მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აკრძალული ხილი" ისრაელში - რატომ და როდის იქცა საზამთრო პალესტინის სიმბოლოდ: საიდუმლო ფერებშია
"აკრძალული ხილი" ისრაელში - რატომ და როდის იქცა საზამთრო პალესტინის სიმბოლოდ: საიდუმლო ფერებშია

"ჰა­მა­სის" წი­ნა­აღ­მდეგ ის­რა­ე­ლის ომის და­წყე­ბი­დან, სა­ზამ­თროს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის სიმ­ბო­ლოდ იქცა.

თუმ­ცა სა­ზამ­თრო, რო­გორც პა­ლეს­ტი­ნის სიმ­ბო­ლო არ არის ახა­ლი ფე­ნო­მე­ნი. სა­ზამ­თროს პრო­ტეს­ტი პირ­ვე­ლად 1967 წლის ომის შემ­დეგ გაჩ­ნდა, რო­დე­საც ის­რა­ელ­მა კონ­ტრო­ლი აიღო და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­სა და ღა­ზას სექ­ტორ­ზე და აკ­რძა­ლა პა­ლეს­ტი­ნის დრო­შა ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. დრო­შის სა­ჯა­რო ჩვე­ნე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლად იქცა.

აკ­რძალ­ვის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, პა­ლეს­ტი­ნე­ლებ­მა და­ი­წყეს სა­ზამ­თროს გა­მო­ყე­ნე­ბა, რად­გან გაჭ­რი­ლი სა­ზამ­თრო მო­ი­ცავს პა­ლეს­ტი­ნის დრო­შის ყვე­ლა ფერს - წი­თელს, შავს, თეთ­რსა და მწვა­ნეს.

ის­რა­ელ­მა პა­ლეს­ტი­ნის დრო­შის გა­მო­ყე­ნე­ბის აკ­რძალ­ვა 1993 წელს გა­ა­უქ­მა, რო­გორც ოს­ლოს შე­თან­ხმე­ბის ნა­წი­ლი და დრო­შა გახ­და პა­ლეს­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სიმ­ბო­ლო, რო­მელ­საც გა­და­ე­ცა კონ­ტრო­ლი ღა­ზას სექ­ტორ­სა და და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე.

"იმ პე­რი­ოდ­ში ღა­ზას სექ­ტორ­ში, ახალ­გაზ­რდე­ბი და­ა­კა­ვეს დაჭ­რი­ლი სა­ზამ­თროს ტა­რე­ბის­თვის - რომ­ლე­ბიც სიმ­ბო­ლუ­რად პა­ლეს­ტი­ნის დრო­შას გა­მო­სა­ხავ­დნენ“.

ამ მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, მხატ­ვრე­ბი მთელ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით სა­ზამ­თროს ხა­ტავ­დნენ, რო­გორც პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის სიმ­ბო­ლოს. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი ეკუთ­ვნის ხა­ლედ ჰუ­რანს: 2007 წელს მან სა­ზამ­თროს ნა­ჭე­რი და­ხა­ტა წიგ­ნის­თვის, სა­ხელ­წო­დე­ბით "პა­ლეს­ტი­ნის სუ­ბი­ექ­ტუ­რი ატ­ლა­სი".

სუ­რა­თი, რო­მელ­საც "სა­ზამ­თროს ამ­ბა­ვი" უწო­დეს, მსოფ­ლი­ოს­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და ის­რა­ელ­სა და ჰა­მასს შო­რის 2021 წლის მა­ის­ში კონ­ფლიქ­ტის დროს.

მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ­ში ის­რა­ე­ლის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მი­ნის­ტრმა იტა­მარ ბენ გვირ­მა პო­ლი­ცი­ას უბ­რძა­ნა, მო­ეხ­სნათ პა­ლეს­ტი­ნის დრო­შე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ად­გი­ლე­ბი­დან და თქვა, რომ დრო­შე­ბის ფრი­ა­ლი ტე­რო­რიზ­მის მხარ­და­ჭე­რის აქტი იყო.

სა­პა­სუ­ხოდ, ის­რა­ე­ლის ოპო­ზი­ცი­ის მსვლე­ლო­ბებ­ზე კვლავ გა­მოჩ­ნდა სა­ზამ­თროს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი.

პა­ლეს­ტი­ნის დრო­შე­ბი ის­რა­ე­ლის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით აღარ არის აკ­რძა­ლუ­ლი, მაგ­რამ პო­ლი­ცი­ას და ჯარს უფ­ლე­ბა აქვთ მოხ­სნან ისი­ნი იმ შემ­თხვე­ვებ­ში, რო­დე­საც საფრ­თხე ემუქ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგს.

ივ­ლის­ში, იე­რუ­სა­ლიმ­ში გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე, ის­რა­ე­ლელ დე­მონ­სტრან­ტებს ხელ­ში ეჭი­რათ სა­ზამ­თროს სუ­რა­თე­ბი, რო­მელ­ზეც ეწე­რა „თა­ვი­სუფ­ლე­ბა“.

აგ­ვის­ტო­ში დე­მონ­სტრან­ტთა ჯგუფ­მა, რომ­ლე­ბიც შე­იკ­რიბ­ნენ თელ-ავივ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის რე­ფორ­მი­რე­ბის გეგ­მე­ბის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად, ეც­ვათ მა­ი­სუ­რე­ბი, რო­მელ­ზეც სა­ზამ­თრო იყო გა­მო­სა­ხუ­ლი.

ის­რა­ე­ლე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი ან­ჟე­ლი­კა შერი გა­აკ­რი­ტი­კეს მისი 2017 წლის ნა­ხა­ტის­თვის, The Watermelon Eaters. ფო­ტო­ზე ჩანს ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბილ­ნი სა­ზამ­თროს მი­ირ­თმე­ვენ მა­გი­დას­თან.

7 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ სა­ზამ­თროს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი კვლავ გახ­და მთელ მსოფ­ლი­ო­ში პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი, ასე­ვე ღა­ზას სექ­ტო­რის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის­თვის ბრძო­ლის სიმ­ბო­ლო.

ბრი­ტა­ნელ­მა მუს­ლიმ­მა კო­მი­კოს­მა შუ­მი­რ­უნ ნე­სამ შექ­მნა სა­ზამ­თროს ფილტრე­ბი TikTok-ზე და მო­უ­წო­და თა­ვის მიმ­დევ­რებს და­ე­მა­ტე­ბი­ნათ ისი­ნი მის ვი­დე­ო­ებ­ში და პი­რო­ბა დადო, რომ მი­ი­ღებ­და შე­მო­წი­რუ­ლო­ბებს საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ეხ­მა­რე­ბი­ან ღა­ზას.

სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის ზო­გი­ერ­თი მომ­ხმა­რე­ბე­ლი პა­ლეს­ტი­ნის დრო­შე­ბის ნაც­ვლად სა­ზამ­თროს აქ­ვეყ­ნებს, იმის ში­შით, რომ მათი ან­გა­რი­შე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­იბ­ლო­კოს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ია
4

ნინის

თუ დაგიხედია მსოფლიო რუკაზე როდესმე ? ისრაელს იპოვი ? ხოლო არაბების 21 სახელმწიფო რუსეთის ნახევარზე მეტ ტერიტორიაზეა გადაჭიმული, როდესაც ერთი მუჭა არაბების ბარბაროსული ტომები არაბეთის ნახევარკუნძულიდან გამოვიდნენ და თითქმის მეოთხედი მსოფლიო დაიპყრეს. მსოფლიოს ისტორია წაიკითხე და გაიგებ რომ ბოლო "პალესტინელი" ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეექვსე საუკუნეში გაჰქრა. ამ ტერირორიაზე რომელსაც ქანაანი ერქვა, ჩამოყალიბდა ებრაელთა ერი, და ებრაულ-ქრისტიანული ცივილიზაცია. არაბებმა სირიის და პალესტინის ტერიტორია ჩვენი წელთაღრიცხვის მეშვიდე საუკუნეში დაიპყრეს და ის შემდგომ ჯვაროსნებმა, ეგვიპტელმა მამლუქებმა და თურქმა ოსმალოებმა და ინგლისელებმა წაართვეს. 1964 წლამდე აქ მცხოვრებ მოსახლეობას წარმოადგენდნენ პალესტინელი ებრაელები და პალესტინელი არაბები. 1964 წელს საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებმა შექმნეს "პალესტინელი ხალხის" ყალბი ისტორია რომ ებრაულ-არაბული კონფლიქტი გადაეყვანათ "ებრაულ-პალესტინურ" კონფლიქტად. პალესტინელი არაბები არაფრით არ განსხვავდებიან მეზობელი ქვეყნების არაბებისაგან და მათი უმრავლესობა "პალესტინის" ტერიტორიაზე მეცხრამეტე საუკუნეში გადმოსახლდა სირიიდან და ეგვიპტიდან.

გიორგი
19

მორჩა აქაური სლავა ისრელ,უკრაინა..... ლიბერასტები საზამთროზე პირის დამკარებლები აღარ არიან,ის კი არა შეიძლებ აკრძალვაც მოითხოვონ, რაც შეიძლება უფრო ღრმად შეძრომის ინსტიქტიდან გამომდინარე! :))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"აკრძალული ხილი" ისრაელში - რატომ და როდის იქცა საზამთრო პალესტინის სიმბოლოდ: საიდუმლო ფერებშია

"აკრძალული ხილი" ისრაელში - რატომ და როდის იქცა საზამთრო პალესტინის სიმბოლოდ: საიდუმლო ფერებშია

"ჰამასის" წინააღმდეგ ისრაელის ომის დაწყებიდან, საზამთროს გამოსახულება მთელ მსოფლიოში პალესტინელების მხარდამჭერი საპროტესტო აქციების სიმბოლოდ იქცა.

