კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დასავლეთს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე სერიოზულად არ მოუხდენია რეაგირება, ამან რუსეთს გზა გაუხსნა მცდელობისათვის, რასაც უკრაინაში აკეთებს" - პრეზიდენტი
"დასავლეთს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე სერიოზულად არ მოუხდენია რეაგირება, ამან რუსეთს გზა გაუხსნა მცდელობისათვის, რასაც უკრაინაში აკეთებს" - პრეზიდენტი

ჩვე­ნი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, მათი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბა, და ის ფაქ­ტი, რომ და­სავ­ლეთ­ში ამა­ზე არა­ვის სე­რი­ო­ზუ­ლად არ მო­უხ­დე­ნია რე­ა­გი­რე­ბა, ალ­ბათ, ესაა ის, რა­მაც რუ­სეთს გზა გა­უხ­სნა იმის მცდე­ლო­ბი­სათ­ვის, რა­საც უკ­რა­ი­ნა­ში აკე­თებს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა France 24 English-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო უნდა იყოს პარტნი­ო­რებ­თან, ამი­ტომ უნდა შე­უ­ერ­თდეს სან­ქცი­ებს რამ­დე­ნა­დაც შე­უძ­ლია.

ამას­თან, ინ­ტერ­ვი­უ­ში პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, მისი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი წნე­ხი­დან და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ეროვ­ნუ­ლი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა არა­ვის მო­უ­თხო­ვია.

კი­თხვა­ზე - რო­გორ ფიქ­რობთ, სა­ქარ­თვე­ლო შემ­დე­გია? აქვს რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლო­ზე იგი­ვე გეგ­მა, რაც უკ­რა­ი­ნა­ზე ჰქონ­და? ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა: „სა­ქარ­თვე­ლო იყო პირ­ვე­ლი და უკ­რა­ი­ნა შემ­დე­გი, თუ მომ­ხდა­რის ქრო­ნო­ლო­გი­ას ავი­ღებთ“.

„ჩვე­ნი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, მათი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბა, და ის ფაქ­ტი, რომ და­სავ­ლეთ­ში ამა­ზე არა­ვის სე­რი­ო­ზუ­ლად არ მო­უხ­დე­ნია რე­ა­გი­რე­ბა, ალ­ბათ, ესაა ის, რა­მაც რუ­სეთს გზა გა­უხ­სნა იმის მცდე­ლო­ბი­სათ­ვის, რა­საც უკ­რა­ი­ნა­ში აკე­თებს. მაგ­რამ უკ­რა­ი­ნა­ში ძა­ლი­ან ძლი­ერ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას წა­ა­წყდა. ის ბევ­რად უფრო დიდი ქვე­ყა­ნაა, ბევ­რად უფრო ძლი­ე­რი ქვე­ყა­ნა და, ალ­ბათ, პუ­ტი­ნის ყვე­ლა იმე­დე­ბი და­ა­მარ­ცხა იმ გამ­ძლე­ო­ბით, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა და უკ­რა­ი­ნის მო­სახ­ლე­ო­ბამ გა­მო­ი­ჩი­ნეს ამ უზარ­მა­ზა­რი თავ­დას­ხმის, ტრა­გე­დი­ი­სა და აგ­რე­სი­ის წი­ნა­შე. მაგ­რამ რუ­სე­თი კარ­გავს, უკვე და­კარ­გა თა­ვი­სი პრეს­ტი­ჟი, რუ­სუ­ლი არ­მი­ის პრეს­ტი­ჟი.

ექ­ნე­ბა თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ი­მეს გა­კე­თე­ბის ცდუ­ნე­ბა, ეს ისაა, რა­ზეც ყო­ველ­თვის ვფიქ­რობთ და ამი­ტომ გვჭირ­დე­ბა ევ­რო­პუ­ლი მხარ­და­ჭე­რა. ჩვენ უნდა ვი­ყოთ ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან, ამი­ტომ უნდა შე­ვუ­ერ­თდეთ იმ სან­ქცი­ებს, რომ­ლე­ბიც შეგ­ვიძ­ლია. და მინ­და და­ვა­მა­ტო ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, მისი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი წნე­ხი­დან და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ეროვ­ნუ­ლი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა არა­ვის მო­უ­თხო­ვია. ჩვენ ვართ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბის ნა­წი­ლი და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამის თქმა. არ ვიცი, რა­ტომ ვი­მა­ლე­ბით რა­ღა­ცის უკან. ჩვენ ვუ­ერ­თდე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სურ სან­ქცი­ებს; ჩვე­ნი ბან­კე­ბი ემორ­ჩი­ლე­ბი­ან და ასეც გა­აგ­რძე­ლე­ბენ. ჩვენ და­სავ­ლე­თის მხა­რეს ვართ, ეს ეჭვგა­რე­შეა და ასეც გა­ვაგ­რძე­ლებთ”, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
1

