშ­ნე­ბა ანევ­რიზ­მა. გამსკდა­რი ანევ­რიზ­მე­ბის შემ­თხვე­ვა კი 10/100 000-ზე შე­ად­გენს. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ანევ­რიზ­მის ფა­რულ ეტაპ­ზე გავ­ლე­ნის შემ­თხვე­ვე­ბი გეგ­მი­უ­რი კვლე­ვე­ბის შე­დე­გად გახ­შირ­და. და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კებ­სა და მკურ­ნა­ლო­ბის გზებ­ზე თა­ვად ქე­თე­ვან მი­ქე­ლა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ანევ­რიზ­მის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი?

ანევ­რიზ­მის უშუ­ა­ლო მი­ზე­ზი უც­ნო­ბია, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია ფაქ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მისი გან­ვი­თა­რე­ბის რისკს ზრდის. და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი გე­ნე­ტი­კუ­რია. ასე­ვე რის­კჯ­გუფ­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბით, მათ შო­რის, თირკმლის პო­ლი­კის­ტო­ზი, შე­მა­ერ­თე­ბე­ლი ქსო­ვი­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

რო­გორ ვლინ­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბა?

ანევ­რიზ­მა უმე­ტე­სად უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს. სიმპტო­მე­ბი ჩნდე­ბა, რო­დე­საც უკვე ანევ­რიზ­მა იზ­რდე­ბა და ტვი­ნის ქსო­ვილ­სა და ნერ­ვებ­ზე ახ­დენს ზე­წო­ლას. აღ­ნიშ­ნუ­ლი სიმპტო­მე­ბია: ტკი­ვი­ლი თვა­ლის არე­ში, გუ­გის გა­ფარ­თო­ე­ბა, ნა­ხე­ვა­რი სა­ხის და­ბუ­ჟე­ბა, მე­ტყვე­ლე­ბის გაძ­ნე­ლე­ბა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, კო­ორ­დი­ნა­ცი­ის დარ­ღვე­ვა და კონ­ცენ­ტრა­ცი­ის მოშ­ლა.

რა რის­კე­ბი ახ­ლავს ანევ­რიზ­მას?

ანევ­რიზ­მის რის­კე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მის მდე­ბა­რე­ო­ბას­თან. ასე­ვე დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მის ზო­მა­სა და ფორ­მას. სწო­რედ ამ კრი­ტე­რი­უ­მე­ბით ფას­დე­ბა ანევ­რიზ­მის რის­კი­ა­ნო­ბა. მა­გა­ლი­თად, სა­ძი­ლე არ­ტე­რი­ის 3 მმ ანევ­რიზ­მის გას­კდო­მის შან­სი 1%-ზე უფრო ნაკ­ლე­ბია, თუმ­ცა ბა­ზი­ლა­რუ­ლი არ­ტე­რისს ანევ­რიზ­მის - 5%-ს უახ­ლოვ­დე­ბა.

რო­გორ ხდე­ბა ანევ­რიზ­მის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა?

და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის პირ­ვე­ლა­დი მე­თო­დია MR ან­გი­ო­რა­ფია. შემ­დეგ ეტაპ­ზე ანა­ტო­მი­ის და­სა­ზუს­ტებ­ლად კეთ­დე­ბა სპი­რა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია.

რო­გო­რია ანევ­რიზ­მის მკურ­ნა­ლო­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბი?

არ­სე­ბობს ორი სა­ხის მკურ­ნა­ლო­ბა. ესე­ნია ტრა­დი­ცი­უ­ლი ღია ქი­რურ­გი­უ­ლი მე­თო­დი და თა­ნა­მედ­რო­ვე ენ­დო­ვას­კუ­ლუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა. მე­თო­დის შერ­ჩე­ვა ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ამ დროს გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ანევ­რიზ­მის გან­ლა­გე­ბა და ანა­ტო­მია. სწო­რედ ამ ორი სა­კი­თხის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ხდე­ბა იმის გა­და­წყვე­ტა, თუ რო­მე­ლი მე­თო­დი უფრო ოპ­ტი­მა­ლუ­რია კონ­კრე­ტუ­ლი პა­ცი­ენ­ტის­თვის.