თუმცა საზამთრო, როგორც პალესტინის სიმბოლო არ არის ახალი ფენომენი. საზამთროს პროტესტი პირველად 1967 წლის ომის შემდეგ გაჩნდა, როდესაც ისრაელმა კონტროლი აიღო დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორზე და აკრძალა პალესტინის დროშა ამ ტერიტორიებზე. დროშის საჯარო ჩვენება სისხლის სამართლის დანაშაულად იქცა.

აკრძალვის თავიდან ასაცილებლად, პალესტინელებმა დაიწყეს საზამთროს გამოყენება, რადგან გაჭრილი საზამთრო მოიცავს პალესტინის დროშის ყველა ფერს - წითელს, შავს, თეთრსა და მწვანეს.

ისრაელმა პალესტინის დროშის გამოყენების აკრძალვა 1993 წელს გააუქმა, როგორც ოსლოს შეთანხმების ნაწილი და დროშა გახდა პალესტინის ხელისუფლების სიმბოლო, რომელსაც გადაეცა კონტროლი ღაზას სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე.

"იმ პერიოდში ღაზას სექტორში, ახალგაზრდები დააკავეს დაჭრილი საზამთროს ტარებისთვის - რომლებიც სიმბოლურად პალესტინის დროშას გამოსახავდნენ“.

ამ მოვლენების შემდეგ, მხატვრები მთელ მსოფლიოს მასშტაბით საზამთროს ხატავდნენ, როგორც პალესტინელების მხარდაჭერის სიმბოლოს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი ეკუთვნის ხალედ ჰურანს: 2007 წელს მან საზამთროს ნაჭერი დახატა წიგნისთვის, სახელწოდებით "პალესტინის სუბიექტური ატლასი".

სურათი, რომელსაც "საზამთროს ამბავი" უწოდეს, მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა ისრაელსა და ჰამასს შორის 2021 წლის მაისში კონფლიქტის დროს.

მიმდინარე წლის იანვარში ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ გვირმა პოლიციას უბრძანა, მოეხსნათ პალესტინის დროშები საზოგადოებრივი ადგილებიდან და თქვა, რომ დროშების ფრიალი ტერორიზმის მხარდაჭერის აქტი იყო.

საპასუხოდ, ისრაელის ოპოზიციის მსვლელობებზე კვლავ გამოჩნდა საზამთროს გამოსახულებები.

პალესტინის დროშები ისრაელის კანონმდებლობით აღარ არის აკრძალული, მაგრამ პოლიციას და ჯარს უფლება აქვთ მოხსნან ისინი იმ შემთხვევებში, როდესაც საფრთხე ემუქრება საზოგადოებრივ წესრიგს.

ივლისში, იერუსალიმში გამართულ საპროტესტო აქციაზე, ისრაელელ დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ საზამთროს სურათები, რომელზეც ეწერა „თავისუფლება“.

აგვისტოში დემონსტრანტთა ჯგუფმა, რომლებიც შეიკრიბნენ თელ-ავივში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო სისტემის რეფორმირების გეგმების გასაპროტესტებლად, ეცვათ მაისურები, რომელზეც საზამთრო იყო გამოსახული.

ისრაელელი ფოტოგრაფი ანჟელიკა შერი გააკრიტიკეს მისი 2017 წლის ნახატისთვის, The Watermelon Eaters. ფოტოზე ჩანს ქალები, რომლებიც ისრაელის სამხედრო ფორმაში გამოწყობილნი საზამთროს მიირთმევენ მაგიდასთან.

7 ოქტომბრის შემდეგ საზამთროს გამოსახულებები კვლავ გახდა მთელ მსოფლიოში პალესტინელების მხარდასაჭერი საპროტესტო აქციების განუყოფელი ნაწილი, ასევე ღაზას სექტორის მაცხოვრებლების უფლებებისთვის ბრძოლის სიმბოლო.

ბრიტანელმა მუსლიმმა კომიკოსმა შუმირუნ ნესამ შექმნა საზამთროს ფილტრები TikTok-ზე და მოუწოდა თავის მიმდევრებს დაემატებინათ ისინი მის ვიდეოებში და პირობა დადო, რომ მიიღებდა შემოწირულობებს საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ეხმარებიან ღაზას.

სოციალური მედიის ზოგიერთი მომხმარებელი პალესტინის დროშების ნაცვლად საზამთროს აქვეყნებს, იმის შიშით, რომ მათი ანგარიშები შეიძლება დაიბლოკოს.