ამ სურათზე რა გაბოროტებული ხარ? გეტყობა როგორ ფიქრობ საქართველოზე და ქართველ ერზე. ჩვენი შადიმანები და ორჯონიკიზეებიც გვეყოფა დაბრუნდი შენს სამშობლოში სადაც გაიზარდე

კოტე შავშიშვილი
2

ქალბატონო სალომე, იმის ფონზე, სადაც "საქართველოს დაუწყია თურმე ომი 2008წელს" რა რეაქციას ელოდებოდით ერთიდასავლეთისგან???

ავტორი:

"დასავლეთს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე სერიოზულად არ მოუხდენია რეაგირება, ამან რუსეთს გზა გაუხსნა მცდელობისათვის, რასაც უკრაინაში აკეთებს" - პრეზიდენტი

"დასავლეთს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე სერიოზულად არ მოუხდენია რეაგირება, ამან რუსეთს გზა გაუხსნა მცდელობისათვის, რასაც უკრაინაში აკეთებს" - პრეზიდენტი

ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, მათი დამოუკიდებლობის აღიარება, და ის ფაქტი, რომ დასავლეთში ამაზე არავის სერიოზულად არ მოუხდენია რეაგირება, ალბათ, ესაა ის, რამაც რუსეთს გზა გაუხსნა იმის მცდელობისათვის, რასაც უკრაინაში აკეთებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24 English-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო უნდა იყოს პარტნიორებთან, ამიტომ უნდა შეუერთდეს სანქციებს რამდენადაც შეუძლია.

ამასთან, ინტერვიუში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის, მისი გეოპოლიტიკური წნეხიდან და ოკუპირებული ტერიტორიიდან გამომდინარე, რუსეთის წინააღმდეგ ეროვნული სანქციების დაწესება არავის მოუთხოვია.

კითხვაზე - როგორ ფიქრობთ, საქართველო შემდეგია? აქვს რუსეთს საქართველოზე იგივე გეგმა, რაც უკრაინაზე ჰქონდა? ზურაბიშვილმა უპასუხა: „საქართველო იყო პირველი და უკრაინა შემდეგი, თუ მომხდარის ქრონოლოგიას ავიღებთ“.

„ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, მათი დამოუკიდებლობის აღიარება, და ის ფაქტი, რომ დასავლეთში ამაზე არავის სერიოზულად არ მოუხდენია რეაგირება, ალბათ, ესაა ის, რამაც რუსეთს გზა გაუხსნა იმის მცდელობისათვის, რასაც უკრაინაში აკეთებს. მაგრამ უკრაინაში ძალიან ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა. ის ბევრად უფრო დიდი ქვეყანაა, ბევრად უფრო ძლიერი ქვეყანა და, ალბათ, პუტინის ყველა იმედები დაამარცხა იმ გამძლეობით, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა და უკრაინის მოსახლეობამ გამოიჩინეს ამ უზარმაზარი თავდასხმის, ტრაგედიისა და აგრესიის წინაშე. მაგრამ რუსეთი კარგავს, უკვე დაკარგა თავისი პრესტიჟი, რუსული არმიის პრესტიჟი.

ექნება თუ არა საქართველოში რაიმეს გაკეთების ცდუნება, ეს ისაა, რაზეც ყოველთვის ვფიქრობთ და ამიტომ გვჭირდება ევროპული მხარდაჭერა. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენს პარტნიორებთან, ამიტომ უნდა შევუერთდეთ იმ სანქციებს, რომლებიც შეგვიძლია. და მინდა დავამატო ის, რომ საქართველოსთვის, მისი გეოპოლიტიკური წნეხიდან და ოკუპირებული ტერიტორიიდან გამომდინარე, რუსეთის წინააღმდეგ ეროვნული სანქციების დაწესება არავის მოუთხოვია. ჩვენ ვართ საერთაშორისო ფინანსური სანქციების ნაწილი და ძალიან მნიშვნელოვანია ამის თქმა. არ ვიცი, რატომ ვიმალებით რაღაცის უკან. ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს; ჩვენი ბანკები ემორჩილებიან და ასეც გააგრძელებენ. ჩვენ დასავლეთის მხარეს ვართ, ეს ეჭვგარეშეა და ასეც გავაგრძელებთ”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში.