სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამხედრო გაწვევისას გადავადებით ყველა სტუდენტი ვერ ისარგებლებს - რას ითვალისწინებს "თავდაცვის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები?
სამხედრო გაწვევისას გადავადებით ყველა სტუდენტი ვერ ისარგებლებს - რას ითვალისწინებს "თავდაცვის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები?

ახ­ლად დამ­ტკი­ცე­ბულ, ახალ „თავ­დაც­ვის კო­დექსში“ და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებს პარ­ლა­მენ­ტი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­ნი­ხი­ლავს და მი­ი­ღებს. და­გეგ­მი­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურს და მის გა­და­ვა­დე­ბას ეხე­ბა. ახა­ლი "თავ­დაც­ვის კო­დექ­სით" წვე­ვამ­დელ­თა ეროვ­ნულ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა სტუ­დენ­ტი გა­და­ვა­დე­ბით სარ­გებ­ლობს.

  • შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, ეს არ შე­ე­ხე­ბა სტუ­დენტს, რო­მე­ლიც დის­ტან­ცი­უ­რად სწავ­ლობს; ასე­ვე უცხო ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სტუ­დენტს, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­დან დის­ტან­ცი­უ­რად იღებს.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­და­ვა­დე­ბის უფ­ლე­ბით ისარ­გებ­ლებს მხო­ლოდ ის პირი, რო­მე­ლიც არის უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის აქ­ტი­უ­რი სტა­ტუ­სის მქო­ნე სტუ­დენ­ტი, სწავ­ლე­ბის თი­თო­ე­ულ სა­ფე­ხურ­ზე სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბამ­დე, თუ უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა სრუ­ლად არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა დის­ტან­ცი­უ­რი ფორ­მით.

მათ­თვის კა­ნო­ნი წვე­ვამ­დელ­თა ეროვ­ნუ­ლი სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის გავ­ლის რამ­დე­ნი­მე ფორ­მის შერ­ჩე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და­ად­გენს: - რე­ზერ­ვის უმ­ცრო­სი ოფიც­რის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა; სტუ­დენ­ტე­ბის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა (4 წლის მან­ძილ­ზე ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად/ყო­ველ­თვი­უ­რად რამ­დე­ნი­მე დღე); სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის სა­ხე­ე­ბი­დან (ვა­დე­ბი­დან - 6, 8, 11 თვე) ერთ-ერ­თის შერ­ჩე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­სა­ჩივ­რე­ბის სა­კითხს, “თავ­დაც­ვის კო­დექ­სით“ პირს უფ­ლე­ბა აქვს, გაწ­ვე­ვის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, აგ­რეთ­ვე “თავ­დაც­ვის კო­დექ­სის“ სა­ფუძ­ველ­ზე მი­ღე­ბუ­ლი სხვა ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია წვე­ვამ­დელ­თა ეროვ­ნულ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­თან, ოფი­ცი­ა­ლუ­რად გაც­ნო­ბი­დან 15 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის ვა­და­ში გა­ა­სა­ჩივ­როს. პარ­ლა­მენ­ტის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბა მის მოქ­მე­დე­ბას არ გა­ა­ჩე­რებს.

„თავ­დაც­ვის კო­დექსში“ ცვლი­ლე­ბე­ბი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ მო­ამ­ზა­და. პრო­ექ­ტი პარ­ლა­მენტს მთავ­რო­ბამ წა­რუდ­გი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Dima
2

მაგი კი არა. საღამოს დასწრებულზე ვსწავლობდი, დღისით ვმუშაობდი და მაინც მიკრეს თავი , ყაზახეთის აქტიუბინსკში, 2 წლით!))) ახლა მშვენივრად ვიხსენებ!))) მიდით , ამოეფარეთ გაბერილ ეკლესიებს, კლავიატურის ,,დიდო პატრიოტებო,,!((( ფუი!!!!

გუგა
5

იმ სტუდენტებს თუ შეეხებათ, ვისაც პაპები ჩარტერული რეისით აგზავნიან საზღვარგარეთ სასწავლებლად? და საერთოდ, ჩამოვიყვანოთ ევროპა-ამერიკიდან, მთავრობისა და პარლამენტის წევრების შვილი სტუდენტები, გადავარჩინოთ გარყვნას და გავუშვათ ჯარში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

სამხედრო გაწვევისას გადავადებით ყველა სტუდენტი ვერ ისარგებლებს - რას ითვალისწინებს "თავდაცვის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები?

სამხედრო გაწვევისას გადავადებით ყველა სტუდენტი ვერ ისარგებლებს - რას ითვალისწინებს "თავდაცვის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები?

ახლად დამტკიცებულ, ახალ „თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიიღებს. დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები ძირითადად სამხედრო სავალდებულო სამსახურს და მის გადავადებას ეხება. ახალი "თავდაცვის კოდექსით" წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ყველა სტუდენტი გადავადებით სარგებლობს.

  • შეთავაზებული ცვლილებების პროექტის თანახმად, ეს არ შეეხება სტუდენტს, რომელიც დისტანციურად სწავლობს; ასევე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელიც განათლებას საქართველოდან დისტანციურად იღებს.

აქედან გამომდინარე, გადავადების უფლებით ისარგებლებს მხოლოდ ის პირი, რომელიც არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა სრულად არ ხორციელდება დისტანციური ფორმით.

მათთვის კანონი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის რამდენიმე ფორმის შერჩევის შესაძლებლობას დაადგენს: - რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა; სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა (4 წლის მანძილზე ყოველკვირეულად/ყოველთვიურად რამდენიმე დღე); სამხედრო სამსახურის სახეებიდან (ვადებიდან - 6, 8, 11 თვე) ერთ-ერთის შერჩევის შესაძლებლობა.

რაც შეეხება გასაჩივრების საკითხს, “თავდაცვის კოდექსით“ პირს უფლება აქვს, გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე “თავდაცვის კოდექსის“ საფუძველზე მიღებული სხვა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან, ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს. პარლამენტისთვის წარდგენილი ცვლილებების პროექტით, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს.

„თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა. პროექტი პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.