უფრო დე­ტა­ლუ­რად რომ გან­ვი­ხი­ლოთ, რა ტი­პის ანევ­რიზ­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ენ­დო­ვას­კუ­ლუ­რი ქი­რურ­გია?

თავ­და­პირ­ვე­ლად, ეს მე­თო­დი გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და იმ შემ­თხვე­ვებ­ში, რო­დე­საც ღია ქი­რურ­გი­უ­ლი მე­თო­დით რთუ­ლი იყო ანევ­რიზ­მის კლი­პი­რე­ბა. შემ­დგომ ეს ტექ­ნო­ლო­გია უფრო და­იხ­ვე­წა და მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გაჩ­ნდა. სწო­რედ ამი­ტომ დღეს მე­თო­დის არ­ჩე­ვა ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

“ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ ანევ­რიზ­მე­ბის ენ­დო­ვას­კუ­ლუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით მა­ღალ დო­ნე­ზე ხდე­ბა. კლი­ნი­კა აღ­ჭურ­ვი­ლია იმ თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რა­ტუ­რით, რომ­ლი­თაც მსოფ­ლი­ოს მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნე­ბი მუ­შა­ო­ბენ.

რა ტი­პის პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი?

პრე­ვენ­ცია ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სის დაც­ვი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თამ­ბა­ქო­ზე უა­რის თქმა. სა­სურ­ვე­ლია ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა და სპორ­ტის რო­მე­ლი­მე სა­ხე­ო­ბით და­კა­ვე­ბა. ანევ­რიზ­მის პრე­ვენ­ცი­ა­ში გვეხ­მა­რე­ბა არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის კონ­ტრო­ლი.

რო­გორც ვი­ცით, უფა­სო კონ­სულ­ტა­ცი­ებს ატა­რებთ. ვის შე­უძ­ლია კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე მოს­ვლა?

მათ, ვი­საც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აქვს ანევ­რიზ­მა, შე­უძ­ლი­ათ ცხელ ხაზ­ზე და­რეკ­ვით ჩემ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე უფა­სოდ ჩა­ე­წე­რონ შემ­დგო­მი მკურ­ნა­ლო­ბის და­გეგ­მვის მიზ­ნით.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ანევრიზმა და მასთან ბრძოლა - ფარულად მიმდინარე დაავადების მკურნალობის თანამედროვე გზები

ანევრიზმა და მასთან ბრძოლა - ფარულად მიმდინარე დაავადების მკურნალობის თანამედროვე გზები

ანევრიზმა დაავადებაა, რომელიც ძირითადად ფარულად მიმდინარეობს და გეგმური კვლევების ან გამწვავებისას ვლინდება. ანევრიზმა სისხლძარღვთა სისტემაში ვითარდება. ეს გახლავთ გენეტიკურად დეტერმინირებული სისხლძარღვის კედლის დეფექტის ადგილას გამოწვეული ცვლილება. ის ძირითადად აორტასა და თავის ტვინის მკვებავ არტერიებს ემუქრება.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ნეიროქირურგი, ნეიროინტერვენციონისტი, მედიცინის დოქტორი ქეთევან მიქელაძე აღნიშნავს, რომ საერთო პოპულაციის დაახლოებით 5%-ს აღენიშნება ანევრიზმა. გამსკდარი ანევრიზმების შემთხვევა კი 10/100 000-ზე შეადგენს. მისივე განმარტებით, საქართველოში ანევრიზმის ფარულ ეტაპზე გავლენის შემთხვევები გეგმიური კვლევების შედეგად გახშირდა. დაავადების განვითარების რისკებსა და მკურნალობის გზებზე თავად ქეთევან მიქელაძე გვესაუბრება.

რა შეიძლება გახდეს ანევრიზმის გამომწვევი მიზეზი?

