Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სპორტი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩხუბი პარლამენტში: ლევან მგალობლიშვილმა თინა ბოკუჩავას "ნაბიჭვარი" უწოდა, რის გამოც ანა წითლიძემ "ქართული ოცნების" წევრს ქაღალდები ესროლა
ჩხუბი პარლამენტში: ლევან მგალობლიშვილმა თინა ბოკუჩავას "ნაბიჭვარი" უწოდა, რის გამოც ანა წითლიძემ "ქართული ოცნების" წევრს ქაღალდები ესროლა

პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე ვი­თა­რე­ბა და­ი­ძა­ბა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვილ­მა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ კო­ლე­გას, თინა ბო­კუ­ჩა­ვას „ნა­ბიჭ­ვა­რი“ უწო­და.

მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის შე­უ­რა­ცხმყო­ფელ რეპ­ლი­კას, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტა­ტის ანა წით­ლი­ძის მხრი­დან რე­აქ­ცია მოჰ­ყვა.

მან მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის დე­პუ­ტატს ქა­ღალ­დე­ბი ეს­რო­ლა.

ვი­თა­რე­ბა მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რო­დე­საც რატი ბრე­გა­ძემ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­ა­ფა­სა, რა დრო­საც ბო­კუ­ჩა­ვამ მი­ნისტრს სი­ტყვა გა­ა­წყვე­ტი­ნა და მი­მარ­თა, რომ ის ტყუ­ილს ამ­ბობ­და.

მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ბო­კუ­ჩა­ვამ მო­ი­თხო­ვა, დად­გეს მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი.

"ბოლო დროს გან­სა­კუთ­რე­ბით გახ­შირ­და თავ­დას­ხმე­ბი „რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბის“ კაცი დე­პუ­ტა­ტე­ბის მხრი­დან ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ქალი დე­პუ­ტა­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ქალი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე უკომ­პრო­მი­სოდ იბ­რძვი­ან ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის, მუდ­მი­ვად ხდე­ბი­ან ამო­რა­ლუ­რი, უხამ­სი თავ­დას­ხმე­ბის სა­მიზ­ნე „რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბის მხრი­დან. დღეს ამ­გვარ თავ­დამ­სხმე­ლად მოგ­ვევ­ლი­ნა ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი, რომ­ლის მხრი­და­ნაც არას­დროს გაგ­ვი­გია არც ერთი პო­ზი­ცია სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ბა­ტე­ბი­სას სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხებ­ზე, მაგ­რამ დღეს გა­ვი­გეთ, რომ ძა­ლი­ან კარ­გად სცოდ­ნია ამ ადა­მი­ანს უხამ­სი, ამო­რა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ლუ­რი თავ­დას­ხმის, გი­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში. მო­ვი­თხოვთ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­უ­ტარ­დეს ამ დე­პუ­ტატს შე­სა­ბა­მი­სი შე­მოწ­მე­ბა, რომ და­დას­ტურ­დეს, რომ არ­ღვევს პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენტს, კა­ნონ­მდებ­ლო­ბას და ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში, სა­დაც იყე­ნებს უხამს გა­მო­ნათ­ქვა­მებს კო­ლე­გა დე­პუ­ტა­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, დად­გეს ამ ადა­მი­ა­ნის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი. ამ მო­თხოვ­ნით მივ­მარ­თავთ პი­რა­დად გია ვოლ­სკის, რო­მე­ლიც დღეს არის თავ­მჯდო­მა­რის როლ­ში პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­ზე,“ - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბენდუქა
0

და რა უთხრა არასწორად როოო?

ეტყობა გაუტყდათ პრასტიტუტკაც რომ არ დაუძახა )))))

დავითი
0

ამათმა რომ ერთმანეთი დახოცონ და ჩვენ ქვეყანა დაგვანებონ, არ შეიძლება?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"თუ ჯართს არ ჩავაბარებ საჭმლის გარეშე დავრჩებით" - 11 წლის ალექსანდრე ალავერდაშვილი
ავტორი:

ჩხუბი პარლამენტში: ლევან მგალობლიშვილმა თინა ბოკუჩავას "ნაბიჭვარი" უწოდა, რის გამოც ანა წითლიძემ "ქართული ოცნების" წევრს ქაღალდები ესროლა

ჩხუბი პარლამენტში: ლევან მგალობლიშვილმა თინა ბოკუჩავას "ნაბიჭვარი" უწოდა, რის გამოც ანა წითლიძემ "ქართული ოცნების" წევრს ქაღალდები ესროლა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვითარება დაიძაბა. "ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას, თინა ბოკუჩავას „ნაბიჭვარი“ უწოდა.

მგალობლიშვილის შეურაცხმყოფელ რეპლიკას, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ანა წითლიძის მხრიდან რეაქცია მოჰყვა.

მან მმართველი პარტიის დეპუტატს ქაღალდები ესროლა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა, რა დროსაც ბოკუჩავამ მინისტრს სიტყვა გააწყვეტინა და მიმართა, რომ ის ტყუილს ამბობდა.

მომხდარი ინციდენტის შემდეგ ბოკუჩავამ მოითხოვა, დადგეს მგალობლიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი.

"ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა თავდასხმები „რუსული ოცნების“ კაცი დეპუტატების მხრიდან ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების წინააღმდეგ. ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც ყველაზე უკომპრომისოდ იბრძვიან ევროპული მომავლისთვის, მუდმივად ხდებიან ამორალური, უხამსი თავდასხმების სამიზნე „რუსული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან. დღეს ამგვარ თავდამსხმელად მოგვევლინა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ლევან მგალობლიშვილი, რომლის მხრიდანაც არასდროს გაგვიგია არც ერთი პოზიცია საპარლამენტო დებატებისას საქართველოსთვის საჭირბოროტო საკითხებზე, მაგრამ დღეს გავიგეთ, რომ ძალიან კარგად სცოდნია ამ ადამიანს უხამსი, ამორალური პერსონალური თავდასხმის, გინების გამოყენება სხდომათა დარბაზში. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს ამ დეპუტატს შესაბამისი შემოწმება, რომ დადასტურდეს, რომ არღვევს პარლამენტის რეგლამენტს, კანონმდებლობას და ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში იმყოფება პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც იყენებს უხამს გამონათქვამებს კოლეგა დეპუტატების წინააღმდეგ, დადგეს ამ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი. ამ მოთხოვნით მივმართავთ პირადად გია ვოლსკის, რომელიც დღეს არის თავმჯდომარის როლში პარლამენტის სხდომაზე,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

იხილეთ ასევე: