პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"1993-ში იმ გემზე დაიბადა, რომელსაც რუსები ბომბავდნენ" - უკრაინის ომს შეწირული 31 წლის ქართველის უცნაური ბედისწერა: რა ვითარებაში დაიღუპა ნიკა გელენიძე?
"1993-ში იმ გემზე დაიბადა, რომელსაც რუსები ბომბავდნენ" - უკრაინის ომს შეწირული 31 წლის ქართველის უცნაური ბედისწერა: რა ვითარებაში დაიღუპა ნიკა გელენიძე?

რუ­სე­თის ომს უკ­რა­ი­ნა­ში კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. 31 წლის ნიკა გე­ლე­ნი­ძე ბახ­მუტ­თან იბ­რძო­და. ის ცხე­ლი წერ­ტი­ლი­დან და­ღუ­პუ­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლის გა­მოყ­ვა­ნის სპე­ცო­პე­რა­ცი­ას შე­ე­წი­რა.

  • შე­გახ­სე­ნებთ, რომ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ბახ­მუ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე, კლი­შევ­კას და­სახ­ლე­ბას­თან მიმ­დი­ნა­რე შე­ტა­კე­ბებს ლე­ვან ლობ­ჟა­ნი­ძე ემსხვერ­პლა. ნიკა ერთ-ერთი მათ­გა­ნი იყო, ვინც თა­ნა­მებ­რძო­ლის ცხედ­რის ცხელ წერ­ტი­ლი­დან გა­მოყ­ვა­ნას შე­ე­ცა­და.

ოპე­რა­ცი­ის დროს, ის ბა­ტა­ლი­ო­ნი "თბი­ლი­სე­ლე­ბის“ სხვა წევ­რებ­თან ერ­თად რუ­სულ­მა დრონ­მა და­ა­ფიქ­სი­რა და ინ­ტენ­სი­ურ და­ბომბვა­ში მოხ­ვდა. ნი­კას მე­უღ­ლე და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი ვა­ჟიშ­ვი­ლი დარ­ჩა. ის 1993 წელს, სო­ხუ­მი­დან გა­მო­მა­ვალ იმ გემ­ზე და­ი­ბა­და, რო­მელ­საც რუ­სე­ბი ბომ­ბავ­დნენ... უფრო ვრცლად ნი­კას შე­სა­ხებ, მისი თა­ნა­მებ­რძო­ლი გიგი გნო­ლი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

გიგი გნო­ლი­ძე:

- ნი­კას ჯერ კი­დევ მა­შინ ვიც­ნობ­დი, ბა­ტა­ლი­ონ „შავ არ­წივ­ში“ რომ იყო. თვე­ზე ცოტა მე­ტია, რაც ჩვენს ბა­ტა­ლი­ონ "თბი­ლი­სე­ლებ­ში“ გად­მო­ვი­და. სულ ჩემს გვერ­დით იყო... უაღ­რე­სად კე­თილ­შო­ბი­ლი, სამ­შობ­ლო­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ერთი სული ჰქონ­და აფხა­ზე­თი ენა­ხა. რომ გა­ვი­გე, ორი პა­ტა­რა შვი­ლი ჰყავ­და, თან ასე­თი ახალ­გაზ­რდა იყო, ვუ­საყ­ვე­დუ­რე, რა­ტომ წა­მოხ­ვე­დი თქო. მე მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მამა მიყ­ვე­ბო­და აფხა­ზე­თის შე­სა­ხებ, ოც­ნე­ბად მაქვს ქცე­უ­ლი სო­ხუ­მის ნახ­ვა და არ მინ­და ჩემი შვი­ლე­ბიც მხო­ლოდ სიზ­მარ­ში ნა­ხუ­ლობ­დნენ, წი­ნაპ­რე­ბის სახლ-კარ­სო. რაღა მეთ­ქმო­და... ჩვენც ხომ ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბის­თვის, სამ­შობ­ლოს­თვის ვართ აქ. ასე გვჯე­რა, ასე გვწამს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ბედი უკ­რა­ი­ნა­ში წყდე­ბა. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, მინ­და რომ მე ვიყო ნი­კას ად­გილ­ზე, მის­თვის ჯერ ძა­ლი­ან ადრე იყო. მე უნდა და­მეც­ვა, მე უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მის გვერ­დით.

ნიკა გე­ლე­ნი­ძე

- რო­გორც ვიცი, ახლა თქვენც დაჭ­რი­ლი ხართ...

- კი, პირ­ველ ჯერ­ზე ლე­ვა­ნის გა­მო­საყ­ვა­ნად მე ვი­ყა­ვი შე­სუ­ლი. არ­ტი­ლე­რი­ის და­ბომბვა­ში მოვ­ყე­ვი და ყუ­რის ბა­რაბ­ნე­ბი მაქვს და­ხეთ­ქი­ლი. ფეხ­შიც დაჭ­რი­ლი ვარ, მაგ­რამ არა უშავს, მთა­ვა­რია, რომ ცო­ცხა­ლი ვარ. ლე­ვა­ნი და­ნაღ­მულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა და დიდ რის­კებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მისი გა­მოყ­ვა­ნა, მაგ­რამ მა­ინც მო­ვა­ხერ­ხებთ რამე, იქ არ დავ­ტო­ვებთ. ნიკა და ჩვე­ნი სხვა ბი­ჭე­ბი ლე­ვა­ნის გა­მო­საყ­ვა­ნად რომ წა­ვიდ­ნენ, ერთხანს ჩა­საფ­რე­ბა­ში იყ­ვნენ, და­ღა­მე­ბას და წვი­მი­ან ამინდს ელოდ­ნენ. მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მო­ი­და­რა და რუ­სებ­მა დრო­ნე­ბი ააფ­რი­ნეს. აღ­მო­ა­ჩი­ნეს ბი­ჭე­ბი და მა­სი­უ­რად და­ი­წყეს და­ბომბვა. რო­გორც გა­ვი­გე, ნიკა ტან­კის ქვეშ შემ­ძვრა­ლა, მაგ­რამ ტანკს ორი ჭურ­ვი მოხ­ვედ­რია და დაბ­ლა ჩა­წე­უ­ლა. ნიკა იქ რომ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, ტან­კი გას­რეს­და. უკა­ნა მხრი­დან გა­მოძ­ვრა, მაგ­რამ მა­შინ­ვე ფეხ­ში მოხ­ვდა ჭურ­ვის ნამ­სხვრე­ვი. მას­თან ერ­თად ერთი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ბიჭი იყო და მა­შინ­ვე არ­ტა­ხი და­ა­დო, მერე ისიც და­იჭ­რა. ჯგუ­ფის მე­თა­ურ­მა ბი­ჭე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად პი­კა­პი გაგ­ზავ­ნა, მაგ­რამ ნიკა უკვე და­ღუ­პუ­ლი იყო, სის­ხლის­გან და­ი­ცა­ლა. ის და კი­დევ ერთი დაჭ­რი­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი გა­დარ­ჩა. ნიკა უკვე გა­მოყ­ვა­ნი­ლია და პრო­ზექ­ტუ­რა­შია, სამ­შა­ბათს კი­ე­ვი­დან თბი­ლის­ში გად­მო­ას­ვე­ნე­ბენ.

- რა ხდე­ბა ახლა ფრონ­ტის ხაზ­ზე, რო­გო­რი ვი­თა­რე­ბაა?

- ძა­ლი­ან რთუ­ლი. თქვენც იცით, რომ ყვე­ლა დე­ტალ­ზე სა­უ­ბა­რი არ შე­მიძ­ლია. რისი თქმაც შე­მიძ­ლია ის არის, შე­ტე­ვა ორი­ვე მხრი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს და მსხვერ­პლიც ორი­ვე მხრი­დან ძა­ლი­ან დი­დია. წინ მი­ვი­წევთ, მაგ­რამ თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი ძა­ლი­ან ძვი­რი გვიჯ­დე­ბა.

გიგი გნო­ლი­ძე

- ვიცი, რომ დიდი ხა­ნია, რაც აქ ხართ, დრო­ში გა­წე­ლი­ლი ომის და ახლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, ფრონ­ტის ხა­ზის და­ტო­ვე­ბა არ გი­ფიქ­რი­ათ?

- აბა რას მე­უბ­ნე­ბით?! ლე­ვა­ნის ცხე­და­რი მი­ვა­ტო­ვოთ მტრე­ბის სა­ჯიჯგნად? ნიკა რომ შე­ე­წი­რა, ის ოც­ნე­ბე­ბი აუხ­დე­ნე­ლი დავ­ტო­ვოთ?! სი­მარ­თლეს გე­ტყვით, და­ვი­ღა­ლე, ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე, რო­დე­საც ჩემს თა­ნა­მებ­რძოლს თვა­ლებს ვუ­ხუ­ჭავ და იმი­ერ­ში ვა­ცი­ლებ, ჩემი გული კვდე­ბა, უკვე ბევ­რჯერ მოვ­კვდი და და­ვი­ღა­ლე, მაგ­რამ მი­ზა­ნი მაქვს, ამ მიზ­ნის ერ­თგუ­ლი ვარ და ასე ვიქ­ნე­ბი სა­ნამ პირ­ში სული მიდ­გას. ხუთი შვი­ლი დავ­ტო­ვე სახ­ლში. იმათ შევ­პირ­დი, რომ მტერს ისე და­ვა­მარ­ცხებ­დით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­კენ გა­მო­ხედ­ვის უნა­რი აღა­რას­დროს ექ­ნე­ბო­და. გო­რე­ლი კაცი ვარ, სო­ფე­ლი ტარ­ბი­დან. ყვე­ლა­ფერ­მა ჩემს სო­ფელ­ზე გა­ი­ა­რა, ბევ­რი მე­გო­ბა­რი და ახ­ლო­ბე­ლი დავ­კარ­გე, რუ­სე­ბის გამო. ბო­ლოს „სვარ­კის“ ცეხი მქონ­და. რუ­სე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში რომ შე­მო­იჭრ­ნენ, მი­ვა­ტო­ვე ყვე­ლა­ფე­რი და წა­მო­ვე­დი. ახლა აქე­დან ხელ­ცა­რი­ე­ლი, გა­მარ­ჯვე­ბის გა­რე­შე არ წა­ვალ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
??
2

რისთვის კვდებიან ჩვენი ბიჭები უცხო მიწაზე, იმისთვის რომ ზელიამ და არახამიამ მილიარდები ჩახსნან??

სალი
2

ამას ომი უნდოდა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"1993-ში იმ გემზე დაიბადა, რომელსაც რუსები ბომბავდნენ" - უკრაინის ომს შეწირული 31 წლის ქართველის უცნაური ბედისწერა: რა ვითარებაში დაიღუპა ნიკა გელენიძე?

"1993-ში იმ გემზე დაიბადა, რომელსაც რუსები ბომბავდნენ" - უკრაინის ომს შეწირული 31 წლის ქართველის უცნაური ბედისწერა: რა ვითარებაში დაიღუპა ნიკა გელენიძე?

რუსეთის ომს უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა. 31 წლის ნიკა გელენიძე ბახმუტთან იბრძოდა. ის ცხელი წერტილიდან დაღუპული თანამებრძოლის გამოყვანის სპეცოპერაციას შეეწირა.

  • შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ბახმუტის მიმართულებაზე, კლიშევკას დასახლებასთან მიმდინარე შეტაკებებს ლევან ლობჟანიძე ემსხვერპლა. ნიკა ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც თანამებრძოლის ცხედრის ცხელ წერტილიდან გამოყვანას შეეცადა.

ოპერაციის დროს, ის ბატალიონი "თბილისელების“ სხვა წევრებთან ერთად რუსულმა დრონმა დააფიქსირა და ინტენსიურ დაბომბვაში მოხვდა. ნიკას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ვაჟიშვილი დარჩა. ის 1993 წელს, სოხუმიდან გამომავალ იმ გემზე დაიბადა, რომელსაც რუსები ბომბავდნენ... უფრო ვრცლად ნიკას შესახებ, მისი თანამებრძოლი გიგი გნოლიძე გვესაუბრება.

გიგი გნოლიძე:

- ნიკას ჯერ კიდევ მაშინ ვიცნობდი, ბატალიონ „შავ არწივში“ რომ იყო. თვეზე ცოტა მეტია, რაც ჩვენს ბატალიონ "თბილისელებში“ გადმოვიდა. სულ ჩემს გვერდით იყო... უაღრესად კეთილშობილი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი იყო, ერთი სული ჰქონდა აფხაზეთი ენახა. რომ გავიგე, ორი პატარა შვილი ჰყავდა, თან ასეთი ახალგაზრდა იყო, ვუსაყვედურე, რატომ წამოხვედი თქო. მე მთელი ცხოვრება მამა მიყვებოდა აფხაზეთის შესახებ, ოცნებად მაქვს ქცეული სოხუმის ნახვა და არ მინდა ჩემი შვილებიც მხოლოდ სიზმარში ნახულობდნენ, წინაპრების სახლ-კარსო. რაღა მეთქმოდა... ჩვენც ხომ ჩვენი ოჯახებისთვის, სამშობლოსთვის ვართ აქ. ასე გვჯერა, ასე გვწამს, რომ საქართველოს ბედი უკრაინაში წყდება. სიმართლე რომ გითხრათ, მინდა რომ მე ვიყო ნიკას ადგილზე, მისთვის ჯერ ძალიან ადრე იყო. მე უნდა დამეცვა, მე უნდა ვყოფილიყავი მის გვერდით.

ნიკა გელენიძე

- როგორც ვიცი, ახლა თქვენც დაჭრილი ხართ...

- კი, პირველ ჯერზე ლევანის გამოსაყვანად მე ვიყავი შესული. არტილერიის დაბომბვაში მოვყევი და ყურის ბარაბნები მაქვს დახეთქილი. ფეხშიც დაჭრილი ვარ, მაგრამ არა უშავს, მთავარია, რომ ცოცხალი ვარ. ლევანი დანაღმულ ტერიტორიაზეა და დიდ რისკებთან არის დაკავშირებული მისი გამოყვანა, მაგრამ მაინც მოვახერხებთ რამე, იქ არ დავტოვებთ. ნიკა და ჩვენი სხვა ბიჭები ლევანის გამოსაყვანად რომ წავიდნენ, ერთხანს ჩასაფრებაში იყვნენ, დაღამებას და წვიმიან ამინდს ელოდნენ. მოულოდნელად გამოიდარა და რუსებმა დრონები ააფრინეს. აღმოაჩინეს ბიჭები და მასიურად დაიწყეს დაბომბვა. როგორც გავიგე, ნიკა ტანკის ქვეშ შემძვრალა, მაგრამ ტანკს ორი ჭურვი მოხვედრია და დაბლა ჩაწეულა. ნიკა იქ რომ დარჩენილიყო, ტანკი გასრესდა. უკანა მხრიდან გამოძვრა, მაგრამ მაშინვე ფეხში მოხვდა ჭურვის ნამსხვრევი. მასთან ერთად ერთი აზერბაიჯანელი ბიჭი იყო და მაშინვე არტახი დაადო, მერე ისიც დაიჭრა. ჯგუფის მეთაურმა ბიჭების დასახმარებლად პიკაპი გაგზავნა, მაგრამ ნიკა უკვე დაღუპული იყო, სისხლისგან დაიცალა. ის და კიდევ ერთი დაჭრილი აზერბაიჯანელი გადარჩა. ნიკა უკვე გამოყვანილია და პროზექტურაშია, სამშაბათს კიევიდან თბილისში გადმოასვენებენ.

- რა ხდება ახლა ფრონტის ხაზზე, როგორი ვითარებაა?

- ძალიან რთული. თქვენც იცით, რომ ყველა დეტალზე საუბარი არ შემიძლია. რისი თქმაც შემიძლია ის არის, შეტევა ორივე მხრიდან მიმდინარეობს და მსხვერპლიც ორივე მხრიდან ძალიან დიდია. წინ მივიწევთ, მაგრამ თითოეული ნაბიჯი ძალიან ძვირი გვიჯდება.

გიგი გნოლიძე

- ვიცი, რომ დიდი ხანია, რაც აქ ხართ, დროში გაწელილი ომის და ახლა განსაკუთრებულად გართულებული ვითარების გამო, ფრონტის ხაზის დატოვება არ გიფიქრიათ?

- აბა რას მეუბნებით?! ლევანის ცხედარი მივატოვოთ მტრების საჯიჯგნად? ნიკა რომ შეეწირა, ის ოცნებები აუხდენელი დავტოვოთ?! სიმართლეს გეტყვით, დავიღალე, ძალიან დავიღალე, როდესაც ჩემს თანამებრძოლს თვალებს ვუხუჭავ და იმიერში ვაცილებ, ჩემი გული კვდება, უკვე ბევრჯერ მოვკვდი და დავიღალე, მაგრამ მიზანი მაქვს, ამ მიზნის ერთგული ვარ და ასე ვიქნები სანამ პირში სული მიდგას. ხუთი შვილი დავტოვე სახლში. იმათ შევპირდი, რომ მტერს ისე დავამარცხებდით, რომ საქართველოსკენ გამოხედვის უნარი აღარასდროს ექნებოდა. გორელი კაცი ვარ, სოფელი ტარბიდან. ყველაფერმა ჩემს სოფელზე გაიარა, ბევრი მეგობარი და ახლობელი დავკარგე, რუსების გამო. ბოლოს „სვარკის“ ცეხი მქონდა. რუსები უკრაინაში რომ შემოიჭრნენ, მივატოვე ყველაფერი და წამოვედი. ახლა აქედან ხელცარიელი, გამარჯვების გარეშე არ წავალ.