ანევრიზმის უშუალო მიზეზი უცნობია, თუმცა ცნობილია ფაქტორები, რომლებიც მისი განვითარების რისკს ზრდის. დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზი გენეტიკურია. ასევე რისკჯგუფში არიან ადამიანები სხვადასხვა დაავადებებით, მათ შორის, თირკმლის პოლიკისტოზი, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები.

როგორ ვლინდება დაავადება?

ანევრიზმა უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სიმპტომები ჩნდება, როდესაც უკვე ანევრიზმა იზრდება და ტვინის ქსოვილსა და ნერვებზე ახდენს ზეწოლას. აღნიშნული სიმპტომებია: ტკივილი თვალის არეში, გუგის გაფართოება, ნახევარი სახის დაბუჟება, მეტყველების გაძნელება, თავის ტკივილი, კოორდინაციის დარღვევა და კონცენტრაციის მოშლა.

რა რისკები ახლავს ანევრიზმას?

ანევრიზმის რისკები დაკავშირებულია მის მდებარეობასთან. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მის ზომასა და ფორმას. სწორედ ამ კრიტერიუმებით ფასდება ანევრიზმის რისკიანობა. მაგალითად, საძილე არტერიის 3 მმ ანევრიზმის გასკდომის შანსი 1%-ზე უფრო ნაკლებია, თუმცა ბაზილარული არტერისს ანევრიზმის - 5%-ს უახლოვდება.

როგორ ხდება ანევრიზმის დიაგნოსტირება?

დაავადების დიაგნოსტირების პირველადი მეთოდია MR ანგიორაფია. შემდეგ ეტაპზე ანატომიის დასაზუსტებლად კეთდება სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია.

როგორია ანევრიზმის მკურნალობის ტრადიციული და თანამედროვე მეთოდები?

არსებობს ორი სახის მკურნალობა. ესენია ტრადიციული ღია ქირურგიული მეთოდი და თანამედროვე ენდოვასკულური მკურნალობა. მეთოდის შერჩევა ხდება პაციენტის ინდივიდუალური მაჩვენებლებიდან გამომდინარე. ამ დროს გასათვალისწინებელია ანევრიზმის განლაგება და ანატომია. სწორედ ამ ორი საკითხის გათვალისწინებით ხდება იმის გადაწყვეტა, თუ რომელი მეთოდი უფრო ოპტიმალურია კონკრეტული პაციენტისთვის.

უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, რა ტიპის ანევრიზმების შემთხვევაში გამოიყენება ენდოვასკულური ქირურგია?

თავდაპირველად, ეს მეთოდი გამოიყენებოდა იმ შემთხვევებში, როდესაც ღია ქირურგიული მეთოდით რთული იყო ანევრიზმის კლიპირება. შემდგომ ეს ტექნოლოგია უფრო დაიხვეწა და მეტი შესაძლებლობები გაჩნდა. სწორედ ამიტომ დღეს მეთოდის არჩევა ხდება პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობიდან გამომდინარე.

“ნიუ ჰოსპიტალსში“ ანევრიზმების ენდოვასკულური მკურნალობა თანამედროვე სტანდარტების დაცვით მაღალ დონეზე ხდება. კლინიკა აღჭურვილია იმ თანამედროვე აპარატურით, რომლითაც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები მუშაობენ.

რა ტიპის პრევენციული ზომების მიღებაა შესაძლებელი?

პრევენცია ჯანმრთელი ცხოვრების წესის დაცვითაა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია თამბაქოზე უარის თქმა. სასურველია ფიზიკური აქტივობა და სპორტის რომელიმე სახეობით დაკავება. ანევრიზმის პრევენციაში გვეხმარება არტერიული წნევის კონტროლი.

როგორც ვიცით, უფასო კონსულტაციებს ატარებთ. ვის შეუძლია კონსულტაციაზე მოსვლა?

მათ, ვისაც დადასტურებული აქვს ანევრიზმა, შეუძლიათ ცხელ ხაზზე დარეკვით ჩემთან კონსულტაციაზე უფასოდ ჩაეწერონ შემდგომი მკურნალობის დაგეგმვის მიზნით.

R