მოზაიკა
მსოფლიო

20

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეშლილი", რომელიც რჩევებს ძაღლებისგან იღებს - ვინ არის არგენტინის ახალი პრეზიდენტი, ზღაპრული დაპირებებით: "ის არგენტინაში ყველაზე სასურველი მამაკაცია"
"შეშლილი", რომელიც რჩევებს ძაღლებისგან იღებს - ვინ არის არგენტინის ახალი პრეზიდენტი, ზღაპრული დაპირებებით: "ის არგენტინაში ყველაზე სასურველი მამაკაცია"

არ­გენ­ტი­ნის ახალ პრე­ზი­დენტს მე­გობ­რე­ბი და მტრე­ბი დო­ნალდ ტრამპს, ჟაირ ბოლ­სო­ნა­რუს, ელ­ვის პრეს­ლი­სა და მაქ­ცი­ა­საც კი ადა­რე­ბენ. ზო­გი­ერ­თი ამ­ბობს, რომ ხა­ვი­ერ მი­ლეი ბო­რის ჯონ­სო­ნის და სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მის მკვლე­ლი თო­ჯი­ნას, ჩა­კის ნა­ზავს წა­ა­გავს.

ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე მი­ლე­ის არა­ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი ბი­ოგ­რა­ფი­ის ავ­ტო­რი, ხუან ლუის გონ­სა­ლე­სი პო­ლი­ტი­კოს­ზე ყვე­ბა, რომ ის ბავ­შვო­ბა­ში ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი იყო და 1980-იან წლებ­ში მას მეტ­სა­ხე­ლად "ელ ლოკო", ანუ შეშ­ლი­ლი შე­არ­ქვეს.

"მი­ლე­ის იდე­ებ­ზე მე­ტად მისი გო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა და ემო­ცი­უ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბა მა­დარ­დებს",- წერს ავ­ტო­რი.

მი­ლე­იმ პო­პუ­ლა­რო­ბა არ­გენ­ტი­ნულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ე­ბით მო­ი­პო­ვა. გა­და­ცე­მებ­ში ის ეკო­ნო­მი­კა­ზე სა­უ­ბარ­თან ერ­თად ხში­რად მი­მარ­თავ­და ბილ­წსი­ტყვა­ო­ბას და მა­ყუ­რე­ბელ­მა ის თა­ვი­სი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ექ­სცენ­ტრი­უ­ლო­ბით გა­იც­ნო. ასეთ­მა იმი­ჯ­მა ხა­ვი­ერ მი­ლე­ის პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის და­სა­წყე­ბად მის­ცა ბიძ­გი. ეკო­ნო­მის­ტი მი­ლეი კონ­გრეს­ში 2021 წელს აირ­ჩი­ეს, წელს კი პრე­ზი­დენ­ტიც გახ­და.

  • საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ი­სას, მი­ლე­იმ პი­რო­ბა დადო, რომ არ­გენ­ტი­ნის ცენ­ტრა­ლურ ბანკს გა­ა­უქ­მებ­და, ინფლა­ცი­ას შე­ა­ჩე­რებ­და და ქვეყ­ნის მთა­ვარ ვა­ლუ­ტად ამე­რი­კულ დო­ლარს და­ა­წე­სებ­და.

მი­ლე­ის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ექ­სცენ­ტრი­ულ პო­ლი­ტი­კოსს მას­ტი­ფის ჯი­შის 5 უშ­ვე­ლე­ბე­ლი ძაღ­ლი ჰყავს და თი­თო­ე­ულ მათ­განს ცნო­ბი­ლი ეკო­ნო­მის­ტე­ბის სა­ხე­ლე­ბი ჰქვი­ათ: "ის მათ თა­ვის ოთხფე­ხა შვი­ლებს უწო­დებს და პო­ლი­ტი­კურ რჩე­ვებ­საც სწო­რედ მათ­გან იღებს".

ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზის­ში ჩა­ძი­რუ­ლი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, სა­დაც წლი­უ­რი ინფლა­ცია ახლა 140%-ზე მე­ტია და ყო­ვე­ლი მე­ხუ­თე არ­გენ­ტი­ნე­ლი სი­ღა­რი­ბე­ში ცხოვ­რობს, მა­ი­ლის რა­დი­კა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი ჭკვი­ა­ნუ­რი ნა­ბი­ჯი იყო.

ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, მი­ლე­ის გა­მარ­ჯვე­ბა მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­პი­რე­ბე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა არ ყო­ფი­ლა. ხა­ვი­ე­რი ხალ­ხს ია­რა­ღის კა­ნო­ნე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა­სა და აბორ­ტის აკ­რძალ­ვა­საც ჰპირ­დე­ბა. მი­ლეი არ­გენ­ტი­ნის სა­ვაჭ­რო პარტნი­ორ ქვეყ­ნებს, ჩი­ნეთ­სა და ბრა­ზი­ლი­ა­საც აკ­რი­ტი­კებ­და. ამის მი­ზე­ზად El loco იმას ასა­ხე­ლებს, რომ ის კო­მუ­ნის­ტებ­თან საქ­მეს არ იჭერს.

კონ­გრეს­მე­ნად არ­ჩე­ულ­მა ლი­ლია ლე­მო­ინ­მა კი ასე და­ა­ხა­სი­ა­თა მი­ლეი: "ის ძა­ლი­ან ლო­ი­ა­ლუ­რი და მა­მა­ცია. შე­უძ­ლია გაბ­რაზ­დეს და აგ­რე­სი­უ­ლი გახ­დეს მტრე­ბის მი­მართ, მაგ­რამ მხო­ლოდ მა­შინ, თუ მას თავს და­ეს­ხმე­ბი­ან. იგი უმი­ზე­ზოდ არც შე­უ­ტევს ვინ­მეს და არც არა­ვის მოკ­ლავს",- თქვა ლი­ლი­ამ და დას­ძი­ნა, რომ ახ­ლა­დარ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი "ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია და რომ ის არ­გენ­ტი­ნა­ში ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი მა­მა­კა­ცია".

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

არ­გენ­ტი­ნას ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი ჰყავს - ხა­ვი­ერ მი­ლეი გეგ­მავს რუ­სეთ­თან და ჩი­ნეთ­თან კავ­ში­რის გა­წყვე­ტას, ასე­ვე მხარს უჭერს მთავ­რო­ბის მი­ნი­მა­ლურ ჩა­რე­ვას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1234....
0

Სად ისროდა ამერიკა და სად გაარტყა. 

მიჰუილას თაყვანისმცემლებს
9

ხომ გყავთ ის დორბლიანი გიჟი მიჰუილა, "დემოკრატიის შუქურა" რომელიც ხალხს დემოკრატიულად ხოცავდა და აწამებდა, ყველაფრის მცოდნე რომელიც დღეს ერთს ამბობს ხვალ მეორეს, "უნიჭიერესი" მიწაზე მხოხავი მთავარსარდალი და "სტრატეგი" წაგებულ ომს დიდ გამარჯვებათ რომ წარმოადგენს, ასევე როგორც რევოლუციონერმა ჩე გევარასაც გადაუჯოკრა და არაჟნიანი კონტეინერით შემოიპარა. სახლში ალბათ მაგ გიჟის სურათი გეკიდება და გურუსავით უჩოქებთ და "რჩევებს" ეკითხებით. ჰოდა იმითომაც "აყვავებული" იყო საქართველო მაგის დროს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"შეშლილი", რომელიც რჩევებს ძაღლებისგან იღებს - ვინ არის არგენტინის ახალი პრეზიდენტი, ზღაპრული დაპირებებით: "ის არგენტინაში ყველაზე სასურველი მამაკაცია"

"შეშლილი", რომელიც რჩევებს ძაღლებისგან იღებს - ვინ არის არგენტინის ახალი პრეზიდენტი, ზღაპრული დაპირებებით: "ის არგენტინაში ყველაზე სასურველი მამაკაცია"

არგენტინის ახალ პრეზიდენტს მეგობრები და მტრები დონალდ ტრამპს, ჟაირ ბოლსონარუს, ელვის პრესლისა და მაქციასაც კი ადარებენ. ზოგიერთი ამბობს, რომ ხავიერ მილეი ბორის ჯონსონის და საშინელებათა ფილმის მკვლელი თოჯინას, ჩაკის ნაზავს წააგავს.

ულტრამემარჯვენე მილეის არაავტორიზებული ბიოგრაფიის ავტორი, ხუან ლუის გონსალესი პოლიტიკოსზე ყვება, რომ ის ბავშვობაში ბულინგის მსხვერპლი იყო და 1980-იან წლებში მას მეტსახელად "ელ ლოკო", ანუ შეშლილი შეარქვეს.

"მილეის იდეებზე მეტად მისი გონებრივი მდგომარეობა და ემოციური სტაბილურობა მადარდებს",- წერს ავტორი.

მილეიმ პოპულარობა არგენტინულ სატელევიზიო შოუებით მოიპოვა. გადაცემებში ის ეკონომიკაზე საუბართან ერთად ხშირად მიმართავდა ბილწსიტყვაობას და მაყურებელმა ის თავისი გადაჭარბებული ექსცენტრიულობით გაიცნო. ასეთმა იმიჯმა ხავიერ მილეის პოლიტიკური კარიერის დასაწყებად მისცა ბიძგი. ეკონომისტი მილეი კონგრესში 2021 წელს აირჩიეს, წელს კი პრეზიდენტიც გახდა.

  • საპრეზიდენტო კამპანიისას, მილეიმ პირობა დადო, რომ არგენტინის ცენტრალურ ბანკს გააუქმებდა, ინფლაციას შეაჩერებდა და ქვეყნის მთავარ ვალუტად ამერიკულ დოლარს დააწესებდა.

მილეის ბიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ ექსცენტრიულ პოლიტიკოსს მასტიფის ჯიშის 5 უშველებელი ძაღლი ჰყავს და თითოეულ მათგანს ცნობილი ეკონომისტების სახელები ჰქვიათ: "ის მათ თავის ოთხფეხა შვილებს უწოდებს და პოლიტიკურ რჩევებსაც სწორედ მათგან იღებს".

ანალიტიკოსების აზრით, ეკონომიკურ კრიზისში ჩაძირული ქვეყნის მოსახლეობისთვის, სადაც წლიური ინფლაცია ახლა 140%-ზე მეტია და ყოველი მეხუთე არგენტინელი სიღარიბეში ცხოვრობს, მაილის რადიკალური განცხადებები ჭკვიანური ნაბიჯი იყო.

ექსპერტების თქმით, მილეის გამარჯვება მხოლოდ ეკონომიკასთან დაკავშირებული დაპირებების დამსახურება არ ყოფილა. ხავიერი ხალხს იარაღის კანონების შემსუბუქებასა და აბორტის აკრძალვასაც ჰპირდება. მილეი არგენტინის სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს, ჩინეთსა და ბრაზილიასაც აკრიტიკებდა. ამის მიზეზად El loco იმას ასახელებს, რომ ის კომუნისტებთან საქმეს არ იჭერს.

კონგრესმენად არჩეულმა ლილია ლემოინმა კი ასე დაახასიათა მილეი: "ის ძალიან ლოიალური და მამაცია. შეუძლია გაბრაზდეს და აგრესიული გახდეს მტრების მიმართ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ მას თავს დაესხმებიან. იგი უმიზეზოდ არც შეუტევს ვინმეს და არც არავის მოკლავს",- თქვა ლილიამ და დასძინა, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი "ძალიან საყვარელია და რომ ის არგენტინაში ყველაზე სასურველი მამაკაცია".

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

არგენტინას ახალი პრეზიდენტი ჰყავს - ხავიერ მილეი გეგმავს რუსეთთან და ჩინეთთან კავშირის გაწყვეტას, ასევე მხარს უჭერს მთავრობის მინიმალურ ჩარევას მოქალაქეების ცხოვრებაში