მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ათი წელი ველოდი ემანუელზე დაქორწინებას" - როგორ შეუყვარდა 15 წლის მაკრონს 25 წლით უფროსი დრამის მასწავლებელი: პრეზიდენტის "ლავ სთორის" უცნობი დეტალები ბრიჯიტისგან
"ათი წელი ველოდი ემანუელზე დაქორწინებას" - როგორ შეუყვარდა 15 წლის მაკრონს 25 წლით უფროსი დრამის მასწავლებელი: პრეზიდენტის "ლავ სთორის" უცნობი დეტალები ბრიჯიტისგან

"ათი წელი ვე­ლო­დი ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბას" - ამ­ბობს ბრი­ჯი­ტი, საფ­რან­გე­თის პირ­ვე­ლი ლედი ჟურ­ნალ Time-ის­თვის მი­ცე­მულ იმ იშ­ვი­ათ ინ­ტერ­ვი­უ­ში, სა­დაც პი­რად­ზე სა­უბ­რობს.

საფ­რან­გე­თის 70 წლის პირ­ველ­მა ლე­დიმ თქვა, რომ მან მე­უღ­ლეს­თან, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტ 45 წლის ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­თან ქორ­წი­ლი ათი წლით გა­და­დო, ეს კი სამი შვი­ლის გუ­ლის­თვის გა­ა­კე­თა, რომ­ლე­ბიც მისი (მაკ­რო­ნის) ასა­კის არი­ან.

მაკ­რო­ნი 15 წლის იყო, რო­დე­საც მას­ზე 25 წლით უფ­რო­სი ბრი­ჯიტ ოზი­ე­რი შე­უყ­ვარ­და. ქალი იყო მისი დრა­მის მას­წავ­ლე­ბე­ლი პრო­ვი­დენ­სის კა­თო­ლი­კურ სკო­ლა­ში ამი­ენ­ში, ჩრდი­ლო­ეთ საფ­რან­გეთ­ში, ხოლო მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ლო­რენ­სი მაკ­რო­ნის კლა­სე­ლი იყო.

მათ­მა რო­მან­მა პრო­ვინ­ცი­ა­ში სკან­და­ლი გა­მო­იწ­ვია. ამის შემ­დეგ მშობ­ლებ­მა მაკ­რო­ნი გაგ­ზავ­ნეს პა­რიზ­ში სხვა სკო­ლა­ში სას­წავ­ლებ­ლად, მაგ­რამ მას­წავ­ლე­ბელ­თან ყოფ­ნის სურ­ვი­ლი და მისი გრძნო­ბე­ბი უც­ვლე­ლი დარ­ჩა.

ბრი­ჯიტ­მა გა­იხ­სე­ნა, რომ იმ დროს სა­კუ­თარ თავს ეუბ­ნე­ბო­და, რომ ერთხე­ლაც ემა­ნუ­ე­ლი პა­რიზ­ში თა­ვი­სი ასა­კის ქალს შე­იყ­ვა­რებ­და, მაგ­რამ ეს ასე არ მოხ­და.

ბრი­ჯიტ­მა სამ­სა­ხუ­რი და­ტო­ვა, რად­გან ფიქ­რობ­და, რომ მათი ურ­თი­ერ­თო­ბის "ერ­თა­დერ­თი დაბ­რკო­ლე­ბა" მისი შვი­ლე­ბი იყ­ვნენ. ქალს არ სურ­და "მათი ცხოვ­რე­ბის დან­გრე­ვა".

ბრი­ჯი­ტის ვაჟი მაკ­რონ­ზე სამი წლით უფ­რო­სია, მისი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი კი 46 და 39 წლი­სე­ბი.

ქალ­მა ინ­ტერ­ვი­უს დროს იმა­ზეც ისა­უბ­რა, რომ არ იცო­და, რას იტყოდ­ნენ მისი მშობ­ლე­ბი ყო­ფილ მოს­წავ­ლეს­თან ქორ­წი­ნე­ბა­ზე, მაგ­რამ აღ­ნიშ­ნა, რომ მისი და-ძმე­ბი ხში­რად ხუმ­რობ­დნენ მაკ­რონ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ ჭო­რებ­ზე.

იგი სა­ბო­ლო­ოდ და­ქორ­წინ­და მაკ­რონ­ზე, იმ დრო­ის­თვის 30 წელს მი­ტა­ნე­ბუ­ლი მაკ­რო­ნი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე იყო.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბრი­ჯი­ტი 16 წე­ლია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია, ამ­ბობს, რომ მე­უღ­ლე მა­ინც ახერ­ხებს მის გა­ო­ცე­ბას, თა­ვი­სი ბრწყინ­ვა­ლე მეხ­სი­ე­რე­ბი­თა და ინ­ტე­ლექ­ტით.

  • "ბევ­რი ბრწყინ­ვა­ლე სტუ­დენ­ტი მყავ­და, მაგ­რამ არ­ცერთ მათ­განს არ ჰქონ­და მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. მე ყო­ველ­თვის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მი­სით", - ამ­ბობს პირ­ვე­ლი ლედი.

ამ­ჟა­მად წყვი­ლი ელი­სეს სა­სახ­ლე­ში მშვი­დი ცხოვ­რე­ბით ტკბე­ბა. პრე­ზი­დენ­ტი სახ­ლში სა­ღა­მოს 22:00 და 23:00 სა­ათ­ზე ბრუნ­დე­ბა, ხოლო ბრი­ჯი­ტი მას სა­უზ­მეს და ზოგ­ჯერ სა­დილს უმ­ზა­დებს.

სა­ნამ მისი ქმა­რი თა­ვის დღეს პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ო­ბა­ში ატა­რებს, საფ­რან­გე­თის პირ­ვე­ლი ლედი ას­წავ­ლის მო­ზარ­დებს, ეწე­ვა სხვა­დას­ხვა სა­ხის ქველ­მოქ­მე­დე­ბას.

იგი მი­ეჩ­ვია კრი­ტი­კას, რო­მელ­საც ხში­რად უწე­რენ ქმარ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ სა­ერ­თო ფო­ტო­ებ­ზე.

სტა­ტუ­სი აი­ძუ­ლებს, რომ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ბევრ უცხო­ელ ლი­დერს შეხ­ვდეს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იხ­სე­ნებს ბრი­ტა­ნე­თის მეფე-დე­დო­ფალ­თან შეხ­ვედ­რას, რომ­ლე­ბიც პა­რიზს სექ­ტემ­ბერ­ში ეწ­ვივ­ნენ.

ბრი­ჯი­ტი აღი­ა­რებს, რომ თა­ვი­დან ნერ­ვი­უ­ლობ­და, მაგ­რამ რო­დე­საც კა­მი­ლა მი­ე­სალ­მა და ლო­ყა­ზე აკო­ცა, დამ­შვიდ­და. ის აქებს ჩარლ­ზის იუ­მორს და სა­მე­ფო წყვი­ლის დე­ლი­კა­ტუ­რო­ბას. ელი­სეს სა­სახ­ლე­ში მეფე-დე­დო­ფალ­თან ერ­თად ვახ­შამს "მშვე­ნი­ერ მო­მენტს" უწო­დებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ადრე პლას­ტი­კურ­მა ქი­რურ­გებ­მა ბრი­ჯიტს სი­ლა­მა­ზის პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზეს, რომ ქალი უფრო ახალ­გაზ­რდუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს, მაგ­რამ მათ წი­ნა­და­დე­ბას საფ­რან­გე­თის პირ­ვე­ლი ლედი არ და­თან­ხმდა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
3

მაკარონას თავისი საქმე ვერ დაულაგებია და ევროპას დაადგავს თაავს?! 

ბიჰ
2

"პროფესორი დაქორწინდა, მოაწერა ხელიაო, განსხვავება ცოლქმარს შორის ოცდახუთი წელიაო"

ავტორი:

"ათი წელი ველოდი ემანუელზე დაქორწინებას" - როგორ შეუყვარდა 15 წლის მაკრონს 25 წლით უფროსი დრამის მასწავლებელი: პრეზიდენტის "ლავ სთორის" უცნობი დეტალები ბრიჯიტისგან

"ათი წელი ველოდი ემანუელზე დაქორწინებას" - როგორ შეუყვარდა 15 წლის მაკრონს 25 წლით უფროსი დრამის მასწავლებელი: პრეზიდენტის "ლავ სთორის" უცნობი დეტალები ბრიჯიტისგან

"ათი წელი ველოდი ემანუელ მაკრონზე დაქორწინებას" - ამბობს ბრიჯიტი, საფრანგეთის პირველი ლედი ჟურნალ Time-ისთვის მიცემულ იმ იშვიათ ინტერვიუში, სადაც პირადზე საუბრობს.

საფრანგეთის 70 წლის პირველმა ლედიმ თქვა, რომ მან მეუღლესთან, საფრანგეთის პრეზიდენტ 45 წლის ემანუელ მაკრონთან ქორწილი ათი წლით გადადო, ეს კი სამი შვილის გულისთვის გააკეთა, რომლებიც მისი (მაკრონის) ასაკის არიან.

მაკრონი 15 წლის იყო, როდესაც მასზე 25 წლით უფროსი ბრიჯიტ ოზიერი შეუყვარდა. ქალი იყო მისი დრამის მასწავლებელი პროვიდენსის კათოლიკურ სკოლაში ამიენში, ჩრდილოეთ საფრანგეთში, ხოლო მისი ქალიშვილი ლორენსი მაკრონის კლასელი იყო.

მათმა რომანმა პროვინციაში სკანდალი გამოიწვია. ამის შემდეგ მშობლებმა მაკრონი გაგზავნეს პარიზში სხვა სკოლაში სასწავლებლად, მაგრამ მასწავლებელთან ყოფნის სურვილი და მისი გრძნობები უცვლელი დარჩა.

ბრიჯიტმა გაიხსენა, რომ იმ დროს საკუთარ თავს ეუბნებოდა, რომ ერთხელაც ემანუელი პარიზში თავისი ასაკის ქალს შეიყვარებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

ბრიჯიტმა სამსახური დატოვა, რადგან ფიქრობდა, რომ მათი ურთიერთობის "ერთადერთი დაბრკოლება" მისი შვილები იყვნენ. ქალს არ სურდა "მათი ცხოვრების დანგრევა".

ბრიჯიტის ვაჟი მაკრონზე სამი წლით უფროსია, მისი ქალიშვილები კი 46 და 39 წლისები.

ქალმა ინტერვიუს დროს იმაზეც ისაუბრა, რომ არ იცოდა, რას იტყოდნენ მისი მშობლები ყოფილ მოსწავლესთან ქორწინებაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ მისი და-ძმები ხშირად ხუმრობდნენ მაკრონთან ურთიერთობის შესახებ ჭორებზე.

იგი საბოლოოდ დაქორწინდა მაკრონზე, იმ დროისთვის 30 წელს მიტანებული მაკრონი საჯარო მოხელე იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ბრიჯიტი 16 წელია დაქორწინებულია, ამბობს, რომ მეუღლე მაინც ახერხებს მის გაოცებას, თავისი ბრწყინვალე მეხსიერებითა და ინტელექტით.

  • "ბევრი ბრწყინვალე სტუდენტი მყავდა, მაგრამ არცერთ მათგანს არ ჰქონდა მისი შესაძლებლობები. მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი მისით", - ამბობს პირველი ლედი.

ამჟამად წყვილი ელისეს სასახლეში მშვიდი ცხოვრებით ტკბება. პრეზიდენტი სახლში საღამოს 22:00 და 23:00 საათზე ბრუნდება, ხოლო ბრიჯიტი მას საუზმეს და ზოგჯერ სადილს უმზადებს.

სანამ მისი ქმარი თავის დღეს პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობაში ატარებს, საფრანგეთის პირველი ლედი ასწავლის მოზარდებს, ეწევა სხვადასხვა სახის ქველმოქმედებას.

იგი მიეჩვია კრიტიკას, რომელსაც ხშირად უწერენ ქმართან ერთად გადაღებულ საერთო ფოტოებზე.

სტატუსი აიძულებს, რომ მეუღლესთან ერთად ბევრ უცხოელ ლიდერს შეხვდეს. განსაკუთრებულად იხსენებს ბრიტანეთის მეფე-დედოფალთან შეხვედრას, რომლებიც პარიზს სექტემბერში ეწვივნენ.

ბრიჯიტი აღიარებს, რომ თავიდან ნერვიულობდა, მაგრამ როდესაც კამილა მიესალმა და ლოყაზე აკოცა, დამშვიდდა. ის აქებს ჩარლზის იუმორს და სამეფო წყვილის დელიკატურობას. ელისეს სასახლეში მეფე-დედოფალთან ერთად ვახშამს "მშვენიერ მომენტს" უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ ადრე პლასტიკურმა ქირურგებმა ბრიჯიტს სილამაზის პროცედურების ჩატარება შესთავაზეს, რომ ქალი უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს, მაგრამ მათ წინადადებას საფრანგეთის პირველი ლედი არ დათანხმდა.